Top 10 similar words or synonyms for მედალიონია

ღერომხვევი    0.929943

bethlehem    0.927909

ჟანგისფერი    0.925880

ყანჩაეთის    0.925063

allegrissimo    0.924302

კოგონი    0.924247

ппх    0.923727

პირიტუ    0.922484

resonance    0.921619

როკინგჰემი    0.920957

Top 30 analogous words or synonyms for მედალიონია

Article Example
წრომის ტაძარი საკურთხევლის სარკმლის თაღში სამი მედალიონია, ცენტრალურ მედალიონში ჯვარია გამოსახული, ხოლო დანარჩენსი – მარტვილთა ბიუსტები. მედალიონების ქვემოთ ორნამენტული ზოლი გასდევს აკანთის ფოთლების მოტივით. კოლორიტი მოცისფრო–ფირუზი ფერის, სისანისფერის, მოყვითალო და მოვარდისფრო ფერების შეხამებაზეა აგებული. ტაძრის დანარჩენი კედლები და კამარა მოუხატავი იყო.
მუხის გვირგვინის ორდენი ორდენის ნიშანი თავის მხრივ თეთრი მინანქარის ოქროს ჯვარს წარმოადგენს. ჯვრის ცენტრში განიერ ოქროს რგოლში მწვანე მინანქარი, მრგვალი მედალიონია მოთავსებული, რომელზეც განთავსებულია ვილჰემ მეორის ოქროს მონაგრამა — დაგვირგვინებული გოთური წერილით „W“. ოფიცერის დონის ჯვარს, ჯვრის მხრებს შორის მიმატებულია ოქროს მუხის თაიგული.
ჯუმათის მონასტერი მიქაელ მთავარანგელოზის დიდი რელიეფური ხატი გიორგი გურიელმა, მისმა შვილმა ლომამ და ლომას მეუღლე ადასუჯანმა შესწირეს მონასტერს. ხატის მოჭედილობა ოქროსი იყო. სიგრძე 1,5 არშინი, სიგანე კი 1 არშინი იყო. ქვემო ნაწილი სიძველის გამონაფლეთებად იყო ჩამოკიდებული. მთავარანგელოზს მარჯვენა ხელში ამოწვდილი მახვილი უპყრია, მარცხენაში — ქარქაში. თმა ხუჭუჭი აქვს, ტანთ ჯაჭვი აცვია, მხრებზე ყაბალახის მაგვარი რამ აქვს მოგდებული, მკერდზე შეკინძული. არშიებზე ათი მინანქრის მედალიონია ნაირფერი ფონით. წარწერები ქართულია, ძალზე წვრილი ოქროს სირმებით შესრულებული. მთავარანგელოზს თავზე შარავანდი ადგას. მასზე სამი მსხვილი თვალი ზის: ფირუზი და ორი მარგალიტი. შარავანდის გვერდებზე ორი მოზრდილი მინანქრის მედალიონია ცისფერ ფონზე, ოქროს სირმით შესრულებული წარწერით. ზურგზე გაშავებულ ვერცხლის ფირფიტაზე წარწერაა:
ოლღას მონასტერი ეკლესიას დასავლეთით ეკვრის კარიბჭე, რომლის შუა ნაწილი გვერდის ნაწილებთან შედარებით რამდენიმეჯერ ამაღლებულია. იგი გადახურულია კედლის პროფილირებულ ორნამენტიან შვერილებზე დაყრდნობილი ვარსკვლავისებრი შეკრული კამარით, რომლის ცენტრში ორნამენტიანი მედალიონია ვარდულით.გარედან კარიბჭის სამხრეთის კედელი საერთო მოხატულობიდან გამოწეულია. დასავლეთის ფასადზე შემორჩენილია ლავგარდნის ორი ქვა. კარიბჭე თავისი კონსტრუქციითა და გაფორმებით სამთავროს ტაძრის სამხრეთ კარიბჭის მსგავსია და განეკუთვნება XI-XII საუკუნეებს.
მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი ფასადებზე საპერანგე ქვებიც და ორნამენტული ელემენტებიც ბევრგან შეცვლილია, გადაწყობილია ან საერთოდ აღარ არსებობს. ტაძრის ფასადების მორთულობის შემკვრელი იყო დეკორატიული თაღედი, რომლის მცირე ნაწილია შემორჩენილი. ოთხივე ფასადზე ერთი და იგივე ძირითადი დეკორატიული მოტივი მეორდება: დიდი ჯვარი და სარკმლების მოჩარჩოება, უამრავი მედალიონი. ისინი უმთავრესად კედლების ცენტრალურ არეებზეა თავმოყრილი. აღმოსავლეთ ფასადის ჯვარი, რომელსაც თითქმის მთელი ცენტრალური მკლავი უჭირავს, გლუვი ლილვებისაგან შედგება. თითოეული მკლავის ბოლოში მრგვალი მედალიონია ჩასმული, ხოლო მკლავების გადაკვეთის ადგილი გირჩითაა ხაზგასმული. ქვევით ჯვრის ლილვები უწყვეტად გადადის ჯერ მედალიონების, შემდეგ კი საკურთხევლის ცენტრალური სარკმლის მოჩარჩოებაში, ვერტიკალურად ეშვება და შუა ფასადზე წყდება. გლუვი ლილვებითაა შემოხაზული ყველა დანარჩენი სარკმელი ამ ფასადზე. მდიდრულად მორთული სამკუთხა ნიშების დეკორისაგან მხოლოდ ზედა თაღოვანი ნაწილებია შემორჩენილი. დანარჩენ ფასადებზე დეკორატიული ჯვრების ქვედა მკლავი წყვილ სარკმლებს შორისაა ჩაყოლებული. არშია დასავლეთ ფასადზე გლუვია, გრძივ ფასადებზე კი ორნამენტული წნულითაა შევსებული. გლუვია დასავლეთ და ჩრდილოეთ ფასადების სარკმლების მოჩარჩოებაც.