Top 10 similar words or synonyms for patriae

pater    0.929201

აიარ    0.872895

მურამვიის    0.850611

ტერეზია    0.848680

ლუჩინო    0.844592

ესმე    0.840987

ლიბო    0.840515

ფაჰრიე    0.840124

კამილიუსი    0.839982

ცაცა    0.839683

Top 30 analogous words or synonyms for patriae

Article Example
დომიციანე მათი ურთიერთობის ბუნების მიუხედავად, როგორც ჩანს, დომიციანემ სასიკვდილოდ მწოლიარე ძმის მიმართ მცირეოდენი თანაგრძნობა გამოიჩინა, ნაცვლად პრეტორიანელთა ბანაკში წასვლისა, სადაც იგი იმპერატორად გამოაცხადეს. მომდევნო დღეს, 14 სექტემბერს, სენატმა დაამტკიცა დომიციანეს ძალაუფლება. გადასცა ტრიბუნის ძალაუფლება, პონტიფექს მაქსიმუსობა და ავგუსტუსისა და სამშობლოს მამის ("Pater Patriae") ტიტულები.
ციცერონი ძვ.წ. 63 ციცერონი კონსულად იქნა არჩეული. ამ პერიოდში ციცერონმა კატილინას შეთქმულება გამოაშკარავა. კატილინა, ყოფილი სულანელი, სამხედრო გადატრიალების გზით ცდილობდა ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. ზოგიერთი მონაცემით კატილინას შეთქმულებაში მოაწილეობდნენ კრასუსი და ახალგაზრდა იულიუს კეისარი. კატილინას ძირითადი მიზანი ვალთა კასაცია იყო, რომელიც ძალზედ აქტუალური პრობლემა იყო რომში სამოქალაქო ომის შემდეგაც. ციცერონმა კატილინას წინააღმდეგ რამდენიმე სიტყვა წარმოთქვა სენატში. ციცერონთან ერთად კატილინარიების წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდა მარკუს პორციუს კატონიც. ციცერონმა შეიპყრო და ამხილა რამდენიმე შეთქმული, რომლებიც შემდეგ სენატის დადგენილებით, სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასაჯეს მამერტინის ციხეში. კატილინა იძულებული იყო დაეწყო სამხედრო მოქმედებები. ქ. პისტორიასთან გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა სენატის ჯარებსა და კატილინას შორის. როდესაც კატილინას, სალუსტიუსის სიტყვით დაუნახავს, რომ მისი ჯარი უკვე დამარცხებულია და ის მცირერიცხოვანი მეომრების ამარა რჩება, მოგონებია თავისი წარმოშობა და წინანდელი ღირსება, შეჭრილა მტრის შემჭიდროებულ რიგებში და განგმირული დაცემულა. ციცერონის დამსახურება კატილინას შეთქმულების გამოაშკარავებაში უდიდესი იყო. ციცერონი სენატის სხდომაზე "სამშობლოს მამად" გამოაცხადეს (Pater Patriae). თვითონ ციცერონი კი ამბობს, რომ ″სამშობლოს მამა″ (Pater Patriae) მას უწოდა სენატორმა კატულუსმა.
ტრაიანე მარკუს ულპიუს ტრაიანე ("ლათ. Marcus Ulpius Traianus", შვილად აყვანის შემდეგ "ლათ. Marcus Ulpius Nerva Traianus") (*15 სექტემბერი 53, იტალიკა, ბეტიკა — 8 აგვისტო/9 აგვისტო 117, სელინუნტი, კილიკია) – რომაელი იმპერატორი ანტონინების დინასტიიდან ("ლათ. Caesar Nerva Traianus Augustus", 28 იანვარი 98 წლიდან). დიდი პონტიფიკი 98 წლიდან. საპატიო ტიტულები: "ლათ. Germanicus" (ოქტ./ნოემბ) 97 წლიდან), "ლათ. Pater patriae" ( 98 წლიდან), "ლათ. Dacicus Maximus" ( 31 დეკემბერი 102 წლიდან), "ლათ. Optimus" ( 114 წლის გაზაფხულიდან), "ლათ. Parthicus" (21 თებერვალი 116 წლიდან). სიკვდილის შემდეგ გაღმერთებულია ("ლათ. Divus").
