Top 10 similar words or synonyms for ყლორტები

წიწვები    0.935022

ეკლები    0.930651

ხვიარა    0.927602

გართხმული    0.927500

მორუხო    0.925578

მატლი    0.923328

ცალსქესიანი    0.922719

ღეროსა    0.921717

სუნთქავენ    0.920810

კვირტები    0.920005

Top 30 analogous words or synonyms for ყლორტები

Article Example
მარცვლოვანნი მარცვლოვანნი ჯვარედინმტვერია მცენარეებია. ზოგს თვითდამტვერვა ახასიათებს. ნაყოფი მარცვალა, იშვიათად კურკიანასებრი ან კენკრისებრი (ბამბუკისა). თესლი დიდი რაოდენობით შეიცავს ენდოსპერმს. მარცვლოვანთა უმეტესობას ღეროს ქვედა ნაწილში მუხლები ძლიერ მიახლოვებული აქვს და ე. წ. ბარტყობის მუხლს ქმნის, რომლის კვირტებიდანაც ამოიზრდება ხოლმე ახალი მიწისზედა ყლორტები. თავის მხრივ ესენიც ახალი ბარტყობის მუხლებს წარმოშობენ. აქედან გამოსული ყლორტები ან ამოხევენ ხალთას (ხალთის გარე ყლორტები), ან ხალთაშივე იზრდებიან (ხალთის შიგა ყლორტები). ყლორტების წარმოშობის მიხედვით მარცვლოვანნი იყოფიან გრძელფესურიან (ან ფესურიან), მეჩხერბუჩქოვან და მკვრივბუჩქოვან (მკვრივკორდოვან) მარცვლოვანებად.
ბარტყობა (მცენარე) მრავალწლოვანებში - აღერების ფაზის დაწყებამდე, შემდეგ კი - ყვავილობის ფაზის ბოლოს ან ნაყოფიანობის პერიოდში და გრძელდება ვეგეტაციის ბოლომდე. ბარტყობის მიხედვით განარჩევენ მეჩხერბუჩქოვან და მკვრივბუჩქოვან მცენარეებს. მეჩხერბუჩქოვან მარცვლოვნებში ბარტყობის მუხლი მიწაშია ჩაფლული და მისგან წარმოქმნილი ყლორტები ჯერ განზე იზრდება, შემდეგ კი ზევით მიიმართება. მკვრივბუჩქოვნებში - ნიადაგის ზედაპირზეა და მისგან ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი ვერტიკალური ყლორტები ვითარდება. ბარტყობის მუხლის განლაგების სიღრმესთანაა ჩვეულებრივ დაკავშირებული მცენარის ყინვაგამძლეობა.
თურინჯი თურინჯი, "პომპელმუსი" (Citrus grandis), სუბტროპიკული მარადმწვანე ხეხილოვანი მცენარე ციტრუსოვანთა გვარისა, ახალგაზრდა ყლორტები შებუსული აქვს, ფოთოლი ფართოფრთიანია, ნაყოფი მსხვილი (400-800 გ), მსხლისებრი ან ოდნავ ბრტყელი, ღია ყვითელი, კანი გლუვი ან ოდნავ ხორკლიანი. რბილობი ღია ლიმონისფერია, მომჟავო-ტკბილი, ზოგი ჯიშის — მწარე.
ურთხელი ურთხელი, უთხოვარი () — წიწვოვანი მცენარეების ურთხლისებრთა ოჯახის, ურთხელის გვარის მცენარე მოწითალო-მოყავისფრო თხელი ქერქით. ზემოდან მუქმწვანე, ქვემოდან ბაცი, ბრტყელი, ხაზურა და შიშველი წიწვები 2-3,5 სმ სიგრძისა და 2-2,5 მმ სიგანისაა. სიმაღლე 10–20 მ, განსაკუთრებულ შემთხვევაში იზრდება 28 მ სიმაღლის. იზრდება ძალიან ნელა, მაგრამ ხასიათდება დიდი სიცოცხლის ხანგრძლივობით. ხის მაქსიმალური დაფიქსირებული დიამეტრია 4 მეტრი. აღნიშნული ხის ასაკი 4 000 წელი იყო. საუცხოოა გამწვანებისათვის. საჭმელად ვარგისია როგორც რბილი თანათესლი, ასევე თესლის გულიც, რომელიც 30-38 (11-12)% ზეთს შეიცავს. ქერქისგან ხდიან წებოს. ყლორტები და წიწვები წამლავს ცხენს, ჯორს და ვირს. მსხვილფეხა რქოსანი საქონლისთვის ყლორტები და წიწვები ნაკლებ ტოქსიკურია.
სტოლონი სტოლონი — მცენარეთა გვერდითი ყლორტი, რომელსაც წვრილი, გრძელი მუხლთშორისები და განუვითარებელი ფოთლები აქვს. ემსახურება ვეგეტატიურ გამრავლებას. ფესურისაგან განსხვავებით, კვდება იმავე წელს ან პირველი გამოზამთრების შემდეგ. სტოლონის ბოლოზე ვითარდება ყლორტები (მაგალითად მარწყვს), გორგლები (მაგალითად კარტოფილს) ან ბოლქვაკები (მაგალითად ზოგიერთი ტიტა). სტოლონი არის მიწისზედა ან მიწისქვეშა. ცხოველთა მრავალუჯრედიანი კოლონიური ორგანიზმის (მაგალითად ნაწლავღრუიანები) გამონაზარდი, რომელიც ემსახურება დაკვირტვით უსქესო გამრავლებას.