Top 10 similar words or synonyms for ხარიტონ

ვორონცოვის    0.798383

ქაქუცა    0.779327

ვორონცოვმა    0.777672

ბერია    0.777363

ჩოლოყაშვილის    0.776636

ლავრენტი    0.771011

სტეფანწმინდაში    0.770468

ალექსი    0.767305

კალისტრატე    0.762793

განჯიდან    0.760253

Top 30 analogous words or synonyms for ხარიტონ

Article Example
ხარიტონ შავიშვილი ხარიტონ შავიშვილი დაიბადა სედა დოლიძისა და როსტომ შავიშვილის ოჯახში. მის მშობლებს შვიდი შვილი ჰყავდათ, ექვსი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. ხარიტონის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა უფროსმა ძმამ, ვანომ. სწორედ მან წაიყვანა ბათუმში, 1881 წელს და რევოლუციურ საქმიანობაში ჩააბა. აქ დაუახლოვდა ხარიტონი სოციალ–დემოკრატებს – ისიდორე რამიშვილს, ნოე ხომერიკს, ბენია ჩხიკვიშვილს, ნოე რამიშვილს. აქვე გაიცნო ნოე ჟორდანია და იოსებ სტალინი. რევოლუციური მოღვაწეობა ჭიათურაში გააგრძელა, საიდანაც ქუთაისში გადავიდა. 1906 წელს დააპატიმრეს, ჯერ მეტეხის ციხეში ჰყავდათ, შემდეგ ციმბირში გადაასახლეს. სხვადასხვა საპყრობილეში გაიცნო ცნობილი რევოლუციონერები, მათ შორის ლევ ტროცკი. 1908 წლის გაზაფხულზე მოახერხა ციმბირიდან გაქცევა, გადალახა რუსეთი, პოლონეთი და საბოლოოდ შვეიცარიაში აღმოჩნდა, სადაც უფროსი ძმა, ვანო ეგულებოდა. ჟენევაში ძალიან ახალგაზრდა, 21 წლისა ჩავიდა. იქ გაიცნო ლენინი. ახლო ურთიერთობა ჰქონდა მენშევიკთა ბელადებთან – პლეხანოვსა და მარტოვთან. ეს ყველაფერი ხარიტონ შავიშვილს დაწვრილებით აქვს აღწერილი 1974 წელს ჟენევაში, ფრანგულ ენაზე გამოცემულ წიგნში – „რუსი რევოლუციონერები ჟენევაში 1908 წელს“.
ხარიტონ ვარდოშვილი ხარიტონ ვარდოშვილის პოეტური დებიუტი შედგა 1914 წელს გაზეთ „ახალ აზრში“, ხოლო 1924 წელს გამოქვეყნდა ლექსების პირველი კრებული: „მუხრანის ხიდი“, „ხალისის დასაფლავება ტფილისში“, „საუბარი უბედურ ლანდთან“ დასხვა. სულ გამოცემული აქვს 10 პოეტური კრებული. ბრწყინვალეა მის მიერ თარგმნილი გოეთეს, შილერის, ჰაინეს რჩეული ლექსები და ბალადები. მან ქართულად ააჟღერა პუშკინი, ფრანკო, მიცკევიჩი, პოლონსკი, ესენინი, ტიხონოვი, ისააკიანი, ბრიუსოვი და მრავალი სხვა.
ხარიტონ ლაპტევი 1739 წლის 9 ივლისს ხარიტონ ლაპტევი დაიძრა ქალაქ იაკუტსკიდან და 21 ივლისს მიაღწია ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეს. დიდი ყინულოვანი მასივების სახით გზაში დიდი დაბრკოლებები შეხვდა, თუმცა მაინც მიაღწია მდინარე ოლენიოკის შესართავს, აღწერა შესართავის გარკვეული ნაწილი. შემდეგ გაიარა ხატანგის ყურე, აქ დროებით შეჩერდა მოდრეიფე ყინულების გამო.
ხარიტონ ლაპტევი 1740 წლის მარტში ხარიტონ ლაპტევმა გეოდეზისტი ნიკიფორე ჩეკინი გაგზავნა მდინარეების, ტაიმირისა და პიასინას შორის მდებარე მანძილის სანაპიროს შესასწავლად. გეოდეზისტმა შეასრულა დაკისრებული სამუშაოს მხოლოდ გარკვეული ნაწილი. აგვისტოში ისევ ოკეანეში გავიდნენ, თუმცა აქ სიტუაცია რადიკალურად დაიძაბა, მას შემდეგ რაც გემი ყინულის მასებმა შეიპყრო. ლაპტევმა გემის დატოვება გადაწყვიტა. ეკიპაჟის წევრები გემიდან ფეხით ზიდავდნენ მარაგს ყინულის გავლით ხმელეთზე. შემდეგ ხმელეთით მოძრაობდნენ. ამრიგად ექსპედიციამ ვერ მოახერხა ტაიმირის ნახევარკუნძულის სანაპიროების მოვლა. თუმცა ხარიტონ ლაპტევმა გადაწყვიტა ტაიმირის ნახევარკუნძულის ხმელეთით შემოვლა. ამ გეგმის განხორციელებას იგი 1741 წელს შეუდგა. ტაიმირის ასაღწერად ლაპტევმა თავისი შემადგენლობა სამ ნაწილად დაყო.
ხარიტონ ვარდოშვილი დაამთავრა სოფლის ორკლასიანი სასწავლებელი და მუშაობა დაიწყო ფოთში გაზეთების გამავრცელებლად. 1918 წელს შევიდა თბილისის უნივერსიტეტში სიტყვიერების ფაკულტეტზე თავისუფალ მსმენელად, პარალელურად თანამშრომლობდა პრესაში, რომლის გამომცემლობა დაჰყვა ჯერ კიდევ ქუთაისიდან, სადაც 1916 წლიდან მუშაობდა ადგილობრივ გაზეთ „სამშობლოში“, შემდეგ კი ისეთ პოპულარულ ჟურნალ-გაზეთებში როგორიცაა: „თეატრი და ცხოვრება“, „განათლება“, „ჯეჯილი“, „კვალი“ და სხვა. 1921 წლიდან მუშაობას იწყებს გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციაში.