Top 10 similar words or synonyms for ხეოფსის

ჯოსერის    0.834440

სანახტი    0.817612

პირამიდა    0.776973

გიზას    0.768124

სეხემხეტის    0.763846

ხეფრენის    0.763690

ტუტანხამონის    0.762170

ფარაონ    0.739819

ხეოფსი    0.737244

ჰატჰორის    0.735676

Top 30 analogous words or synonyms for ხეოფსის

Article Example
ხეოფსის პირამიდა დიდი გალერეის დასაწყისში გალერეა იტოტებოდა და ეს გზა მიემართებოდა დედოფლის კამერაში. გალერეის ბოლოში, სამეფო კამერაში ხემიუნმა გამოიყენა საინჟირნო მიდგომა, რომელმაც გადაარჩინა სამეფო კამერა ჩამონგრევას, კერძოდ კამერის თავზე განათავსა ხუთი ჰორიზონტალური ქვის ბლოკი, მათ შორის დატოვა სიცარიელე და ბოლოს გადახურა ორ ქანობიანი გადახურვით. ზემოდან წამოსული სიმძიმე გადანაწილდა გვერდებზე. პირამიდის ახლოს აღმოაჩინეს მზიური ნავი. აღსანიშნავია რომ პირამიდის შიგნით არსებობს სავენტილაციო შახტები . ერთ-ერთი მიმართულია ორიონის თანავარსკვლავედისაკენ.
ხეოფსის პირამიდა ამ პირამიდის მშენებლობისას ეგვიპტელებმა საოცარი არქიტექტურული ცოდნა გამოიყენეს, ეს კი იმაში გამოიკვეთება, რომ მასში გამოყენებული ლოდები იდეალურად ჯდება ერთმანეთში. მასზე დაახლოებით 2 300 000 ლოდი დაიხარჯა. მისმა მშენებლობამ 20 წელიწადს გასტანა და მასში ჩართული იყო დაახლოებით 100 ათასი მუშა. ხეოფსის პირამიდა ერთადერთია იმ შვიდი საოცრებიდან, რომელიც შემორჩა. ის დღესაც ითვლება არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად.
ხეოფსის პირამიდა პირამიდაში შესასვლელი განთავსდა 15 მეტრის სიმაღლეზე საიდანაც ჩადიოდნენ მიწის ქვეშ უცნობი დანიშნულების კამერაში. შესასვლელიდან 9 მეტრში გზა იყოფოდა აქედან ერთი უცნობი დანიშნულების იყო ხოლო მეორე ადიოდა ზევით სამეფო კამერაში. დერეფნის შუა ნაწილიდან ჭერის სიმაღლე იზრდებოდა 8 მეტრამდე, შედეგად აქ წარმოიქმნა ცრუ თაღი ეს იყო დიდი გალერეა.
ხეოფსის პირამიდა ხეოფსის (ხუფუს) პირამიდა, იგივე გიზას დიდი პირამიდა — შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი და ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ნაგებობა, ყველაზე დიდი პირამიდა. მისი მშენებლობა ჩვენ წელთაღრიცხვამდე 26-ე საუკუნეში დაიწყო. პირამიდის სიმაღლე 147 მეტრი იყო, მაგრამ დღესდღეობით ის 136 მეტრია. მისი თითოეული გვერდის სიგრძე 233 მეტრია. 1 კილომეტრის გავლაა საჭირო, რომ შემოუარო ამ პირამიდას.
ხეოფსის პირამიდა პირამიდის მძარცველები მშენებლობის დასრულებიდან გაცილებით გვიან გამოჩნდნენ ასპარეზზე. მათ შორის პირველი ხალიფა აბულ-აბას აბდ ალ-ლაჰ ალ-მამუნი იყო. მან ფარაონის პალატამდე გვირაბი გაათხრევინა, რადგან ფიქრობდა, რომ იქ, სხვა ფარაონთა აკლდამების მსგავსად, დიდ საგანძურს იპოვიდა, მაგრამ არაბებმა დაახლ. 28 სმ. სისქის ღამურის სკორეს ფენის გარდა ვერაფერი იპოვეს. ამის გამო ხეოფსის პირამიდის მიმართ მძარცველებმა ყოველგვარი ინტერესი დაკარგეს. მოგვიანებით პირამიდამ სულ სხვა ტიპის „მძარცველების” ყურადღება მიიპყრო. 1158 წელს არაბებმა კაიროს ერთი ნაწილი გადაწვეს და დაანგრიეს, ქრისტიან ჯვაროსნებს რომ არ ჩავარდნოდათ ხელში. მოგვიანებით, როცა ეგვიპტელებმა ქალაქის აღდგენა დაიწყეს, ახალი ნაგებობების ასაგებად პირამიდას თეთრი კირქვის ფილები შემოაცალეს. ეს ფილები მცირე რაოდენობით ზოგიერთი მეჩეთის კედლებს დღემდე შემორჩა. სამშენებლო მასალებზე მონადირეებს ვერც პირამიდის წვერი „პირამიდიონი” გადაურჩა, ამიტომაც დღეს პირამიდის სიმაღლე 137,2 მეტრია 146,6 მეტრის ნაცვლად; პირამიდის მწვერვალზე კი დაახლ. 10 მ X 10 მ ზომის კვადრატული ბაქანი გაჩნდა.