Top 10 similar words or synonyms for ჰიპოთალამუსი

პარათიროიდული    0.921250

ჰორმონს    0.921220

ბრონქიტი    0.914159

დიგენეზური    0.913999

სეკრეცია    0.913472

კუნთებში    0.913441

ქსოვილთა    0.912532

თიროიდ    0.912450

მსუსხავი    0.911546

პარენქიმის    0.911545

Top 30 analogous words or synonyms for ჰიპოთალამუსი

Article Example
ჰიპოთალამუსი ჰიპოთალამუსი მრავალი ბირთვისაგან შედგება, რომელთა ფუნქციებია შიმშილისა და სიმაძღრის, წყურვილისა და მისი დაკმაყოფილების შეგრძნებათა წარმოშობა, სხეულის მუდმივი ტემპერატურისა და სქესობრივი ქცევის რეგულაცია. ჰიპოთალამუსი მჭიდროდაა დაკავშირებული აგრეთვე თავის ტვინის ლიმბურ სისტემასთან, ამიტომ ის აწესრიგებს ძილისა და ღვიძილის მდგომარეობას, ემოციურ ქცევასა და მოტივაციებს. დადგენილია, რომ ჰიპოთალამუსის გვერდითი და უკანა ბირთვების ელექტრული გაღიზიანება ცხოველებში იწვევს ეგრედ წოდებულ თვითგაღიზიანების რეაქციას, რომლის დროსაც ცხოველები თვითონ ცდილობენ განმეორებით გაიღიზიანონ ეს ბირთვები. ჰიპოთალამუსის ცენტრული ბირთვების გაღიზიანება, პირიქით, გაქცევასა და შიშის რეაქციებს იწვევს. ასეთი ქცევითი რეაქციები დაკავშირებული უნდა იყოს შიმშილისა და სიმაძღრის აგრეთვე, სქესობრივი ხასიათის შეგრძნებათა წარმოქმნასთან.
ჰიპოთალამუსი ჰიპოთალამუსი () — შუამდებარე ტვინის ნაწილი, რომელიც თავის ტვინის მესამე პარკუჭისა და თელამუსის ქვემოთ მდებარეობს და ერთ-ერთ ვეგეტატიურ ცენტრს წარმოადგენს. ჰიპოთალამუსი მჭიდროდა დაკავშირებული ჰიპოფიზთან და მასთან ერთად არეგულირებს ორგანიზმის წყლისა და მარილების ცვლას. ჰიპოთალამუსსა და ჰიპოფიზს შორის არსებული კავშირის გაწყვეტისას ან ეგრედ წოდებული სუპრაოპტიკური ჰიპოთალამუსის დაზიანებისას ვითარდება უშაქრო დიაბეტი, რაც ხასიათდება წყლის უზომო სმით (პოლიდიფსია) და მოჭარბებული შარდვით (პოლიურია). თავის ტვინის სხვა უბნებისაგან განსხვავებით, ჰიპოთალამუსის ფუნქციათა ნერვული რეგულაციის გარდა, ნეიროჰორმონების გამომუშავებისა და გამოყოფის უნარიც აქვს. მის მიერ გამომუშავებულ ჰორმონებს მიეკუთვნებიან ვაზოპრესინი და ოქსიტოცინი, რომლებიც ჰიპოფიზის საშუალებით გამოიყოფა სისხლში.
სქესობრივი დიმორფიზმი სქესობრივი დიმორფიზმი არის ხილული, ფენოტიპური განსხვავება მდედრსა და მამრს შორის. ქეით სუკელს მოჰყავს მაგალითი ფარშევანგის სქესობრივად დიმორფულ კუდებზე და ამბობს: მამრს აქვს გრძელი კუდი, ფერადი ბუმბულით, ხოლო მდედრს აქვს მოკლე, უფრო უსახური კუდი. მაგრამ სქესობრივი დიმორფიზმი არ შემოიფარგლება მხოლოდ ჩვენი გარეგნობით. ადამიანის ტვინი ასევე გვიჩვენებს თვალსაჩინო განსხვავებებს სხვადასხვა ტვინის რეგიონებში მამაკაცთა და ქალთა შორის. