Top 10 similar words or synonyms for ჯაკომო

ფრანჩესკა    0.923152

კარმენი    0.917678

აიდა    0.917190

ფრიდა    0.916634

ჯოაკინო    0.907800

ჰექტორ    0.905127

ბრუნო    0.904529

გაბრიელა    0.901035

კარმენ    0.897667

ულმანი    0.897616

Top 30 analogous words or synonyms for ჯაკომო

Article Example
ჯაკომო ბონავენტურა ჯაკომო ბონავენტურა (; დ. 22 აგვისტო, 1989, სან სევერინო მარჩე, იტალია) — იტალიელი ფეხბურთელი. ამპლუით ნახევარმცველი, თამაშობს მილანში
ჯაკომო კაზანოვა სახელისა და სიმდიდრის ძიებაში მოიარა თითქმის მთელი ევროპა, იყო ჯარისკაცი, ბიბლიოთეკარი და მუსიკოსიც. არაერთხელ იჯდა ციხეში. კაზანოვას ეკუთვნის ისტორიული თხზულებანი: „ისტორია მღელვარებისა პოლონეთში“.
ჯაკომო ლეოპარდი ჯაკომო ლეოპარდი დაიბადა რეკანატში, მარკეს რეგიონში, რომის პაპის მმართველობის პერიოდში. მამამისი იყო გრაფი მონალდო ლეოპარდი და დედამისი მარკეზის ქალიშვილი ადელაიდე ანტისი მატეი. ლეოპარდის მამა იყო კარგი გულის კაცი და ლიტერატურის მოყვარული, ხოლო დედა ცივი და ავტორიტარული ქალი.ის ზრუნავდა ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე რომელიც დანგრეული იყო მონალდოს აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილების გამო.ოჯახი იყო ტრადიციული და რელიგიური.ჯაკომოს ჰქონდა ბედნიერი ბავშვობა,რომელიც გაატარა უმცროს ძმასთან-კარლო ორაციოსთან და დასთან პაოლინასთან ერთად.მან თავისი გამოცდილება აღწერა პოემაში Le Ricordanze.ჯაკომომ ოჯახის ტრადიციის თანახმად ორ ღვთისმსახურთან დაიწყო სწავლა მაგრამ მისი წყურვილი ცოდნისადმი მამის მდიდარმა ბიბლიოთეკამ დააკმაყოფილა.მამა სებასტიანო სანჩინის ხელმძღვანელობით ძალიან მოკლე დროში ჯაკომომ საოცრად დიდი ცოდნა მიიღო კლასიკურ და ფილოსოფიურ კულტურაზე-შეისწავლა ლათინური,ბერძნული და ებრაული ენები.მაგრამ ის განიცდიდა ფორმალური ღია განათლების ნაკლებობას.12-დან 19 წლამდე ის სწავლობდა მუდმივად,იმდენად ბევრს რამდენიც შესაძლებელი იყო,რათა გაქცეოდა თუნდაც სულიერად,მამის ხისტ გარემოცვას.ამან განაპირობა მისი მყიფე ფსიქიკური მდგომარეობა,მისმა დაავადებამ ხელი შეუშალა მას მიეღო მცირედი ახალგაზრდული სიამოვნებანი.1817 წელს პეტრო ჯორდანი კლასიცისტი ჩამოვიდა ჯაკომოს მამულში.ჯაკომო გახდა მისი მეგობარი მთელი ცხოვრების მანძილზე და ამ მეგობრობიდან იღებდა მომავლის იმედს.რეკანტში ცხოვრებამ იმდენად იმოქმედა მასზე რომ გაქცება გადაწყვიტა 1818-ში, მაგრამ მამამ დაიჭირა და სახლში დააბრუნა.
ჯაკომო პუჩინი ჯაკომო ანტონიო დომენიკო მიქელე სეკონდო მარია პუჩინი (; დ. 21 დეკემბერი, 1858 — გ. 29 ნოემბერი, 1924) — იტალიელი კომპოზიტორი, რომლის ოპერები, მათ შორის „ბოჰემა“, „ტოსკა“, „მადამა ბატერფლაი“ და „ტურანდოტი“, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად შესრულებული ნაწარმოებებია ამ ჟანრის ისტორიაში. ერთ-ერთი იმ მცირეთაგან, რომელმაც წარმატებით გამოიყენა ოპერის შესრულების გერმანული და იტალიური ტექნიკა. მიიჩნევა იტალიური ოპერის საუკეთესო წარმომადგენლად ჯუზეპე ვერდის შემდეგ.
