Top 10 similar words or synonyms for ჰოკაიდო

ჰონსიუ    0.841304

ხაინანი    0.820596

პადანგი    0.817338

ბორნეო    0.817304

იუკონი    0.816775

მალაკა    0.816440

კაიკოსის    0.814740

კლაქსვიკი    0.812475

კიურასაო    0.811934

მვალის    0.809056

Top 30 analogous words or synonyms for ჰოკაიდო

Article Example
ჰოკაიდო ჰოკაიდო (北海道 Hokkaidō, „ჩრდილოეთის ზღვის წრებრუნვა“; 1868-მდე იესო, ეძო, მაცმაი) — კუნძული იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილში. სიდიდით მეორე კუნძული და უდიდესი პრეფექტურაა იპონიაში. ფართობი 83 400 კმ². კუნძულს ჰონსიუსგან ცუგარუს სრუტე ჰყოფს, თუმცა ჰონსიუსთან იგი წყალქვეშა გვირაბით არის დაკავშირებული. ჰოკაიდოს უდიდესი ქალაქი და პრეფექტურის დედაქალაქია საპორო. დასავლეთით ესაზღვრება იაპონიის ზღვა, ჩრდილოეთთ ოხოტის ზღვა, სამხრეთ-აღმოსავლეთით წყნარი ოკეანე. რელიეფი უმთავრესად საშუალო- და დაბალმთიანია. კუნძულზეა იაპონიის უკიდურესი აღმოსავლეთი წერტილი ნოსაპუს კონცხი. ჰოკაიდოს ქედებია: ჰიდაკა, ტოკატი ფა სხვა. სიმაღლე 2290 მ-მდე (მთა ასაჰი). არის მოქმედი ვულკანები. ხშირია მიწისძვრა. არის ქვანახშირის, რკინის მადნის, გოგირდის საბადოები. ჰავა ზომიერი, ოკეანური, მუსონურია. იანვრის საშუალო ტემპერატურა –3°C-იდან –11°C-მდეა, ივლისის 17-21°C. ნალექები 800-1500 მმ წელიწადში. დიდი მდინარეებია: ისიკარი, ტესიო, ტოკატი. ტბებიდან აღსანიშნავია სარომა. მდიდარია ჰიდროენერგიით. ტერიტორიის დიდი ნაწილი ტყით არის შმეოსილი. გვხვდება ნაძვნარ-სოჭნარი და ფართოფოთლოვანი ტყეები. დაბლობებზე მდელო და ჭაობებია. მრავლადაა ეროვნული პარკები.
ჰოკაიდო ჰოკაიდოზე გაშენებულია ქალაქები: საპორო, ჰაკოდატე.
ენომოტო ტაკეაკი შემდეგ წელს, მეიძის მთავრობის ჯარებმა დაიპყრო ჰოკაიდო და დაამარცხა ენომოტოს ჯარები ჰაკოდატეს სამხედრო-საზღცაო ბრძოლაში. 1869 წლის 18 მაისს ეძოს რესპუბლიკა გაუქმდა და ჰოკაიდო ცენტრალური მთავრობის ხელში გადავიდა, რომელსაც სათავეში იმპერატორი მეიძი ედგა.
იუბეცუ იუბეცუ (湧別町) — ქალაქი მონბეცუს ოლქში, აბასირის ქვეპრეფექტურა, ჰოკაიდო, იაპონია.
ეძოს რესპუბლიკა მეიძის რესტავრაციის დროს, ტოკუგავას ძალების ბოშინის ომში დამარცხების შემდეგ, შოგუნის ფლოტის ნაწილმა ადმირალ ენომოტო ტაკეაკის მეთაურობით ეძოს ჩრდილოეთ კუნძულზე (ახლა ცნობილია, როგორც ჰოკაიდო) გადაინაცვლა. მათ თან ახლდნენ რამდენიმე ათასი ჯარისკაცი და საფრანგეთის სამხედრო მრჩეველები ჟიულ ბრიუნეს მეთაურობით. ენომოტომ უკანასკნელად სცადა ხელი მოეწერა საიმპერატორო კართან, რომ დაერთოთ ნება განევითარებინათ ჰოკაიდო და მხარი დაეჭირათ სამურაების ტრადიციების შენარჩუნებას, რის პასუხადაც უარი მიიღო.
აინუს ტომი კურილიის აინუები უფრო ხშირად იცვლიდნენ დასახლებებს. მათგან განსხვავებით ჰოკაიდო მუდმივ საცხოვრებელს წარმოადგენდა. დასახლება მდებარეობდა მდინარის პირას. მდინარე მდიდარი იყო თევზით,  რაც უჩვეულო იყო მონადირეებისა და შემგროვებელთათვის.
იაპონია ჰოკაიდო მდიდარია წიწვოვანი ტყეებით. სამხრეთ რაიონში კი წიწვოვანი ტყეები ფართოფოთლოვანი ტყეებით იცვლება, რომელიც შედგება: მუხის, წაბლის, ბამბუკის, ცაცხვის, ადგილობრივი კაკლის და სხვა ხეებისგან.
მონბეცუს ოლქი მონბეცუ (紋別郡) არის ოლქი რომელიც მდებარეობს აბასირის ქვეპრეფექტურაში, ჰოკაიდოზე, იაპონიაში. 1869 წელს ჰოკაიდო დაიყო 11 პროვინციად და 86 ოლქად. მონბეცუ თავიდან მდებარეობდა კიტამის პროვინციაში.
კიუსიუ იაპონური ლეგენდის თანახამად (წყარო: „კოჯიკი“ — ერთ-ერთი უძველესთაგანი, იაპონური ხელნაწერებიდან) კიუსიუ, სიკოკუ და ჰონსიუ წარმოქმნილა ღმერთების „იზანაგისა“ და „იზანამის“ სასიყვარულო ურთიერთობის შედეგად, ანუ ეს სამი კუნძული ლეგენდის თანახმად მოიაზრება როგორც მათი ნაშიერი-შვილები. ჰოკაიდო კი უკვე ჩვენ დროში კოლონიზირებული კუნძულია და იაპონიის ახალ ტერიტორიად ითვლება. ეს უკანასკნელი წმინდა იაპონური წარმომავლობის არაა.
იაპონიის არქიპელაგი იაპონიის არქიპელაგი — კუნძულთა ჯგუფი წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში. მოქცეულია ევრაზიის ფილის აღმოსავლეთ კიდეზე. ფართო გაგებით იაპონიის არქიპელაგი შედგება 5 დიდი კუნძულისაგან: კიუსიუ, სიკოკუ, ჰონსიუ, ჰოკაიდო და სახალინი, აგრეთვე მოიცავს რამდენიმე კუნძულთა ჯგუფს. ზოგჯერ, თუმცა იშვიათად, არქიპელაგს აკუთვნებენ კუნძულ ტაივანს. ვიწრო გაგებით, იაპონიის არქიპელაგი — თანამედროვე იაპონიის ძირითადი ტერიტორიაა. არქიპელაგში არის 6,852 კუნძული, რომელთაგან 430 დასახლებულია.