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს განსხვავებები ჩანს ტვინის ისეთ ანატომიურ წარმონაქმნებში, სფეროებში, როგორიცაა ჰიპოთალამუსი, რომელიც ჩართულია სქესობრივი და რეპროდუქციული ქცევის რეგულირებაში. მაგრამ მეცნიერებმა ასევე შეამჩნიეს, რომ განსხვავებები აღინიშნება ტვინის იმ ტრაქტებში, რომლებიც დაკავშირებულია მეხსიერებასთან, ემოციასა და სტრესთან. ქალის ტვინში აღინიშნება ოდნავ უფრო დიდი ზომები ისეთ რეგიონებში, როგორიცაა შუბლის და ლიმბური ქერქი, ხოლო მამაკაცის ტვინში - ნუშიაებრი სხეული და თხემის წილი.
ძილი XX საუკუნის 20-იან წლებში წამოაყენეს თეორია, რომელიც ძილისა და ღვიძილის მონაცვლეობას ხსნიდა შუამდებარე ტვინის სტრუქტურებში (ჰიპოთალამუსი, მხედველობის ბორცვები) არსებული სპეციალური ცენტრის მოქმედებით (ავსტრიელი მეცნიერი კ. ეკონომო) . ძილის ცენტრის თეორია თანამედროვე გამოკვლევების საყრდენად იქცა, რადგან მასში ხაზგასმულია თვის ტვინის განყოფილებების განსხვავებული მონაწილეობა ძილის აღმოცენებაში. შემდგომმა გამოკვლევებმა (ბელგიელი ფ. ბრემერი, ამერიკელი ჰ. მეგონი, იტალიელი ჯ. მორუცი) გამოააშკარავეს ტვინის ღეროს ბადებრივი ფორმაციის როლი ღვიძილის შენარჩუნებაში. ეს გამოკვლევები საფუძვლად დაედო თეორიას, რომელიც ძილის განვითარებას ხსნის ქერქზე ბადებრივი ფორმაციის აღმავალი გამააქტივებელი გავლენის შეკავებით. მეორე მხრივ, ძილის განვითარებაზე უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება ე.წ. სომნოგენური მექანიზმების აქტივობას. ეს თეორიები განიხილავდნენ ძირს, როგორც დასვენების და ნეირონთა შეკავების პერიოდს, რომელიც აუცილებელია ღვიძილისას დახარჯული ენერგიის აღსადგენად. ტვინის ნეირონების აქტივობისა და ზოგიერთი ენერგეტიკული მაჩვენებლის გამოკვლევის შედეგები ეწინააღმდეგება ასეთ შეფასებას. 60-70-იან წლებში ჩამოყალიბდა ორი ძირითადი შეხედულება - ინფორმაციული და ჰომესტაზური. ინფორმაციული თეორიის თანახმად, ძილი დაკავშირებულია ღვიძილისას მიღებული ინფორმაციის გადამუშავებასთან. ძილში ხდება მისი შეფასება, ცნობების შერჩევა და ხანგრძლივ მეხსიერებაში გადაყვანა, რის შედეგადაც უმჯობესდება ტვინის პროგრამები, ემოციური სტრესისაგან დამცველი ფსიქოლოგიური მექანიზმები. ჰომეოსტაზური თეორიის მომხრენი ძილს უკავშირებენ ტვინში მიმდინარე ცვლილებებსა და ნუკლეინის მჟავების ბიოსინთეზს და მიიჩნევენ, რომ ძილის ძირითადი ფუნქციაა ტვინის ჰომეოსტაზის რეგულაცია. მათი აზრით, ძილი ზოგადი ნეირობიოლოგიური მოვლენაა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა თავის ტვინის და, შესაბამისად, მთელი ორგანიზმის ჰომეოსტაზის რეგულირება. ძილის ფაზების მოწესრიგებულობასთან უნდა იყოს დაკავშირებული აგრეთვე დასწავლა და მეხსიერება.