Top 10 similar words or synonyms for მშვილდები

შეწყალებული    0.818144

შეწყალებულ    0.814886

ჩაყრილი    0.805656

შემოკრული    0.802340

ნენეტებს    0.800385

თომსონის    0.793125

შვილთაშვილის    0.787985

ირეგულარული    0.783681

დანაწილებული    0.782504

წამოწყებულმა    0.782057

Top 30 analogous words or synonyms for მშვილდები

Article Example
ჰუნები ჰუნებს შორის არცერთ იარაღს არ ჰქონდა იმხელა მნიშვნელობა, რამხელაც მშვილდს. იგი ჰუნი მეომრისთვის შეუცვლელი იყო და იმდენად კარგად ეხერხებოდათ სროლა, რომ მთელ სისწრაფეზე გაჭენებული ცხენიდან და უკან დახევისასაც მიზანში არტყავდნენ ისარს. ჰუნთა მშვილდები იყო ასიმეტრიული ფორმის. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით ეს ფორმა უფლებას აძლევდა მეომრებს გაეზარდათ მათი სიდიდე ისე, რომ იგი ხელს არ შეუშლიდა ცხენიდან სროლას. ამ მშვილდებით ისარს უფრო შორს ისროდნენ ვიდრე ნებისმიერი რომაულითა თუ ევროპულით. უპირატესობა მანძილსა და მანევრირებაში დიდ წვლილს თამაშობდა მათ მიერ ომების მოგებაში. ჰუნური მშვილდები დღესაც არსებობს. კარგი მსროლელები ისევ ათასი წლის წინანდელ დამზადების ტექნიკას იყენებენ. დამზადების პროცესს წელიწადზე მეტი მიაქვს და საბოლოოდ ჰუნური მშვილდი არის ულამაზესი და ძალიან ძლიერი. ჰუნებისთვის მშვილდი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ პატრონთან ერთად კი არ მარხავდნენ, არამედ შვილებს გადასცემდნენ.
არდის ომები და ბრძოლები ფეანორის ხალხი სწრაფად შეიკრიბა და ისინი ალქუალონდეში გაემართნენ, ფეანორმა ტელერებს გემები მოსთხოვა, მაგრამ, როდესაც ტელერებმა გაიგეს, რომ ვალარებს ნოლდორებისთვის წასვლის ნებართვა არ მიეცათ, უარით უპასუხეს. განრისხებულმა ფეანორმა ბრძანა, გემები ძალით ჩაეგდოთ ხელში, ტელერებმა კი თავი დაიცვეს და გაიმართა სასტიკი ბრძოლა, რომელიც პირველი ძმათაშორისი ბრძოლა გახდა არდაში. ნოლდორები პირველები იყვნენ, რომლებმაც დაიწყეს იარაღის და ჯავშნის ჭედვა, ხოლო ტელერებს კი მხოლოდ ჩვეულებრივი მშვილდები და ისრები ჰქონდათ. მცირე ხნის შემდეგ ქალაქში ჯერ ფინგოლფინი, შემდეგ კი ფინარფინი, შევიდა. მათ ეგონათ, რომ ბრძოლა ტელერებმა დაიწყეს, და განურჩევლად ჩაერივნენ თანამოძმეების მხარეზე. ჟლეტაში ტელერების უმრავლესობა დაიღუპა, ნოლდორები კი გემებზე ავიდნენ და აღმოსავლეთით გაცურეს.
შუახმელეთის ხალხები ამანში ტელერებმა ქალაქ-ნავსადგური ალკვალონდე დააარსეს, ისინი საუკეთესო ზღვამსვლელები და გემთმშენებლები გახდნენ, მათი ულამაზესი გემები ამანის გარშემო წყლებში თავისუფლად დაცურავდნენ. როდესაც მორგოთმა უნგოლიანტთან ერთად სილმარილები გაიტაცა, მას ნოლდორები დაედევნენ. ნოლდორებმა გადაწყვიტეს შუახმელეთში წასასვლელად გემები ტელერებისთვის ეთხოვათ, მაგრამ ვინაიდან ვალარებს მათთვის წასვლის ნება არ დაერთოთ, ტელერებმა უარი უპასუხეს, ამან ნოლდორთა წინამძღოლი, ფეანორი, განარისხა, მან გემების ძალით დაუფლება ბრძანა. ბრძოლაში ტელერთა უმრავლესობა უმოწყალოდ გაიჟლიტა (ამანში აბჯარ-იარაღს მხოლოდ ნოლდორები ამზადებდნენ, ტელერებს კი მხოლოდ უხარისხო მშვილდები ჰქონდათ), ნოლდორთა მიერ მითვისებული გემების ნაწილი ზღვაში ტელერთა მფარველი მაიარების, ოსეს და უინენის მრისხანებისგან ამოვარდნილმა ქარიშხალმა ჩაძირა. ხოლო როდესაც მანდოსმა ნოლდორები მათივე თვალწინ დაწყევლა, მათი ნაწილი ფინარფინის მეთაურობით ვალინორში დაბრუნდა და პატიება მიიღო, დანარჩენები შუახმელეთში წავიდნენ.
