Top 10 similar words or synonyms for self

reading    0.953880

work    0.946463

internal    0.942360

their    0.941452

jet    0.941242

japanese    0.941130

table    0.936725

approach    0.936456

test    0.936313

important    0.934886

Top 30 analogous words or synonyms for self

Article Example
Hardwired... to Self-Destruct Hardwired... to Self-Destruct — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის მეათე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოიცა ორმაგი ალბომის სახით 2016 წლის 18 ნოემბერს, საკუთარ ლეიბლზე Blackened Recordings. ეს არის ჯგუფის პირველი ალბომი რვაწლიანი შესვენების და "Death Magnetic"-ის შემდეგ. "Hardwired... to Self-Destruct" აგრეთვე არის ჯგუფის პირველი ალბომი, რომელშიც არ არის კირკ ჰემეტის ავტორობის სიმღერები და პირველი ალბომი, გამოცემული Blackened-ზე. ჩანაწერის პროდიუსერია გრეგ ფაიდელმენი, "Death Magnetic"-ის ხმის ინჟინერი.
Hardwired... to Self-Destruct მოგვიანებით ტრუჰილომ და კირკ ჰემეტმა დაადასტურეს, რომ ჯგუფი სტუდიაში დაბრუნებას აპირებდა.
Hardwired... to Self-Destruct 2016 წლის 6 თებერვალს, ტურნეს „The Night Before“ ფარგლებში AT&T Park-ში სუპერ-ბოულ 50-ამდე ჯეიმზ ჰეტფილდმა თქვა, რომ ჯგუფმა თითქმის დაასრულა ჩაწერა, ულრიხმა კი დაადასტურა, რომ დისკი მალე გამოიცემოდა. ამას დაემატა შოუს დროს ჯგუფის მიერ ახალი რიფის შესრულება (რაც საბოლოოდ აღმოჩნდა ამონარიდი „Murder One“-იდან. 2016 წლის მარტში ულრიხი ამბობდა, რომ ჯგუფი იმედოვნებდა ჩაწერის დასრულებას გაზაფხულის პერიოდში. 2016 წლის მარტში ჰემეტმა განაცხადა, რომ ჯგუფი გრეგ ფაიდელმენთან, "Death Magnetic"-ის ხმის ინჟინერთან ერთად, მუშაობდა ახალ ალბომზე - ამჯერად იგი პროდიუსერის როლს ასრულებდა.
Hardwired... to Self-Destruct "Hardwired... to Self-Destruct" არის ჯგუფის პირველი სტუდური ალბომი, რომელშიც ჰემეტი არ არის სიმღერების თანაავტორი (მისი 1983 წელს მოსვლიდან). 2014 წელს კირკამ თავისი ტელეფონი დაკარგა კოპენჰაგენის აეროპორტში - მასში 250-მდე სხვადასხვა რიფის მონახაზი ჰქონდა შენახული.
Hardwired... to Self-Destruct ვინაიდან ფაილები არ ჰქონდა სხვაგან შენახული, მისი შემოქმედებითი წვლილი ამ ალბომში უფრო მცირე აღმოჩნდა და დასჭირდა „თავიდან დაწყება“, ხოლო ჰეტფილდს და ულრიხს უკვე ჰქონდათ გამზადებული მასალა. ტრუჰილოს ერთადერთი წვლილი ალბომში არის „ManUNkind“-ის შესავალი - მისივე თქმით, დაწერილი კლიფ ბარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემად. ტექსტების მხრივ "Hardwired... to Self-Destruct" არის წუწუნი მუსიკალური ინდუსტრიის შესახებ და ისეთ თემებზე, როგორიც არის ნარკოტიკის ჭარბი რაოდენობით მოხმარება („Hardwired“). „Dream No More“-ში ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტის „კტულხუს მითოსის“ მოტივები ჟღერს, ხოლო „Murder One“ ეძღვნება Motörhead-ის ლიდერ ლემი კილმისტერს, რომელიც 2015 წლის დეკემბერში გარდაიცვალა - სახელწოდება გიტარისტის საყვარელი გამაძლიერებლისგან მომდინარეობს.
Hardwired... to Self-Destruct Facebook-ზე 2016 წლის 18 აგვისტოს ტრანსლირებისას ულრიხმა განაცხადა, რომ ალბომი 2016 წლის ნოემბერში გამოვიდოდა, 12 სიმღერით. ჯგუფის ოფიციალური საიტის თანახმად, CD-ვერსიაში უნდა შესულიყო 2 CD, თითოზე - 6 სიმღერით და ალბომში საერთო ჯამში, ახალი სიმღერების სულ 80 წუთი იქნებოდა. პირველი სინგლი, „Hardwired“, იმავე დღეს გამოვიდა - ყველამ, ვინც ალბომი წინასწარ შეუკვეთა, შეძლო სიმღერის ჩამოტვირთვაც. გამოვიდა ალბომის გარეკანი, შექმნილი Herring & Herring-ის მიერ და „Hardwired“-ის მუსიკალური ვიდეოც. 