Top 10 similar words or synonyms for წამოწყებულმა

მოწყობილმა    0.865027

გაწეულმა    0.862907

გაჩაღებულმა    0.860922

dargaud    0.852114

წამოწყებულ    0.839792

სუპრემატიზმი    0.838613

კირბის    0.826256

განდევნილმა    0.825962

უმბრების    0.820957

ჰეტფილდისა    0.819129

Top 30 analogous words or synonyms for წამოწყებულმა

Article Example
ეთიოპია რეჟიმმა ეთიოპია მიიყვანა სრულ სიღატაკესთან. წამოწყებულმა სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაციამ მოიტანა მისი შემდგომი დეგრადაცია. 1984 წელს ქვეყანაში შიმშილისგან გარდაიცვალა მილიონი ადამიანი.
მაორი მაორები ტანსაცმელს ქსოვდნენ კიდეც და ტექნიკას თაობიდან თაობას გადასცემდნენ. ტრადიციული ქსოვის ხელოვნება გაქრობის პირას იყო, თუმცა მე-20 საუკუნის დასაწყისში წამოწყებულმა პროგრამებმა ის შეგვინარჩუნა.
ურარტოლოგია ურარტოლოგიურ ძიებებს 20-30-იან წლებში ნიკო მართან ერთად აწარმოებდა ივანე მეშჩანინოვი. ამავე პერიოდში დიდად წასწიეს წინ ურარტული ენის შესწავლა გერმანიაში მომუშავე მეცნიერებმა მიხაკო წერეთელმა, ი. ფრიდრიხმა და ა. გეცემ. 1939 წლიდან წამოწყებულმა და დიდად წარმატებულმა გათხრებმა კარმირ-ბლუმის გორაკზე (ერევნის განაპირას) (ბორის პიოტროვსკი) და უკვე მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წამოწყებულმა ურარტულ ქალაქ ერებუნისა (ლ. ოჰანესიანი, ი. ლოსევა, ს. ხოჯაში და სხვები) და არგიშთიხინილის (ა. მარტიროსიანი) გათხრებმა. 1939 წელს მიხაკო წერეთელმა მოგვცა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ურარტული ძეგლების სანიმუშო პუბლიკაცია. მრავალი ურარტული ციხე-ქალაქი გაითხარა აღმოსავლეთ თურქეთსა და ჩრდილოეთ ირანში.
ჰუნები ეს იყო პირველი მასიური შედეგი, რომელიც ჰუნების მიერ წამოწყებულმა თავდასხმებმა გამოიწვია. მათ შემდეგ ჰუნებს მოიხსენებდნენ როგორც მებრძოლებს, რომელთა მამოძრავებელი იდეა არა ნაციონალიზმი, არამედ მატერიალური სარგებლის მიღებაა. ამ მიზეზის გამო მათ მალევე 380 წელს დაიწყეს “თანამშრომლობა” რომთან (ანუ იქცნენ ერთგვარ დაქირავებულ მეომრებად). ამის შემდეგ მათ მიეცათ უფლება, რომ ეცხოვრათ რომის ჩრდილოეთ ნაწილში, პანონიაში. ხოლო მოთხე საუკუნის ბოლოს, მათ უკვე ხშირად ხვდებოდნენ რომის აღმოსავლეთ და დასავლეთ ტერიტორიებზეც. თუმცა ივარაუდება, რომ ეს ჰუნები იყვნენ კონკრეტული პატარ-პატარა ინდივიდუალური დაჯგუფებები და საერთო არაფერი ჰქონდათ ჰუნების სამეფოსთან.
ჩილე ესპანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა 1818 წელს. მარქსისტი პრეზიდენტის სალვადორ ალიენდეს მიერ წამოწყებულმა ფართო რეფორმებმა სოციალურ სფეროში, გამოიწვია სამხედრო გადატრიალება. 1973 წლისთვის ხშირი იყო მუშათა გამოსვლები, მაღალი ინფლაცია. ეკონომიკურმა კრიზისმა ხელი შეუწყო სამხედროებს მოეხდინათ გადატრიალება. 1989 წლამდე ქვეყანას მართავდა გენერალ აუგუსტო პინოჩეტის ხელისუფლება, რომელმაც გარისკა რეფერენდუმის ჩატარება თავისი ერთპიროვნული მმართველობის საკითხზე და წააგო. იგი იძულებული გახდა ძალაუფლება სამოქალაქო ადმინისტრაციისათვის გადაეცა, თვითონ კი უმაღლესი მთავარსარდლის პოსტი დაიტოვა. 1998 წელს დიდ ბრიტანეთში სამკურნალოდ წასული პინოჩეტი დაპატიმრებულ იქნა, სასამართლო პროცესი თვეების განმავლობაში გრძელდებოდა, მაგრამ შეწყვეტილ იქნა ბრალდებულის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო.
