Top 10 similar words or synonyms for პაროდონტის

ლიზისი    0.919619

კანჩისის    0.918756

unodc    0.917458

ტეოფილო    0.916384

პაჰირ    0.915090

ბებინგტონი    0.912327

პოომიაენგი    0.911931

ტაქტილური    0.911767

ჰიპოტენზია    0.910989

stability    0.910382

Top 30 analogous words or synonyms for პაროდონტის

Article Example
გინგივიტი პაროდონტის ქსოვილების ანთებითი დაავადებების მკურნალობის მიზანია ეტიოტროპული ფაქტორების მოცილება, პაროდონტის შემადგენელი ელემენტების სტრუქტურული და ფუნქციური თვისებების აღდგენა, დაავადების პათოგენეზურ რგოლებზე ზემოქმედების გზით. მკურნალობა მოიცავს: ეტიოტროპულ თერაპიას, რომელიც მიზნად ისახავს გამომწვევი ფაქტორის ან ფაქტორების მოცილებას, პათოგენეზურ თერაპიას, რომელიც ითვალისწინებს ავადმყოფის დამცველობით-შეგუებითი მექანიზმების გაძლიერებას, აღდგენით თერაპიას (რეაბილიტაციას).
პარადონტიტი პაროდონტიტი — კბილის დაავადებაა, რომლის დროსაც ღრძილის ანთება პაროდონტის (კბილის ირგვლივი არე) სხვა ქსოვილებზეც ღრმად ვრცელდება. პათოლოგიური პროცესი თანდათან არღვევს კბილბუდეს, ალვეოლური მორჩის ძვლოვან ქსოვილს და პერიოდონტს. დღეს ყოველ მესამე ადამიანს ამა თუ იმ ხარისხის პაროდონტიტი აღენიშნება.
პარადონტიტი პაროდონტიტის მკურნალობა კომპლექსურია და ითვალისწინებს როგორც ზოგად, ისე ადგილობრივ ღონისძიებებს. მკურნალობის მეთოდი ინდივიდუალურად, დაავადების სტადიიდან გამომდინარე, გართულების ხასიათისა და ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით შეირჩევა. პაროდონტიტის ადგილობრივი მკურნალობა ითვალისწინებს სიმპტომური გინგივიტის მკურნალობას, პაროდონტული ჯიბეების გაჩენის აღკვეთას, ალვეოლური მორჩის ანთების ლიკვიდაციას. პაროდონტის ქსოვილებში სისხლის ნორმალური მიკროცირკულაციის აღსადგენად ტარდება ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა, რაშიც მთავარი როლი მედიკამენტურ თერაპიას მიეკუთვნება. ვიყენებთ ტკივილგამაყუჩებელ, ანტისეპტიკურ, ანტიბაქტერიულ და რეგენერაციის მასტიმულირებელ პრეპარატებს, როგორც მისაღებად, ისე პირის ღრუს აბაზანებისა და აპლიკაციების სახით. ადგილობრივი მკურნალობისას ტარდება ფიზიოთერაპიული პროცედურებიც, ინიშნება ვიტამინები, უმთავრესად - C და B ჯგუფისა, ბიოგენური სტიმულატორები. რადიკალური მკურნალობა ქირურგიული მეთოდია, რომლის მიზანსაც წარმოადგენს პათოლოგიური კბილღრძილოვანი ჯიბის მოცილება და უიმედო კბილების ექსტრაქცია ალვეოლური მორჩის ძვლის შესანარჩუნებლად, რომელიც შემდგომ შესაძლო დენტალური იმპლანტაციისთვის არის საჭირო. პაროდონტიტის მკურნალობის პარალელურად საჭიროა დაკარგული კბილების აღდგენაც, მაგრამ ტრადიციული მეტალოკერამიკული პროთეზების გამოყენება მათი სიმძიმის გამო ამ დროს დაუშვებელია. გარდა ამისა, მათი ჩასმა კბილების წინასწარ მომზადებას ითვალისწინებს, რაც ისედაც მორყეული და დაზიანებული კბილისთვის დამატებითი ტრავმაა.
