Top 10 similar words or synonyms for ორომე

მანდოსი    0.922451

shiomgvime    0.918048

alveolar    0.917505

კეფი    0.914386

აულე    0.913356

უნგოლიანტი    0.912533

ფრისე    0.906628

მაეგლინი    0.904978

ravi    0.904566

გუარაბირის    0.902221

Top 30 analogous words or synonyms for ორომე

Article Example
შუახმელეთის ობიექტების სია ვალარომა ვალა ორომეს ბუკია, რომლის გაგონებაც მელკორის მსახურებს შიშის ზარს სცემდა. ახალგაჩენილ ელფებს ორომე მფარველად მიაჩნდათ და როდესაც ვალარომას ხმა ესმოდათ, თავს დაცულად გრძნობდნენ.
ვალა (შუახმელეთი) არატარები (ქუენია: ამაღლებულები, არდის უმაღლესები) — რვა უდიდესი ვალა: მანუე, ვარდა, ულმო, აულე, იავანა, მანდოსი, ნიენა, ორომე. მელკორი მათ შორის არ ითვლება.
ელფი (შუახმელეთი) რამდენიმე წლის შემდეგ ორომე კვლავ ეძებდა ტელერებს. მათი ნაწილი მას გაჰყვა, დანარჩენები კი ელუეს ეძებდნენ. კირდანის მეთაურობით დარჩენილი ელფები სხვაგან აღარ მოგზაურობდნენ - მათ არჩიეს ზღვა და ეთაყვანებოდნენ ოსეს. ტელერები, რომლებიც დარჩნენ, იწოდებოდნენ სინდარებად. ელუე, რომელიც მელიანის ძალებით იქნა დაძინებული, დაბრუნდა და გახდა მბრძანებელი დორიათში. ნოლდორებმა და ტელერების ნაწილმა ამანში ააშენეს ტირიონის და ალქუალონდეს ქალაქები. ვანიარები ცხოვრობდნენ ვალმარში, ვინაიდან ვალარებთან ყველაზე დაახლოებულები იყვნენ.
შუახმელეთის ხალხები ელფები უკვდავი არსებები არიან, ილუვატარის "პირველი შვილები", რომლებიც არდაში პირველად გამოჩნდნენ. ელფები გაჩდნენ ვალინორის ხეების ხანაში, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში ისინი მხოლოდ ღამის ვარსკვლავების სინათლის ქვეშ ცხოვრობდნენ. ელფების სამშობლო შუახმელეთის შორეულ აღმოსავლეთში მდებარე ყურე ქუივიენენის მიდამოებშია. სამწუხაროდ, ელფები პირველად მელკორმა აღმოაჩინა და მრავალი მათგანი შეიპყრო (სწორედ მათგან გამოიყვანა მან ორკები), ელფებში დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა თქმულება, რომ დაკარგულ ელფებს შავი მხედარი იტაცებდა. პირველი ვალა, რომელმაც ელფები ნახა, იყო ორომე, რომელიც შუახმელეთში მელკორის ურჩხულებზე ნადირობდა. ორომე ელფებმა თავიანთ მფარველად მიიჩნიეს, ამიტომაც მას ყველა ვალარზე მეტად ენდობოდნენ. როდესაც ვალარებმა ელფების ამანში გადაყვანა გადაწყვიტეს, ელფები მხოლოდ ორომეს გაჰყვნენ. ელფებისთვის უსაფრთხო გზა რომ შეექმნათ, ვალარები თავს დაესხნენ მელკორს, დაანგრიეს მისი ციხესიმაგრე უტუმნო და თავად მელკორი შეიპყრეს, ელფებმა ამ ომზე არაფერი იცოდნენ, ისინი მხოლოდ ჩრდილოეთში არსებულ ნათებებს ხედავდნენ, მაგრამ მათ ნაწილს ეშინოდა, რადგან არ იცოდნენ ამანის შესახებ, ამიტომაც მათ დარჩენა არჩიეს, ასე დაიყო ელფების რასა: ქუივიენენში დარჩენილებს "ავარები (უარმყოფები)" ეწოდათ, ხოლო წასულებს — "ელდარები (ვარსკვლავური ხალხი)" (თავად ელფები საკუთარ თავს "კვენდის" უწოდებდნენ).
ელფი (შუახმელეთი) მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ქუენდებს ორომესი შეეშინდათ, უფრო ბრძნები მიხვდნენ, რომ იგი არ იყო ბნელი მხედარი, როგორც მას მელკორი აღწერდა. ვინაიდან ამანის ნათებით იყო სავსე, ისინი დაუახლოვდნენ. გავიდა დრო და ორომე დაბრუნდა ვალინორში, სადაც ესაუბრა ვალარებს და ვალიერებს. ილუვატარის რჩევით, მანუემ, ვალარების მბრძანებელმა, გადაწყვიტა, რომ აუცილებელი იყო მელკორისგან ქუენდების დაცვა. დიდი ბრძოლის და უტუმნოს ალყის შემდეგ კონტინენტების ფორმები შეიცვალა, ხოლო მელკორი დაატყვევეს და მანდოსთან გამოკეტეს. შემდგომში ვალარებმა ელფები იხმეს ვალინორში.