Top 10 similar words or synonyms for ჯაფარიძეები

ბურძგლა    0.886762

აბიბოს    0.877998

მხედარნი    0.877387

ბიქტორი    0.876889

სომხიშვილი    0.876353

მაკარის    0.874526

სკანდის    0.870855

გოგორიშვილი    0.869974

დიოფალ    0.869334

ნათიშვილი    0.867424

Top 30 analogous words or synonyms for ჯაფარიძეები

Article Example
ლევან მარუაშვილი თეთნულდზე ასვლა, ლალხორში დათქმული პირობის თანახმად, გოჯი ჩეგიანთან ერთად წამოიწყო, მაგრამ ჰადიშში, საიდანაც იწყება მწვერვალის მისადგომები, ჩამოვიდნენ და-ძმა ალექსანდრა და ალიოშა ჯაფარიძეები, რომლებიც იმავე მიზანს ისახავდნენ. ასვლისას ნაგების მყინვარის სათავეში ორივე ჯგუფი გაერთიანდა, მაგრამ ასვლისას სვანები ჩამორჩნენ და უკან გაბრუნდნენ. ჯგუფმა, რომელშიც შედიოდნენ ჯაფარიძეები, იაგორ კაზალიკაშვილი, ვასასი კალანდარიშვილი და ლევან მარუაშვილი, სქელ ნისლში იარა თეთნულდის სამხრეთ-დასავლური წიბოს ვიწრო თხემზე და მიაღწია წერტილს, სადაც ანეროიდმა 4900 მ სიმაღლე აჩვენა. ეს ადგილი ჩაითვალა თეთნულდის მწვერვალად და ჯგუფი ჰადიშში დაბრუნდა. ღამით თეთნულდზე ნისლი გადაიყარა, ჯაფარიძეებმა დურბინდით ახედეს მთას და დაინახეს წიბოზე გატარებული ნაკვალევი. ნავალს საგრძნობი მანძილი უკლდა თეთნულდის უმაღლეს წერტილამდე. გაირკვა, რომ ასვლა ბოლომდე არ ყოფილა შესრულებული. დაჰკლებია ასიოდე მეტრი. დანაკლისის ასანაზღაურებლად ალიოშა ჯაფარიძე დაუყონებლივ გაეშურა მწვერვალისაკენ, ნაშუადღევს მიაღწია მას და საღამოსთვის ჩამობრუნდა ჰადიშში. შემდეგ დღეს ალიოშა ჯაფარიძე, ალექსანდრა ჯაფარიძე, იაგორ კაზალიკაშვილი და ადრილ ავალიანი ყველა ერთად მესამედ ავიდნენ თეთნულდზე. მთა ბანგურიანზე მარუაშვილი სანდრო გვალიასთან ერთად ავიდა. ასვლა-ჩამოსვლაზე ორი დღე დაიხარჯა.
ვერის ბაღი ბაღის ფართობი დაახლოებით 4,0 ჰექტარია. პარტერისა და ტყე-პარკის კომპოზიციებში იზრდება 61 სახეობის მერქნიანი მცენარე, მათგან წიწვოვანია 10 სახეობა (ელდარისა და გრიფიტის ფიჭვები, პიმალაის კედარი, აღმოსავლური ნაძვი, ცეფალოტაქსუსი), ფოთოლმცვივანი 51 (კავკასიური ცაცხვი, აღმოსავლური და ნეკერჩხლისებური ჭადრები, დიადი ბოყვი, ბრომელია, გლედიჩია, წვრილფოთოლა და მთის მუხები, რცხილისებრი ძელქვა და სხვ.). რეკონსტრუქციის შემდეგ ბაღის სპორტულ კომპლექსში შედის სპორტული დარბაზი კალათბურთისა და ფრენბურთისათვის, 4 საჩოგბურთო მოედანი, მცირე დარბაზი მოკრივეთა რინგითურთ, ჭადრაკის სასახლე, ალპური კლუბი და ქალაქის პენსიონერთა საჭადრაკო კლუბი. ვერის ბაღში განისვენებენ ქართული ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლები ალიოშა, ალექსანდრა და სიმონ ჯაფარიძეები; დგას ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი; მერაბ კოსტავას ბიუსტი.
