Top 10 similar words or synonyms for ხორეშან

ასიმ    0.904523

მელიავა    0.899401

ბააკა    0.894259

ezel    0.893864

ცაცა    0.893215

კრეონტის    0.891796

ბიბილური    0.889830

ლეონტის    0.889068

ტერეზია    0.888760

ფაჰრიე    0.887992

Top 30 analogous words or synonyms for ხორეშან

Article Example
ამოან თუხარელი 1632 წელს თეიმურაზ მეფემ დაუმტკიცა ნასყიდობა და ცნო მისი უფლებები ზურაბ სააკაძისგან ნასყიდ სოფლებზე: სამება, ჯვარა, მადლა, ცხავერი, კაჟათუბანი. 1640 წელს როსტომ მეფემ მას უწყალობა ყმა-მამული ცუცუბანში. 1646 წელს ის კვლავ იღებს წყალობას როსტომ მეფისაგან, თიღვაში ამოვარდნილ წერეთლის მამულს. ამოანს ჰყავდა შვილები: მელქისედექი, ლამექი, დავითი და პაპუნა. დანათესავებულია გორგასალ ჩხეიძის ოჯახთან. მის ვაჟს ლამექ თუხარელს მეფის კარზე ფარეშთუხუცესის თანამდებობა ეპყრა,ლამექს ცოლად ხორეშან ჯავახიშვილი ჰყავდა.
თეიმურაზ I თეიმურაზი ძლიერ შეაწუხა ამ ამბავმა, რადგანაც ხორეშანი მისი ახლო ნათესავი იყო. ხორეშანის ბებია ნესტან-დარეჯანი თეიმურაზის პაპის ალექსანდრეს და იყო. უარი არ გავიდა და თეიმურაზი დათანხმდა. ბერი ეგნატაშვილისა და ვახუშტის ცნობით, ყაენმა ლუარსაბს მისწერა, რათა მიეცა და თეიმურაზისათვის, მის სიტყვას ვერც ლუარსაბი გადავიდა და თეიმურაზმა ხორეშანი შეირთო. ოღონდ ეს შეუღლება მოხდა მას შემდეგ, რაც თეიმურაზმა „საკანონო“ გაიღო. „პატრიარქმა და ეპისკოპოსმა კრება და რჩევა ქნეს, საქრისტიანოს გასაძლიერებლად ნება დართეს ბატონს თეიმურაზს და ხორეშან წაიყვანა ბატონმა თეიმურაზ და შეირთო“, — მოგვითხრობს პარიზის ქრონიკა. ამასვე ადასტურებს ფარსადან გორგიჯანიძეც: „ბატონის თეიმურაზის პაპა ბატონი ალექსანდრე და ხორეშან დედოფლის ბებია ნესტან დარეჯან დედოფალი და ძმანი იყვნენ, ბატონის ლევანის შვილები არიან და ქრისტიანობაში უმხდურნი ყოფილან და მერჯულენიც ნებას არ ყოფილან და არაგვის ერისთავის შვილისათვის ნაქადები ყოფილა და კრება უქნიათ ამაზედ, რომ დაძმათ შვილიშვილები ერთმანეთს ვით შერთონ. ასრე არჩივეს და საქრისტიანოს გაერთიანებისა და გაძლიერებისათვის, მერჯულეთ ნება დართვეს“. ამრიგად, თეიმურაზისთვის ხორეშანის მითხოება დარბაზმა გადაწყვიტა. საფუძველი შაჰ-აბასის მოთხოვნის გარდა საქრისტიანოს გაძლიერება ყოფილა. მართლაც, ამ აქტით ორი სამეფოს — ქართლისა და კახეთის ძალები ერთიანდებოდა და ამდენად შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონოდა ქვეყნის თავდაცვისათვის. სხვაგვარად ფიქრობს პლატონ იოსელიანი. მისი აზრით, შაჰი ამ აქტით ქრისტიანული ეკლესიის სიმტკიცის შერყევას სცდილობდა. „ხორეშანი თეიმურაზის ნათესავი იყო და შაჰმა კარგად იცოდა, რომ მათ მართლმადიდებელი ეკლესიის წესით ეკრძალებოდათ შეუღლება. ეკლესიის მოძღვარნი, მეფე და ხალხი წინასწარ ხედავდნენ შაჰის საზარელ განზრახვას, იმას, რომ შაჰს სურდა ეკლესიის წესების დარღვევით თანდათან შეერყია ქრისტიანთა სიმტკიცე, ქართველები მაჰმადიანებთან დაეახლოვებინა“.
