Top 10 similar words or synonyms for ტაქტილური

დაავადებისას    0.919863

გამერქნებული    0.916941

პასივი    0.915938

იდიოპათიური    0.915114

პაროდონტის    0.911767

სკლეროზი    0.911016

გამაუმჯობესებელ    0.910616

დეფეკაცია    0.907534

არაშენდის    0.906074

გუნება    0.905128

Top 30 analogous words or synonyms for ტაქტილური

Article Example
ინტერაქციული მედია ინტერაქციული მედია დადებითად მოქმედებს ბავშვთა გავითარების მომდევნო ოთხ საფეხურზე: სოციალური და ემოციური, ენის განვითარება, კოგნიტური და ზოგადი ცოდნა და მიმართულია სწავლისკენ. კომპიუტერისა და საგანმანათლებლო კომპიუტერული სისტემების გამოყენება ხელს უწყობს ბავშვებშია კომუნიკაციის უნარების განვითარებასა და სწავლის მიმართ სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. ბავშვები, რომლებიც იყენებენ საგანმანათლებლო კომპიუტერულ სისტემებს გამოირჩევიან საუბრის კომპლექსური მანერითა და რთული გრამატიკული წყობით საუბრით. კვლევამ აჩვენა, რომ ინტერაქციულმა წიგნები სასარგებლოა იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც უჭირთ კითხვა. ბავშვებს სხვადასხვა დასწავლის სტილი აქვთ და ინტერაქციული მედია ეხმარება იმ ბავშვებს, რომლებსაც ვიზუალური,ვერბალური, სმენითი და შეხებითი/ტაქტილური დასწავლის სტილი აქვთ.
ალკოჰოლური დელირიუმი ალკოჰოლური დელირის მაპროვოცირებელ ფაქტორს შესაძლოა წარმოადგენდეს ინფექციური ან სომატური დაავადება, ფიზიკური დაძაბვა. დაავადება იწყება მწვავედ, უეცრად, ძირითადად ღამის საათებში. თან ახლავს სმენითი და მხედველობითი ჰალუცინაციების მოზღვავება, ფსიქომოტორული აგზნება. ჰალუცინაციებს შეიძლება წინ უძღოდეს გარემოს ილუზორული აღქმა, მწერების, წვრილი ცხოველების, ქვეწარმავლების, საშინელი არსებების, შემზარავი სახეების სახით. გარდა ამისა, გამოხატულია შიშის ძლიერი გრძნობა, მოუსვენრობა, ემოციური დაძაბულობა. მხედველობით და სმენით ჰალუცინაციებს, შესაძლოა თან დაერთოს ტაქტილური, ყნოსვითი და გემოვნებითი შეგრძნებების აშლილობანი უსიამოვნო ფიზიკური განცდების, ხრწნის ან კვამლის სუნის, არასასიამოვნო გემოს სახით. გამოხატულია აშკარა დეზორიენტაცია ადგილსა და გარემოში. გარდა ამისა, ადამიანი გარბის, იმალება, ცდილობს თავი დაიცვას მოსალოდნელი ხიფათისგან.
კეთრი ტუბერკულოიდური ტიპი გამოირჩევა შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით; ზიანდება კანისა და პერიფერიული ნერვები. მიკობაქტერია კერებში ვლინდება ძნელად. კლინიკური გამოვლინებები ხასიათდება კანზე არამრავალრიცხოვანი სიდიდისა და მოხაზულობის სხვადასხვა ერითემატოზული ლაქების გაჩენით, ასევე პაპულოზური ელემენტებისა, რომლებიც წარმოადგენენ დაავადების ძირითად ნიშანს. პაპულები მცირე ზომის, ბრტყელი, მოწითალო – მოლურჯო, პოლიგონალურია, მიდრეკილნი არიან გაერთიანებისაკენ ბალთებად, რომლებსაც აქვთ მკაფიო მოხაზულობა, ლილვაკისებურად ამაღლებული მრგვალი ან პოლიციკლური კიდე. ბალთები მიდრეკილნი არიან პერიფერიული ზრდისადმი. გამონაყრის დამახასიათებელი ლოკალიზაციაა სახე, კისერი, კიდურების მომხრელები, ზურგი, დუნდულოები. ბალთების ცენტრალური ნაწილი თანდათანობით ატროფირდება, ჰიპერპიგმენტირდება, იწყებს აქერცვლას, ხოლო მათ კიდეებზე რჩება ერითემატოზული არშია 2 – 3 სმ სიგანისა და მეტი – ფუგურული ტუბორკულოიდი. გაწოვილი გამონაყრის ადგილზე რჩება ჰიპოპიგმენტაციის ან კანის ატროფიული უბნები. დაზიანების კერებში დარღვეულია ცხიმისა და ოფლის გამოყოფა. პერიფერიული ნერვული ღეროების, ნერვების კანის ტოტების, ვაზომოტორული დარღვევები ვლინდება ძალიან ადრე (ზოგჯერ კანისმიერ გამოვლინებებამდე). აღინიშნება ტემპერატურული, ტკივილისა და ტაქტილური მგრძნობელობის დარღვევები.
კეთრი გვიანდელ სტადიებში ოფლის გამოყოფა დაზიანების უბნებში წყდება, ინფიტრატები იღებენ მოლურჯო – მურა ფერს. კანზე ჩნდება ხორკლები და კვანძები – ლეპრომები 2 – 3 მმ – დან 2 სმ – მდე და მეტი და უფრო მკვრივ – ელასტიკური კონსისტენციის და მოწითალო ფერის. ლეპრომები თანდათანობით წყლულდებიან. წყლულოვან ზედაპირებს აქვთ მრგვალი, ინფილტრირებული კიდეები, შესაძლებელია შეერთდნენ, და წარმოქმნან ფართო წყლულოვანი დეფექტები, ძნელად შეხორცებადი არასწორი ნაწიბურით. პრაქტიკულად ყველა ავადმყოფს აღენიშნება ცხვირის ლორწოვანი გარსის დაზიანება; ცხვირის ლორწოვანი ხდება ჰიპერემიული, შეშუპებული, დიდი რაოდენობის ეროზიებით (ლეპრომატოზული რინიტი). შემდეგში ვითარდება მისი ატროფია და ჩნდება ცალკეული ლეპრომები და ინფილტრატები, ძნელდება ცხვირით სუნთქვა. ლეპტომების დაშლისას ცხვირი დეფორმირდება. მძიმე მიმდინარეობისას ზიანდება მაგარი და რბილი სასის, ხორხის, ენის ზურგის ლორწოვანი გარსები. პერიფერიული ნერვების დაზიანება ჩვეულებრივ ორმხრივი და სიმეტრულია და ვითარდება შედარებით გვიან. თავდაპირველად დაზიანების ზონებში სუსტდება, შემდეგ კი ქრება ტემპერატურული მგრძნობელობა, მას მოჰყვება ტკივილისა და ტაქტილური მგრძნობელობის მოშლაც. ლეპრომატოზული ნევრიტების თავისებურებაა მათი აღმავალი ხასიათი. განსაკუთრებით ხშირად ზიანდება იდაყვის, ყურის ნერვი, სახის ნერვის ზედა ტოტი. ნერვული ღეროები გამსხვილებული, მკვრივი, გლუვია. თანდათანობით ვითარდება ტროფიკული და მოძრაობითი დარღვევები (ლაგოფთალმი, საღეჭი და მიმიკური მუსკულატურის პარეზი, ამიოტროფიები, კონტრაქტურები, ტროფიკული წყლულები).