Top 10 similar words or synonyms for კაპიტელებს

თაროსებრ    0.911404

კრონშტეინებს    0.907840

შვერილებს    0.902052

რთულპროფილიანი    0.889148

პილასტრს    0.888966

თაღიც    0.888459

მედალიონია    0.888458

ნახევაწრიული    0.883238

თამასებით    0.881704

მარტივპროფილიან    0.880816

Top 30 analogous words or synonyms for კაპიტელებს

Article Example
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი უნიკალურია ინტერიერის მორთულობის დეტალები, რომლებიც შენობის ფუნქიციას პასუხობს. აქ ნახავთ ნაძერწ პეპელას, აბრეშუმის ჭიას, თუთის ფოთოლს, რომელიც კაპიტელებს, ფრიზს, კარნიზსა თუ სხვა არქიტექტურულ დეტალებს ამკობს. შენობის ავთენტურობას ის ფაქტორიც განსაზღვრავს, რომ საგამოფენო დარბაზსა და ბიბლიოთეკაში შემონახულია ალექსანდრე შიმკევიჩის ესკიზებით დამზადებული ავეჯი.
მცხეთის სამების ეკლესია შესასვლელი ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთის ღრმა აფსიდში ერთი სარკმელია, მის ორივე მახარეს - თითო სწორკუთხა ღრმა ნიში (სამალავები?). ორივე ნიშს აღმოსავლეთით თითო სარკმელი აქვს. აფსიდის ნახევარწრიული კონქის საბჯენი თაღი კაპიტელებს ეყრდნობა. დარბაზის სამხრეთ კედელში ორი სარკმელია, დასავლეთისაში - ერთი. კამარის საბჯენი თაღი მარტივი პროფილის კრონშტეინებზე ყოფილა დაყრდნობილი.
ცხავერის წმინდა გიორგის ეკლესია ეკლესია დარბაზულია (7,45 X 3,8 მ), ნაგებია ქვიშაქვით, გამოყენებულია რიყისა და ნატეხი ქვაც. არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის მარცხნივ - სწორკუთხა ნიში. დარბაზის გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილში ნატეხი ქვით გადახურული თითო სწორკუთხა სარკმელია. სატრიუმფო თაღი ტუფის მარტივ კაპიტელებს ეყრდნობა. გადახურვა კამაროვანია. ეკლესიის კედლებზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ფასადები სადაა. სახურავი ორფერდაა, გადახურულია კრამიტით.
მუხილეთის ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი ეკლესიას სამი მინაშენი აქვს - დასავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით. დასავლეთის მინაშენი ეკლესიის კედლის მთელ სიგრძეზეა მიდგმული; გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რომელიც დაბეტონებულ მასას წარმოადგენს. მინაშენი, ეკლესიასთან შედარებით, ნაგებია მდარედ. მას ორი შესასვლელი ჰქონია - სამხრეთით (ამოშენებულია) და დასავლეთით, რომელიც დაკავშირებულია ძლიერ დანგრეულ ნაგებობასთან. ჩრდილოეთ მინაშენი დანგრეულია და მიწითაა დაფარული. ეკლესიის სამხრეთ მინაშენი, რომელსაც სამხრეთ ფასადის დასავლეთ ნახევარი უჭირავს, მცირე ეგვტერია. მას საკურთხეველი და აგურით ნაგები კანკელი (დანგრეულია) ჰქონია. ეგვტერის წინ მიშენებულია მაღალი კარიბჭე, რომელიც სამხრეთით მთლიანად გახსნილია ფართო თაღით. თაღი მთლიან ქვაში გამოკვეთილ მარტივღარებიან კაპიტელებს ეყრდნობა.
ახალშენის წმინდა გიორგის ეკლესია (კასპი) ეკლესია დარბაზულია (7,8 X 4,3 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარის დასავლეთ მონაკვეთი, კედლების ზედა ნაწილები; ეკლესია ერთი მეტრის სიმაღლეზე ნანგრევებითა და მიწითაა ამოვსებული. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთითაა. აფსიდის ღერძზე ერთი სარკმელია, რომლის ორივე გვერდებზე თითო ოთხკუთხა ნიშია. სარკმლის ქვემოთ კედელზე მიდგმულია სატრაპეზო ქვა. საკურთხევლის კონქი და თაღი პროფილირებულ კაპიტელებს ეყრდნობა, ხოლო დარბაზის შეისრული კამარა - საბჯენ თაღს. სამხრეთ კედელში ერთი სარკმელია. დარბაზი შელესილი და მოხატული ყოფილა.