Top 10 similar words or synonyms for ბემით

ტიმპანიანი    0.906633

ბრტყლად    0.904962

თაღიც    0.904706

არქიტრავით    0.904148

ოთხწახნაგა    0.903246

ნახევაწრიული    0.900749

ღერძიდან    0.900304

შეისრულია    0.900098

დაგრძელებულია    0.897934

ნალესობით    0.896762

Top 30 analogous words or synonyms for ბემით

Article Example
სარკის წმინდა გიორგის მონასტერი წმინდა გიორგის სახელობის ახალი ეკლესია დაშენებულია ჯვრისებრი გეგმის ძველ ეკლესიის საძირკველზე. იგი ჯვარ-გუმბათოვანი, თავისუფალი ჯვრის ტიპის ნაგებობაა (12,6X9 მ). ნაშენია აგურით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა. აღმოსავლეთისა და დასავლეთის მკლავები წაგრძელებულია. ბემით გამოყოფილ ნახევარწრიულ აფსიდში მოსაძღვრე სათავსებში გასასვლელია გაჭრილი.
ფიტარეთის მონასტერი ფიტარეთის ტაძრის გეგმა თითქმის კვადრატულია. კარიბჭე სამხრეთიდან ჰქონდა და დღემდეც ასე მოაღწია. ტაძრის შიდა სივრცეს აღმოსავლეთით ფარგლავს სამნაწილიანი საკურთხეველი, რომლის ცენტრში აფსიდია მოთავსებული, გვერდებზე კი სადიაკვნე და სამკვეთლოა. აფსიდი დარბაზიდან ღრმა ბემით არის გამოყოფილი. საკურთხევლის ცენტრში ტრაპეზის ნარჩენებია. თვით აფსიდს ერთი საფეხური უვლის და მთავარი სარკმლის ქვეშ სამსაფეხურიანი ჩამოსასხდომია მღვდელმთავართათვის. იქვე, განაპირებში, საშუალო სიმაღლის თითო ნიშია. ბემასთან კარებით იყო დაკავშირებული სადიაკვნე და სამკვეთლო (სადიაკვნეს კარი გვიან ამოუშენეს).
სუმბიანის ეკლესია ეკლესია გუმბათოვანი ნაგებობაა (7,5 X 5,53 მ). აქვს ორი შესასვლელი; ერთი დასავლეთის კედლის შუა ნაწილშია, მეორე ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში. დარბაზი გეგმით წარმოადგენს მოკლემკლავებიან სწორკუთხა ჯვარს, რომელიც აღმოსავლეთით დაგრძელებულია ბემით და აფსიდით. აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო პატარა ნიშია. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრიულ ყელზე გადასვლა აფრების საშუალებით ხდება. გარედან რვაწახნაგა გუმბათის ყელის ყოველ წახნაგში მაღალი სარკმელია გაჭრილი. ყელის ქვედა ნაწილი ყრუა, ზედა ნაწილში წიბოებს აგურის ლილვი აქვს შემოვლებული. გუმბათის ყელი დასრულებულია წრეთარგიანი ლავგარდნით.
ზეგაანის მონასტერი ეკლესია მარტივი ჯვრის ტიპისაა, რომელსაც გეგმაში საფუძვლად უდევს ტოლმკლავებიანი ჯვარი. გარეგან მასებში მკაფიოდაა გამოვლენილი ჯვრის სწორკუთხოვანი მკლავები. აღმოსავლეთი მკლავი შიგნით დასრულებულია საკურთხევლის ნახევარწრიული აბსიდით და მცირე ბემით. მკლავთა გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი გარედან აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძზე აგებული მოცულობის ორქანობიანი სახურავის ქვეშაა მოქცეული. ამ გრძივ მოცულობას პერპენდიკულარულად ეკვრის ჯვრის ჩრდილოეთისა და სამხრეთის მკლავების უფრო დაბალი სახურავები. ჯვრის ყოველი მკლავი ნალისებრი ფორმის კამარითაა გადახურული; კამარის ქუსლის დონეზე გამოყოფილია შვერილი. აღმოსავლეთისა და დასავლეთის კამარათა თაღები დანარჩენებზე რამდენადმე მაღალია. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა მოკლებულია სიმკვეთრეს; კუთხეები შელესილია და მოხატულობითაა დაფარული. გუმბათის ყელი ძალიან პატარაა (იგი არ აღემატება 0.5 მ-ს) ნაცვლად გუმბათისა აქ დამრეცი, უსწორო ზედაპირის მქონე კამარაა.
ბიეთის ტაძარი ტაძარში ორი შესასვლელია, დასავლეთიდან და სამხრეთიდან (სამხრეთის კარის წინ კარიბჭე იყო მოწყობილი, დღეს მისი მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი. დასავლეთის შესასვლელის გვერდებზე კრონშტეინებია, მაგრამ კარიბჭის კვალი არ შეიმჩნევა). ტაძრის გეგმაზე მკვეთრად გამოიყოფა აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძი. ნახევარწრიული აფსიდი დაგრძელებულია ღრმა ბემით, რომელიც ცენტრისკენ განიერდება. გუმბათქვეშა სივრცეს ზომაზე დიდი ფართობი უკავია. გუმბათი ბემის მხრებსა და თავისუფლად მდგარ ჯვრული კვეთის ორ სვეტს ეყრდნობა (სვეტის ჯვრულ მკლავებს შორის დამატებით მასიური ლილვებია აყოლებული). შესამჩნევია, რომ ტაძრის არქიტექტურაში გუმბათის წამყვანი როლი გადაჭარბებითაც არის წინ წამოწეული. ის, გვერდითი მკლავების ხარჯზე, მთელი ტაძრის სივრცეზე გაბატონდა. გვერდითი მკლავების მნიშვნელობა მინიმუმამდეა შემცირებული (მკლავის სიგანე 1 მეტრს ოდნავ აჭარბებს). სამკვეთლოში და სადიაკვნეში შესასვლელები დარბაზიდანაა, სამკვეთლოს დამატებით მეორე კარი, უშუალოდ საკურთხევლიდან, ბემაშიცაა გაჭრილი. ორივე სათავსო აღმოსავლეთის აფსიდით მთავრდება.