Top 10 similar words or synonyms for ლიპარიტს

სელჩუკებს    0.872929

დადიანსა    0.856214

ბაქარს    0.847638

ირანელებს    0.844528

კახელებს    0.838409

სპარსეთს    0.831255

ირანელებმა    0.824368

ქაიხოსრომ    0.819016

თეიმურაზსა    0.815755

სულთანსა    0.810315

Top 30 analogous words or synonyms for ლიპარიტს

Article Example
კლდეკარის ციხესიმაგრე ლიპარიტის ბატონობა არაფრად მოსწონდათ სხვა დიდებულებს. განიზრახეს მისი თავიდან მოცილება. სულა კალმახელმა სხვების დახმარებით შეიპყრო ლიპარიტი და მისი ძე ივანე და მეფეს მიჰგვარა. მეტად გახარებულმა მეფემ ურჩი ყმის შემპყრობნი დიდად დაასაჩუქრა. სულამ ლიპარიტს წაართვა ისეთი ძლიერი ციხეები, როგორიც იყო. არტანუჯი, უფლისციხე, ბირთვისი და ყველისციხე, მაგრამ კლდეკარი თვით მეფის ჯარმაც კი ვერ აიღო. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეფემ მეციხოვნეებს აღუთქვა, რომ ლიპარიტს და ივანეს უვნებლად გაუშვებდა, ციხე დანებდა. მეფემ ციხეში თავისი ჯარი ჩააყენა, ლიპარიტი აიძულა ბერად აღკვეცილიყო, ივანეს კი არგვეთი დაუტოვა.
სასირეთი (კასპის მუნიციპალიტეტი) 1047 წელს, სასირეთის ჭალებში ბაგრატ მეოთხესა და ლიპარიტს ბაღვაშს შორის ბრძოლა გაიმართა. ბაგრატ IV-მ ვერ გაუძლო ლიპარიტის მრავალრიცხოვანი ჯარის შემოტევას და დამარცხდა. სასირეთის ბრძოლა საქართველოს ისტორიაში მეფესა და დიდებულებს შორის არსებული შინაკლასობრივი ბრძოლების მნიშვნელოვან ეპიზოდადა მიჩნეული.
აბუსერ აბუსერისძე აბუსერ აბუსერიძე — XI საუკუნის შუა წლების საქართველოს პოლიტიკურო მოღვაწე, ძე იოანე აბესერიძისა, არტანუჯისა და ხიხათა (აჭარის) ერისთავი, აწყურისა და ციხისჯვრის ციხეთა გამგებელი. 1045 წელს მარიამ დედოფალმა აბუსერიძეს საგამგებლოდ ჩააბარა ქ. ანისი. აბუსერიძე აქტიურად ეხმარებოდა ბაგრატ IV-ს ლიპარით ბაღვაშთან შინაომში. აბუსერიძე და სხვა დიდებულები ლიპარიტ ბაღვაშმა ანისიდან გამოიტყუა და შეიპყრო, შემდეგ გაცვალა თავის შვილ ივანეზე, რომელიც ბაგრატ IV-ს ჰყავდა დატყვევებული. ცოტა ხნის შემდეგ, სასირეთის ჭალაში (შიდა ქართლი) მეფესა და ლიპარიტს შორის მომხდარი შეტაკებისას, აბუსერიძე კვლავ დაუტყვევებია ლიპარიტს, რის შემდეგ ისტორიულ წყაროებში აღარ იხსენიება.
სასირეთის ბრძოლა სასირეთის ბრძოლა 1047 — საქართველოს მეფე ბაგრატ IV და კლდეკარის ერისთავის ლიპარიტ IV ლიპარიტის ძეს შორის მიმდინარე ხანგრძლივი შინაკლასობრივი ბრძოლის ერთი ეპიზოდი. 1040 წელს, თბილისის ამირასთან ბაგრატ IV-ის დაზავების შემდეგ კლდეკარის ერისთავი საბოლოოდ გაუორგულდა მეფეს. ლიპარიტმა დახმარებისათვის მიმართა ბიზანტიას. კეისარმა ერისთავს დამხმარე ლაშქარი, დიდძალი ფული და ტახტის მაძიებელი დემეტრე გიორგის ძე გამოუგზავნა. საქმე შეთანხმებით დამთავრდა. ბაგრატ IV ლიპარიტს ქართლის ერისთავობა უწყალობა. ბერძენთა ჯარი და დემეტრე ბიზანტიაში დაბრუნდნენ, მაგრამ ეს მორიგება დროებითი აღმოჩნდა; ლიპარიტი ბიზანტიის აგენტად დარჩა და განაგრძობდა ბრძოლას მეფის წინააღმდეგ. ლიპარიტს კახელები მიემხრნენ, მან ბიზანტიიდან კვლავ ჩამოიყვანა დემეტრე გიორგის ძე, ბოლოს მაწყვერელიც მის მხარეს გადავიდა.
გიორგი II (საქართველოს მეფე) 1074 ივანე ლიპარიტის ძე კვლავ განუდგა მეფეს. გიორგი II-მ მესხთა ლაშქრით და კახთა მეფე აღსართანის დახმარებით გამდგარი ფეოდალი დაამარცხა. ლიპარიტს ლოწობანი წაართვეს და სამეფოს შემოუერთეს. მალე მეფე და ივანე ლიპარიტის ძე დაზავდნენ. ივანე ერთგულების პირობით კლდეკარისა და სამშვილდის ერისთავად იქნა დამტკიცებული. მაგრამ ურჩმა ფეოდალმა გიორგი II-ის მეციხოვნეებს გაგი გამოსტყუა და განძის პატრონს ფადლონს მიჰყიდა.