Top 10 similar words or synonyms for მამობილის

აარონის    0.878646

მიტოვებულმა    0.877741

სმეაგოლი    0.877391

ანტიოპე    0.876511

უვნებლობა    0.873546

მაკრინეს    0.870112

ფარამირის    0.869843

შეთქმულებით    0.866823

დაუპირეს    0.866811

გამზრდელს    0.865995

Top 30 analogous words or synonyms for მამობილის

Article Example
რომის იმპერია ოქტავიანეს იმპერატორობის ეპოქა იწყება ძვ. წ. 27 წლის 13 იანვარს, როდესაც ანტონიუსთან გამარჯვების შემდეგ იგი გამოვიდა სენატში და სთხოვა სენატორებს ჩამოერთმიათ მისთვის ტრიბუნის უფლებამოსილება, რომელსაც იგი სუსტი ჯანმრთელობის გამო ვეღარ განახორციელებდა, მაგრამ სენატორები შეეხვეწნენ არ დაეტოვებინა რესპუბლიკის მმართველობა და მიანიჭეს მას ავგუსტუსის წოდება. ოქტავიანემ ვითომ იყოყმანა და დათანხმდა. ამის შემდეგ მან აიღო თავისი მამობილის სახელი, და დაირქვა გაიუს იულიუს კეისარი ოქტავიან ავგუსტუსი.
კლდეკარის ციხესიმაგრე კლდეკარის ერისთავები შემდეგში ისე ძლიერდებიან, რომ მეფეებსაც კი ეურჩებიან. საქართველოს გაერთიანებისათვის მებრძოლ ბაგრატ III-ს არ ემორჩილებოდა კლდეკარის ერისთავი რატი I. მას კი მფარველობდა დავით კურაპალატი. ძლიერი მამობილის წინააღმდეგ წასვლა კი ბაგრატს არ უნდოდა. როდესაც დავითმა ნება დართო ბაგრატს ისე ემოქმედა, როგორც თვითონ ამჯობინებდა, მან დაძრა ჯარი. ციხე-სიმაგრეში მყოფი რატის წინააღმდეგ ბრძოლა არც ისე ადვილი იყო. მეფემ პირდაპირ მისვლას ხერხით მოქმედება არჩია. იგი თრიალეთიდან ჯერ დასავლეთ საქართველოში გადავიდა, ხოლო, როდესაც ზამთარი დადგა, მთელი თავისი ჯარით მოულოდნელად თავზე წაადგა რატის. რატი მზად არ იყო დასახვედრად, ამიტომ უბრძოლველად დანებება არჩია. გამოვიდა ციხიდან, თან გამოიყვანა თავისი ძე ლიპარიტი და შეევედრა მეფე. მეფემ ციხე დაიკავა, რატი კი წავიდა არგვეთში, რომელიც აგრეთვე მის მამულს წარმოადგენდა.
ოქტავიანე ავგუსტუსი ანტონიუსი პოლიტიკურ მხარდაჭერას იხვეჭდა, თუმცა ოქტავიანეს ჯერ კიდევ ჰქონდა შანსი კონკორენცია გაეწია მისთვის, როგორც კეისრის მხარდამჭერი ძალების მოწინავე წევრს. მარკუს ანტონიუსმა მრავალი რომაელისა და კეისრის მომხრის მხარდაჭერა დაკარგა, როდესაც, თავდაპირველად, კეისრისათვის ღვთაებრივი სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ წავიდა. როდესაც ანტონიუსმა ოქტავიანეს კეისრის უზარმაზარი ქონების დათმობაზე უარი უთხრა, ამ უკანასკნელმა დიდძალი ვალები აიღო, რათა შეესრულებინა მამობილის ანდერძი და რომაელი ხალხისა და ვეტერანებისათვის ანდერძით გათვალისწინებული ქონება დაერიგებინა. ზაფხულის განმავლობაში, მან შეძლო კეისრის მომხრეთა მხარდაჭერის მოპოვება, თუმცა ეს ის კატეგორია იყო, რომელმაც ახალგაზრდა მემკვიდრე ნაკლებ ბოროტებად მიიჩნია და მისით მანიპულაციის იმედი ჰქონდა ან მათი ძალისხმევისას ანტონიუსისაგან თავის დასაღწევად მისი მიმხრობა სურდათ.
