Top 10 similar words or synonyms for ჯაგრით

დინგზე    0.943088

კურკიანაა    0.936961

თავაკისებრ    0.931888

კურკიანა    0.931327

კენწრულ    0.927391

უფეხოა    0.925234

ხაზურ    0.923631

მარცვალა    0.923575

ერთთესლიანი    0.923454

ყვავილებად    0.922542

Top 30 analogous words or synonyms for ჯაგრით

Article Example
ხახამა ხახამა (ლათ. Rubus saxatilis) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. ივითარებს ერთწლოვან მხოხავ ვეგეტატიურ ყლორტებს და 10-30 სმ სიმაღლის საყვავილე ღეროებს; ღეროები და ფოთლის ყუნწები მოფენილია მრავალი წვრილი ნემსისებრი ეკლით და ჯაგრით; ნაყოფი კაშკაშა წითელია, იჭმება. ხახამა იზრდება ევრაზიის ტყის ზონაში; საქართველოში — მთის შუა სარტყლის ტყეებში, სუბალპურ არყნარებსა და ფიჭვნარებში, ალპურ მდელოებზე. თაფლოვანი მცენარეა.
ბუმბლიჭამიები ბუმბლიჭამიები () — მწერების რიგი. ფრინველებისა და ძუძუმწოვრების გარეგანი პარაზიტები. მათი 1-10 მმ სიგრძის სხეული დაფარულია ჯაგრით, რითაც მასპინძლის ბუმბულსა და ბეწვს ემაგრებიან. აქვთ დიდი სამკუთხა თავი და მღრღნელი პირის აპარატი, რომელიც თავის ქვედა მხარესაა გადმონაცვლებული. იკვებებიან მასპინძლის ბეწვით, ბუმბულით ან ეპიდერმისით. ცნობილია, ბუმბლიჭამიების 2500-მდე სახეობა. გვხვდება ყველგან. საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული ბუმბლიჭამიების ფაუნისტური შედგენილობა მთლიანად შესწავლილი არ არის. ამ პარაზიტების არეალი მათი მასპინძელი ცხოველის გავრცელებას შეესაბამება.
მაჩვზღარბასებრნი მაჩვზღარბასებრნი () — ძუძუმწოვრების ოჯახი მღრღნელების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 38-71 სმ, მასა 27 კგ აღწევს. ზურგი, გვერდები და კუდი დაფარული აქვთ გრძელი და მსხვილი რქოვანი ეკლებით, დანარჩენი ნაწილები — ჯაგრით. გავრცელებული არიან აფრიკაში, სამხრეთ ევროპაში, წინა, შუა და სამხრეთ აზიაში. ბინადრობენ უდაბნოებში, სავანებში ტყეებში. ხმელეთის ან ნახევრად მეხეური ცხოველებია. იკვებებიან მცენარეული საკვებით. არეალის ჩრდილოეთ ნაწილში წელიწადში ერთხელ მრავლდებიან, სამხრეთში — 2-ჯერ. საქართველოში გავრცელებულია არ არის. აზიანებს ბაღჩეულ კულტურებს, ბაღებს, ნათესებს. ზოგან მის ხორცს ჭამენ.
ხვატრისებრნი ხვატრისებრნი, მეღამისებრნი () — ღამის პეპლების ოჯახი. ფრთების შილი 3-5 სმ აღწევს. წინა ფრთები წაგრძელებულია, უკანა ფრთები ფართო და მომრგვალებულია. აქვს ჯაგრისებური, იშვიათად სავარცხლისებური ულვაშები, განვითარებული ხორთუმი. მატლი შიშველია, ძნელად შესამჩნევი ჯაგრით დაფარული, იჭუპრებს ნიადაგში, იშვიათად ხეზე. საქართველოში გვხვდება 600-ზე მეტი სახეობა. იშვიათი სახეობებიდან აღსანიშნავია ტროპიკული ელემენტი Dichromia opulenta (საქართველო წარმოადგენს მისი გავრცელების ჩრდილო საზღვარს), ამიერკავკასიის ენდემი ქართლის ხვატარი (), მთის ლოკალური და ქერცლფრთიანებში დღემდე ენდემური გვარი Cyrebia. ხვატრისებრთა შორის ბევრია ტყისა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელი.
