Top 10 similar words or synonyms for ხაზართა

სელჩუკთა    0.840796

თურქთა    0.835020

ილხანმა    0.828992

სელჩუკების    0.827399

მალიქ    0.823470

კლდეკარის    0.821524

ეგრისში    0.820996

ირანელთა    0.820740

ოსმალო    0.816720

ნადირ    0.815776

Top 30 analogous words or synonyms for ხაზართა

Article Example
ხაზართა სახაკანო ხაზართა სახაკანო — ადრინდელი ფეოდალური სახელმწიფო. წარმოიშვა VII საუკუნის შუა წლებში ქვემო ვოლგისპირეთისა და ჩრდილოეთი კავკასიის აღმოსავლეთი ნაწილის ტერიტორიაზე. ხაზართა სახაკანოს დედაქალაქი VIII საუკუნის დასაწყისამდე იყო იყო სემენდერი დაღესტანში, შემდეგ - ითილი ქვემო ვოლგაზე. VII საუკუნის II ნახევარში ხაზარებმა მეზობელი სახანოები და სახელმწიფოები დაიპყრეს. 735 წელს დარუბანდის გასასვლელითა და დარიალის ხეობით ხაზართა სახკანოში არაბები შეიჭრნენ და ხაკანის არმია განადგურეს. ხაკანმა და მისმა ამალამ აღიარა ისლამი, რომელიც მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილში გავრცელდა, ხოლო ჩრდილოეთ დაღესტანში მცხოვრებმა ხაზარებმა - იუდაიზმი. ხაზართა სახაკანოში მოსახლეობა ძირითად საქმიანობად მომთაბარე მესაქონლეობა იყო. ქვემო ვოლგის ბარში განვითარდა მიწათმოქმედება და მებაღეობა. სახაკანოს დედაქალაქი ითილი ხელოსნობისა და საერთაშორისო ვაჭრობის მნიშვნელოვან ცენტრად იქცა. მდინარე დონსა და დონეცს შუა დასახლდნენ ჩრდილოეთ კავკასიელი ალანები, რის შედეგადაც ბინადარი მოსახლეობა წარმოიშვა. დაიწყო ფეოდალურ ურთიერთობათა ჩამოყალიბება. ხელისუფლება ფაქტობრივად ადგილობრივ ხაზარ და ბულგარელ ფეოდალთა ხელში იყო. VIII საუკუნეში ხაზართა სახაკანომ ფართო კავშირი შეინარჩუნა ბიზანტიასთან, რამაც ხელი შეუწყო ქრისტიანობის გავრცელებას. სახელმწიფო რელიგიად იუდაიზმი გამოაცხადეს. VII-VIII საუკუნეში ხაზარებმა საქართველოში ილაშქრეს. IX საუკუნის დასასრულს პაჭანიკებმა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთი დაიპყრეს. ხაზართა სახაკანოზე დამოკიდებული მადიარები დუნაისკენ განდევნეს (895 წელი). სახაკანოს მთავარი მოწინააღმდეგე იყო ძველი რუსული სახელმწიფოს. ჯერ კიდევ IX საუკუნის დასასრულს რუსთა რაზმები გაიჭრნენ კასპიის ზღვაზე. კიევის დიდმა მთავრებმა ოლეგმა 913-914 და იგორმა 943-944 წლებში დაარბიეს ხაზართა სახაკანო. 964-966 იგორის ვაჟმა სვიატოსლავმა საბოლოოდ გაანადგურა ხაზართა სახაკანო, დაანგრია მისი დედაქალაქი ითილი და სხვა ქალაქები. შემდეგ ხაზარებმა სცადეს აღედგინათ სახაკანო, მაგრამ უშედეგოდ. X საუკუნის დასასრულს ხაზართა სახაკანომ არსებობა შეწყვიტა.
ხაზართა ლაშქრობები საქართველოში ხაზართა ლაშქრობები საქართველოში — ხაზარებმა საქართველოში პირველად ილაშქრეს 627 წელს ბიზანტიის მოკავშირე თურქთა დასავლეთ სახაკანოს ჯარებთან ერთად. 628 წელს მათ თბილისი აიღეს. დაახლოებით 650 წელს ჩრდილოეთ კავკასიაში ხაზართა ძლიერი სახელმწიფოს შექმნას და სამხრეთისაკენ მათი აგრესიის გავრცელებას დაემთხვა ამიერკავკასიის ქვეყნებში არაბთა გაბატონება . ამ დროიდან ამიერკავკასიის ქვეყნებისათვის ბრძოლა ხაზარებს არაბთა სახალიფოსთან უხდებოდათ. ურთიერთბრძოლაში ხაზარები და არაბები დარუბანდთან ერთად ხშირად იყენებდნენ დარიალის კარს, რის გამოც საქართველოს ტერიტორია საბრძოლო ასპარეზად იქცეოდა. ძველი საისტორიო წყაროები მოგვითხრობენ 764 წელს ხაზართა მიერ კვლავ თბილისის აღების და ქართლიდან ერისმთავარ ჯუანშერისა და მისი დის შუშანის გატაცების ამბავს.
აფხაზთა სამეფო ისტორიკოსი საგანგებოდ მიუთითებს ხაზართა დახმარებაზე ლეონისადმი. რასაკვირველია, გადამწყვეტი მნიშვნელობა ნათესაურ კავშირს ვერ ექნებოდა. ცნობილია, რომ დინასტიური კავშირები, როგორც წესი, პოლიტიკურ ინტერესთა გათვალისწინებით მყარდებოდა. აფხაზთა მთავრისადმი ხაზართა დახმარება მათი ეკონომიკური და სტრატეგიული ინტერესებით იყო განპირობებული, რადგან ჩრდილოეთ კავკასიაში ამ დროს არსებული ხაზართა სახელმწიფო შავ ზღვას მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე გამავალი გზით უკავშირდებოდა.
სემიკარაკორსკის ციხესიმაგრე ციხესიმაგრე ოთხჯერ აღემატებოდა თავდაცვითი ხასიათის მაიაკის ციხესიმაგრეს. აქ განლაგებული იყო ხაზართა ხაკანის ბანაკი ქვემო დონზე.
თბილისის ისტორია 764 წელს ხაზარები მეორედ შეესივნენ თბილისს. ქართველი ისტორიკოსის ცნობით, ხაზართა ეს ლაშქრობა ქართლის ერისმთავრის დის — შუშანას მოტაცების სურვილს გამოუწვევიაო.