რომის რესპუბლიკა კეისარის დიქტატურის დროს მოხდა პროვინციების მმართველობის სისტემის შეცვლა და ფართო კოლონიზაცია. მან უხვად დაურიგა პროვინციებში თავის მომხრეებს რომაული და ლათინური მოქალაქეობა. მან გაზარდა სენატორთა რაოდენობა 900-მდე და შექმნა ახალი მაგისტრატურები. კეისარს Pater Patriae (ქვეყნის მამა) უწოდეს. კეისარმა საგრძნობლად შეზღუდა სენატის პოლიტიკური ძალაუფლება, რითაც მათი უკმაყოფილება გამოიწვია. მან პართიის წინააღმდეგ ლაშქრობის მზადება დაიწყო, რაც წარმატების შემთხვევაში მის პოპულარობას და გავლენას კიდევ უფრო გაზრდიდა. სენატორებს ეშინოდათ რომ კეისარი მათ აიძულებდა მის მეფედ აღიარებას. კეისარმა ასევე მოახდინა კალენდრის რეფორმა და მთვარის კალენდარი მზის კალენდრით შეცვალა, რომლსაც იულიანური კალენდარი ეწოდა და მხოლოდ XVI საუკუნეში შეიცვალა გრიგორიანული კალენდრით, ხოლო მართლმადიდებლური ეკლესია მას აქამდე იყენებს.
ოქტავიანე ავგუსტუსი ძვ. წ. 19 წელს სენატმა ავგუსტუსს კონსულის საერთო ძალაუფლება მიანიჭა, ძვ. წ. 23 წელს მიღებული პროკონსულის ძალაუფლების მსგავსად. მისი ტრიბუნალური ავტორიტეტის მსგავსად, კონსულის ძალაუფლებაც წარმოადგენდა კიდევ ერთ საშუალებას იმ თანამდებობათა გასაკონტროლებლად, რომელთაც იგი რეალურად არ ფლობდა. გარდა ამისა, ავგუსტუსს ნება დართეს კონსულის ინსიგნია ეტარებინა საჯაროდ და სენატის წინაშეც, აგრეთვე, მჯდარიყო სიმბოლურ სკამზე ორ კონსულს შორის და სჭეროდა ფასცები, კონსულის ავტორიტეტის სიმბოლო. როგორც ჩანს, ეს ხალხის დასაშოშმინებლად იყო გაკეთებული. მიუხედავად იმისა, იქნებოდა ავგუსტუსი კონსული თუ არა, მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მისი ეს ორივე მდგომარეობა ხალხისათვის ერთი და იგივე იყო და რომ აუცილებლობის შემთხვევაში მას კონსულის ძალაუფლების გამოყენება შეეძლო. ძვ. წ. 12 წლის 6 მარტს, ლეპიდუსის გარდაცვალების შემდეგ, ავგუსტუსმა დამატებით მიიღო "პონტიფექს მაქსიმუსის" ტიტული, რითაც გახდა პონტიფების კოლეგიის უმაღლესი ქურუმი და დაიკავა უმნიშვნელოვანესი ადგილი რომაულ რელიგიაში. ძვ. წ. 2 წლის 5 თებერვალს ავგუსტუსმა მიიღო "pater patriae"-ის, „სამშობლოს მამის“ ტიტული.