იმერეთის სამეფო მეფე აქტიურად მოქმედებდა ციხესიმაგრეების ხელში ჩასაგდებად, რადგან ფეოდალის სიძლიერეს ციხესიმაგრის ფლობა განაპირობებდა. ციხის მფლობელი ადგილობრივი მოსახლეობის მბრძანებელი იყო. აღნიშნულ პერიოდში იმერეთის ციხეები დიდი თავადების ან თურქთა ხელში იყო. ამიტომ მეფე უპირველეს ყოვლისა სტრატეგიული ციხესიმაგრეების ხელში ჩაგდებას შეუდგა. მან ისარგებლა აბაშიძეებს შორის ატეხილი მტრობით და 1754 წელს გიორგი აბაშიძე-მამუკიშვილისაგან ხარაგაულის ციხე იყიდა. სვერის ციხე ჯერ კიდევ სოლომონის მამამ, ალექსანდრე V-მ მიისაკუთრა. კაცხის ციხეც 1753 წლიდან მეფის ხელში ჩანს. უფრო მოგვიანებით, 1762 წელს მეფემ ნიკო ფინეზიშვილი-აბაშიძისაგან ჩხერის ციხე შეისყიდა. მეორე მხრივ, აბაშიძეების მეზობელი წერეთლები გაიერთგულა. მეფის ყველა ღონისძიება ლევან აბაშიძის წინააღმდეგ იყო მიმართული. აბაშიძეს ძლიერი მოკავშირე ჰყავდა რაჭის ერისთავების სახით. მეფემ ერისთავის მოწინააღმდეგე ჯაფარიძეები და წულუკიძეები გაიერთგულა. სოლომონმა ზოგადად დაიახლოვა იმერეთის წარჩინებული თავადაზნაურობა: აგიაშვილები, იაშვილები, ლორთქიფანიძეები, მაჭავარიანები და სხვ.
სოლომონ I სოლომონმა მემკვიდრეობად დაუძლურებული, სათავადოებად დაყოფილი სამეფო მიიღო. მან მიზნად დაისახა მტკიცე სამეფო ხელისუფლების შექმნა და დასავლეთ საქართველოს გაერთიანება, ტყვეებით ვაჭრობის აღკვეთა და ოსმალთა ბატონობისგან ქვეყნის გათავისუფლება. მეფემ ჯერ დადიანი შემოირიგა: ცოლად შეირთო ოდიშის მთავრის კაცია დადიანის და მარიამი და ამით ძლიერი მოკავშირე გაიჩინა. ამის შემდეგ მამია გურიელი იძულებული გახდა, მეფის ერთგული გამხდარიყო. სოლომონმა შემოიკრიბა დიდი თავადებისგან შევიწროებული წერეთლები, წულუკიძეები, ჯაფარიძეები, იაშვილები და აგიაშვილები; ეკლესიას დაუბრუნა ფეოდალთაგან მიტაცებული ყმა-მამულები და საეკლესიო გლეხები გადასახადებისგან გაათავისუფლა, რითაც ეკლესიის ნდობაც დაიმსახურა. მეფემ გადაწყვიტა, ხელში ჩაეგდო სტრატეგიული მნიშვნელობის ციხეები, რომლებიც ფეოდალების ძლიერების საფუძველს წარმოადგენდნენ. მანვე შექმნა სრულიად ახალი, მეფის ხელისუფლების განმამტკიცებელი ინსტიტუტი, ე. წ. „ფიცის კაცნი“. ისინი ყოველი წლის 15 მაისს განსაზღვრულ ადგილას იკრიბებოდნენ და ფიცს დებდნენ მეფის ერთგულებაზე. შეფიცულები პოლიტიკური პრივილეგიებითაც სარგებლობდნენ. მათ შორის იყვნენ ლორთქიფანიძეები, მესხები, ავალიანები, იოსელიანები, ღოღობერიძეები, მიქაბერიძეები, ყიფიანები, ქორქაშვილები, უგრეხელიძეები, გრიგალაშვილები, ჭაბუკიანები და სხვა.