სიცილიური ბაროკო სიცილიური ბაროკოს სტილი გაჩნდა 1693 წლის მასიური მიწისძვრის შემდეგ დაწყებული აღმშენებლობის ბუმით. მანამდე ბაროკოს სტილი კუნძულზე გამოიყენებოდა უფრო სადა მანერით, რომელიც ჰიბრიდული ადგილობრივი არქიტექტურიდან წარმოიშვა, რომის დიდი ბაროკოს არქიტექტურის გავლენის გარეშე. მიწისძვრის შემდეგ ადგილობრივ არქიტექტორებს, რომელთა უმრავლესობა განათლებას რომში იღებს, საშუალება მიეცათ შეექმნათ გაცილებით უფრო დახვეწილი და რთული ბაროკოს არქიტექტურა, იმჟამად პოპულარული კონტინენტალურ იტალიაში. ამ არქიტექტორთა ნამუშევრებმა, და მათ მიერ წამოწყებულმა ახალმა არქიტექტურულმა კვეთის ჟანრმა, მრავალი ადგილობრივი დამწყები არქიტექტორი აღაფრთოვანა. დაახ. 1730 წელს სიცილიელი არქიტექტორების ახალი თაობა უკვე საკმაოდ თავდაჯერებით იყენებდა ბაროკოს სტილს. სტილის მათმა თავისებურმა გაგებამ გამოიწვია უფრო პერსონალიზებული და გაცილებით ლოკალიზებული ხელოვნების ფორმის ჩამოყალიბება ამ კუნძულზე. 1780-იანი წლებიდან ამ სტილს ცვლის ახალი, უფრო მოდური ნეოკლასიციზმი.
რუსეთის ისტორია ეკატერინე II-ის დროს რუსეთის მიერ ოსმალეთის წინააღმდეგ წამოწყებულმა ორმა ომმა რუსეთს დიდი სამხედრო და პოლიტიკური წარმატებები მოუტანა. რუსეთ-თურქეთის პირველი ომი 1768-1774 წლებში გაიმართა, რუსეთმა საზღვაო და სახმელეთო ბრძოლებში სძლია ოსმალეთს. 1774 წელს დაიდო საზავო ხელშეკრულება რომლის ძალითაც მდიინარე დნეპრსა და მდინარე ბუგს შორის არსებული ტერიტორია რუსეთის ხელში გადავიდა . რუსეთმა მიიღო აგრეთვე ქერჩის ნახევარკუნძულიც. რუსეთის გეგმებს ბოსფორის და დარდანელის სრუტეებისკენ გაეხსნა გზა. 1783 წელს რუსეთმა ყირიმის სახანო შეიერთა, იმავე 1783 წელს რუსეთმა კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია, რუსეთის იმპერია კავკასიონის სამხრეთით გადავიდა, რუსეთს გზა გაეხსნა კავკასიის სრული დაპყრობისკენ.
ჩინეთის ისტორია ძვ. წ. 210 წელს ცინ შიხუანდი გარდაიცვალა. რასაც მალევე მოჰყვა დინასტიის დაშლა საკმაოდ კურიოზული მიზეზით. რევოლუცია დაიწყო ერთმა უბრალო ჯარისკაცმა, რომელსაც ქინის ბრძანებით სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მიზეზი ამისა გახდა ის, რომ ამ ჯარისკაცს დააგვიანდა ახალწვეულების მიყვანა, რადგან წვიმიანი ამინდი იყო და გზები ძალიან ატალახდა. ჯარისკაცმა დაითანხმა ყველა ის ადამიანი ვისაც მასთან ერთად მიუსაჯეს სიკვდილი, რომ დაეწყოთ გადატრიალება. ისინი საბოლოოდ დაიჭირეს და სათანადოდ დასაჯეს (მოკლეს), თუმცა მათმა წამოწყებულმა რევოლუციამ შედეგი გამოიღო. ცინის დინასტია დაიშალა და გზა გაეხსნა ახალ, ხანის დინასტიას. კუნგ–ჰუ იყო ამ დინასტიების დამცველი ფილოსოფია.