იულიუს კეისარი სენატმა კეისარს უწოდა "სამშობლოს მამა" (Pater Patriae), მას მიენიჭა მუდმივი იმპერატორობა (Dictator Perpetuus), ასევე ცენზორის უმაღლესი რწმუნებები და სახალხო ტრიბუნთა უფლებები (Tribunitia Potestas). მას უფლება ჰქონდა ყველგან ეტარებინა წითელი ტოგა, როგორც მეფეს. რომში დაბრუნებულმა კეისარმა ბევრი თავისი მტერი შეიწყნარა. იგი პირადად შეხვდა ციცერონს პუტეოლში (შემგდომში, ციცერონმა ერთ თავის მეგობარს მისწერა ჩვენ, მე და კეისარი ერთმანეთს შევხვდით არა როგორც ორი პოლიტიკური მოწინააღმდეგე, არამედ როგორც ორი ლიტერატორიო. კეისარმა აპატია მარკუს ბრუტუსსაც და რომის პრეტორადაც კი დანიშნა იგი. ამნისტიის შემდგომ კეისარმა დაიწყო რეფორმატორული მოღვაწეობა: პირველად მან გამოსცა "მუნიციპალური კანონი" რის საფუძველზედაც რომიდან განდევნა უსაქმური მაცხოვრებლები და გადაასახლა კოლონიებში. კეისარმა რომში გრანდიოზული მშენებლობები დაიწყო, სადაც უსაქმურთა დანარჩენი ნაწილი დაასაქმა. რომში აშენდა "იულიუსის ზღუდე" სახალხო კრებისათვის, "იულიუსის ფორუმი". რომში უმუშევრობამ და ქურდობამ იკლო. მოქალაქეთა გაღატაკების თავიდან ასაცილებლად, კეისარმა შეზღუდა მფლანგველობა; მან დაადგინა ფულადი ხარჯების ნორმა, ამ ნორმაზე ზევით ფულის ხარჯვა იკრძალებოდა. რომში, მონათა მოზღვავებამ გამოიწვია გლეხთა გაღატაკება, პაუპერიზაცია. იაფასიანი მონის შრომა იტალიის მიწათმეურნეობიდან დევნიდა თავისუფალ მიწათმოქმედებს. კეისარი ცდილობდა აღედგინა წვრილი და საშუალო მიწათმფლობელობა, და საამისოდ დაიწყო მიტოვებული სოფლების აღდგენა, გზების გაყვანა, ჭაობების ამოშრობა. კეისარმა გააძლიერა საპოლიციო ზედამხედველობა გზებზე ყაჩაღობის აღსაკვეთად. ახლადგამოყოფილ ნაკვეთებზე კეისარმა თავისი ვეტერანები და ქალაქის უქონელი მოსახლეობა დაასახლა. კეისარმა იცოდა, რომ მიწაზე დამკვიდრების შეჩვევას წლები ესაჭიროებოდა, ამიტომ მან აკრძალა ნაკვეთთა მიტოვება ან გაყიდვა არანაკლებ 20 წლის მანძილზე. კეისარი ახალისებდა მრავალშვილიან ოჯახებს; ზღუდავდა მსხვილ ლატიფუნდარებს და მათგან მოითხოვდა მონის შრომის შეზღუდვას. კეისარმა კოლონიები დააარსა იტალიის გარეთ, ასე მაგ. გალიაში - ბეზიე, არლი, ორანჟი, იულიუსის ფორუმი, ნიმი; კართაგენში, კორინთოში და ასევე აზიაში. კეისარი ახალისებდა განათლებას რომაელთა შორის. ამისთვის მან მოიწვია ბერძენი მასწავლებლები, მეცნიერები, ექიმები ხელოვანნი, კეისარმა ტერენციუს ვარონს დაავალა რომში დიდი ბიბლიოთეკის დაარსება. კეისარმა დაადგინა მთელი სახელმწიფოსათვის ერთიანი ზომის, წონის და ფულის სისტემა. დაიწყო მოსახლეობის აღწერა და ქონებათა შეფასება. კეისარმა ჩაატარა კალენდრის რეფორმაც, დაადგინა წელიწადში 12 თვე. 1 იანვარი კი გამოაცხადა წლის დასაწყისად. (მე-7-ე თვეს, მის პატივსაცემად ეწოდა ივლისი). კეისარი კიდევ მრავალ ღონისძიებას გეგმავდა სამომავლოდ: მას უნდა დაეწყო რომში მარსის გრანდიოზული ტაძრისა და დიდი თეატრის მშენებლობა, პომპტინის ტბების ამოშრობა და ნატბეურევზე სამეურნეო ცხოვრების დამკვიდრება; იგი აპირებდა ოსტიის ნავსადგურის რეკონსტრუქციას; აპენინებზე გზების მშენებლობას; კეისარი გეგმავდა მთელი სახელმწიფოსათვის ერთიანი კანონმდებლობის შექმნას, რისთვისაც შექმნა სპეციალური კომისია.