Top 10 similar words or synonyms for junkie

suburban    0.956965

electro    0.945788

dub    0.939117

featuring    0.938207

tommy    0.937487

wednesday    0.936219

lil    0.935716

karmacoma    0.934500

ghettohouse    0.933901

unchained    0.933775

Top 30 analogous words or synonyms for junkie

Article Example
Supposed Former Infatuation Junkie Supposed Former Infatuation Junkie — კანადელი მომღერალ და კომპოზიტორ ალანის მორისეტის მეოთხე სტუდიური ალბომი (საერთაშორისო მასშტაბით — მეორე). აშშ-ში ლეიბლმა Maverick იგი 1998 წლის 3 ნოემბერს გამოუშვა.
Kung Fu Junkie ჯგუფის დორებითი და ყოფილი წევრები არიან მაქს მაჩაიძე (ვოკალი), ანანო სიხარულიძე (კლავიშებიანი საკრავები, ვოკალი), ნანუკა ნაცვლიშვილი (ბასი, ვოკალი), გიორგი გეწაძე (დრამები) და ილიკო ღოღობერიძე (ბასი).
Kung Fu Junkie Kung Fu Junkie — ქართული ინგლისურენოვანი პოპ-ელექტრო ჯგუფი, რომელიც 2007 წელს ჩამოყალიბდა. მისი მუდმივი წევრები არიან ზურა ჯიშკარიანი, იგივე ზომბი ან Next DreamHacker (ვოკალი, გიტარა), თემურ ეზუგბაია, იგივე Vinda Folio (გიტარა, ვიზუალური ეფექტები) და ამირან ნინუა, იგივე ამიკო ან MC CutDaKill (ვოკალი). ჯგუფის მეოთხე მუდმივი წევრი, თაზო ლიპარტელიანი, იგივე გრინჩი ან Vicki Lee (ვოკალი, კლავიშებიანი საკრავები, ეფექტები) 2016 წელს გარდაიცვალა.
შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა ფილმის საუნდტრეკი ეკუთვნის გერმანელ კინოკომპოზიტორ Junkie XL-ს (ტომ ჰოლკენბორგი). Junkie XLის გამოჩენამდე, ფილმის მუსიკის შექმნაზე მუშაობდნენ: ჰანს ციმერი, ჯონ პოველი და მარკო ბელტრამი. ფილმ საუნდტრეკის მოსმენის შემდეგ მილერი შეხვდა Junkie XL-ს. „მე ვიყავი ძალზედ შთაგონებული და დავიწყე ცალკეული სცენებისთვის მუსიკის წერა“ იხსენებს ის. მთავარი საუნდტრეკი დაიწერა 4 კვირაში. ის გამოიცა 2015 წლის 12 მაისს.
Eko & Vinda Folio Eko & Vinda Folio — ერეკლე დეისაძის და თემო ეზუგბაიას (Kung Fu Junkie) ერთობლივი პროექტი. მათი სინგლი „შენ ანათებ“ გამოიცა 2017 წელს, ფრანგულ ლეიბლზე Talitres.
HIStory: Past, Present and Future, Book I ჩაწერა დაიწყო 1994 წლის სექტემბერში და გაგრძელდა 1995 წლის გაზაფხულამდე. სიმღერების უმეტესობა მაიკლის მიერ დაიწერა, მუსიკოსის პრესასთან სკანდალების ფონზე. ერთ-ერთი სიმღერა არის „Scream“, დუეტი მის დასთან, ჯენეტ ჯექსონთან. ალბომში არის კიდევ რამდენიმე სიმღერა, რომელიც აკრიტიკებს პრესას - მათ შორის, „Tabloid Junkie“ და „This Time Around“. მუსიკოს რ. კელის ეკუთვნის ბალადა „You Are Not Alone“, დალას ოსტინს - „This Time Around“. დისკში შეტანილია ჩარლი ჩაპლინის სიმღერის „Smile“ საკუთარი ვერსიაც. საავტორო კომპოზიციებს შორის არის „They Don't Care About Us“, „Earth Song“, „Stranger in Moscow“, „D.S.“, „Money“ და „Little Susie“. კომპოზიციაში „This Time Around“ ჟღერს The Notorious B.I.G.-ს რეპი, სოულ ჯგუფ Boyz II Men-ის ვოკალები - სიმღერაში „HIStory“, ხოლო შაკილ ო'ნილის რეპი - „2 Bad“-ში.
