Top 10 similar words or synonyms for grateful

guns    0.804482

roses    0.803302

dead    0.802830

maiden    0.802149

kamelot    0.788522

lizzy    0.788307

pilots    0.785064

sonic    0.783156

whiplash    0.780639

inch    0.779084

Top 30 analogous words or synonyms for grateful

Article Example
Grateful Dead Grateful Dead — ამერიკული როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბებული 1965 წელს პალო-ალტოში (კალიფორნია). ჯგუფი ცნობილი გახდა გამორჩეული სტილით, რომელშიც შერწყმული იყო როკის, იმპროვიზაციული ჯაზის, ფსიქოდელიური როკისა და სპეის-როკის ელემენტები, და სცენაზე გამოსვლისას ხანგრძლივი მუსიკალური იმპროვიზაციებით. ლენი კეი წერს: „მათი მუსიკა ეხება სფეროს, რომელიც სხვა ჯგუფებისთვის ჯერ უცნობია.“ სხვადასხვა გავლენით ჯგუფის მუსიკა ჩამოყალიბდა გამორჩეულ ფსიქოდელიურ ჟღერადობად, რამაც Grateful Dead აქცია „ჯემ-ბენდების სამყაროს ნათლიებად.“ "Rolling Stone"-მა ისინი ყველა დროის უდიდესი შემსრულებლების სიაში #57 ადგილზე დაასახელა. 1994 წელს ჯგუფი შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში, ხოლო ჯგუფის მიერ 1977 წლის 8 მაისს კორნელის უნივერსიტეტში ჩატარებული კონცერტი შეტანილია კონგრესის ბიბლიოთეკის ეროვნული ჩანაწერების რეესტრში. მსოფლიო მასშტაბით ჯგუფს გაყიდული აქვს 35 მილიონზე მეტი ალბომი.
Grateful Dead Grateful Dead დაარსდა სან-ფრანცისკოს ყურის ტერიტორიაზე, 1960-იანი წლების კონტრკულტურის პოპულარობის ზრდისას. დამაარსებლები იყვნენ ჯერი გარსია (ელექტრონული გიტარა, ვოკალი), ბობ უაირი (გიტარა, ვოკალი), რონ მაკ-კერნენი (კლავიშებიანები, ჰარმონიკა, ვოკალი), ფილ ლეში (ბას-გიტარა, ვოკალი) და ბილ კროიცმანი (დასარტყმელები).
Grateful Dead წევრები ერთად სან-ფრანცისკოს სხვადასხვა ჯგუფთან გამოდიოდნენ, მათ შორის Mother McCree's Uptown Jug Champions-ში და The Warlocks-ში. უკანასკნელში შემოერთებული უკანასკნელი წევრი იყო ლეში. მოგვიანებით The Warlocks Grateful Dead-ად გარდაიქმნა. ლეშმა ჩაანაცვლა დანა მორგან უმცროსი, რომელიც ბას-გიტარაზე რამდენიმე კონცერტზე უკრავდა. მაკ-კერნენის გარდა (რომელიც 1973 წელს გარდაიცვალა), 30 წლის განმავლობაში შემადგენლობა იგივე დარჩა. ჯგუფის დიდი ხნის წევრები აგრეთვე არიან მიკი ჰარტი (დასარტყმელები, 1967–1971, 1974–1995, 2015), კით გადჩო (კლავიშებიანები, 1971–1979), დონა გადჩო (ვოკალი, 1972–1979), ბრენტ მაიდლენდი (კლავიშებიანები, ვოკალები, 1979–1990) და ვინს უელნიკი (კლავიშებიანები, 1990–1995). პიანისტი ბრიუს ჰორნსბი 1990-1992 წლებში ჯგუფის კონცერტების დროს კლავიშისტის სახით გამოდიოდა, თუმცა მანამდე და მოგვიანებით Grateful Dead-თან დროდადრო უკრავდა.
