Top 10 similar words or synonyms for გულისებრი

cinerea    0.949363

ბუჩქბალახებია    0.946666

კაკლუჭა    0.942329

ჩრჩილებს    0.941758

pusilla    0.941670

თირკმლისებრი    0.940922

ბუთხუზა    0.940509

კურკიანაა    0.939341

zahndamm    0.938511

lagopus    0.938454

Top 30 analogous words or synonyms for გულისებრი

Article Example
სამკურნალო ბარისპირა სამკურნალო ბარისპირა მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, 70 სმ-მდე სიმაღლისა, ტუჩოსანთა ოჯახიდან, კვერცხისებრ-ლანცეტური, ღეროსთან გულისებრი ფოთლებით; ღერო სწორი, დაღარული, ნაკლებად დაფოთლილი, მუქი მეწამული ფერის ყვავილებით. საქართველოში გავრცელებულია სუბალპურ და ალპურ მდელოებსა და ტყის პირებზე, ზღვის დონიდან 3000 მ-მდე, ყვავილობს ივლის-აგვისტოში.
ზეთის მზესუმზირა ზეთის მზესუმზირა () — ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აქვს სწორმდგომი, 5 მ-მდე სიმაღლის ღერო, რომლის შიგნით რბილი, მკვრივი გულია მოთავსებული. აქვს წაწვეტებულბოლოიანი ოვალურ-გულისებრი დიდი ფოთლები. ყვავილედი კალათაა. მისი სამშობლოა ჩრდილოეთი ამერიკა. არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა, რომ ინდიელებმა ამ მცენარის კულტივირება დაიწყეს 2000 წელზე მეტი ხნის წინ.
ბალი ბალი () — კურკოვანთა გვარის ხეხილოვანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. ხე ინტენსიურად იზრდება (სიმაღლე 15-20 მ-მდე), აქვს მორიგეობით განლაგებული ტოტები და სწორი, მაღალი შტამბი. ფოთოლი მოგრძო ელიფსური ფორმისაა, ყვავილი თეთრი, ქოლგებად შეკრებილი, ნაყოფი კურკიანა — მომრგვალო ან გულისებრი, სხვადასხვა შეფერილობის (ყვითელი, ვარდისფერი, წითელი და შავი).
მთის ბარისპირა მთის ბარისპირა (Stachys grandiflora; სინ. დიდყვავილა ბარისპირა Stachys macrantha) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სწორმდგომი, 25 —70 სმ-მდე სიმაღლისა. ფესვთანური ფოთლები კვერცხისებრია ან სამკუთხა გულისებრი. ყვავილები ორტუჩაა, დიდი ზომის 3-3,5 სმ-მდე სიგრძის, მეწამული. იზრდება სუბალპურ და ალპურ სარტყელებში 3000 მ-მდე ზღვის დონიდან, მდელოებს, ტყის პირებსა და მაღალბალახეულში. გავრცელებულია ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში, კავკასიასა და ჩრდილო-დასავლეთ ირანში.
ყვანჩალა ყვანჩალა (ლათ. "Stachys sylvatica") — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა ტუჩოსანთა ოჯახიდან. სწორადმდგომ ოდნავ გადახრილ 40-80 სმ-მდე სიმაღლის, მოწითალო მწვანე შებუსულ ღეროზე, გარდიგარმო განლაგებულია გულისებრი, მოგრძო, ლანცეტური, ხერხისებრ კიდეებდაკბილული ღია მწვანე ფოთლები. მუქი მეწამული ფერის შებუსული ყვავილები ღეროზე ფართოდაა გადაშლილი, ღეროს წვერში ვიწროვდება, თითებით გასრესვისას გამოსცემს არასასიამოვნო სურნელებას, ყვავის ივნის-სექტემბერში. კარგი თაფლოვანი მცენარეა. ყვანჩალა გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, კავკასიასა და თურქეთში. საქართველოში ვხვდებით შუა სარტყლიდან სუბალპურ და ალპურ ველებს, ტყისპირებსა და მაღალბალახოვანში.