Top 10 similar words or synonyms for რთულპროფილიანი

მოჩარჩოებულია    0.916530

შეისრულია    0.903959

იმპოსტებს    0.903599

უჩუქურთმო    0.899634

კრონშტეინებზე    0.898945

ბაზისები    0.898347

ბემით    0.894803

მარტივპროფილიან    0.894304

ერთსაფეხურიანი    0.890814

კაპიტელებს    0.889148

Top 30 analogous words or synonyms for რთულპროფილიანი

Article Example
შლუყურის წმინდა გიორგის ეკლესია ეკლესიის სამხრეთ შესასვლელის წინ სამ მხარეს თაღებით გახსნილი და კრამიტით გადახურული კარიბჭეა. კარიბჭის და სამრეკლოს თაღების ქუსლებთან მაღალი რთულპროფილიანი იმპოსტებია.
კავთისხევის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია ეკლესია დარბაზულია (5,95 X 4,6 მ), ნაგებია მოზრდილი პირმოსწორებული ლოდებით. გამოყენებულია აგურიც. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევარწრიულ აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის გვერდებზე თითო სწორკუთხა ნიშია. კამარა შეკეთების დროს დაუდაბლებიათ და ახლა აფსიდის სატრიუმფო თაღს უშუალოდ ერწყმის. დარბაზს ორი სარკმელი აქვს: სამხრეთისა ოთხკუთხაა, დასავლეთისა – თაღოვანი. რთულპროფილიანი, აგურის ხუთი რიგისაგან შედგენილი ლავგარდანი ახალია. ფრონტონები ძლიერ მახვილკუთხოვანია.
კაზრეთი კაზრეთში არის XIII საუკუნის I მეოთხედის ხუროთმოძღვრების ძეგლი - სამონასტრო კომპლექსი, რომლის ხუროთმოძღვრული დომინანტია სამების ერთნავიანი ეკლესია. გეგმით წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმის მაღალი, უგუმბათო შენობა საგებია სუფთად დამუშავებული ქვით. შემკულია მდიდრული დეკორით. აღმოსავლეთით ძალიან ღრმა აფსიდი აქვს, ჩრდილოეთით და დასავლეთით - პორტალებიანი ორი შესასვლელი. ტრადიციულად შესასვლელს სამხრეთიდან აკეთებდნენ, მაგრამ აქ მთავარია ჩრდილოეთით შესასვლელი, ვინაიდან ერთადერთი მისადგომი გზა ჩრდილოეთ-დასავლეთიდანაა. ძეგლის მეორე თავისებურებაა ის, რომ აფსიდს ორის ნაცვლად მხოლოდ ერთი სადგომი ეკვრის ჩრდილოეთ მხარეს. აფსიდში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ფასადებს ამკობს სარკმლების დეკორატიული ჩარჩოები, პორტალებს - რთულპროფილიანი ჩუქურთმები. კაზრეთის მიდამოებშია ეკლესია სათხე (განვითარებული შუა საუკუნეებში).
კურტანიძეულის წმინდა მარინეს ეკლესია ეკლესია (10 X 6,7 მ) დარბაზულია, ნაგებია კარგად გათლილი, მოყვითალო შირიმის კვადრებით. ეკლესიას შესასვლელი დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს. ორივე კარი შიგნით თაღოვანია, გარედან კი ბრტყლადაა გადახურული. აღმოსავლეთით, პილასტრებით გამოყოფილი არაწესიერი ნახევარწრფის ფორმის ღრმა აბსიდია, აბსიდის ღერძზე - თაღოვანი სარკმელი, რომლის ორივე მხარეს თითო მაღალი, გეგმით ნახევარწრიული, თაღოვანი ნიშია. სარკმლის ზემოთ, ერთმანეთთან ახლოს, ორი პატარა, შიგნით თაღოვანი, გარედან მრგვალი სარკმელია. საკურთხეველი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით, რომლის ორსაფეხურიან თაღს ნახევარწრიული ფორმა აქვს. ნახევარწრიულია კამარაც. დარბაზის გრძივი კედლების შუაში თითო ვიწრო პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა კამარის ორსაფეხურიანი საბჯენი თაღი. დასავლეთ კუთხის პილასტრებზე კედლის მიმდებარე ორსაფეხურიანი საბჯენი თაღია გადაყვანილი. ყველა თაღის ქუსლებთან შირიმის რთულპროფილიანი იმპოსტებია. გრძივ კედლებზე, პილასტრებს შორის არეები, დასრულებულია კონსოლებზე დაყრდნობილი ნახევარწრიული თაღებით. დარბაზის დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია.
წინამძღვრიშვილების ეკლესია ეკლესია (17,25 X 10,5 მ) თავისუფალი ჯვრის ტიპისაა. ნაგებია ქვიშაქვის კვადრებით. ეკლესიის აღმოსავლეთ-დასავლეთ ღერძი განივ ღერძზე გრძელია. სამხრეთ და დასავლეთ მკლავის ღერძებზე გაჭრილია მაღალი თაღოვანი შესასვლელები. აღმოსავლეთ მკლავი დასრულებულია ღრმა ნახევარწრიული აფსიდით. საკურთხეველში სამი ფართო თაღოვანი სარკმელი და ერთი ფართო თაღოვანი ნიშია. ეკლესიის ჯვრისებრი სივრცის ცენტრალურ მონაკვეთში აღმართულია გუმბათი. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათზე გადასასვლელად აფრებია გამოყენებული. ეკლესიის სწორკუთხოვანი მკლავები გადახურულია ნახევარწრიული კამარით. კამარის ქუსლის დონეზე დარბაზს მთელ პერიმეტრზე სამსაფეხურიანი ერთიანი სარტყელი გასდევს. ჩრდილოეთ მკლავში ერთი ფართო თაღოვანი სარკმელია. თითო ასეთივე სარკმელი დასავლეთის მკლავის გრძელ კედლებშიცაა. სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ მკლავების ფასადები ერთნაირია. ორივე შესასვლელს სწორკუთხა პილასტრებზე დაყრდნობილი თაღი აქვს და მოჩარჩოებულია მაღალი ლილვით, რომელიც ზემოთ დასრულებულია ოდნავ შევიწროებული თაღით. თაღებს შორის სამი მრგვალი ყრუ სარკმელი და ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. გარედან აფსიდი აღმოსავლეთის მოკლე მკლავისაგან გამოყოფილია პატარა მხრებით და დასრულებულია ნახევარკონუსური სახურავით. სარკმლების საპირეები ბრტყელია. დასავლეთ ფასადზე მათ ფართო სწორკუთხოვანი მოჩარჩოებაც აქვთ. ეკლესიას შემოვლებული აქვს ქვიშაქვის რთულპროფილიანი (თარო, შეწყვილებული ლილვი, წრეთარგი, ლილვი და თარო) ლავგარდანი.