Top 10 similar words or synonyms for სუნთქავენ

ლაყუჩებით    0.942662

ცალსქესიანი    0.938678

ყლორტები    0.920810

მწუწნავი    0.918462

კვირტები    0.918037

რგოლოვანი    0.915901

ფოთლებზე    0.915204

ჯირკვლებით    0.914644

ეკლები    0.913062

ხვიარა    0.913053

Top 30 analogous words or synonyms for სუნთქავენ

Article Example
ჯავშნიანი ტკიპები ჯავშნიანი ტკპები () — ობობასნაირთა ქვერიგი Acariformes-ის რიგისა. მათი ჯავშანი დახშული სკლეროტიზებული კაფსულაა, რომელსაც აქვს ხუფიანი ხვრელები (სასქესო, ანალური და პირის ორგანოებისა). სქესმოუმწიფებელ ფაზებს (მატლი, ნიმფა) რბილი საფარველი აქვთ, სუნთქავენ კანით, ბინადრობენ ნიადაგის ზედა ფენებში. სქესმწიფე ჯავშნიანი ტკიპები დაფარული არიან ჯავშნით, სუნთქავენ ტრაქეებით, ბინადრობენ ნიადაგის ზედაპირზე, ახასიათებთ ვერტიკალური მიგრაცია ტენისა და ტემპერატურის ცვლილების დროს. ჯავშნიანი ტკიპები სასოფლო-სამეურნეო ცხოველების ჰელმინთოზების გამომწვევი თასმისებური ჭიების (ოჯახი Anoplocephalidae) შორისული მასპინძელია.
ტუჩფეხიანები ტუჩფეხიანები ( ან ) არის ფეხსახსრიანი მტაცებელი ცხოველების კლასი. აქვთ წაგრძელებული - რამდენიმე მილიმეტრიდან 25-30 სანტიმეტრამდე სიგრძის სხეული, რომელიც დაყოფილია თავად და სეგმენტისებურ სხეულად. თითოეულ სეგმენტზე წყვილი კიდურია, თავზე წყვილი ულვაში, თავის გვერდით მხარეებზე მარტივი თვალების გროვა. სხეულის პირველი სეგმენტის ფეხები მტაცებელია, მათი ბოლო ნაწევრის ფუძეში არის შხამიანი ჯირკვალი, რომელიც ბრჭყალში იხსნება. სეკრეტი კლავს მსხვერპლს და იცავს მათ მტრისაგან. ტუჩფეხიანები ტრაქეებით სუნთქავენ. ცალსქესიანებია.
ამფიბიები ყველა ზრდასრული ამფიბია ცხოველებით იკვებება. გომბეშოებსა და პიპებს კბილები არა აქვთ. სარჩოს დაჭერაში მათ ხელს უწყობს საკმაოდ გრძელი და მოძრავი ენა, რომელიც წებოვან ლორწოს გამოყოფს. საჭმლის მომნელებელი მილი მოკლეა. ზრდასრული ამფიბიები ძირითადად ფილტვებით სუნთქავენ, ხოლო ლარვები — ლაყუჩებით. სუნთქვის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანი. ზოგი ამფიბია (მაგ. უფილტვო სალამანდრებნი) მხოლოდ კანით სუნთქავს. წყალში ბინადარი კუდიანი ამფიბიები კი მთელი სიცოცხლე — ლაყუჩებით.
პროტოპტერუსი პროტოპტერუსი () — თევზების გვარი ორგვარადმსუნთქავთა ქვეკლასისა. გვარში 4 (ზოგი მონაცემებით 3) სახეობაა, მათ შორის ტანად ყველაზე დიდია (2-მდე) დიდი პროტოპტერუსი, ანუ მამბა (Protopterus aethiopicus) და მურა პროტოპტერუსი (Protopterusannectens). ბინადრობენ ტროფიკულ აფრიკის მტკნარ წყალში. მათი სხეული დაფარულია წვრილი ქერცლით, აქვთ ზონარისებრი ფარფლები. იკვებებიან თევზითა და დიდტანიანი უხერხემლოებით. წყალსატევის ამოშრობისას ეფლობიან გრუნტში და ირინდებიან. ამ დროს სუნთქავენ ატმოსფერული ჰაერით და 5-9 თვეს უწყლოდ ძლებენ.
ტრაქეიანები ტრაქეიანები (Tracheata ან Atelocerata) — ხმელეთის (ან წყალში საცხოვრებლად მეორეულად გადასული) ფეხსახსრიანების ქვეტიპი. თავი ტანისაგან მკაფიოდაა გამოყოფილი. აქვთ 1 წყვილი ულვაში და 3 წყვილი ყბა. სუნთქავენ ტრაქეებით, ზოგჯერ კანით ან, როგორც ეს წყალში საცხოვრებლად გადასული მწერების მატლებს აქვთ, ტრაქეალური ლაყუჩებით (სხეულის კედლების გამონაზარდები, რომლებშიც აღწევს ტრაქეების ბრმა მორჩები). ტრაქეიანებს ეკუთვნის მრავალფეხიანები და მწერები.
