Top 10 similar words or synonyms for სყიდვის

ტყვის    0.877241

მაჰმადიანობის    0.848936

სყიდვა    0.824013

სყიდვაში    0.821535

აყრა    0.809223

ტყვეთა    0.794561

მტერთაგან    0.792619

გენოციდში    0.781911

დახვრეტები    0.780295

მთიელების    0.774290

Top 30 analogous words or synonyms for სყიდვის

Article Example
იმერეთის სამეფო 1759 წელს ჰასან-ფაშა იბრაჰიმ-ფაშამ (1759-1761 წწ.) შეცვალა. მას იმერეთის მეფემ დედოფალი მარიამი გაუგზავნა და ზავი შესთავაზა. ფაშამ სანაცვლოდ ტყვეთა სყიდვის აღდგენა მოითხოვა. რაზეც უარი მიიღი და მოლაპარაკება ჩაიშალა. 1760 წელს ოსმალებმა ხარკის დაკისრებისა და ტყვეთა სყიდვის აღდგენის მიზნით კვალავ შემოუტიეს. სოლომონ მეფე ამ ლაშქრობას მომზადებული დახვდა და მტერი სასტიკად დაამარცხა. ასევე დაამარცხა ოსმალები 1761 წლის ლაშქრობის დროს.
იმერეთის სამეფო იმ ძალადობასთან ერთად, რომელსაც მთავარი და თავადები მიმართავდნენ ტყვეთა მოსაპოვებლად, იყო კიდევ ერთი სახეობა ტყვეთა სყიდვის. ეს იყო ჩუმად, ქურდულად მოპარული ტყვეების გაყიდვა: ტყვის ასეთ ვაჭრობას ძირითადად დაბალი ფენის წარმომადგენლები აწარმოებდნენ.
იმერეთის სამეფო სოლომონ I-ის გარდაცვალების მეოთხე დღეს დიდებულებმა ახალ მეფეს ფიცი ჩამოართვეს, რომლის მიხედვითაც მეფე ივალებდა: ტყვის სყიდვის აკრძალვას, ერთგულ ქვეშევრდომთა პატივსა და მტრის დასჯას, გაძევებულ მოღალატეთა დევნას, ეკლესიის გაძლიერებას და რუსეთთან ურთიერთობის გაგრძელებას, რაც სოლომონ მეფის პოლიტიკის გაგრძელებას ნიშნავდა.
იმერეთის სამეფო როდესაც სოლომონ I ავიდა სამეფო ტახტზე (1752 წ.) ზემოთ აღნიშნული მანკიერებები ჩვეულებრივი მოვლენა იყო. საჭირო იყო მკაცრი ღონისძიებების გატარება, წინააღმდეგ შემთხვევაში ხდებოდა ადამიანთა საუკეთესო ნაწილის უცხოეთში გადინება. 1759 წლის 4 დეკემბერს სოლომონ მეფემ მოიწვია საეკლესიო კრება, რომლის მეორე დღესაც მიიღეს დადგენილება ტყვეთა სყიდვის აკრძალვის შესახებ. საერო და სასულიერო პირებმა პირობა დადეს, რომ ამიერიდან ტყვეებს არ გაყიდდნენ. კანონის დამრღვევებს ეკლესია შეჩვენებით, ხოლო მეფე სიკვდილით დასჯით დაემუქრა. ტყვეთა სყიდვის ტემპები შენელდა, მაგრამ საფუძვლიანად მაინც არ აღმოფხვრილა. მუსულმანურ ქვეყნებში გაყიდული ტყვეების უმრავლესობა მონებად იქცეოდა ან იანიჩარის (ოსმალეთი), მამლუქთა (ეგვიპტე) და ყულის (ირანი) ჯარში მსახურობდა, ხოლო ქალები ხანების, ფაშებისა და სხვათა ჰარამხანებს ამშვენებდნენ. XVIII-XIX საუკუნეებში ტყვეთა სყიდვის ახალი ეტაპი — ლეკიანობა დაიწყო. რუსეთის ხელისუფლებამაც ვერ შეძლო ლეკთა თარეშის შეჩერება. გარდა ამისა გაცხოველებული ვაჭრობა მიდიოდა შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ციხესიმაგრეებში, რადგან ისინი ჯერ კიდევ ოსმალების ხელთ იყო.
მერია (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) სოფლის უწინდელი სახელწოდებაა გოგორეთი. გადმოცემის თანახმად გოგორეთი იყო ტყვეთა სყიდვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი. რამდენადაც მუშტარს ყოველთვის ტყვე ქალთა რაოდენობა აინტერესებდა, კითხულობდა „გოგო რეთიაო?“ (ანუ რამდენიაო?). სწორედ აქედან შემორჩა სახელწოდება გოგორეთი.