Top 10 similar words or synonyms for ჯენეს

ლუქსის    0.780216

სადოვაიის    0.773447

გომარეთის    0.766559

ხორისარი    0.760295

ასუნსიონის    0.750104

ბოლსენა    0.749807

დივრიგის    0.749029

გარეჯვარი    0.748988

მეფისკალო    0.745895

გიზას    0.741084

Top 30 analogous words or synonyms for ჯენეს

Article Example
ჯენეს დიდი მეჩეთი ჯენეს დიდი მეჩეთი უდიდესი ტალახის აგურით ნაგები შენობაა მსოფლიოში და მრავალ არქიტექტორთა მიერ სუდანურ-საჰელიური არქიტექტურული სტილის უდიდეს მიღწევად მიიჩნევა, მნიშვნელოვანი ისლამური გავლენით. მეჩეთი ქალაქ ჯენეში, მალი, მდებარეობს, მდ. ბანის დელტაზე. მის ადგილას პირველი მეჩეთი აიგო მე-13 საუკუნეში, ამჟამინდელი სტრუქტურა კი 1907 წლით თარიღდება. ეს მეჩეთი ამჟამად აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე განთქმულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ჯენეს ძველ ქალაქთან ერთად მეჩეთი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი 1988 წელს.
ჯენე ჯენეს კომუნას უკავია 302 კმ² ფართობი და ქალაქ ჯენესთან ერთად მოიცავს კიდევ 10 შემოგარენ სოფლებს: ბალე, დიაბოლო, გომნიკუბოიე, კამარაგა, კერა, ნიალა, სოალა, სინი, ველინგარა და იენლედა.. კომუნის ადმინისტრაციულ ცენტრთან ერთად ქალაქი ჯენე ასევე წარმოადგენს ჯენეს ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს, რომელიც მოპტის რეგიონის 8 ოლქიდან ერთ-ერთია.
მოპტის რეგიონი მალის მოპტის რეგიონი ტურისტული დანიშნულების ერთ-ერთი რეგიონია დასავლეთ აფრიკაში. აქ დასათვალიერებლად მდებარეობენ ისეთი ობიექტები, რომლებიც მიეკუთვნებიან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს: ბანდიაგარას ესკარპები და ჯენეს დიდი მეჩეთი.
ჯენე ჯენე დაარსდა XIII საუკუნეში ტრანსსაჰარული ვაჭრობის გზაზე, როგორც საქონლის გაცვლის ადგილი (პირველ რიგში, მარილი) სუდანელ მუსლიმ ვაჭრებსა და გვინეის ტროპიკული ტყეების მოსახლეობას შორის. ტომბუქტუდან ის უერთდებოდა მდინარის გზებით, ხოლო ოქროს ნაპირიდან — ტყის ბილიკებით. ჯენეს ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული ქალაქ ტომბუქტუსთან. XV-XVII საუკუნეებში, ტრანსსაჰარული ვაჭრობის ბევრი პროდუქტი, მაგალითად მარილი, ოქრო, მონები, ტომბუკტუდან ჯენეს გავლით გაედინებოდა. სულ მალე ორივე ქალაქი ისლამური სწავლების ცენტრი გახდა. ჯენეს კეთილდღეობა მთლიანად დაკავშირებული იყო ვაჭრობასთან, ამიტომ, როდესაც პორტუგალიელებმა აფრიკის სანაპირო ზოლში სავაჭრო პოსტი დააარსეს, ტრანსსაჰარულმა ვაჭრობამ მნიშვნელობა დაკარგა, შესაბამისად დაკნინდა ჯენეც. სონგაის იმპერიის დამაარსებელმა სონი ალიმ იგი დაიპყრო 1473 წელს შვიდწლიანი ალყის შემდეგ. მის ქვეყანაში ჯენე გახდა მნიშვნელობით მეორე კულტურული და სავაჭრო ცენტრი ტომბუქტუს შემდეგ.
ჯენე 2009 წლის მონაცემებით ჯენეს კომუნის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 32 944 ადამიანს. მოსახლეობის ძირითადი სალაპარაკო ენაა სონგაის ენების ერთ-ერთი დიალექტი. შემოგარენი სოფლების მოსახლეობა ასევე ლაპარაკობს ფულანის, ბამბარას და სხვა ენებზე.