Top 10 similar words or synonyms for პეირითოე

ამულიუსი    0.901892

აკრისიოსი    0.898236

ფეანორი    0.895891

მაეგლინი    0.891345

paranormal    0.889529

აზონის    0.889528

ორომე    0.889518

ლიბო    0.888877

ერაზმი    0.888809

გეას    0.887581

Top 30 analogous words or synonyms for პეირითოე

Article Example
პეირითოე როდესაც თესევსმა დაკარგა ცოლი - ანტიოპე და პეირითოემ ჰიპოდამია, მეგობრებმა თესევსისათვის ნორჩი ელენე მოიტაცეს, ხოლო პეირითოესთვის ქვესკნელის ქალღმერთ პერსეფონეს მოტაცება სცადეს. ისინი ჩავიდნენ ტენარეს კონცხის ხვრელიდან ან ატიკის ჩასასვლელიდან და დიდი ჯაფით მიაღწიეს დედოფალთან, მაგრამ ჰადესმა გაიგო და გმირებს ლეთას ტახტზე დასხდომა უბრძანა. დასხდნენ და ვეღარ ადგნენ: რგოლებად დახვეულმა დრაკონებმა დააკრეს სამუდამოდ ან ჰადესმა ორივე კლდეზე მიაჯაჭვა. ქვესკნელში ჩასულმა ჰერაკლემ იხსნა თესევსი, პეირითოე კი სამუდამოდ ჰადესში დარჩა, რადგან როდესაც ჰერაკლე მიუახლოვდა, მიწა იძრა. სხვა ვერსიით, ჰადესმა კერბერს უბრძანა პეირითოოსის მოკვლა, თესევსი კი კლდეს დააკრა.
პეირითოე პეირითოე — სახელოვანი ლაპითი გმირი, ზევსის ან იქსიონის და დიას შვილი, პოლიპეტეს მამა და თესევსის მეგობარი. ლარისელმა (თესალიელმა) გმირმა ლაპით ატრაქსის მშვენიერი ასული ჰიპოდამეა შეირთო ცოლად. ქორწილში თესევსთან და სხვა გმირებთან ერთად დაპატიჟა ავხორცი კენტავრები. როდესაც ველური კენტავრი ევრიტიონი დათვრა პატარძლის გატაცება მოიწადინა, ჩაავლო კიდეც ხელი და გაიქცა, მაგრამ თესევსი დაეწია და სპილენძის თუნგით გაუპო თავი. სხვა კენტავრები სხვა ქალებს დაერივნენ, მაგრამ ლაპითების ტომი წამოიჭრა და გაიმართა საჭინელი ბრძოლა. კენტავრებმა სვეტივით ჩაჭედეს მიწაში კენევსი და ძირფესვიანად მოთხრილი ხეებით დაფარეს, რადგან სხვანაირად მისი ძლევა არ შეიძლებოდა. ბოლოს ველური კენტავრები მაინც დამარცხდნენ. თესევსი და პეირითოე ასევე ერთად მონაწილეობდნენ კალიდონის ნადირობასა და ამაძონებთან ბრძოლაში.
თესევსი ამ ამბებიდან მცირე ხნის შემდეგ პეირითოე დაქორწინდა მშვენიერ ჰიპოდამეაზე. მან ქორწილში მრავალი გმირი მოიწვია. ღვთაების სადარ ნეფეს მხარს თესევსი უმშვენებდა. სტუმართა შორის მყოფი კენტავრები დათვრნენ და დამსწრე ქალებს დაერივნენ. ლაპითებს და კენტავრებს შორის გაჩაღდა მძვინვარე ბრძოლა, რომელიც თესევსის ძალიხმევით დასრულდა. კენტავრებმა თავი პელიონის მთას შეაფარეს.
თესევსი იმხანად, თესალიაში მყოფს, ლაპითთა ტომის ბელადს, სახელოვან გმირს, პეირითოეს სურდა თესევსთან შებმა, რათა საკუთარი თავი გამოეცადა. ამისთვის ამალის თანხლებით წავიდა მარათონისკენ, საიდანაც მოიტაცა თესევსის ჯოგი. ეს რომ გაიგო დიადმა გმირმა, დაედევნა ქურდებს, დაეწია და პეირითიოე ბრძოლაში გამოიწვია. ერთმანეთის პირისპირ მდგარნი, ბრწყინვალე აღსაკაზმავით აღჭურვილნი, თესევსი და პეირითოე, დიდებულობით მრისხანე ღმერთებს ჰგავდნენ. ორივე მოიხიბლა ერთმანეთის მშვენიერებით, რის გამოც აღარ შეიბნენ და სამეგობროდ გაუწვდინეს ხელები ერთურთს. ურყევი კავშირის აღსანიშნავად საჭურველიც გაცვალე.
მენესთევსი მენესთევსი — პეტეოს ათენელის ძე, ტინდარიდების დახმარებით დაბრუნდა ათენის ტახტზე, როდესაც თესევსი და პეირითოე ჰადესში იყვნენ ჩასულები პერსეფონეს მოსატაცებლად. ხოლო როდესაც თესევსი ჰერაკლემ იხსნა, მენესთევსმა, ატიკის უდიდესი გმირი შეავიწროვა და აიძულა გასცლოდა კუნძულზე, სადაც მოგვიანებით მეფე ლიკომედემ მთის მწერვალიდან გადააგდო. ჰომეროსის მიხედვით, მენესთევსი გულადი მეომარი იყო. თავიდან ელენეს ხელის მაძიებელი იყო, შემდეგ კი მის გამოსახსნელად აქაველებს მიეშველა 50 გემით. ტროაში მამაცურად იბრძოდა და იქვე ჰპოვა აღსასრული.