Top 10 similar words or synonyms for ცალსქესიანი

სუნთქავენ    0.938678

ლაყუჩებით    0.937382

კვირტებით    0.936517

საგველა    0.929960

monilia    0.927194

პარაზიტობენ    0.924996

ხვიარა    0.924296

რგოლოვანი    0.923218

ყლორტები    0.922719

ყლორტებით    0.922567

Top 30 analogous words or synonyms for ცალსქესიანი

Article Example
გარნელები გარნელები () — ფეხსახსრიანი ცხოველების ქვერიგი ათფეხა კიბოების რიგისა. აქვთ 2-30 სმ სიგრძის, გვერდებიდან შებრტყელებული სხეული. წინა, სასიარულო ფეხები მარწუხებით ბოლოვდება. გარნელები ცალსქესიანი ცხოველები არიან. ბინადრობენ ყველა ზღვასა და ოკეანეში, ზოგჯერ კი მტკნარ წყალშიც.
ზღვის ზღარბები ზღვის ზღარბები ფსკერის ცხოველებია, მცოცავი ან გრუნტში ჩაფლული. მოძრაობენ ამბულაკრული ფეხებისა და ნემსების საშუალებით. ცალსქესიანი ცხოველებია. ვითარდებიან მეტამორფოზით, ზოგი ცოცხალმშობია. თანამედროვე ზღვის ზღარბების ტიპი აერთიანებს 800-ზე მეტ სახეობას. ზოგი რეწვის ობიექტია (მისი ქვირითი იჭმება).
მრავალსახლიანი მცენარეები მრავალსახლიანი მცენარეები, "პოლიგამიური მცენარეები" — ყვავილოვანი მცენარეები, რომელთაც ორსქესიან ყვავილებთან ერთად ცალსქესიანი ყვავილებიც უვითარდებათ. ერთსა და იმავე მცენარეზე შეიძლება იყოს ორსქესიანი და მამრობითი ყვავილები (ანდრომონეცია) ან ორსქესიანი და მდედრობითი ყვავილები (გინომონეცია). ზოგჯერ ერთ ეგზემპლარზე ვითარდება ორსქესიანი ყვავილები, სხვებზე — მამრობითი (ანდროდიეცია) ან მდედრობითი (გინოდიეცია). ორსქესიანი, მამრობითი და მდედრობითი ყვავილები შეიძლება სხვადასხვა მცენარეზეც განვითარდეს (ტრიეცია). აღნიშნულ ტიპებს შორის დადგენილია გარდამავალი ფორმებიც. მრავალსახლიანობა ხელს უწყობს მცენარეთა ჯვარედინ დამტვერვას.
ზღვის ცხენთევზა ზღვის ცხენთევზა () — თევზების გვარი ნემსთევზასებრთა ოჯახისა. გარეგნულად ჭადრაკის მხედარს წააგავს. სხეულის სიგრძე 4-20 სმ აღწევს. გვარში 30 სახეობაა. გავრცელებულია ზომიერ და ტროპიკულ ზღვებში. ზღვის ცხენთევზა ცალსქესიანი თევზია. მამალს კუდის დასაწყისში ქვედა მხარეზე აქვს პარკი, რომელშიც დედალი დებს კვერცხს. პარკში გამოჩეკილი ლიფსიტების საკვები ერთხანს ყვითრია, შემდეგ გამოდიან წყალში, სადაც პლანქტონითა და ბენთოსით იკვებებიან. სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს.
ფორონიდები ფორონიდები () — ზღვის ფსკერის უხერხემლო ცხოველების კლასი. მათი სხეულის სიგრძე 0,6—45 სმ აღწევს, მოთავსებულია ტყავისებრ ქიტოვან მილში. ფორონიდების ნალისმაგვარ ფუძეზე განლაგებულია მრავალი საცეცი, რომელთა შორისაც არის პირი. იკვებებიან წვრილ-წვრილი ორგანიზმებით. ფორონიდები ცალსქესიანი ცხოველები არიან. კვერცხიდან იჩეკება პლანქტონური ლარვა—აქტინოტროხა. კლასში 23 სახეობაა. ზოგი ფორონიდები ფსკერის თევზების საკვებიც იყოს. ზოგჯერ ფორონიდებს ცალკე ტიპად (Phoronidea) გამოყოფენ.