Top 10 similar words or synonyms for ჰომილეტიკური

აპოკრიფული    0.852294

ანდაზები    0.848600

ფსალმუნები    0.843899

მაჯნუნი    0.837517

იგავები    0.835527

აბდულმესიანი    0.835115

დოგმატიკური    0.834026

მეტაფრასული    0.828229

ეგზეგეტიკური    0.826530

შაჰნამე    0.826007

Top 30 analogous words or synonyms for ჰომილეტიკური

Article Example
ტბეთის მრავალთავი შინაარსობრივად ხელნაწერი ჰომილეტიკური, აგიოგრაფიული, ეგზეგეტიკური და აპოკრიფული 74 თხზულების ადრეული, პალესტინური ტექსტების თარგმანს წარმოადგენს.
კოზმან ხუცეს-მონაზონი ღირსი დავით გარეჯელის მიერ დაარსებული სამონასტრო კომპლექსი საუკუნეების მანძილზე იყო სრულიად საქართველოსთვის სულიერი და კულტურული ცხოვრების ცენტრი. საქართველოს სამეფო კარი ყოველთვის ანგარიშს უწევდა გარეჯელ მამათა აზრს. გარეჯელი მოღვაწეები ადგენდნენ ორიგინალური აგიოგრაფიული ძეგლებისა და ასკეტიკურ-ჰომილეტიკური თხზულებების კრებულებს, ეხმარებოდნენ სხვა მონასტრებთან არსებულ ლიტერატურულ სკოლებს.
გაბრიელ მცირე გაბრიელ მცირეს ორიგინალური მემუარული თხზულებანი თავმოყრილია ხელნაწერ კრებულში, რომელსაც „ჯვარშემოსილი“ ეწოდება (დაცულია ბოდლის ბიბლიოთეკაში, მარჯორი უორდროპის ფონდში). მათგან მნიშვნელოვანია ჰაგიოგრაფიული ძეგლი „ონოსიფორეს ცხოვრება“, „მღვდელმთავრისა ლიტურღიისა განმარტება“, მემუარული „თხრობანი“ და სხვა. გაბრიელ მცირეს ეკუთვნის აგრეთვე ასკეტიკურ-ჰომილეტიკური კრებულები: 1892-1894 გამოცემული „გვირგვინი“, „სამოთხის ყვავილი“ (1895), „ოქროს წყარო“ (1905), „სუფევა“, „კლიტე“, „სამასეული“, „მანანა“ და სხვა. მათში თავმოყრილია ბასილი დიდის, იოანე ოქროპირის, მაქსიმე აღმსარებლის, იოანე მოსხისა და სხვა თხზულებათაგან გამოკრეფილი მასალა. ყოველი კრებულის სათაურსა და შემადგენელი თავების რაოდენობას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის აღმოსავლურ ხელნაწერთა ფონდი ფონდი ძირითადად სასულიერო ხასიათის ხელნაწერებს შეიცავს, როგორიცაა ჰაგოგრაფიული, აპოკრიფული, ასკეტიკური, ჰომილეტიკური, და დოგმატიკურ-პოლემიკური ხასიათის თხზულებები. აქვე დაცულია საისტორიო, სამედიცინო, ასტრონომიული, გრამატიკული და სხვა საერო შინაარსის ხელნაწერები, როგორც ნათარგმნი, ისე სომხური ლიტერატურის ორიგინალური ძეგლები. განსაკუთრებით აღსანიშნავია IX-X საუკუნეებში გადაწერილი გრიგოლ ნოსელის „განმარტება ქება-ქებათას“ ფრაგმენტი (Arm135), 1382 წელს გადაწერილი იადგარი (Arm173), XIV საუკუნეში გადაწერილი საგალობლების კრებული (Arm216) და სხვა; აგრეთვე ისეთი ორიგინალური სომხური თხზულებების შემცველი ხელნაწერები, როგორებიცაა X საუკუნის პოეტის გრიგოლ ნარეკელის „სიტყვები“ (Arm4), XI საუკუნის ისტორიკოსის სტეფანოს ტარონეცის (ასოღიკი) თხზულების XVIII საუკუნის ნუსხა (Arm7), ირანის შაჰის აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის აოხრების მოკლე ისტორიის XIX საუკუნის ნუსხა (Arm98, Arm22) და სხვა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექცია ფონდი ძირითადად სასულიერო ხასიათის ხელნაწერებს შეიცავს, როგორიცაა ჰაგოგრაფიული, აპოკრიფული, ასკეტიკური, ჰომილეტიკური, და დოგმატიკურ-პოლემიკური ხასიათის თხზულებები. აქვე დაცულია საისტორიო, სამედიცინო, ასტრონომიული, გრამატიკული და სხვა საერო შინაარსის ხელნაწერები, როგორც ნათარგმნი, ისე სომხური ლიტერატურის ორიგინალური ძეგლები. განსაკუთრებით აღსანიშნავია IX-X საუკუნეებში გადაწერილი გრიგოლ ნოსელის „განმარტება ქება-ქებათას“ ფრაგმენტი (Arm135), 1382 წელს გადაწერილი იადგარი (Arm173), XIV საუკუნეში გადაწერილი საგალობლების კრებული (Arm216) და სხვა; აგრეთვე ისეთი ორიგინალური სომხური თხზულებების შემცველი ხელნაწერები, როგორებიცაა X საუკუნის პოეტის გრიგოლ ნარეკელის „სიტყვები“ (Arm4), XI საუკუნის ისტორიკოსის სტეფანოს ტარონეცის (ასოღიკი) თხზულების XVIII საუკუნის ნუსხა (Arm7), ირანის შაჰის აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის აოხრების მოკლე ისტორიის XIX საუკუნის ნუსხა (Arm98, Arm22) და სხვა.
თეოფილე ხუცესმონაზონი თეოფილე ხუცესმონაზონს მეტად ნაყოფიერად უმოღვაწია სასულიერო მწერლობის მრავალ დარგში. მას დიდი წვლილი მიუძღვის მეტაფრასული მწერლობის განვითარებაში. თარგმნა მეტაფრასული ხასიათის ჰაგიოგრაფიული და ჰომილეტიკური თხზულებანი, მ.შ. აღსანიშნავია სვიმეონ მეტაფრასტის საკითხავები (სექტემბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეთა), აგრეთვე ეპიფანე კვიპრელის, ანასტასი სინელის, კირილე ალექსანდრიელის, იოანე ოქროპირის თხზულებანი. მასვე ეკუთვნის თეოდორიტე კვირელისა და ეპიფანე კვიპრელის დოგმატიკური თხზულებათა ტარგმანები. ეგზეტიკურ თხზულებათაგან მისი თარგმნილია იოანე ოქროპირისეული კომენტარები ძველი აღქმის წიგნებისა. თეოფილე ხუცესმონაზონის მთარგნელობით მოღვაწეობას დიდი მნიშვნელობა აქვს ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურის ურთიერთობის ისტორიისათვის. ზოგი მისი ნათარგმნი თხზულების ბერძნულ დედანს ჩვენამდე არ მოუღწევია, მ.შ. უნდა აღინიშნოს თეოდორიტე კვირელის „აღსარება მართლისა სარწმუნოებისა“ და ილარიონ ქართველის „ცხოვრების“ მეტაფრასული რედაქცია.
ექვთიმე მთაწმიდელი ექვთიმე მთაწმიდელმა დიდი წვლილი შეიტანა ბიზანტიური კულტურის გაცნობისა და ათვისების საქმეში. მან ქართული მწერლობა გაამდიდრა ბიზანტიელი მოღვაწეების თხზულებათა თარგმანებით. არ დარჩენილა არც ერთი დარგი სასულიერო მწერლობისა, რომელშიც ექვთიმე მთაწმიდელს განსაკუთრებული დამსახურება არ მიუძღოდეს. ძველი და ახალი აღთქმის წიგნთაგან ექვთიმე მთაწმიდელმა თარგმნა სახარება-ოთხთავი, იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება (აპოკალიფსი) და დავითნი; მის მიერ თარგმნილ ეგზეგეტიკურ თხზულებათაგან აღსანიშნავია ანდრია კრეტელის "თარგმანი იოანე მახარებლის ხილვისაჲ", იოანე ოქროპირის "თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ", "თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ", ბასილი კესარიელის "თარგმანებაჲ ფსალმუნისაჲ" და "ითიკა", გრიგოლ ნოსელის, გრიგოლ ნაზიანზელის, მაქსიმე აღმსარებლისა და სხვათს ეგზეგეტიკური თხზულებანი. მანვე თარგმნა ასკეტურ-მისტიკური ხასიათის მრავალი ძეგლი, მ. შ. გრიგოლ ნაზიანზელის, გრიგოლ ნოსელის, იოანე ოქროპირის, მაქსიმე აღმსარებლის და ეფრემ ასურის თხზულებები "სწავლანი სულიერნი", გრიგოლ I დიდის დიალოგები, იოანე სინელის "კლემაქსი", ანდრია კრეტელის "ამაოებისას კაცობრივთა საქმეთა და შესუენებულთათჳს" და სხვ. ექვთიმე მთაწმიდელმა თარგმნა მრავალი ჰომილეტიკური ძეგლი, მ. შ. იოანე ოქროპირის ჰომილეტიკური კრებული "მარგალიტი". ექვთიმე მთაწმიდელმა ჰაგიოგრაფიაშიც დატოვა ღრმა კვალი, თარგმნა კიმენური და მეტაფრასული ჰაგიოგრაფიული ძეგლები. სიმეონ მეტაფრასტის ნაწარმოებთაგან ექვთიმე მთაწმიდლის თარგმნილია რომის პაპის კლიმენტის და პროკოპი დუქსის წამებანი და სხვა. ნაყოფირად იღვწოდა ლიტურგიკის დარგშიც. ათონის ივერთა სავანეს შეუქმნა სამონასტრო წესი, თარგმნა "მცირე სჳნაქსარი", ანდრია კრეტელის "დიდი კანონი", წმინდანთა "გალობანი" და სხვა.