2016 წლის 15 სექტემბერს ჯგუფმა გამოაცხადა, რომ ალბომის დელუქს-გამოცემისთვის სიმღერების სია განაახლა. მესამე დისკზე მანამდე ყველგან აღნიშნული იყო „Riff Origins“. მათ სანაცვლოდ სიაში შევიდა რონი ჯეიმზ დიოსადმი მიძღვნილ ალბომში "Ronnie James Dio – This Is Your Life" მოხვედრილი რამდენიმე სიმღერა, Deep Purple-ის „When a Blind Man Cries“ და Iron Maiden-ის „Remember Tomorrow“, ისევე, როგორც გრამფირფიტების დღეს, 2016 წლის 16 აპრილს შესრულებული მთელი რიგი სიმღერების და „Hardwired“-ის საკონცერტო ვერსია.
Hardwired... to Self-Destruct Sputnikmusic-ის ტრეი სპენსერი წერდა, რომ შესრულების მხრივ, ჰეტფილდის ვოკალი განახლებულად ჟღერდა, მაგრამ უკმაყოფილო იყო ულრიხის შესრულებით ზოგიერთ სიმღერაში. დასკვნის სახით, იგი წერდა, რომ მეტალიკა არ ცდილობდა კლასიკური ჟღერადობის კვლავ მიღებას, მაგრამ ალბომი მხოლოდ „დაკვრისადმი სიყვარულის გამო ჩაწერა“. სტივენ დალტონი, "Classic Rock"-იდან, ამბობდა, რომ მეტალიკა კვლავ უწევდა კონკურენციას უდიდეს პოპულარულ შემსრულებლებს ისეთ პირობებში, სადაც მუსიკა უარესობისკენ შეიცვალა. დალტონს მოეწონა დისკის გარეკანი, მაგრამ მისი აზრი მუსიკის შესახებ უფრო არაერთგვაროვანი იყო. ადრიენ ბეგრანი ("PopMatters") კმაყოფილი ჩანდა ჯგუფის მხრიდან სიმღერების შექმნის ხარისხით და ბალადებისგან და ხანგრძლივი ინსტრუმენტალებისგან თავის შეკავებით. იგი აღნიშნავდა, რომ მეტალიკას კვლავ სიამოვნებდა შესრულება და შექმნა ალბომი, რომელიც მოეწონებოდა როგორც ძველ, ასევე ახალ მსმენელებს. ნიკ მაკ-კორმიკის ("The Daily Telegraph") თანახმად, თუკი ალბომი უფრო ხანგრძლივი იქნებოდა, იგი უფრო ეფექტური გამოვიდოდა. თუმცა, დადებითი მის მიმოხილვაში ის იყო, რომ მისი აზრით, „80 წუთის განმავლობაში განრისხებულად ჩაგყვირიან და საერთოდ არ ნებდებიან.“
Hardwired... to Self-Destruct "Hardwired... to Self-Destruct" გამოსვლისთანავე მოხვდა "Billboard" 200-ის პირველ ადგილზე, გაიყიდა რა პირველივე კვირის განმავლობაში 291 000 ასლის ოდენობით - აქედან 282 000 წარმოადგენდა ალბომის ასლებს, 9000 - 34 000 სიმღერის ციფრულ ჩამონატვირთებს და 9.3 მილიონჯერ სტრიმინგის რეჟიმში მოსმენას. აშშ-ში სუფთა გაყიდვების მხრივ ეს იყო წლის დებიუტების სიაში მესამე ადგილზე მოხვედრილი ჩანაწერი (დრეიკის "Views"-ის და ბიონსე ნოულსის "Lemonade"-ის შემდეგ. ალბომი "Billboard" 200-ში მეორე კვირის განმავლობაში მესამე პოზიციაზე იმყოფებოდა და გაიყიდა 75 000 ასლის სახით, რაშიც შედიოდა 71 000 ფიზიკური დისკი. "Hardwired... to Self-Destruct" იყო 2016 წელს აშშ-ში ყველაზე გაყიდვადი მეტალ-ალბომი და საერთო ჯამში, მეშვიდე ყველაზე გაყიდვად ალბომში, დეკემბრის ბოლოსთვის 516 000 გაყიდული ასლით. იგი გერმანიაში იქცა წლის ყველაზე გაყიდვად დებიუტად, 200 000 ასლით პირველივე კვირაში, რასაც მოჰყვა პლატინის სტატუსი. "Hardwired... to Self-Destruct" ამავე დროს, ავსტრალიაშიც წარმატებული აღმოჩნდა - პირველივე კვირაში გაიყიდა 26 000 ასლის სახით და მოხვდა ჩარტის პირველ ადგილზე. საერთო ჯამში, იგი პირველ ადგილს იკავებდა 57 ქვეყნის ჩარტში, მოხვდა 75 ქვეყნის საუკეთესო სამეულებში და 105 ქვეყნის ხუთეულებში. 2017 წლის 12 აპრილს იგი აშშ-ში პლატინის სტატუსით აღინიშნა.
Hardwired... to Self-Destruct WWE-მ „Am I Savage?“ გამოიყენა Wrestlemania 33-ის ერთ-ერთ თემატურ სიმღერად, Triple H-ის და სეთ როლინზის მატჩის რეკლამისას. იმავე პერიოდში „Now That We're Dead“ რადიოეთერში გამოჩნდა.
Hardwired... to Self-Destruct ალბომის თანმხლები ტურნე WorldWired Tour დაიწყო 2016 წლის ოქტომბერში, პუერტო-რიკოში.