ალექსანდრეს ბალკანეთის კამპანია ჰემოსის მთაზე გამაგრებული თრაკიელების დამარცხების შემდეგ ალექსანდრე ტრიბალების ტერიტორიაზე შეიჭრა. მათი მეფე სარმუსი ალექსანდრეს შემოჭრას ელოდა და ამიტომ ქალები და ბავშვები კუნძულ პეუკეზე გახიზნა, თვითონ კი ალექსანდრეს წინააღმდეგ საბრძოლველად გაემზადა. ორი არმია ერთმანეთს მდინარე ლიგინუსისთან დაუპირისპირდა. სარმუსმა თავისი არმია ტყეში განალაგა. ალექსანდრემ მშვილდოსნებს და მეშურდულეებს უბრძანა მოწინააღმდეგეს მიახლოებოდნენ და მათთვის მშვილდები და შურდულები დაეშინათ. ალექსანდრეს იმედი ჰქონდა, რომ ამ მანევრით ტრიბალებს ტყეებიდან გამოიტყუებდა. ასეც მოხდა. როდესაც ალექსანდრემ ეს შენიშნა, მაშინვე უბრძანა ფილოტას თავისი მაკედონელი მხედრებით ტრიბალების მარჯვენა ფრთისთვის შეეტია. მტრის მარცხენა ფლანგზე იერიში კი ჰერაკლიდესს და სოფოლისს მიანდო, რომელთა განკარგულებაშიც იყვნენ ბერძენი კავალერისტები. დანარჩენმა მხედრებმა და ფალანგებმა კი, რომელთაც თვითონ ალექსანდრე ჩაუდგა სათავეში მოწინააღმდეგის ცენტრს შეუტიეს. ტრიბალებმა მცირე ხნით შეძლეს წინააღმდეგობის გაწევა, თუმცა თითქმის მაშინვე, როდესაც ბრძოლაში ფალანგები ჩაებნენ, მათ გაქცევა დაიწყეს. 3,000 ტრიბალი დაიღუპა. მაკედონელების მხარეს დანაკარგები კი 11 მხედარი და 40 ქვეითი იყო სარმუსმა გაქცევა მოახერხა. ის გადარჩენილებთან ერთად პეუკეზე გადავიდა და გახიზნულებს შეუერთდა.
იაფის ბრძოლა როდესაც სალსდინმა შეიტყო რომ ფრანკები მოდიოდნენ კესარიიდან, გადაწყვიტა კოტრშეტევა განეხორციელებინა და დაებრუნებინა იაფა სანამ დამატებითი ძალები არ ჩამოვიდოდნენ. 4 აგვისტოს, გამთენიისას მუსლიმთა ჯარი შეიკრიბა ქალაქთან ახლოს და ჩასაფრდნენ მინდვრებში. ისინი მომდევნო დღეს გამთენიისას აპირებდნენ თავდასხმას. გამთენიისას გენუელებმა დაინახეს არეკლილი სხივები დამალული მტრის აბჯრიდან, ასევე გაიგონეს ცხენების ჭიხვინი. ჯვაროსნები მიხვდნენ სალადინის განზრახვას. მაშინვე ატყდა განგაში, მოაწყვეს თავდაცვითი შუბებუს ზღუდე, გაამზადეს ფარები, მშვილდები და შუბისპირები მიმართეს მათი ოპონენტისკენ. არბალეტები დამცავი კედლის უკან იდგნენ. ისინი ისროდნენ წყვილში: ერთი ისროდა, მეორე იცდიდა. წინ იდგნენ ქვეითები, ასევე იყო ამოთხრილი სანგრები კავალერიის წინააღმდეგ.მცირე რაინდთა ჯგუფი კი რეზერვად ჰყავდათ. მსუბუქად დაჯავშნული თურქული,ეგვიპტური და ბედუინთა კავალერიამ არაერთხელ შეუტია, თუმცა ჯვაროსნებმა რიგები არ დაარღვიეს. დიდ დანაკარგს აყენებდა არბალეტთა ისრები მუსლიმებს. ჯვაროსანთა აბჯარმა დაამტკიცა, რომ შეუძლია გაუძლოს უკეთესად სარკინოზთა ისრებს, ვიდრე მუსულმანურ აბჯარს არბალეტთა ისრებს. რამდენიმე საათში ორივე არმია დაიღალა. სალადინმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა. მისი მხედრები დემორალიზებულები იყვნენ, ბევრი იყო დაჭრილი. ჯვაროსანთა დანაკარგები კი მცირე იყო. მიუხედავად იმისა რომ ბრძოლა მძვინვარებდა, მუსლიმთა რაზმმა მოახერხა ქალაქში შეღწევა. გენუალმა ჯარისკაცებმა, რომელთაც ევალებოდათ კარიბჭის დაცვა, მცირე წინააღმდეგობა გაუწიეს მათ. თუმცა რიჩარდი თავად შეიჭრა ქალაქში და გაანადგურა მუსლიმები. საღამოხანს ცხადი გახდა, რომ სალადინის ჯარი სასტიკად დამარცხდა. სალადინის დანაკარგი იყო 700 გარდაცვლილი, დაკარგული 1500 ცხენი; ჯვაროსანთა დანაკარგი იყო 2 გარდაცვლილი, თუმცა ბევრი დაიჭრა.