რაჭის საერისთავო XIV საუკუნის 30-იან წლებში გიორგი V ბრწყინვალემ საქართველოს ერთიანობა არადგინა და რაჭა მის შემადგენლობაში შევიდა. შემდეგში საქართველოს მეფეებმა რაჭის საერისთავო ისევ აღადგინეს. თავდაპირველად რაჭის ერისთავთა ტიტულს ჭარელიძეთა საგვარეულოს წარმომადგენლები ატარებდნენ, ხოლო დაახლოებით 1488 წლიდან — ჩხეტიძეები. XV საუკუნის II ნახევარში, საქართველო სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, რაჭის საერისთავო იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. დაახლოებით ამ პერიოდში რაჭის საერისთავოს შემადგენლობაში შევიდა ძველი სვანეთის საერისთავოს ერთი ნაწილი — „მთიულეთი“ (მდინარეების რიონისა და ცხენისწყლის სათავეებში). გვიანდელი შუა საუკუნეებში რაჭის საერისთავო ჩრდილო-აღმოსავლეთით უშუალოდ კავკასიონის მთავარ ქედს ებჯინებოდა. სვანეთიდან მას ლეჩხუმის ქედი მიჯნავდა, ლეჩხუმიდან — მდინარე ასკისწყალი, ხოლო მდინარე რიონის სამხრეთით — რაჭის ქედი, რომელიც რაჭის საერისთავოს იმერეთისგან გამოყოფდა. გვიანდელი შუა საუკუნეებში მდინარე ჯეჯორის ხეობაში საკუთრივ რაჭის საზღვრები დაღვერილას ქედამდე აღწევდა. ამ მდინარის ზემოთში მდებარე კუდარო ემორჩილებოდა. თავდაპირველად კუდარო ქართველებით იყო დასახლებული. XV–XVII საუკუნეებში მათი ადგილი დვალეთიდან გადმოსულმა ოსებმა დაიკავეს. XVI საუკუნის 30-იან წლებში იმერეთის მეფემ ბაგრატ III-მ რაჭის ერისთავებს მინდაციხე-დარბაზი გადასცა და იმერეთის სამეფოს ახლად შექმნილი სადროშოებიდან მესამის, რაჭის სადროშოს, სარდლობა ჩააბარა. რაჭის ერისთავებს საკუთარი სათავადო ჰქონდათ, რომელიც თავდაპირველად მდინარე ლუხუნის ხეობას, სოფელ წესსა და მდინარე რიონის ხეობის ერთ ნაწილს მოიცავდა. რაჭის ერისთავთა მთავარი რეზიდენცია გახდა მინდაციხე და სასახლე სოფელ წესში. იქვე იდგა ერისთავთა საგვარეულო ეკლესია — ბარაკონი. XV საუკუნეში რაჭის საერისთავოს აზნაურები იყვნენ ჭარელიძეები, ბაქრაძეები, კოტრიძეები, ჯაფარიძეები, ლაშხიშვილები და გარაყანიძეები. მომდევნო ხანაში ჭარელიძეები, კოტრიძეები გადაშენდნენ. გარაყინიძეებმა და ლაშხიშვილებმა რაჭა დატოვეს. ჯაფარიძეებმა თავიანთი სათავადო ჩამოაყალიბეს. XVI–XVII საუკუნეებში შეიქმნა წულუკიძეების, იაშვილებისა და ყიფიანების სათავადოები.