ახალი მთვარე (რომანი) ერთხელ ბელა ხედავს, თუ როგორ ხტებიან ჯეიკობის ტომელი ბიჭები კლდიდან და გადაწყვიტავს, იგივე სცადო. მალე ბელა აღმოაჩენს, რომ ჯეიკი მაქციაა და მგლად გადაქცევა შეუძლია, თუმცა, სანამ კონტროლს არ ისწავლის, ბელასთან ურთიერთობა აკრძალული აქვს. ამის გამო ბელა კვლავ დეპრესიაში ვარდება. მოგვიანებით სუონი მაინც აიხდენს სურვილს და კლდიდან გადახტება. სწორედ ამას ხედავს კალენების ოჯახის ნათელმხილველი წევრი ელისი. როდესაც ედვარდი ელისის აზრებს კითხულობს, მას ეჩვენება რომ ბელამ თავი მოიკლა და ფიქრობს, რომ აღარაფრად ღირს სიცოცხლე. ამიტომაც იტალიაში გაემგზავრება ვოლტურებთან, რათა თავი მოიკლას. ვინაიდან ვოლტური არო ედვარდის მამობილის, კარლაილის ძველი მეგობარია, ედვარდს უარს განუცხადებს უმიზეზოდ მოკვლაზე. ამის შემდეგ ედვარდი გადაწყვიტავს, ხალხის წინაშე საჯაროდ გამოავლინოს თავისი ვამპირობა, რითაც ვოლტურების მთავარ კანონს დაარღვევს და ამით სიკვდილით დაისჯება. თუმცა ბელა და ელისი ბოლო ჟამს მიუსწრებენ ედვარდს. საბოლოოდ კალენების ოჯახი კვლავ ფორკსში დაბრუნდება და ცხოვრების ჩვეულ რიტმში ჩადგება.
მარკუს ანტონიუსი თავისი მემკვიდრეობის მოსათხოვად, ოქტავიანე რომში ძვ. წ. 44 წლის 6 მაისს ჩავიდა. ანტონიუსს მოპოვებული ჰქონდა პოლიტიკური მხარდაჭერა, თუმცა ოქტავიანეს ჯერ კიდევ ჰქონდა შანსი კონკორენცია გაეწია მისთვის, როგორც კეისრის მხარდამჭერი ძალების მოწინავე წევრს. სენატორი რესპუბლიკელები ანტონიუსის სახით სულ უფრო აშკარად ხედავდნენ ახალ ტირანს. მან მრავალი რომაელისა და კეისრის მომხრის მხარდაჭერაც დაკარგა, როდესაც, თავდაპირველად, კეისრისათვის ღვთაებრივი სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ წავიდა. როდესაც ანტონიუსმა ოქტავიანეს კეისრის უზარმაზარი ქონების დათმობაზე უარი უთხრა, ამ უკანასკნელმა დიდძალი ვალები აიღო, რათა შეესრულებინა მამობილის ანდერძი და რომაელი ხალხისა და ვეტერანებისათვის ანდერძით გათვალისწინებული ქონება გადაეცა. მან, აგრეთვე, ვეტერანებისაგან პირადი დაცვაც ჩამოაყალიბა. ამან ოქტავიანეს კეისარიანელთა მხარდაჭერა მოუტანა, რომლებიც მას უყურებდნენ, როგორც ანტონიუსის გასანადგურებელ საშუალებას. სენატი და ციცერონიც ამ ორიდან ანტონიუსს უფრო დიდ საფრთხედ მიიჩნევდნენ. იმავე წლის ზაფხულში ანტონიუსი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა კეისრის მკვლელობის შემდეგ ლიბერატორებთან დათმობების გამო. მას ან ლიბერატორები უნდა გამოეცხადებინა მკვლელებად და ამით სენატს დაშორებოდა, ან შეენარჩუნებინა მისი მხარდაჭერა კომპრომისისათვის და ამით გაეზარდა რისკი, რომ კეისრის მემკვიდრეობის მოღალატედ ქცეულიყო, რაც ოქტავიანეს პოზიციებს გააძლიერებდა. ორივე შემთხვევაში, მისი, როგორც რომის მმართველის მდგომარეობა შესუსტდებოდა. რომაელი ისტორიკოსი, დიონ კასიუსი, მოგვიანებით აღნიშნავდა, რომ სანამ ანტონიუსი, როგორც მოქმედი კონსული ურთიერთობებში უპირატესობას ინარჩუნებდა, რომაელი ხალხის საერთო სიყვარული ოქტავიანესაკენ ტრიალდებოდა, მისი, როგორც კეისრის შვილის სტატუსის გამო.