ჰაერი ჰაერი უფერო, უსუნო, უხილავი აირთა ნარევია, რომელიც დედამიწის გარშემო დამცავ ფენას, ე.წ. ატმოსფეროს წარმოქმნის. ჰაერი სიცოცხლისათვის აუცილებელია: ცხოველები სუნთქავენ, მცენარეები კი მისი საშუალებით საკვებს წარმოქმნიან. ამის გარდა, იგი დედამიწას მზის სახიფათო ულტრაიისფერი სხივებისაგან იცავს. ჰაერი, ძირითადად აზოტისა და ჟანგბადისაგან შედგება. იგი, ასევე მცირე რაოდენობით კეთილშობილ აირებსა და ნახშირბადის დიოქსიდსაც შეიცავს. ამას ემატება ჭვარტლისა და მტვრის მყარი ნაწილაკები.
ლიმნეასებრნი ლიმნეასებრნი (Lymnaeidae), რბილტანიანი ცხოველების ოჯახი მუცელფეხიანთა კლასისა. აქვთ სპირალურად დახვეული ნიჟარა. თვალები საცეცების ფუძესთანაა განლაგებული. სუნთქავენ ფილტვებით, მაგრამ ზოგ ლიმნეასებრნს იგი წყლით ევსება და ლაყუჩის დანიშნულებას ასრულებს. ჰერმაფროდიტებია. ბინადრობენ მტკნარ წყალსატევებში. იშვიათად — დამლაშებულ ტბებსა და მომლაშო ზღვების სანაპირო ზოლში. ოჯახში 120-მდე სახეობაა. ყველა ლიმნეასებრნი ადამიანის, შინაური და გარეული ცხოველების პარაზიტების შორისული მასპინძელია.
ქვეწარმავლები ქვეწარმავლები ფილტვებით სუნთქავენ. ისინი,ამფიბიების მსგავსად, ჰაერიდან შთანთქავენ ჟანგბადსა და გამოყოფენ ნახშირორჟანგს. მათი მშრალი კანი არ არის შეგუებული კანით სუნთქვასთან, ამიტომ ქვეწარმავლის ფილტვები უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე ამფიბიებისა. მართლაც, რეპტილიების ფილტვებს აქვთ ნაკეცები, რის გამოც იზრდება მათი სასუნთქი ზედაპირი. ეს უზრუნველყოფს ჟანგბადის უხვად მიწოდებას ორგანიზმისათვის. ქვეწარმავლებს აქვთ მარტივი ტიხრებით მრავალ უჯრედად დაყოფილი ფილტვები, რომლებიც დანაოჭებულია. ქვეწარმავლების სხეულის ტემპერატურა არაა მუდმივი. იგი იცვლება ჰაერის ტემპერატურის შესაბამისად. რეპტილიები ცივსისხლიანი ცხოველები არიან.
ფეხსახსრიანები საჭმლის მომნელებელი სისტემა შედგება ექტოდერმული წინა, უკანა და ენტოდერმული შუა ნაწლავებისგან. შუა ნაწლავთან დაკავშირებულია საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სადინარები. სუნთქვის სისტემა სხვადასხვანაირია: წყალში მცხოვრებნი სუნთქავენ ლაყუჩებით, ხმელეთის ფორმები — ფილტვებით, უმაღლესი განვითარების ხმელეთის ფეხსახსრიანები — ტრაქეებით. სისხლის მიმოქცევის სისტემა ღიაა, წარმოდგენილია ცენტრალური მფეთქავი ორგანოთი — გულით, რომელიც ნაწლავის ზემოთაა მოთავსებული. აქვთ მსხვილი სისხლძარღვები — არტერია და აორტა. გამომყოფი სისტემა კოქსალური, ანტენალური და მაქსილარული ჯირკვლებია. ხმელეთის ფორმებისა — მალპიგის მილები და ცხიმოვანი ქსოვილი. ცალსქესიანები არიან. კარგად აქვთ განვითარებული გამოხატული სქესობრივი დიმოფორმიზმი. ზოგჯერ პართენოგენეზურად მრავლდებიან. ემბრიონული განვითარება ხშირად მეტამორფოზით მიმდინარეობს.
ჰოლოთურიები ჰოლოთურიები, "ზღვის კიტრები" () — ზღვის უხერხემლო ცხოველთა კლასი კანეკლიანების ტიპისა. მოიცავს 1 100-მდე სახეობას. ნაკლებად მოძრავი, ფსკერული, მცოცავი ცხოველები არიან, რომლებიც წვრილი პლანქტონით ან ლამით იკვებებიან. ძლიერი გაღიზიანების შემთხვევაში შეუძლიათ თვითდასახიჩრება (ავტოტომია). დაკარგული ორგანოები მალე აღუდგებათ. ჩონჩხი ძლიერაა რედუცირებული. სუნთქავენ ამბულაკრული სისტემის მეშვეობით და ეგრეთ წოდებული წყლის ფილტვებით — თხელი დატოტვილი პარკებით, რომლებიც უკანა ნაწლავში იხსნება. ჰოლოთურიების სხეული ჭიისებურია. მის წინა ნაწილში საცეცებით შემორტყმული პირია, რომელიც გადადის გრძელ მილისებურ ნაწლავებში; ბოლოში ანალური ხვრელია. ვითარდებიან მეტამორფოზით. ყველაზე დიდტანია ჰოლოთურიები სიგრძით 2 მ-ს აღწევენ.