Top 10 similar words or synonyms for ანტიოპე

ბერენმა    0.891576

მედეამ    0.889444

დაუპირეს    0.887544

ნაუგლამირი    0.887238

იასონმა    0.885986

აფროდიტემ    0.885230

თევდოსიმ    0.883109

დააპირეს    0.881768

აიეტს    0.877870

მამობილის    0.876511

Top 30 analogous words or synonyms for ანტიოპე

Article Example
ამფიონი და ძეთოსი ანტიოპეს მამა ნიქტევსი და ბიძა ლიკოსი ევბეიდან იყვნენ გაქცეულები და თებეში გაბატონდნენ. იქ ანტიოპე ზევსმა შეიყვარა, ფეხმძიმე ასულის ხილვაზე მამა ლამის შეიშალა, ასულს მოკვლით დაემუქრა. შეშინებული ანტიოპე სიკიონს გაიქცა, მეფე ეპოპევსს მისთხოვდა. ნიქტევსი დარდმა გადაიტანა. მისი ანდერძის მიხედვით, ლიკოსმა ეპოპევსი მოკლა, ანტიოპე წამოიყვანა, გზაში შობილი ამფიონი და ძეთოსი გადაყარა და ანტიოპე დილეგში ჩააგდო, სადაც თვით ლიკოსი და მისი ავი დედოფალი — დირკე აწამებდნენ.
თესევსი თესევსი კარგად მეფობდა, მაგრამ ხშირად ტოვებდა ქალაქს, რათა საბერძნეთის სხვა დიად გმირებს გატოლებოდა საგმირო საქმეების აღსრულებაში. ის მონაწილეობდა კალიდონის ნადირობაში, იყო არგონავტებთან ერთად კოლხეთში და ჰერაკლესთან ერთად იბრძოდა ამორძალების წინააღმდეგ. სწორედ ამ ომში, როდესაც გმირებმა მებრძოლ ქალთა დედაქალაქი თემისკირა აიღეს, თესევსს ჯილდოდ დედოფალი ანტიოპე უბოძეს, რომელიც ათენში წაიყვანა.
ამფიონი და ძეთოსი ერთხელ თებეში გამართულ დიონისეს დღესასწაულზე მოხვდნენ. აქ იყო დედოფალი დირკე, მეფე ლიკოსის მეუღლე, რომელმაც ანტიოპე (მული) თავიდანვე შეიძულა და ყოველნაირად ტანჯავდა. ბოროტმა დედოფალმა ახლაც ბრძანა მოეყვანათ ანტიოპე და მძვინვარე ველური ხარის (თუ კამეჩის) რქებზე დაეკრათ. გამზრდელმა მწყემსმა ძმებს გაუმხილა, განწირული ქალი დედათქვენიაო. შეძრწუნებულმა გმირებმა დედა იქვე გაათავისუფლეს და მის ნაცვლად ველური ხარის რქებზე დირკე დააკვრეს. მათვე მოკლეს ტირანი ლიკოსი და დაიწყეს თებეს გამაგრება. ამფიონს თებეს დამაარსებელს უწოდებდნენ, მაგრამ თებე დიდი ხნით ადრეც არსებობდა, ძმებმა ის გაამაგრეს და ძლიერ ქალაქ-სიმაგრედ აქციეს. ჰომეროსი ანტიოპეს ასოპოსის ასულს უწოდებს. მისი პოემის მიხედვით, ძმები სულ სხვადასხვა ხასიათის არიან. ძეთოსი ძალუმი ბუმბერაზია, ტლანქი და საქმიანი, ფიცხი და პირდაპირი, მწყემსი, მონადირე და მიწათმოქმედი; ამფიონი კი სწორუპოვარი ოსტატი იყო კითარაზე დაკვრისა, თანაც მომაჯადოებელი ხმა ჰქონდა. ამიტომ ჰერმესმა ციური ქნარი აჩუქა. ამ ქნარის ღვთაებრივ სიმთა ჟღერაზე ქვები თავისთავად მოგორავდნენ და ქალაქის კედლებზე ლაგდებოდნენ (მათ ეხმარებოდათ ზევსის და მერას ძე — ლოკროსი). ასე შემოავლეს თებეს ზღუდე-გალავანი.
პეირითოე როდესაც თესევსმა დაკარგა ცოლი - ანტიოპე და პეირითოემ ჰიპოდამია, მეგობრებმა თესევსისათვის ნორჩი ელენე მოიტაცეს, ხოლო პეირითოესთვის ქვესკნელის ქალღმერთ პერსეფონეს მოტაცება სცადეს. ისინი ჩავიდნენ ტენარეს კონცხის ხვრელიდან ან ატიკის ჩასასვლელიდან და დიდი ჯაფით მიაღწიეს დედოფალთან, მაგრამ ჰადესმა გაიგო და გმირებს ლეთას ტახტზე დასხდომა უბრძანა. დასხდნენ და ვეღარ ადგნენ: რგოლებად დახვეულმა დრაკონებმა დააკრეს სამუდამოდ ან ჰადესმა ორივე კლდეზე მიაჯაჭვა. ქვესკნელში ჩასულმა ჰერაკლემ იხსნა თესევსი, პეირითოე კი სამუდამოდ ჰადესში დარჩა, რადგან როდესაც ჰერაკლე მიუახლოვდა, მიწა იძრა. სხვა ვერსიით, ჰადესმა კერბერს უბრძანა პეირითოოსის მოკვლა, თესევსი კი კლდეს დააკრა.
თესევსი ამორძალებმა გადაწყვიტეს დედოფალი ანტიოპეს გამოხსნა, რომელიც მათი აზრით ტყვედ ჰყავდა თესევსს. მათ სათავეში ჩაუდგა ანტიოპეს და ორითიია. მან ლაშქარი სკვითებთან გააერთიანა და ათენელებს შემოუტია. ათენი მტრის დასახვედრად მზად იყო. ორივე მხარე ერთმანეთის პირისპირ ჩამწკრივდა, მაგრამ არც ერთი იწყებდა ბრძოლას. ბოლოს, როგორც კი, თესევსმა მსხვერპლი შესწირა არესის ძეს ფობოსს, საბრძოლველად გაემართა. ამორძალებმა მათ მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს და აიძელეს გალავნიშ შიგნით გამაგრებულიყვნენ. ეს არ იკმარეს, ქალაქში შეიჭრნენ და აკროპოლისის კედლებთან მოიმწყვდიეს ათენელები, თუმცა ისინი კი იარაღს არ ყრიდნენ და ხანდახან შეტევაზეც კი გადადიოდნენ. გადამწყვეტი ბრძოლისას ანტიოპე თესევსის მხარდამხარ იბრძოდა მისი ყოფილი თანამებრძოლების წინააღმდეგ, რადგან მთელი არსებით უყვარდა გმირი მეუღლე. თუმცა მასთან დაშორება არ სურდა ბედისწერამ მაინც ზურგი აქცია და ამორძალის მიერ გატყორცნილი შუბმა გაოპო ანტიოპეს მკერდი. ის მეუღლის ფეხებთან დაეცა და ამ სურათმა ორივე მხარე შეძრა და ეს სისხლიმღვრელი ბრძოლაც შეწყდა. ორივე მხარემ საყოველთაო გლოვით დაკრძალა ახალგაზრდა დედოფალი. თესევსმა მეუღლის მკვლელი სიკვდილით დასაჯა, ხოლო ორითიია მცირერიცხოვან რაზმთან ერთად გაიქცა და მეგარას შეაფარა თავი, სადაც მალევე გარდაიცვალა დარდისაგან.