Top 10 similar words or synonyms for ხაზურ

დინგზე    0.948316

კონებად    0.945555

მჭადა    0.939261

ღეროსეული    0.937628

ბეწვებით    0.936019

ყვავილებად    0.933237

კვერცხისებრ    0.927236

თირკმლისებრი    0.926546

გრძელყუნწიანი    0.925852

ჯაგრით    0.923631

Top 30 analogous words or synonyms for ხაზურ

Your secret weapon. Online courses as low as $11.99

Article Example
ქაცვი (მცენარე) ქაცვი () — ხშირტოტებიანი ბუჩქოვანი მცენარეა ფშატისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 1,5-3,5 მ, იშვიათად 10 მ. სიმაღლის ხეა. ფოთლები მორიგეობითია, მოკლე ყუნწებით, ხაზურ-ლანცეტა, ზემოდან მონაცისფრო-მუქი მწვანეა, ქვემოდან მოვერცხლისფრო-თეთრი. ყვავილები ორბინიანია, სწორი ჯამისებური, უფურცლო ყვავილსაფარით.
სამკურნალო ბურბუშელა სამკურნალო ბურბუშელა, ბაბუაწვერა – Taraxacum officinale Nigg, ოჯ. რთულყვავილოვანნი – Asteraceae (Compositae), მრავალწლოვანი ბალახია. საყვავილე ღერო 10–30 სმ სიმაღლისაა, შეუფოთლავი, ღრუიანი, ყვავილობისას მხოლოდ კალათის ქვეშაა მატყლისებრი ბეწვით მოფენილი. გარდა ამისა, მთელ სიგრძეზე აბლაბუდისებრი ბეწვებითაა შემოსილი. ფოთლები ყველა ფესვთანურია, როზეტად შეკრებილი. მოხაზულობით მოგრძო უკულანცეტა ფორმისაა, 5–20 სმ სიგრძისა და 1–3 სმ სიგანის, ბურბუშელასებრ ან ჩანგლისებრ–ფრთისებრ განკვეთილია სამკუთხა კიდემთლიან ან დაკბილულ, გადახრილ ნაკვთებად, შიშველია ან ქვედა მხარეზე ოდნავ შებუსვილი. საბურველის გარეთა ფოთოლაკები მოგრძო კვერცხისებრიდან ხაზურ–ლანცეტამდეა, შიგნითა ხაზურ ფოთოლაკებზე უფრო ფართოა და ოდნავ მოკლე. ყველა ფოთოლაკი მწვანეა ან მონაცრისფრო–მწვანე, ყვავილები ენისებრია, ორსქესიანი, მოოქროსფრო ან ღია ყვითელი ფერის, განლაგებულია ღეროს წვერში. ნაყოფი თესლურია, მოგრძო უკუკვერცხისებრი, თეთრი ქოჩორით. მცენარე ყვავილობს IV-X.
ზღარბა ზღარბა (Acantholimon), მცენარეების გვარი ტყვიაბალახასებრთა ოჯახისა. პატარ-პატარა ბალიშისებრი ბუჩქებია. აქვთ ეკლიანი ხაზურ-ლანცეტა ფოთლები და მარტოული ან ყვავილედებად შეკრებილი დიდი ვარდისფერი ან მეწამული ყვავილები. 150-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიის სამხრეთ ნაწილში. იზრდება მთის შუა და ზედა სარტყელში მშრალსა და ქვიან ფერდობებზე.
ისლურა ისლურა (Luzula) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეების გვარი ჭილისებრთა ოჯახისა. ღერო შეფოთლილია ბრტყელი ხაზურ-ლანცეტა კიდებეწვიანი ფოთლებით. ნაყოფი ერთბუდიანი და სამთესლიანი კოლოფია. ისლურის 80 სახეობა მეტწილად გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ და ცივ სარტყელში. საქართველოში გვხვდება 8 სახეობა. საქართველოში იზრდება მთის შუა და ზედა სარტყლის ტყეებში. ხშირად გვხვდება სუბალპურ და ალპურ მდელოებზე, ალპურ ხალებზე, ქვიან და კლდოვან ფერდობებზე. ისლურა არსად არ ქმნის დამოუკიდებელ ცენოზებს.