ალანის მორისეტი სიმღერა „Drift Away“-ს რინგო სტარისეულ ვერსიაში, რომელიც მის 1998 წლის ალბომში — Vertical Man შევიდა, მორისეტი მოწვეული ვოკალისტის ამპლუაში წარდგა, ხოლო Dave Matthews Band-მა მორისეტის ვოკალი თავიანთ სიმღერებში „Don't Drink the Water“ და „Spoon“ გამოიყენეს, რომელიც ალბომში Before These Crowded Streets შევიდა. იმავე პერიოდში ჩაიწერა სიმღერა „Uninvited“, რომელიც 1998 წლის ფილმის „ანგელოზების ქალაქის“ საუნდტრეკი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი კომერციულად სინგლის სახით არ გამოსულა, აშშ-ს რადიოსადგურები თავიანთ ეთერში მას ხშირად ატრიალებდნენ. 1999 წლის გრემის დაჯილდოებაზე სიმღერამ ქალის საუკეთესო როკ-ვოკალური შესრულების და საუკეთესო როკ სიმღერის კატეგორიებში გაიმარჯვა და დამატებით, ნომინირებული იყო კინოფილმისთვის, ტელევიზიისთვის ან სხვა ვიზუალური მედიისთვის დაწერილი საუკეთესო სიმღერის კანდიდატურაზე. მოგვიანებით 1998 წელს, მორისეტმა თავისი რიგით მეოთხე ალბომი Supposed Former Infatuation Junkie გამოუშვა, რომელიც გლენ ბალარდთან თანაავტორობით და თანაპროდიუსერობით შეიქმნა. ალბომში შესული სიმღერების უმეტესობამ, მათ შორის „Would Not Come“-მა და „Unsent“-მა, მორისეტის სიმღერის ტრადიციული სტილი შეცვალეს, ახლა ისინი ერთაკორდიანი მონოტონური მელოდიებისგან და თითქმის პროზაული ტექსტებისგან შედგებოდნენ; ზოგიერთ სიმღერაში საერთოდ არ იყო მისამღერი, ანდა მხოლოდ ბოლოში იყო.
ალანის მორისეტი იმავე პერიოდში, მორისეტმა თავისი ვოკალი ჯონათან ელიასის პროექტის The Prayer Cycle-ის ორი სიმღერისთვის — „Mercy“ და „Innocence“-სთვის ჩაწერა, რომლებიც 1999 წელს გამოიცა. იმავე წელს, მორისეტმა თავისი ცოცხალი აკუსტიკური ალბომი Alanis Unplugged გამოუშვა, რომელიც სატელევიზიო გადაცემა MTV Unplugged-ზე მორისეტის გამოსვლისას ჩაიწერა. მასში შევიდა სიმღერები მომღერლის წინა ორი ალბომიდან და დამატებით ოთხი ახალი სიმღერა, რომელთა შორის იყო „King of Pain“ (ჯგუფ „The Police“-ის სიმღერის მორისეტისეული ვერსია) და „No Pressure over Cappuccino“, რომელიც მორისეტმა თავის მთავარ გიტარისტთან, ნიკ ლეშლისთან ერთად დაწერა. პარალელურად, ალბომ Supposed Former Infatuation Junkie-დან სინგლის სახით გამოსული სიმღერა „That I Would Be Good“ აშშ-ის hot adult contemporary რადიოსადგურებზე მცირე ჰიტად იქცა. 1999 წელსვე, მორისეტმა თავისი სიმღერის „Are You Still Mad“-ის საკონცერტო ვერსია ჩაწერა, რომელიც საქველმოქმედო ალბომში Live in the X Lounge II შევიდა. ფესტივალ „ვუდსტოკ '99“-ზე „So Pure“-ის ცოცხალი ინტერპრეტაციისთვის 2001 წლის გრემის დაჯილდოევებაზე მორისეტი ქალის საუკეთესო როკ-ვოკალური შესრულების კატეგორიაში იყო წარდგენილი.