ზურაბ არაგვის ერისთავი 1629 წელს შაჰ-აბასი გარდაიცვალა, სიმონ-ხანი ყიზილბაშთა სულისკვეთების ნაშთი იყო საქართველოში. მისი მოკვლა ქრისტიანი მეფის სკიპტრის ქვეშ ქართლ-კახეთის გაერთიანების საწინდარი შეიქმნებოდა. ამიტომ ირანის ახალი მბრძანებელი — „კახთ-ბატონს გაუწყრა“. თეიმურაზს ისედაც აღიზიანებდა განდიდებული ერისთავი და სანდო კაცებს გაუმხილა: „აწ მნებავს სიკვდილი მისიო“. გადაწყდა და საფურცლეს მდგომმა ღალატით მოკლა სიძე. ფ. გორგიჯანიძის ცნობით, ზურაბის სიკვდილის ინიციატორი ხორეშან დედოფალი ყოფილა. ჯერ კიდევ ადრე ხორეშანი წინაღმდეგი იყო თავისი ასული დარეჯანი ზურაბისათვის მიეთხოვებინა. „ხორეშან დედოფალს მიცემა არ უნდოდა, იმისათვის რომ სამშობლოს ამოგდება იმათგან იყო, მაგრამ ღონე არ იყო, ამისთვის რომ მოურავი ქართლს ეცილებოდა. თუ ზურაბ ერისთავის ქალი არ მიეცა, მოურავს მიუდგებოდა და ქართლს იმას დააჭერინებდა“. ხორეშანი ზურაბს მისი ძმის ლუარსაბის სიკვდილში, როგორც გიორგი სააკაძის თანამებრძოლს ბრალს სდებდა. ასევე ცნობილია რომ სანამ თეიმურაზის ცოლი გახდებოდა ხორეშანი იყო ზურაბზე დანიშნული, მაგრამ მოვლენები სხვანაირად განვითარდა. შემდეგ, გიორგი სააკაძის დახმარებით ზურაბს მისი და ლელა ბატონიშვილი უნდა შეერთო. ყოველივე ამის შემდეგ არასრულწლოვანი ქალიშვილის ზურაბზე მითხოვების გამო წინააღმდეგი იყო დედა. ფარსადან გორგიჯანიძის სიტყვით, „ხორეშანი ზურაბის მიმართ ცუდად ყოფილა განწყობილი და თავისი მომხრეებიც ჰყოლია. დედოფალი და ქართველნი და კახნი ზურაბ ერისთავისათვის ავნი იყვნენ და დედოფლის ნებართვით ზურაბე რისთავის სიკვდილი გამოარჩივეს... ნეფის სიმონის ბიძა ყაენის ყულარაღასია და სისხლს არ შეგვარჩენსო. მაშ ასე სჯობსო, ზურაბ მოჰკალითო და თავი ყაენს გავუგზავნოთო და ქართლის მეფის სვიმონის სიკვდილი იმას დავაბრალოთო და ქართლის მეფის სისხლი და ერანის ხელმწიფის რისხვა ამით ავიცდინოთო“.
ხორეშანი თეიმურაზი ძლიერ შეაწუხა ამ ამბავმა, რადგანაც ხორეშანი მისი ახლო ნათესავი იყო. ხორეშანის ბებია ნესტან-დარეჯანი თეიმურაზის პაპის ალექსანდრეს და იყო. უარი არ გავიდა და თეიმურაზი დათანხმდა. ბერი ეგნატაშვილისა და ვახუშტის ცნობით, ყაენმა ლუარსაბს მისწერა, რათა მიეცა და თეიმურაზისათვის, მის სიტყვას ვერც ლუარსაბი გადავიდა და თეიმურაზმა ხორეშანი შეირთო. ოღონდ ეს შეუღლება მოხდა მას შემდეგ, რაც თეიმურაზმა „საკანონო“ გაიღო. „პატრიარქმა და ეპისკოპოსმა კრება და რჩევა ქნეს, საქრისტიანოს გასაძლიერებლად ნება დართეს ბატონს თეიმურაზს და ხორეშან წაიყვანა ბატონმა თეიმურაზ და შეირთო“, — მოგვითხრობს პარიზის ქრონიკა. ამასვე ადასტურებს ფარსადან გორგიჯანიძეც: „ბატონის თეიმურაზის პაპა ბატონი ალექსანდრე და ხორეშან დედოფლის ბებია ნესტან დარეჯან დედოფალი და ძმანი იყვნენ, ბატონის ლევანის შვილები არიან და ქრისტიანობაში უმხდურნი ყოფილან და მერჯულენიც ნებას არ ყოფილან და არაგვის ერისთავის შვილისათვის ნაქადები ყოფილა და კრება უქნიათ ამაზედ, რომ დაძმათ შვილიშვილები ერთმანეთს ვით შერთონ. ასრე არჩივეს და საქრისტიანოს გაერთიანებისა და გაძლიერებისათვის, მერჯულეთ ნება დართვეს“. ამრიგად, თეიმურაზისთვის ხორეშანის მითხოება დარბაზმა გადაწყვიტა. საფუძველი შაჰ-აბასის მოთხოვნის გარდა საქრისტიანოს გაძლიერება ყოფილა. მართლაც, ამ აქტით ორი სამეფოს — ქართლისა და კახეთის ძალები ერთიანდებოდა და ამდენად შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონოდა ქვეყნის თავდაცვისათვის. სხვაგვარად ფიქრობს პლატონ იოსელიანი. მისი აზრით, შაჰი ამ აქტით ქრისტიანული ეკლესიის სიმტკიცის შერყევას სცდილობდა. „ხორეშანი თეიმურაზის ნათესავი იყო და შაჰმა კარგად იცოდა, რომ მათ მართლმადიდებელი ეკლესიის წესით ეკრძალებოდათ შეუღლება. ეკლესიის მოძღვარნი, მეფე და ხალხი წინასწარ ხედავდნენ შაჰის საზარელ განზრახვას, იმას, რომ შაჰს სურდა ეკლესიის წესების დარღვევით თანდათან შეერყია ქრისტიანთა სიმტკიცე, ქართველები მაჰმადიანებთან დაეახლოვებინა“.