Top 10 similar words or synonyms for თაღიც

თარაზულად    0.931228

არქიტრავული    0.907972

უჩუქურთმო    0.907589

ნალისებრია    0.904838

ბემით    0.904706

მოჩარჩოებულია    0.904152

ოთხწახნაგა    0.901621

ღერძიდან    0.901327

ოთხბოძიანი    0.899951

სანდრიკებით    0.898386

Top 30 analogous words or synonyms for თაღიც

Article Example
არაგვისპირის ეკლესია ეკლესია დარბაზულია (9,3 X 4,3 მ). ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით, რიყის ქვით და აგურით. ერთადერთი სწორკუთხა შესასვლელი ჩრდილოეთ კედლის შუაშია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია. აბსიდში ორი ვიწრო თაღოვანი სარკმელი (ერთი აბსიდის ღერძზე, მეორე - სამხრეთის გვერდში, რომელიც სამხრეთის ფასადზე გადის) და ორი მცირე ზომის ნიშია. აბსიდის კედელზე (ღერძზე) სწორკუთხა ტრაპეზია მიბჯენილი. თითო სარკმელი დარბაზის სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია. დარბაზი ნახევარწრიული კამარით არის გადახურული. ნახევარწრიული ფორმისაა აბსიდის თაღიც.
ოსიაურის ღვთისმშობლის ეკლესია ნახევარწრიული აფსიდის ცენტრში გაჭრილია სარკმელი, რომლის ორივე მხარეს ტოლი ნიშებია. ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო სარკმელია. ყველა სარკმლის თაღი ნახევარწრიულია, როგორც შიგნიდან, ასევე გარედან. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. მისი თაღიც ნახევარწრიულია. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც კედლებს ებჯინება. გადახურვა კედლებიდან გამოყოფილია უბრალო კარნიზით. ასეთივე კარნიზით არის გამოყოფილი აფსიდი კონქისაგან.
სატრიუმფო თაღი (პარიზი) აუსტერლიცის ბრძოლის შემდეგ ნაპოლეონ ბონაპარტეს შეკვეთით აშენებული ტრიუმფალური თაღი ერთ-ერთი ყველაზე დრამატული არქიტექტურული ნამუშევარია ყველა თაღს შორის, რომლებიც მსოფლიოს დიდ ქალაქებში გვხვდება. მისი სრული სახელწოდებაა „ვარსკვლავის მოედნის სატრიუმფო თაღი“. მის სიახლოვეს მეორე, მომცრო და ნაკლებად შთამბეჭდავი - კარუსლის მოედნის თაღიც დგას.
უფლისწულის ეკლესია უფლისწულის ეკლესიის სამხრეთით მდებარე სათავსი - კარიბჭე ეკლესიის სიგრძისაა და მასზე ბევრად დაბალია. მინაშენის ნალისებრი აფსიდი გადახურულია კამარითა და კონქით. თაღიც ნალისებრია. სათავსის სამხრეთ კედელში, ეკლესიის კარის პირდაპირ აგურისთაღიანი შეწყვილებული შესასვლელებია. შესასვლელებს შორის აგურის წყობაში მოქცეულია კლდეში ნაკვეთი მრგვალი სვეტი. სავარაუდოა, რომ იგი ადრინდელი ფეოდალური ხანის ეკლესიას ეკუთვნოდა და შეწყვილებული გასასვლელის თაღების შუაბოძი - საყრდენი იყო. სათავსის კედლები შელესილია. იატაკი XVII საუკუნის აგურისაა.
ცერონისის მაცხოვრის ეკლესია შიგნიდან სწორკუთხოვანი, გარედან თაღოვანი შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ბრტყელი ზედანით გადახურული თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ჩრდილოეთით ორი, ხოლო სამხრეთით ერთი ნიშია. საკურთხეველში აგურით ნაგები სატრაპეზო დგას. საკურთხევლის კონქის რამდენადმე დეფორმირებული თაღი სამი ლილვისაგან შედგენილი ქვიშაქვის იმპოსტებს ეყრდნობა. მსგავს იმპოსტებზეა დაყრდნობილი დასავლეთ კედლის შეკიდული საბჯენი თაღიც, რომელიც შეკეთების დროს კამარის წყობაში მოუქცევიათ. თითო სარკმელი დასავლეთით და სამხრეთითა. დარბაზი ცილინდრული კამარითაა გადახურული. ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. აქ არსებული საფლავის ქვების წარწერით ირკვევა, რომ ეკლესია ფალავანდიშვილებს ეკუთვნოდათ.