გარეული ღორი გარეული ღორი, "ეშვი", "ტახი" () — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხოველი ღორისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 2 მ აღწევს, სიმაღლე მინდორში — 1,2 მ, წონა — 300 კგ. სხეული უხეში ჯაგრით აქვს შემოსილი, ზამთრობით უვითარდება რბილი თივთიკი. ზრდასრული ცხოველი მურა ფერისაა; გარეული ღორი გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკაში, ევროპასა და აზიაში. საქართველოში მრავალ ადგილას გვხვდება. ცხოვრობს ტყეებში, ჭალებში, წყალსატევების სანაპირო ლელიანებსა და ჩალიანებში. იკვებება ნაირგვარი მცენარეულობითა და მათი ნაყოფით, უხერხემლო ცხოველებით, ზოგჯერ ჭამს მღრღნელებსაც. ბინადრობს მცირერიცხოვანი კოლტების სახით. მაკეობა 120 დღემდე გრძელდება, შობს 3-4 (ზოგჯერ მეტ) გოჭს. გარეული ღორი სანადირო-სარეწაო ობიექტია. გამოსადეგია მისი ხორცი, ტყავი, ჯაგარი; იგი შინაური ღორის ერთ-ერთი წინაპარია.
რწყილები რწყილები () — მწერების რიგი. ძუძუმწოვრებისა და ფრინველების გარეგანი პარაზიტები. წვრილი, უფრთო მწერებია, ახასიათებთ სრული გარდაქცევა. აქვთ შებრტყელებული სხეული, წინიდან მომრგვალებული თავი, წყვილი მარტივი თვალი, მჩხვლეტავ-მწუწნავი პირის აპარატი, ძლიერ განვითარებული სახტუნავი უკანა ფეხები. სხეული დაფარულია ბეწვით ან ჯაგრით. მამალი დედალზე მომცროა. დედალი დებს 400-500 ცალ, 0,5 მმ ზომის თეთრ ოვალურ კვერცხს. მატლი უფეხოა, ჭიისმაგვარი, იკვებება ზრდასრული რწყილების გამონაყოფით, 3-ჯერ იცვლის კანს და შემდეგ ჭუპრდება. 8-14 დღის შემდეგ ჭუპრიდან გამოდის ზრდასრული ფორმა. ცნობილია რწყილების 1500-მდე სახეობა, რომელთაგანაც საქართველოში გავრცელებულია 45. ადამიანზე პარაზიტობს ადამიანის რწყილი (Pulex irritans), ვირთაგვას რწყილი (Xanopsylla cheopis), ტარბაგანის რწყილი (Oropsylla silantiewi) და სხვა. რწყილები შავი ჭირის გადამტანია როგორც თვით მღრღნელებს შორის, ისე მღრღნელებიდან ადამიანზე. ძაღლის (Chenocephalides canis), ვირთაგვას და თაგვის რწყილებს (Leptopsylla musculi) გადააქვთ რიკეტსიები. ძაღლისა და კატის ბეწვმჭამელებთან (Trichodectes canis და Trichodectes subrostatus) ერთად, რწყილები კიტრის სოლიტერის (Dipylidium canium) შუამავალი მასპინძლებია.
მწერიჭამიები მწერიჭამიები (Insectivora) — ძუძუმწოვრების რიგი. მათი სხეულის სიგრძე 3-იდან (მცირე თეთრკბილა) 39 სმ (ტანრეკი) აღწევს. აქვთ წაგრძელებული თავი, რომელიც მეტწილად მოძრავი სხეული შემოსილია ნაზი ბალნით (თხუნელა, მთიხვი, ბიგა და სხვა), ზოგისა — ჯაგრით (ტანრეკი) ან რქოვანი ეკლებით (ზღარბი). ზოგს (ზღარბი) ძალზე მოკლე კუდი აქვს, ხოლო ზოგის (მთიხვი) კუდი თითქმის სხეულის საერთო სიგრძის ტოლია. ცნობილია მწერიჭამიების 9 ოჯახი: კბილნაპრალასებრნი, ტანრეკისებრნი, წავისებრი ბიგები, ოქროს თხუნელასებრნი, ზღარბისებრნი, ხტუნიები, ბიგასებრნი, თხუნელასებრნი, მთიხვისებრნი, რომლებშიც გაერთიანებულია 300-მდე სახეობა. გავრცელებული არიან თითქმის მთელ მსოფლიოში, გარდა ავსტრალიისა, სამხრეთ ამერიკის უმეტესი ნაწილისა და ანტრაქტიდისა. იკვებებიან მწერებით, პატარ-პატარა ხერხემლიანი ცხოველებით. მრავლდებიან წელიწადში 2—3 ჯერ. სარგებლობა მოაქვთ მავნე მწერების განადგურებით. არიან ტკიპების — საში დაავადებათა გადამტანების — შუამავალი მასპინძლები. ზოგიერთის (მთიხვი, თხუნელა და სხვა) ბეწვი ძვირფასია. ზოგი სახეობის (მთიხვი, კბილნაპრალა) რაოდენობა ძალზე შემცირებულია, რის გამოც მათ ყველგან იცავენ.