მარკუს ანტონიუსი რომის აღმოსავლეთ ტერიტორიებში პართიელთა შემოჭრის მიუხედავად, ფულვიას მიერ წამოწყებულმა სამოქალაქო ომმა ანტონიუსი აიძულა თავისი პოზიციის უზრუნველსაყოფად რომში დაბრუნებულიყო. ცოლს, რომელსაც ათენში შეხვდა, მისი ქმედებებისათვის საყვედური გამოუცხადა, რის შემდეგაც იტალიისაკენ გაემართა ოქტავიანესთან დასაპირისპირებლად და ბრუნდიზიუმს ალყა შემოარტყა. ამ ახალმა კონფლიქტმა დაამტკიცა როგორც ოქტავიანეს, აგრეთვე, ანტონიუსის უსუსურობა. მათმა ცენტურიონებმა, რომლებიც მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურებად გადაიქცნენ, უარი თქვეს ბრძოლაზე საერთო სამსახურის შემდეგ კეისრის მეთაურობით. მათ დაქვემდებარებაში მყოფმა ლეგიონებმაც მათ დაუჭირეს მხარი. ამასობაში, სიკიონში ფულვია უეცარი და უცნობი დაავადებით გარდაიცვალა. ფულვიას სიკვდილმა და თავიანთი ჯარისკაცების ამბოხებამ ტრიუმვირებს შერიგებისაკენ უბიძგა. ძვ. წ. 40 წლის სექტემბერში მათ ძალაუფლების განაწილების ახალი ხელშეკრულებაც გააფორმეს. რომაული სამყარო კიდევ ერთხელ გადანაწილდა: ანტონიუსმა აღმოსავლეთის პროვინციები მიიღო, ოქტავიანემ — დასავლეთის, ლეპიდუსი კი აშკარად გამოკვეთილ უმცროსი პარტნიორის სტატუსამდე დაქვეითდა და მას მხოლოდ აფრიკის მმართველობა ერგო. ამ შეთანხმებამ, რომელიც "ბრუნდიზიუმის ზავის" სახელითაა ცნობილი, გააძლიერა ტრიუმვირატი და ანტონიუსს საშუალება მისცა მზადება დაეწყო კეისრის დიდი ხნის ნალოდინები კამპანიისათვის პართიის წინააღმდეგ. მათი განახლებული ალიანსის სიმბოლოდ, ძვ. წ. 40 წლის ოქტომბერში ანტონიუსი ოქტავიანეს დაზე, ოქტავიაზე დაქორწინდა.
ოქტავიანე ავგუსტუსი ეგვიპტეში ყოფნისას, ანტონიუსი კლეოპატრასთან სასიყვარულო ურთიერთობით იყო დაკავებული და მასთან სამი შვილიც ეყოლა. რომის აღმოსავლეთ ტერიტორიებში პართიელთა შემოჭრის მიუხედავად, ფულვიას მიერ წამოწყებულმა სამოქალაქო ომმა ანტონიუსი აიძულა თავისი პოზიციის უზრუნველსაყოფად რომში დაბრუნებულიყო. ცოლს, რომელსაც ათენში შეხვდა, მისი ქმედებებისათვის საყვედური გამოუცხადა, რის შემდეგაც იტალიისაკენ გაემართა ოქტავიანესთან დასაპირისპირებლად და ბრუნდიზიუმს ალყა შემოარტყა. ამ ახალმა კონფლიქტმა დაამტკიცა როგორც ოქტავიანეს, აგრეთვე, ანტონიუსის უსუსურობა. მათმა ცენტურიონებმა, რომლებიც მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურებად გადაიქცნენ, უარი თქვეს ერთმანეთთან ბრძოლაზე კეისრის მეთაურობით საერთო სამსახურის შემდეგ. მათ დაქვემდებარებაში მყოფმა ლეგიონებმაც მათ დაუჭირეს მხარი. ამასობაში, სიკიონში ფულვია უეცარი და უცნობი დაავადებით გარდაიცვალა. მისმა სიკვდილმა და თავიანთი ჯარისკაცების ამბოხებამ ტრიუმვირებს შერიგებისაკენ უბიძგა. ძვ. წ. 40 წლის სექტემბერში მათ ძალაუფლების განაწილების ახალი ხელშეკრულებაც გააფორმეს. რომაული სამყარო კიდევ ერთხელ გადანაწილდა: ანტონიუსმა აღმოსავლეთის პროვინციები მიიღო, ოქტავიანემ — დასავლეთის, ლეპიდუსი კი აშკარად გამოკვეთილ უმცროსი პარტნიორის სტატუსამდე დაქვეითდა და მას მხოლოდ აფრიკის მმართველობა ერგო. იტალიის ნახევარკუნძული სამივე მათგანისათვის ღიად რჩებოდა ჯარისკაცების ასაყვანად, თუმცა აღმოსავლეთში მყოფი ანტონიუსისათვის ეს დებულება გამოუსადეგარი იყო. ამ შეთანხმებამ, რომელიც "ბრუნდიზიუმის ზავის" სახელითაა ცნობილი, გააძლიერა ტრიუმვირატი და ანტონიუსს საშუალება მისცა მზადება დაეწყო კეისრის დიდი ხნის ნალოდინები კამპანიისათვის პართიის წინააღმდეგ. ალიანსში ანტონიუსთან ურთიერთობების კიდევ უფრო განსამტკიცებლად, ძვ. წ. 40 წლის ბოლოსათვის, ოქტავიანემ ამ უკანასკნელს, თავისი და, ოქტავია უმცროსი მიათხოვა. მათი ქორწინებისას, ოქტავიას ორი ქალიშვილი ეყოლა, რომლებიც ანტონია უფროსისა და ანტონია უმცროსის სახელებით არიან ცნობილნი.