სამკურნალო მატრიკარია მეორე სახეობა ერთწლოვანი პატარა მცენარეა, ღერო 5-30 სმ სიმაღლის, შიშველი, ძირიდანვე დატოტვილი, უხვად შეფოთლილი. ფოთლები ორმაგად ფრთისებრგანკვეთილი ხაზურ-ლანცერა ნაკვთებად. კალათები მოკლეა, სხედან გამსხვილებულ ყუნწებზე, საბურვებლი მრავალრიგიანია, მისი ფოთოლაკები კვერცხისებრ-მოგრძო ფორმისა და ბლაგწვერიანია, ფართო სიფრიფანა არშიით შემოვლებული. კალათებში ყველა ყვავილი მილისებრია, 4-კბილიანი, მომწვანო-ყვითელი ფერის. ენისებრი ყვავილები არ აქვს. ყვავილსაჯდომი ამოზნექილია, კონუსისებრი და ღრუიანი. თესლურები კვერცხისებრ მოგრძოა, 1,55 მმ სიგრძის, ცილინდრული, ოდნავ მოხრილი, წვერზე ირიბად წაკვეთილი, თეთრი, ვიწრო სიფრიფანა საყელურით. მცენარე ყვავილობს VII-VIII.
სამკურნალო მატრიკარია პირველი სახეობა ერთწლოვანი 15-50 სმ სიმაღლის მცენარეა. ღერო დატოტვილი, ფოთლები ორმაგ-ფრთისებრაა განკვეთილი ხაზურ-ძაფისებრ წაწვეტებულ ნაკვთებად. ყვავილები მრავალ კალათებადაა, წვრილი და გრძელყუნწიანი. კალათებში განაპირა ყვავილები ენისებრია თეთრი ფერის, ერთ რიგად განლაგებული, ბუტკოიანი; შიგნითა ყვავილები მილისებრია, 5 კბილიანი, საბურველი მრავალრიგიანია, მისი ფოთოლაკები ფართო სიფრიფანა არშიითაა შემოვლებული, კრამიტისებრ განწყობილი, ყვავილსაჯდომი ამოზნექილია, კონუსისებრი და ღრუიანი. თესლურები პატარაა 1 მმ სიგრძის, ცილინდრული ფორმის, ოდნავ მოხრილი, გარედან გლუვი. ყვავილობს VI-VIII.
ჟუნჟრუკი ჟუნჟრუკი (Stellaria), მცენარეთა გვარი მიხაკისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთ- ან ორწლოვანი ბალახებია. ხაზურ-ლანცეტა ან კვერცხისებური ფოთლები და თეთრი ყვავილები აქვთ. 120-მდე სახეობა გავრცელებულია მთელ დედამიწაზე. საქართველოში იზრდება 9 სახეობა. მათგან ტყის ჟუნჟრუკი (Stellaria holostea) და Stellaria media მთელ საქართველოში გვხვდება. პირველი იზრდება ტყის შუა და ზედა სარტყლის ბუჩქნარებსა და მდელოებზე; მეორე მინდვრისა და ბოსტნის სარეველაა, გვხვდება ღორღიან ფერდობებზეც, ტყის პირებზე, დანაგვიანებულ ადგილებში. Stellaria graminea მხოლოდ აფხაზეთსა და აჭარაში იზრდება, შხამიანია ცხენისათვის.
ხმალა ხმალა, ხანჯალა, გლადიოლუსი () — მრავალწლოვან გორგლ-ბოლქვიან მცენარეთა გვარი ზამბახისებრთა ოჯახისა. აქვთ სწორმდგომი, დაუტოტავი (ზოგჯერ დატოტვილი) ღერო, მწვანე ან მოცისფრო-მომწვანო შეფერილობის ხაზურ-ხმლისებრი ფოთოლი. ყვავილი ძაბრისებრია და 6 არასწორნაკვთებიანი ყვავილსაფარი აქვს; ყვავილები ლამაზად ყვავის და ფერად ნაირგვარია: თეთრი, ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი, იასამნისფერი, იისფერი; ყვავილედი ერთ-ან ორმხრივი თავთავია. ცნობილია ხმალას დაახლოებით 250-მდე სახეობა, რომლებიც გავრცელებულია სამხრეთ და ჩრდილოეთ აფრიკაში, ევროპასა და აზიაში. საქართველოში გვხვდება 7 სახეობა. მათგან 1 საქართველოს ენდემია, 1 — კავკასიისა. დეკორატიულ მებაღეობაში ფართოდაა გავრცელებული ჰიბრიდული ხმალა (), რომელიც გამოირჩევა ყვავილობის ხანგრძლივობით, დიდი ზომის ყვავილედითა და ყვავილით, ნაირგვარი ფერადოვნებით. ხმალას იყენებენ ბაღებში, პარკებსა და სკვერებში ყვავილნარების გასაფორმებლად, ყვავილწნულების გასაკეთებლად და სხვა. ხმალა მრავლდება გორგალ-ბოლქვით და შვილეული ბოლქვებით. დეკორატიულ მეყვავილეობაში მიღებულია მისი მრავალი ჯიში და ფორმა.