ალანის მორისეტი 2005 წლის მიწურულს კი მომღერალმა თავისი უდიდესი ჰიტების ალბომი — გამოუშვა. ძირითადმა სინგლმა და ერთადერთმა ახალმა სიმღერამ — სილის „Crazy“-ის მორისეტისეულმა ვერსიამ გარკვეულ წინსვლას უფროსთა საუკეთესო 40-ეულში მიაღწია და საცეკვაო ჰიტი გახდა, თუმცა სხვა ჰიტ-აღლუმებში მინიმალური წარმატება ხვდა წილად, ისევე როგორც მთლიანად ალბომს. The Collection-ის შეზღუდულ გამოშვებაში შევიდა DVD, რომელიც შეიცავს დოკუმენტურ კადრებს ორი გამოუცემელი სიმღერის, „King of Intimation“-სა და „Can’t Not“-ის (სიმღერა „Can’t Not“-ის დამუშავებული ვერსია აგრეთვე შესულია ალბომში Supposed Former Infatuation Junkie), შესახებ მორისეტის 1996 წლის ტურნედან — Can't Not Tour. DVD აგრეთვე შეიცავს სინგლ „Joining You“-ზე გადაღებულ გამოუცემელ ოთხმოცდაათწამიან მუსიკალურ მუსიკალურ ვიდეოს. მოგვიანებით მორისეტმა ფილმისთვის „“ სიმღერა „Wunderkind“ ჩაწერა, რომელიც ოქროს გლობუსის ჯილდოზე საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის იყო ნომინირებული.
ალანის მორისეტი არაოფიციალურად, ლეიბლი ალბომის პირველი გამოშვების მილიონზე მეტი ეგზემპლარის გაყიდვას გეგმავდა. თუმცა, „ბილბორდ 200“-ში პირველ ადგილზე მოხვედრილი ალბომი პირველ კვირაში 469 000-იანი ტირაჟით გაიყიდა, რაც იმ დროისთვის ქალი მომღერლისთვის პირველი კვირის გაყიდვების რეკორდი იყო. ალბომ Supposed Former Infatuation Junkie-ს სიმღერების სიტყვებით დახუნძლულმა, პირადულმა ტექსტებმა ბევრ თაყვანისმცემელში იმედგაცრუება გამოიწვია და მას შემდეგ, რაც იგი წინამორბედ Jagged Little Pill-თან შედარებით მცირე ტირაჟით გაიყიდა, ალმობს ხშირად „მეორე ალბომის სტანდარტული შეცდომის“ აშკარა მაგალითს უწოდებდნენ. მიუხედავად ამისა, ჩანაწერმა დადებითი შეფასება დაიმსახურა, მათ შორის ოთხი ვარსკვლავი ჟურნალ „როლინგ სტოუნისგან“. კანადაში ალბომმა ჯუნოს ჯილდო საუკეთესო ალბომისთვის და ოთხგზის პლატინის სტატუსი მოიპოვა. სიმღერა „Thank U“, ალბომის ერთადერთი საერთაშორისო მასშტაბის ჰიტ-სინგლი, ნომინირებული იყო 2000 წლის გრემის ჯილდოზე ქალის საუკეთესო პოპ-ვოკალური შესრულების კატეგორიაში, ხოლო ამ სიმღერაზე გადაღებულმა მუსიკალურმა ვიდეომ, რომელშიც მორისეტის შიშველი სხეული იყო აღბეჭდილი, ზომიერი პოლემიკა გამოიწვია. თავად მორისეტი რეჟისორის ამპლუაში წარდგა თავისი ორი მუსიკალური ვიდეოსთვის — სიმღერებისთვის „Unsent“ და „So Pure“, რომლებიდანაც პირველმა მაჩმიუზიკის ვიდეო დაჯილდოებაზე გაიმარჯვა საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში, ხოლო მეორემ ჯუნოს ჯილდო წლის ვიდეოსთვის დაიმსახურა. სიმღერა „So Pure“-ზე გადაღებულ მუსიკალურ ვიდეოში მსახიობი დეშ მაიჰოკი მონაწილეობს, რომელთანაც მორისეტს იმ დროს პირადული ურთიერთობა ჰქონდა.