Top 10 similar words or synonyms for დიდრონი

ღარისებრი    0.873858

ბაცი    0.864881

წვეტიან    0.864154

ახალუხი    0.864137

ღვინისფერი    0.862081

მოქარგული    0.861227

დახვეული    0.859777

დაჰკრავს    0.856869

მოვარდისფრო    0.850467

ულვაში    0.850198

Top 30 analogous words or synonyms for დიდრონი

Article Example
გრეტა გარბო ის ყველას დაამახსოვრდა დიდრონი ლურჯი თვალებით, რომელიც ყველასთვის დახურული იყო.
წალენჯიხის საკათედრო ტაძარი მთავრის სახე საოცრად მეტყველია, დიდრონი შავი თვალები, კარგად გამოკვეთილი წამწამები, ფართო წარბები, გრძელი ულვაში, სწორი ცხვირი, სწორად შეჭრილი შავი თმები და მარგალიტის საყურეები ძლიერი მმართველის საუკეთესო პორტრეტს ჰქმნის. ლევანის მსგავსად მდიდრულადაა ჩაცმული დედოფალიც, მის ტანსაცმელშიც ოქროსფერი და მეწამული დომინირებს, ნესტან - დარეჯანის გვირგვინი, მართალია მომცროა, თუმცა უხვადაა მორთული თვალმარგალიტით, გვირგვინს ორივე მხარეს ოქროთი შემკული ე.წ. სპარსული ბუმბულები ამშვენებს.
ამარილისი ამარილისი () — ბოლქვიანი ბალახოვანი მცენარეების გვარი ამარილისისებრთა ოჯახისა. ერთადერთი სახეობა — Amaryllis belladonna, რომელსაც დიდრონი, ზანზალაკისებრი, თეთრი ან ფერადი სურნელოვანი ყვავილები აქვს, გავრცელებულია სამხრეთ აფრიკაში. მოჰყავთ ორანჟერეებში, სამხრეთში კი — ღია გრუნტშიც. არსებობს აგრეთვე ბაღისა და ჰიბრიდული ფორმები. დეკორატიულ მებაღეობაში ამარილისს უწოდებენ ჰიპეასტრუმსაც, რომელიც იმავე ოჯახს ეკუთვნის.
ჟოზეფ პრისტლი იგი ხუმრობით ჰყვებოდა, რომ ეს ინტერესი ერთმა შემთხვევამ გაუღვიძა. პრისტლი რამდენიმე წელი ლუდის მხდელის გვერდით ცხოვრობდა. ამიტომ ხშირად დაუნახავს დიდრონი კასრები, რომლებშიც ლუდი ღვივდებოდა და დუღილის შემდეგ დიდი რაოდენობით გამოიყოფოდა ნახშიროჟანგის აირი. ჰაერზე ბევრად მძიმე, იგი უხილავი ღრუბლებივით გროვდებოდა სითხის თავზე. ლუდსახდელში მიმსვლელებს ხუმრობით სთავაზობდნენ, კასრზე დახრილებს ლუდისთვის ეყნოსათ. ნახშირორჟანგი აღიზიანებდა სასუნთქ გზებს და ძალიან ძლიერ ხველას იწვევდა.
მამხუტი სოფლის მახლობლად ნასოფლარზე დგას VI—VIII საუკუნეების 2 დარბაზული ეკლესია. ქვედა ეკლესია ძარღვიანი ყვითელი ქვის სუფთად გათლილი დიდრონი კვადრებით არის ნაგები. შემკულია მოჩუქურთმებული სვეტისტავებით. ზედა უფრო სადაა, ორივე ეკლესიას, ისევე როგორც ბოლნისის სიონს, კარების თავზე ღია ლუნეტები აქვს გაკეთებული. მოშორებით დგას მესამე ეკლესია (X საუკუნე).
ზედა ვარძია მიეკუთვნება ორნავიანი ეკლესიათა ტიპს. სამხრეთით აქვს ღია სტოა. დასავლეთი მინაშენი უფრო გვიანი ხანისაა. ნაგებია კარგად გათლილი მოწითალო-იასამნისფერი ტუფანდეზიტის კვადრებით. შიგნით მოპირკეთებულია დიდრონი თლილი ქვებით. ღრმა აფსიდით დაბოლოებული მთავარი ნავი მაღალი და ფართოა, ჩრდილოეთისა კი - დაბალი და ვიწრო. ისინი ერთმანეთიდან დაკავშირებული არიან ორ ბურჯზე დაყრდნობილი თაღებით. ეკლესია შელესილი ყოფილა, შეიმჩნევა მოხატულობის კვალი. ორივე ნავი ერთიანი, ორფერდა სახურავითაა გადახურული. ეკლესია გარედან უხვადაა მორთული ჩუქურთმებით. შესასვლელის თავზე სტილიზებული ასომთავრული წარწერაა.
