Top 10 similar words or synonyms for დეფეკაცია

ძილიანობა    0.944509

ცრემლდენა    0.940203

თეიმურიანი    0.936666

აცეტატი    0.936504

დაავადებისას    0.936371

ქოშინი    0.934035

steadman    0.932740

დისოციაცია    0.929020

ჰიპოტენზია    0.928462

ოიერი    0.927840

Top 30 analogous words or synonyms for დეფეკაცია

Article Example
მაჭიკი მაჭიკის ანთების დამახასიათებელ ნიშნად ითვლება მადის გაუარესება, ზოგადი მოწყენილობა, მოდუნება, ხშირი მთქნარება, კვნესა, პერიოდულად წარმოიშობა ფაშვის მეტეორიზმი, მისი შეკუმშვები არარითმულია და იშვითი (5 წუთში 2-5 ჯერ) მოსვენების პაუზები გაგრძელებულია 2 წუთამდე, მარჯვნივ მაჭიკის არეში პერკუსია იწვევს მტკივნეულ რეაქციას. მაჭიკში ხმიანობა ძლიერდება, სუსტდება. ნაწლავების პერისტალტიკა შესუსტებულია, დეფეკაცია იშვიათია, განავალი მაგრდება, დაფარულია ლორწოს ფენით.
სტეატორეა სტეატორეა — ჭარბი ცხიმის გამოყოფა დეფეკაციით. განავალი ხასიათდება ძლიერ არასასიამოვნო სუნით და სითხის ზედაპირზე ტივტივით, რაც შეიძლება ასევე გამოწვეული იყოს ექსკრემენტულ მასაში ჭარბი გაზების არსებობით. პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ ცხიმოვანი გამონადენი ყითადან (ანუსი) ან თვითნებური დეფეკაცია. ცხიმების გაზრდილი ექსკრეციის დაფიქსირება შესაძლებელია განავალში მისი დონის განსაზღვრით.ჯერ-ჯერობით არ არის მიღებული სტანდარტული მაჩვენებელი იმისა თუ რა რაოდენობით გამოყოფილი ცხიმის შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს მდგომარეობა სტეატორეად.
ნერვული აგენტები ნერვული აგენტების მიღებისას პირველი აფექტებია: სურდო, გულმკერდის კუნთების რიგიდობა და გუგების გაფართოვება. ცოტა ხნის შემდეგ, დაზარალებულს გაუჭირდება სუნთქვა, აღენიშნება დაღლილობის შეგრძნება, გაძლიერებული ნერწყვის დენა. დაზარალებული კარგავს სხეულის კონტროლს, ეწყება უნებლიე ცრელმდენა, შარდვა, დეფეკაცია; ეწყება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების ტკივილი, გულისრევა და ღებინება. შესაძლებელია განვითარდეს თვალების ან/და ფილტვების ქიმიური დამწვრობა. ამას მოჰყვება მიოკლონური კრუნჩხვა და შედეგად ვითარდება ეპილეფსიური სტატუსი (Status Epilepticus). სიკვდილი დგება სრული რესპირატორული დეპრესიის შედეგად, რაც გამოწვეული უნდა იყოს დიაფრაგმის ნერვ-კუნთოვანი შეერთებების პერიფერიული აქტივობის გაძლიერების გამო.
ფაშვის გადავსება დაავადების კლინიკური ნიშნებია საკვების მიუღებლობა, ცხოველი წუხს, მუცელზე იყურება, დგას მოკუზული, მუცელზე ირტყამს უკანა კიდურებს, მოუსვენრობს(ზოგჯერ წევს, წამოდგება), ბღავის, ცოხნა და ბოყინი უწყდება, ეწყება ნერწყვდენა, იშვიათად პირღებინება. მარცხენა საშიმშილე ფოსო უსწორდება კუკუხოს ზედაპირს. ფაშვის შიგთავსი მკვრივი კონსისტენციისაა, ხელის დაწოლისას წარმოიშობა ორმო (ფოსო), რომელიც ნელ-ნელა ქრება (ამოივსება), ფშვის შეკუმშვები სუსტდება და იშვიათი ხდება, ზოგჯერ ქრება კიდეც. სუსტდება წიგნარის ხმები, მაჭიკისა და ნაწლავების პერისტალტიკა. დეფეკაცია იშვიათია, განავალი მაგარია, დაფარულია ლორწოთი და აქვს მოშავო-მორუხო ფერი. ავადმყოფობის ხნგრლივი მიმდინარეობის შემთხვევაში ცხოველი მოწყენილია, ახასიათებს კუნთების ფიბრილური კანკალი. მოძრაობის დროს ბარბაცებს. პულსი გახშირებულია და სუსტი, სუნთქვა ხშირია, ლორწოვანი გარსები ციანოზურია.
გრეივსის დაავადება გრეივსის დაავადების სიმპტომები გამოწვეულია ჰიპერთიროიდიზმის პირდაპირი თუ არაპირდაპირი ეფექტებით, მთავარი გამონაკლისია გრეივსის ოფთალმოპათია, ჩიყვი და პრეტიბიალური მიქსედემა (ეს მდგომარეობები გამოწვეულია აუტოიმუნური პროცესებით). ჰიპერთიროიდიზმის ძირითადი სიმპტომებია: უძილობა, ხელების ტრემორი (კანკალი), ჰიპერაქტიურობა, თმის ცვენა, ჭარბი ოფლიანობა, ქავილი, სითბოსადმი ტოლერანტობის დარღვევა, წონის კლება გაზრდილი მადის ფონზე, დიარეა, ხშირი დეფეკაცია, გულისცემის შეგრძნება, კუნთების სისუსტე, კანის სიმხურვალე და ტენიანობა. დამატებითი ნიშნების ნახვა შესაძლებელია ფიზიკური გასინჯვისას: ხშირად საშუალოდ დიფუზურად გადიდებული ( უმეტესად სიმეტრიულად), უმტკივნეულო ფარისებრი ჯირკვალი, ქუთუთოს დაწევა, ჭარბი ცრემლდენა გამოწვეული გრეივსის ოფთალმოპათიით, გულის არითმიები, როგორიცაა სინუსური ტაქიკარდია, წინაგულოვანი ფიბრილაცია,ნაადრევი პარკუჭოვანი შეკუმშვები და ჰიპერტენზია. მათ ვისაც ჰიპერთირეოიდიზმი აქვთ შესაძლოა ქონდეთ ქცევისა და ხასიათის ცვლილებები, რომლებიც მოიცავს: ფსიქოზს, მანიას, მოუსვენრობას, მღელვარებას და დეპრესიას.