ჯაკომო კაზანოვა ჯაკომო ჯოვანი კაზანოვა () (დ. 2 აპრილი, 1725, ვენეცია - გ. 4 ივნისი, 1798, ციხედარბაზი დუქსი, ბოჰემია) — იტალიელი მწერალი, ავანტიურისტი.
ჯაკომო მეიერბერი ჯაკომო მეიერბერი (ნამდვ. სახელი და გვარი იაკობ ლიბმან ბერი; Beer დ. 5 სექტემბერი, 1791 – გ. 2 მაისი, 1864) — გერმანიაში დაბადებული ებრაული წარმოშობის კომპოზიტორი. დაიბადა ებრაელი ბანკირის ოჯახში. მუსიკალური განათლება მიიღო მუციო კლემენტის (ფორტეპიანო), კ. ფ. ცეტერისა და გ. ი. ფოგლერის ხელმძღვანელობით. 1816-24 წლები გაატარა იტალიაში. ეუფლებოდა საოპერო ხელოვნების სტილს, წერდა ოპერებს. 1842-იდან იყო მუსიკის გენ. დირექტორი ბერლინში. 1830-40-იან წლებში პარიზის თეატრისთვის დაწერა რამდენიმე ნაწარმოები (ე. სკრიბის ლიბრეტოზე) რომელთაგან მნიშვნელოვანი ოპერა"რობერტ-სატანა" (1831, პარიზი) მეიერბერის საოპერო კონცეფცია მთელი სისრულით გამოჩნდა ოპერა "ჰუგენოტებში" (1836, იქვე) რუსეთში - "გველებისა და გიბელინების" სახელწოდებით. შემდეგ შექმნა ოპერები "წინასწარმეტყველი" (1849, იქვე) რუსეთში - "გენტის ალყის" (მოგვიანებით "იოანე ლეიდენელის") სახელწოდებით; "აფრიკელი ქალი" (1865, დაიდგა მეიერბერის სიკვდილის შემდეგ) ეს უკანასკნელი მეტყველებს კომპოზიტორის შემოქმედებით კრიზისზე. მეიერბერის საოპერო ხელოვნების სტილის ძირითადი საფუძველია სიუჟეტის ეფექტიანი განვითარება, გმირთა მკაფიო სახეები, კოლორიტული მასობრივი სცენები, სანახაობითი და ფსიქოლ. კონტრასტები; სოც. ჟღერადობა. მეიერბერის შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა XIXს-ის საოპერო ხელოვნებაზე, თუმცა შემდგომში მეიერბერის წიმააღმდეგ დაიწყო რეაქცია, უარყოფდნენ მის გარეგან ეფექტს. მეიერბერს ეკუთვნის აგრეთვე კანტატები, საორკესტრო ნაწარმოებები, მუსიკა თეატრისათვის, საფორტეპიანო პიესები, სიმღერები.
ჯაკომო ლეოპარდი ჯაკომო ლეოპარდი ("ინგლ." Giacomo Taldegardo Francesco di Sales Saverio Pietro Leopardi; დ. 29 ივნისი, 1798 – გ. 14 ივნისი, 1837) — იტალიელი პოეტი, ესეისტი, ფილოსოფოსი და ფილოლოგი.
ჯან ჯაკომო ტრივულციო ძალაუფლების ზენიტში მყოფ ტრივულციოს მოწინააღმდეგეებმა ბრალი დადეს ვენეციასთან და შვეიცარიასთან საიდუმლო კავშირში, რის გამოც მისი ავტორიტეტი საფრანგეთის მეფის თვალში ძალიან დაეცა. 1518 წელს ტრივულციო თავის გასასამართლებლად სამეფო კარზე გამოცხადდა, მაგრამ უპატიოდ იქნა მიღებული. ამდენი დამცირებით გატეხილი მოხუცი მარშალი მალე გარდაიცვალა კიდეც.
ჯან ჯაკომო ტრივულციო ჯან ჯაკომო ტრივულციოს ძმა რენე გიბელინების მხარეზე იბრძოდა და ვენეციის სამსახურში გარდაიცვალა, ხოლო ძმისშვილი ტეოდორო ტრივულციო მოგვიანებით აგრეთვე საფრანგეთის მარშალი გახდა.
ჯან ჯაკომო ტრივულციო ჯან ჯაკომო ტრივულციო ცნობილი და მდიდარი მილანური ოჯახის წევრი იყო, რომლებმაც ძალაუფლების ზენიტს XVI საუკუნეში მიაღწიეს. 1466 წელს ჯან ჯაკომო საფრანგეთის წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში მიიღო მონაწილეობა. 1476 წელს მან სისხლში ჩაახშო გიბელინების აჯანყება გენუაში. 10 წლის შემდეგ, 1486 წელს იგი ნეაპოლის მეფის სამსახურში ჩადგა, ხოლო 1494 წელს საფრანგეთის მეფის ქვეშევრდომობა მიიღო.