ჟინვალი გალავნის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში აღმართული კოშკი აღმოსავლეთ საქართველოს გავრცელებულ ზურგიანი კოშკების ტიპს განეკუთვნება. იგი საცხოვრებელ-თავდაცვითი დანიშნულებისა იყო. მე-5 სართულზე ორივე მხარეს შვერილი აივნები ჰქონდა. შესასვლელი ჩრდილოეთით ბრტყელ მხარეს II სარტულიდან აქვს. კოშკი, ისევე როგორც სამკუთხა გალავანი, ნაგებია კირქვის დიდრონი კვადრებით და მტკიცე დუღაბით. ცისის ტერიტორიაზე გათხრილია (ზ. კალანდაძე) შუა საუკუნეების დიდი მარანი და ეკლესიის ნაშთი, რომელიც გადაუკეთებიათ გვიანდელ შუა საუკუნეებში. ზურგიანი კოშკის I სართულზე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა ძვირადღირებული ჭურჭლის ირანული ფაიანსის დიდძალი ნატეხები და ქვევრები.
მზეჭაბუკ ათაბაგის ციხე-დარბაზი ციხე-დარბაზი კოლა-ოლთისში მოგზაურობის დროს უნახავს ექვთიმე თაყაიშვილს, რომელიც გვაძლევს მის სრულ აღწერილობას. მისი მონაცემებით ციხე-დარბაზი მდებარეობს იქ სადაც მდინარე დემურ-კიშლა ერთვის ბარდუსის წყალს (ბარდუს-ჩაი), ვიწრო, გრძელ ტერასზე. ციხესიმაგრეში ყველაზე უკეთ დაცული იყო სასახლის ერთნავიანი ეკლესია. ეკლესიის თაღი ჩამოქცეულია. შესასვლელი აქვს სამხრეთით, ფანჯრები აღმოსავლეთით, დასავლეთით და სამხრეთით. კარი შემკული ყოფილა მდიდრული ჩუქურთმებით და ნახევარწრიული კამარით, რომლის ქვეშაც ქვაზე ღვთისმშობლის ფიგურა ყოფილა ყრმით. კარის მარჯვნივ ხუთ დიდ ქვაზე დიდრონი გადაბმული ასომთავრულით ნაკლულოვანი წარწერა ყოფილა
კაცია-ადამიანი?! ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „კაცია ადამიანის“ მთავარი გმირი ლუარსაბ თათქარიძეა. კარგად ჩასუქებული ძველი ქართველი თავადი იყო. თავი ისეთი მსხვილი ჰქონდა, რომ კაცი იფიქრებდა კისერი მხრებში ჩაუცვენიაო, წითელი ფაფუკი ღაბაბი, დიდრონი თვალები, რომელიც ყოველთვის ჩასისხლიანებული ჰქონდა, მეტყველად გამოიყურებოდა. მის აღნაგობას ასევე გაბერილი და მეტად პატივსაცემი ღიპიც ემატებოდა. წითელი თურაშაულის ვაშლივით აწითლებული ლოყები და მსუქანი კოტიტა თითები. ლუარსაბისთვის, რომ ქართველ კაცს შეეხედა „იმ მონაბერ სულს ვერსად დაინახავდა, თითქო ჩამკვდარაო“ ისე გაშლილიყო მის ბრწყინვალების ქონშია. „ქართველ კაცს არც ქარის შემოტანილი უნდა და არც გატანილი“, „ის მონაბერი სული“ ქარად ხომ არ მიიღო ჩვენმა ლუარსაბმა?
ცაიშის საეპისკოპოსო ცაიშის ფრესკული მოხატულობიდან განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ტაძრის სამხრეთ ნავში, ბოძის ქვედა რეგისტრზე გამოსახული ქტიტორები. პორტრეტები მეტად თუ ნაკლებად ფრაგმენტულია, წარწერა კი, სამწუხაროდ, სავსებით წაშლილია. ფრესკა ორ გამოსახულებას შეიცავს. მათგან აღმოსავლეთით მდებარე გვირგვინოსანი დედოფლის გამოსახულება უფრო მეტადაა შემორჩენილი. დედოფალს მდიდრული სამოსიდან გამოყოფილი მარჯვენა ხელი ოდნავ ზეაღმართული აქვს, თავზე ორნამენტებით შემკული გვირგვინი ახურავს. ორი დიდი ნაწნავი თითქმის მთელ სხეულზეა ჩამოშლილი. მაღალი ყელი, ფაქიზი ნაკვთები და დიდრონი თვალები დიდებული ქალის დახვეწილ ტიპს წარმოსახავს. დედოფლის მუქ შინდისფერ საკინძიან სამოსს ფრაგმენტულად შემორჩენილი ოქროსფერი მდიდრული მოსასხამი ამშვენებს, რომლის საყელოზეც საოცრად ნატიფი ორნამენტებია გამოსახული. დედოფლის ფიგურის პროპორციული სისწორე ოდნავ დარღვეულია თვალების, ყურების, თავის რამდენადმე გადიდებით, რაც გამოსახულების აღქმას აძლიერებს.