Top 10 similar words or synonyms for შარვალი

კაბა    0.871493

ქუდი    0.833531

პრიალა    0.833502

ნაქსოვი    0.821688

აცვია    0.819127

მოსასხამი    0.816635

თმით    0.815620

ნაჭერი    0.815233

დიდრონი    0.814779

მკერდზე    0.811945

Top 30 analogous words or synonyms for შარვალი

Article Example
ღრუბელი ბობი კვადრატული შარვალი (ანიმაციური სერიალი) საპილოტო სერიალზე მუშაობისას გუნდს მისცეს დავალება შეექმნათ ინვენტარი და ლოკაციები, სადაც „შოუ კვლავ და კვლავ დაბრუნდებოდა მოქმედებათა უმრავლესობა ჩაივლიდა“. ჯგუფს სურდა, რომ ყველაფერი საზღვაო ყოფილიყო, ამიტომ, მათ გამოიყენეს თოკების, ხის ფიცრების, გემების საჭეების, ბადის, ღუზების, საქვაბე რკინის და მოქლონების უზარმაზარი რაოდენობა. ბუშტები, რომლებიც ავსებენ ეკრანს ერთი სცენიდან მეორეზე გადასვლისას აგრეთვე საზღვაო ეფექტის შექმნას ემსახურებიან.
ღრუბელი ბობი კვადრატული შარვალი (ანიმაციური სერიალი) ბობის კიდევ ერთი ახლო მეგობარია სენდი ჩიქსი, მეცნიერი და კარატეს კარგი მცოდნე ციყვი შტატ ტეხასიდან. იგი ცხოვრობს წყალგაუმტარ, შუშისგან დამზადებული გუმბათის შიგნით მოთავსებულ მუხის ხეში. საცხოვრებელი ადგილის დატოვებისას, სენდის, იმ მიზეზით, რომ წყალქვეშ სუნთქვა არ შეუძლია, აცვია ასტონავტის მსგავსი კოსტუმი. ბობის უფროსი რესტორან "Krusty Krabs"-ში, მისტერ კრაბსი, ფულზე გაგიჟებული კიბორჩხალაა. კრაბსს ჰყავს მოზარდი შვილი, ვეშაპი პერლი. კრაბსის მოსისხლე მტერია პლანქტონი, რომელიც ფლობს "Krusty Krabs"-ის პირდაპირ მდებარე არაპოპულარულ რესტორან "Chum Bucket"-ს. თავისი დროის უმეტეს ნაწილს იგი კრაბსის რესტორნის წარმატების მიზეზის, „კრაბსბურგერის“ ("Krabby Patty") საიდუმლო რეცეპტის მოპარვის და კრაბსის გაკოტრების გეგმის შემუშავებაზე ხარჯავს. პლანქტონის გეგმების უმრავლესობაში დიდი წვლილი შეიტანა მისმა ცოლმა, კომპიუტერმა კარენმა, რომელიც არის სარკასტიკული და პლანქტონთან შედარებით კომპეტენტური და ნაკლებად ამპარტავანი პერსონაჟი. ბობთან დაკავშირებული კიდევ ერთი პერსონაჟია მისის პაფი, ნაოსნობის სკოლის ინსტრუქტორი და ბობის მასწავლებელი. ზღვის ღრუბელი ვერანაირად ვერ აბარებს გამოცდას, რის გამოც ქალაქში ფეხით (ზოგიერთ შემთხვევაში ავტობუსით) გადაადგილება უწევს.
ღრუბელი ბობი კვადრატული შარვალი (ანიმაციური სერიალი) ქალაქის მოქალაქეები ცხოვრობენ საზღვაო თემატიკასთან დაკავშირებულ შენობებში და გადაადგილებისთვის იყენებენ მანქანის და ნავის ნაზავს. ქალაქში არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი დაწესებულება და გასართობი ადგილი, მათ შორის რესტორნები "Krusty Krab" და "Chum Bucket"; მისის პაფის ნაოსნობის სკოლა; მოხუცებულთა სახლი "Shady Shoals Rest Home"; სანაპირო გუ ლაგუნა ("Goo Lagoon") და მედუზების ველი ("Jellyfish Fields"). შედარებით იშვიათად ჩნდებიან სურსათის, ლეიბების მაღაზიები და ბანკი.
ღრუბელი ბობი კვადრატული შარვალი (ანიმაციური სერიალი) ბევრი იდეა სერიალისთვის სათავეს იღებს საგანმანათებლო კომიკური წიგნი "Intertidal Zone"-დან („მოქცევის ზონა“), რომელიც ჰილენბურგმა 1989 წელს დაწერა. SpongeBob SquarePants-ის ტელესერიალად გარდაქმნა ჰილენბურგმა 1996 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც "Nickelodeon"-მა შეაჩერა პროექტი „როკოს ახალი ცხოვრება“ ("Rocko's Modern Life"). „როკოს ახალ ცხოვრებაზე“ ჰილენბურგთან ერთად მუშაობდა ტომ კენი, რომელმაც ახალ ტელესერიალში მთავარი გმირი გაახმოვანა. თავდაპირველად, „ღრუბელი ბობი“ ("SpongeBob") „ღრუბელი ბიჭი“ ("SpongeBoy") უნდა ყოფილიყო, ხოლო ტელესერიალის სახელი "SpongeBoy Ahoy!", თუმცა, ჰილენბურგს მოუწია უარი ეთქვა ამ სათაურებზე, რადგანაც ისინი უკვე იყვნენ დარეგისტრირებულნი, როგორც სავაჭრო ნიშნები.
ღრუბელი ბობი კვადრატული შარვალი (ანიმაციური სერიალი) სერიალში მოთხრობილია მთავარი გმირის და მისი მეგობრების თავგადასავლები. ღრუბელი ბობი არის ენერგიული და ოპტიმისტური ზღვის ღრუბელი (თუმცა, იგი უფრო სამზარეულოში გამოყენებულ ღრუბელს წააგავს; აგრეთვე გავრცელებულია მოსაზრება, თითქოს ბობი ყველი არის), რომელიც ცხოვრობს ზღვის ანანასში და კმაყოფილია მზარეულის სამუშაოთი მისტერ კრაბსის რესტორან "Krusty Krabs"-ში. ბობთან ერთად ანანასში ცხოვრობს ლოკოკინა გერი, რომელიც კატის მსგავს ხმებს გამოსცემს. ბობის მეზობლად, დიდი ქვის შიგნით, ცხოვრობს მისი საუკეთესო მეგობარი პატრიკ სტარი. მიუხედავად იმისა, რომ იგი გონებრივად ჩამორჩენილია, საკუთარ თავს მაინც ჭკვიან პერსონად თვლის. ბობის კიდევ ერთი მეზობელი და ამავე დროს თანამშრომელია სკვიდვარდ თენთიქალსი. იგი არის ქედმაღალი, ცუდი ხასიათის მქონე რვაფეხა. იგი ანტიპათიას განიცდის თავისი მეზობლების (განსაკუთრებით ბობის) მიმართ მათი ბავშვური საქციელის გამო. სკვიდვარდს უყვარს კლარნეტზე დაკვრა და ავტოპორტრეტების ხატვა; ამავე დროს, მას ეზიზღება მოლარის სამუშაო "Krusty Krabs"-ში.