Top 10 similar words or synonyms for ბუჩქბალახებია

კაკლუჭა    0.953607

allegrissimo    0.952067

ლუჩიჩი    0.949224

საკმელა    0.947317

caiman    0.947213

minuet    0.947037

გულისებრი    0.946666

ბუსუსით    0.944754

ჩირაძულუ    0.944491

ჩრჩილებს    0.942707

Top 30 analogous words or synonyms for ბუჩქბალახებია

Article Example
ირაგა ირაგა (Anthemis) — მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ან ერთწლოვანი ბალახები, ზოგჯერ ბუჩქბალახებია. 150-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ევრაზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში, კავკასიაში 50-მდე სახეობა იზრდება, საქართველოში — 19, აქედან 3 საქართველოს ენდემია, 2 — კავკასიისა. სახეობათა უმრავლესობა გავრცელებულია სუბალპური და ალპური სარტყლის კლდეებსა და ნაზვავებზე, ნაწილი — ნახევრად უდაბნოებში, უდაბნოებში, ველებზე, ტყისპირებზე, რუდერალურ ადგილებზე. ზოგი სახეობა ნათესების სარეველაა, ზოგი დეკორატიულია.
ჩიტისთვალა ჩიტისთვალა () — ერთ- ან მრავალწლოვან მცენარეთა გვარი ენდროსებრთა ოჯახისა. ბალახები ან ბუჩქბალახებია. 200-მდე სახეობა გავრცელებულია უმთავრესად ხმელთაშუაზღვისპირეთში. კავკასიაში გვხვდება 23 სახეობა (6 ენდემი), საქართველოში — 16, მათგან ერთი Asperula abchasica საქართველოს ენდემია. ჩიტისთვალა იზრდება როგორც მშრალ, ისე ტენიან ფერდობებზე, ტყეში, ბუჩქნარებში, კირქვებზე, მორენებზე, მთის ქვედა სარტყელიდან ალპურ სარტყელამდე. ჩიტისთვალას ღერო შეიცავს მწვანე საღებავს, ფესვი — ყვითელს.
ნეგო ნეგო, "უკვდავა" (Helichrysum), მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახები ან ბუჩქბალახებია. კალათის საბურვლის ფოთოლაკები კაშკაშა ფერისაა (ყვითელი, ნარინჯისფერი ან მოწითალო) და სიფრიფანა; გვარი აერთიანებს 500--მდე სახეობას, რომელიც იზრდება ევროპის, აზიის, სამხრეთ აფრიკისა და ავსტრალიის ცხელსა და ზომიერ ზონაში. საქართველოში 5 სახეობაა. იზრდება ქვიან და ღორღიან ადგილებზე მთის ქვედა სარტყლიდან მოკიდებული სუბალპურ სარტყლამდე. დეკორატიულია, გამოიყენება მშრალი თაიგულებისათვის.
კრიალოსანა კრიალოსანა () — მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახები და ბუჩქბალახებია. მტევნისებრ ყვავილედებში თავმოყრილია მეტწილად ვარდისფერი, მეწამული და იისფერი ყვავილები. ნაყოფი კრიალოსნისებური პარკია. 150-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ, იშვიათად არქტიკული ჰავის პირობებში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში 7 სახეობა. იზრდება მთისწინეთიდან ალპურ სარტყლამდე — მეჩხერ ტყესა და ველზე, ტყის სარტყლის ველობებზე, ალპურ და სუბალპურ მდელოებზე, უფრო მეტად მშრალ ქვიან ფერდობებსა და მერგელურ ჩამონაზვავებზე. საქართველოში ყველაზე ფართოდ გავრცელებულია კავკასიური კრიალოსანა ().
მიხაკისებრნი მიხაკისებრნი (Caryophyllaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ბალახები, იშვიათად ბუჩქბალახებია. ოჯახში 2100 სახეობაა, რომელიც უმეტესად გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. საქართველოში გვხვდება 31 გვარის 170-მდე სახეობა. მათი დიდი ნაწილი გაერთიანებულია 4 გვარში — პირთეთრა, Minuartua, ქოთანა, მიხაკი. ეს გვარები მდიდარია ენდემური სახეობებითაც. ოჯახში ბევრი დეკორატიული მცენარეა (ქოთანა, მიხაკი, პირთეთრა, საპონა და სხვა). ზოგიერთი სარეველაა (იოტა, ჟუნჟრუკი, სპერგულა და სხვა). საპონა, წინწკალა და სხვა საპონინით მდიდარი მცენარეებია. ზოგი მიხაკისებრნი გამოიყენება პარფიუმერიასა და მედიცინაში.