გინგივიტი მიკრობული ნადების წარმოქმნის ხელშემწყობი ფაქტორებია კბილების ცუდი თვითწმენდა, მათი ცუდი მოვლა და პირის ღრუს სითხისა და ნერწყვის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლები. კბილების ცუდი თვითგაწმენდა აღინიშნება რბილი საკვების მიღებისა და საკვებ ულუფაში ნახშირწყლების სიჭარბის დროს. აგრეთვე, ამას ხელს უწყობს საკვების ნარჩენების დაყოვნება კარიესით დაზიანებულ კბილებში. ნერწყვისა და პირის ღრუს სითხის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებები, ხელს უწყობს კბილის ნადების წარმოქმნასა და დაგროვებას. ნერწყვის რაოდენობის შემცირება, ჰიპოსალივაცია, ქსეროსტომია, აუარესებს საკვების ნარჩენების მექანიკურ მოციელბას. გარდა ამისა ქვეითდება ნერწყვის დამცველობითი ფუნქცია, ამ უკანასკნელში ლიზოციმის, ლიპაზას და იმუნოგლობულინის შემცირების გამო. დამტკიცებულია (კლინიკური დაკვირვებებით, ასევე ექსპერიმენტულად) მიკრობული ნადების ეტიოლოგიური როლი გინგივიტის განვითარებაში. მაგალითად, 10-20 დღის მანძლზე კბილების გაწმენდისგან თავშეკავება იწვევს გინგივიტის განვითარებას, თმცა პროცესი შექცევადია. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს პაროდონტის ანთებითი დაავადებების( გინგივიტი, პაროდონტიტი) განვითარებაში, რბილი ქსოვილების განვითარების ანომალიებს: ვიწრო კარიბჭე, პორწოვანი გარსის გამოხატული ჭიმები, ტუჩისა და ენის ლაგმის მიმაგრების ანომალიები და სხვა. ზოგადი ფაქტორებიდან აღსანიშნავია: ენდოკრინული დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი, იცენკო-კუშინგის დაავადება) ნერვულ-სომატური დაავადებები (რევმატიზმი, ოლიგოფრენია) და სხვა.
პარადონტიტი ძირითადი ნიშნებია კბილების მორყევა, ღრძილებიდან სისხლდენა და პირის ღრუდან უსიამოვნო სუნი, კბილების მდებარეობის ცვლილება, მათ შორის ცარიელი ადგილების გაჩენა, კბილების დაჩირქება. ჩამოთვლილ ნიშნებთან ერთად კბილის ტკივილი და აბსცესი პროცესის პროგრესირებაზე მეტყველებს. ჯანმრთელი ღრძილი ბაცი ვარდისფერია და კბილების ხეხვისას სისხლი არ სდის (ცხადია, თუ კარგი ჯაგრისით სწორად ვიხეხავთ კბილებს), ანთებისას კი მუქი წითელი ფერისა ხდება და ჯაგრისის მცირე შეხებაც კი საკმარისია, სისხლი რომ წამოვიდეს. განვითარების სტადიის მიხედვით, დაავადება სხვადასხვანაირად ვლინდება. პირველი ნიშანი სისხლდენაა. ამ სტადიაში პროცესი არც ისე რთულია და შექცევადია, რადგან ანთება ღრმად არ არის გავრცელებული, ღეჭვითი წნევა ჩვეულებრივ ნაწილდება კბილთა რიგზე და არც პაროდონტის ქსოვილებია გადატვირთული. ამ სტადიაში პაციენტი უჩივის ტკივილის შეგრძნებას რამდენიმე კბილის არეში, ღრძილები შეშუპებული და შეწითლებული აქვს. მკურნალობის გარეშე პროცესი ღრმავდება. წარმოიქმნება პაროდონტული ჯიბე, რომელშიც გროვდება ნადები, წარმოიქმნება ქვები, რომლებიც პათოლოგიური პროცესის პროგრესირებას უწყობს ხელს. ირღვევა პაროდონტული ქსოვილები, ხდება ყბის ძვლის განლევა, რაც იწვევს კბილების მდებარეობის ცვლილებას და მათ შორის სიცარიელეების გაჩენას, კბილის მორყევას, რადგან ისინი ყბაში ძვლოვან საყრდენს კარგავენ. უკანასკნელ სტადიაში კბილის საყრდენი აპარატის სისუსტის გამო ადამიანს სავსებით ჯანსაღი კბილები სცვივა.