Top 10 similar words or synonyms for ქაიხოსრომ

ლიპარიტმა    0.912264

ყვარყვარემ    0.903668

ყიზილბაშ    0.884742

მანდატურთუხუცეს    0.877391

ჰულაგუმ    0.877224

იესემ    0.874280

რადამისტმა    0.874132

როსტომს    0.873223

სუმბატის    0.872861

კოხტასთავის    0.870191

Top 30 analogous words or synonyms for ქაიხოსრომ

Article Example
მამია V გურიელი 1792 წელს გარდაიცვალა მამიას მამა, სიმონ III გურიელი. მაშინ მამია სამი წლის იყო. მისი აღზრდა იკისრა ბიძამ, ქაიხოსრომ, რომელიც სიმონის ქვრივთან, მარინესთან შეთანხმებით სამთავროს რეგენტის უფლებით განაგებდა 1797-1809 წლებში.
ვახტანგ III გურიელი 1788 წელს საბატონიშვილო მამული მიიღო მდინარე სუფსის მარჯვენა მხარეს 500 კომლი ყმა-გლეხითა და აზნაურით. შემდეგ მიითვისა საჯუმათლოს ყმა-მამულიც და ეურჩებოდა ძმას - სიმონ III გურიელს. 1792 წელს გურიელად დასვა სოლომონ II-მ. 1794 წელს სოლომონ II-ის წინააღმდეგ მებრძოლ დავით გიორგის ძეს მიემხრო. სოლომონ II-ის გამარჯვების შემდეგ ოსმალებს დაუახლოვდა. 1797 წელს ძმამ, ქაიხოსრომ, გადააყენა და კვლავ საბატონიშვილოზე დასვა. ვახტანგ III გურიელი განაგრძობდა ბრძოლას ხელისუფლებისათვის, რის გამოც იგი ქაიხოსრომ შეიპყრო და გურიიდან გააძევა. ვახტანგ III გურიელმა ახალციხის ფაშას, სელიმს, შეაფარა თავი. ქაიხოსროს თხოვნით 1804 სელიმმა იგი შეიპყრო, მაგრამ სოლომონ II-ისა და პავლე ციციანოვის თხოვნით გაათავისუფლა. 1805 წელს საბატონიშვილო მამული დაიბრუნა, მაგრამ მალე გარდაიცვალა.
იმერეთის აჯანყება (1819-1820) რუსეთის მთავრობამ 1820 წლის 4 მარტს დააპატიმრა ექვთიმე გენათელი, დოსითეოს ქუთათელი, დარეჯან ბატონიშვილი (სოლომონ I-ის ასული) და რამდენიმე გავლენიანი თავადი და აზნაური და მათი რუსეთში გაგზავნა გადაწყვიტა, ამას აჯანყების ახალი ტალღა მოჰყვა. აჯანყებას თანაუგრძნობდა გურია-სამეგრელოს მოსახლეობაც, მაგრამ რუსეთის სარდლობის მუქარამ დადიანი და გურიელი აიძულა მთავრობის მხარე დაეჭირათ. იმერეთის მმართველმა პოლკოვნიკმა პუზირევსკიმ ქაიხოსრო ბატონიშვილს ივანე აბაშიძის გაცემა მოსთხოვა. ქაიხოსრომ უარი განაცხადა. 1820 წლის აპრილს გურიაში რაზმით შესული პუზირევსკი შემოქმედის ციხესთან მოკლეს. რუსთა რაზმმა უკან დაიხია. ქაიხოსრომ თურქეთს შეაფარა თავი. იმავე დროს აჯანყდა სამეგრელოს მოსახლეობაც მთავრის ძმის - გიორგი დადიანის - მეთაურობით. რუსეთის სარდლობამ სამეგრელოში ჯარი შეიყვანა და აჯანყებულები დაამარცხა. გიორგი დადიანმა აფხაზეთს შეაფარა თავი. იმერეთში რუსთა დამატებითი ძალები შეიყვანეს გენერალ ველიამინოვის სარდლობით. იმერეთის დამორჩილების შემდეგ, 21 მაისს, რუსთა ჯარმა კვარას ციხესთან დაამარცხა აჯანყებული რაჭველები და რაჭა მოარბია. ბრძოლაში დაიღუპა აჯანყების მონაწილე დავით ბაგრატის ძე ბატონიშვილი, სოლომონ I-ის ძმისშვილი; როსტომ სვიმონის ძე რუსეთში გადაასახლეს და რიგითად ჩარიცხეს სუმის ჰუსართა პოლკში. იმერეთის ბაგრატიონთა სხვა წარმომადგენლები — მამუკა, ვახტანგი და ტარიელი თურქეთში გადაიხვეწნენ.
ქაიხოსრო აბაშიძე ქაიხოსრო აბაშიძე (გ. 26 აგვისტო, 1810) — იმერეთის 1810 წლის აჯანყების აქტიური მონაწილე. სოლომონ I-ის სიძე, აჯანყებაში სოლომონ II-ის მომხრე. აჯანყების დროს მისი მამული ზედა საქარა მეამბოხეთა თავშესაფრად იქცა. ქაიხოსრომ მდინარე ყვირილას ხეობაში 2 ათასამდე კაცი შეკრიბა. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილები დაიჭირა და გადაჭრა გზა თბილის-ქუთაისს შორის, რაც დიდ ხიფათს უმზადებდა დასავლეთ საქართველოში მყოფ რუსეთის ჯარს. დაიღუპა სოფელ ცხრაწყაროსთან გენერალ როზენის ჯარებთან შეტაკების დროს.
ალაედინ ქეიყუბადი ალაედინ ქეიყუბადი, ასევე ცნობილი, როგორც ქეი-ყუბად I ((; ; დ. ?; გ. 1239) — აზიის სელჩუკთა სახელმწიფოს რუმის სულთანი 1219-1239 წწ. მის დროს სელჩუკთა სახელმწიფომ ძლიერების მწვერვალს მიაღწია. ალაედინ ქეიყუბადმა დალაშქრა ყივჩაყთა ქვეყანა, ყირიმი, კილიკიის სომხეთი, შეიერთა აღმოსავლეთ ანატოლიის მიწა-წყალი. მონღოლთა შემოსევების შედეგად დასუსტებულ საქართველოს წაართვა რამდენიმე ციხე-ქალაქი. ებრძოდა ხვარაზმელებს, მონღოლებსა და ბიზანტიელებს. 1220 წელს სავაჭრო ხელშეკრულება დადო ვენეციასთან. 1239 წელს ალაედინ ქეიყუბადი ტახტიდან ჩამოაგდო და მოწამლა მისმა შვილმა ყიასედინ ქაიხოსრომ.