Grateful Dead ჯგუფის თაყვანისმცემლებს, რომლებიც ცნობილები არიან ერთგულებით ადრეული წლებიდან და ყველა კონცერტზე დასწრებით, უწოდებენ "Deadheads". როგორც Grateful Dead, ასევე მსმენელებიც წარმოადგენენ ჰიპების მოძრაობის ისტორიას. ჯგუფის ყოფილი წევრები სხვა მუსიკოსებთან ერთად, 2003, 2004 და 2009 წლებში გამოდიოდნენ სახელით The Dead, ხოლო მანამდე, 1998, 2000, 2002 წლებში - The Other Ones-ის სახით. არსებობს ჯგუფის რამდენიმე თანამედროვე შემადგენლობა - Furthur, Phil Lesh & Friends, Bob Weir & Ratdog და Rhythm Devils, რომელშიც შედიან მიკი ჰარტი და ბილ კროიცმანი. ცნობილია, რომ ჯგუფი 50 წლიანი იუბილეს აღსანიშნავად შეკრებას აპირებს.
საბა შენ ოკეანიდან ამოიზარდე Do not forget to be grateful,
Fall Be Kind ალბომი ჩაწერა ბენ ალენმა 2008 წლის თებერვალში ‘’Sweet Tea Recording Studio’’-ში ოქსფორდში, მისისიპის შტატში და 2009 წლის აგვისტოში სტუდია ‘’ Mission Sound’’-ში ბრუკლინში, ნიუ-იორკში. სიმღერაში What Would I Want? Sky გამოყენებულია Grateful Dead-ის პირველი ლიცენზირებული სემპლი..
Children's Crusade სიმღერა ხშირად სრულდებოდა მუსიკოსის პირველი საკონცერტო ტურნეს მსვლელობისას. 1993 წელს სტინგმა იგი მოულოდნელად შეასრულა, როდესაც ჯგუფის Grateful Dead კონცერტების წინ საკუთარი პროგრამით გამოდიოდა. კომპოზიციის საკონცერტო ვერსია ჩაწერილია ალბომზე Bring on the Night.
Zabriskie Point 1997 წელს კომპანიამ Turner გამოსცა განახლებული საუნდტრეკი - ორი დისკის სახით. მეორე დისკში შეტანილია ჯერი გარსიას (Grateful Dead) დამატებითი იმპროვიზაციები გიტარაზე და პინკ ფლოიდის კიდევ ოთხი კომპოზიცია. კომპილაციაში არ შევიდა ნომერი Blues Scene, რომელიც წარმოადგენს „Love Scene - Version 6“-ის ერთ-ერთ დუბლს.
პოლ მაკ-კარტნი მაკ-კარტნი აგრეთვე იყო 1985 წლის დოკუმენტური ფილმის „ბადი ჰოლის ნამდვილი ამბავი“ პროდიუსერი და წამყვანი. მასში შეტანილია ინტერვიუები კით რიჩარდსთან, The Everly Brothers-თან, ბადი ჰოლის ოჯახთან და სხვა პიროვნებებთან. 1995 წელს იგი მოხვდა „სიმფსონების“ ეპიზოდში "Lisa the Vegetarian" და გადაიღო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი ჯგუფ Grateful Dead-ის შესახებ.
ზაბრისკი პოინტი (ფილმი) ფილმის საუნდტეკის ალბომში, Zabriskie Point, შესულია სხვადასხვა შემსრულებლის ნამუშევრები, მათ შორისაა პინკ ფლოიდი, The Youngbloods, კალეიდოსკოპი, ჯერი გარსია, პეტი პეიჯი და Grateful Dead. როლინგ სტოუნზის სიმღერა You Got the Silver არ შესულა ალბომში. პინკ ფლოიდის, ჯერი გარსიასა და კალეიდოსკოპის სიმღერები დაიწერა სპეციალურად ფილმისთვის.