ჰომილეტიკა ჰომილეტიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართული მჭერმეტყველების ისტორიისათვის, ის განსაზღვრავდა საეკლესიო ქადაგებათა შედგენის წესებს, ეხებოდა ქრისტიანული მორალისა და ზნეობის საკითხებს. ქართულ ენაზე არსებობს როგორც თარგმნილი, ისე ორიგინალური ქადაგებათა კრებულები, რომლებიც ცნობილია მრავალთავის სახელწოდებითაც. X საუკუნემდე თარგმნილი იყო მსოფლიოს ჰომილეტიკის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი კრებული, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია სინური მრავალთავი (864) — უძველესი თარიღიანი ქართული ხელნაწერი. X საუკუნემდე ჰომილეტიკური თხზულებანი მარტივი და სადა ენით ითარგმნებოდა. XI საუკუნის II ნახევრიდან, მეტაფრასული ჰგიოგრაფიის კვალდაკვალ, განვითარდა მეტაფრასული ჰომილეტიკაც (დავით ტბელი, ექვთიმე მთაწმინდელი, გიორგი მთაწმინდელი, თეოფილე ხუცესმონაზონი, ეფრემ მცირე). ორიგინალური ქართული ჰომილეტიკის აღმოცენება სავარაუდებელია VIII-IX საუკუნეებიდან. მისი უსაჩინოესი წარმომადგენელია იოანე ბოლნელი. XVII-XVIII საუკუნეებში ორიგინალური ჰომილეტიკა კვლავ ააღორძინეს ნიკოლოზ რუსთველმა, სულხან-საბა ორბელიანმა, გაიოზ რექტორმა, ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელმა და სხვებმა.
ქართული ენის ეროვნული კორპუსი ქართული ენისათვის პირველი ელექტრონული რესურსების შექმნა და ქართული დამწერლობის უმნიშვნელოვანესი ძეგლების გაციფრება დაკავშირებულია გერმანელი ქართველოლოგის პროფ. იოსტ გიპერტის სახელთან. ინდოევროპული ენების ისტორიული კორპუსის TITUS (Thesaurus Indogermanischer Text- und Sprachmaterialien) შემქმნელი გერმანელი მეცნიერი ქართველური ენებით ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში დაინტერესდა და სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ქართული ხელნაწერების ბეჭდური გამოცემების პირველი ციფრული ვერსიის შექმნა ქართული ენის თანამედროვე ტექნოლოგიებით კვლევის მიზნით. ამ პერიოდში იოსტ გიპერტი ახორციელებს ძველი ქართული ენის ძეგლების გაციფრებას და იწყებს ქართული ენის ისტორიული კორპუსისათვის საფუძვლის მომზადებას. პირველი ციფრული კორპუსი ძველი ქართული ენისათვის მოიცავდა ძველ ქართულ ბიბლიურ ტექსტებს, აპოკრიფებსა და კომენტარებს, აგიოგრაფიულ და ჰომილეტიკურ ტექსტებს, როგორიცაა ძველი აღთქმის ოშკისა და იერუსალიმის რედაქცია, ფსალმუნნი (A რედაქცია), პარიზის ლექციონარი, ახალი აღთქმის აპოკრიფები და სხვ. ასევე, წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი, მარტვილობაჲ და მოთმინებაჲ წმიდისა ევსტათი მცხეთელისაჲ, წამებაჲ წმიდისა და ნეტარისი მოწამისა ქრისტესა ჰაბოჲსი, მოქცევაჲ ქართლისაჲ, ცხოვრებაჲ და წამებაჲ წმიდისა მოწამისა კოსტანტინისი ქართველისაჲ, წამებაჲ ყრმათა წმიდათაჲ რიცხვით ცხრათაჲ, ცხოვრებაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისაჲ (A და B რედაქციები), ცხოვრებაჲ და მოქალაქობაჲ მამისა ჩუენისაჲ დავით გარესჯელისაჲ, მოქალაქობაჲ და წამებაჲ წმიდისა აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოსისაჲ (A და B რედაქციები), ცხოვრებაჲ და მოქალაქობაჲ და ღუაწლი წმიდისა და ღირსისა დედისა ჩუენისა ნინოჲსი და მრავალი სხვა; ასევე ძეგლები ნათარგმნი აგიოგრაფიული, ჰომილეტიკური და ეგზეგეტიკური ტექსტები S-1141 და Ath-8. (57) ხელნაწერებიდან და სხვ.