Top 10 similar words or synonyms for ჭიქურები

მთრიმლავი    0.890463

პიგმენტები    0.889995

ძნელდნობადი    0.887961

ნიობიუმი    0.884973

მაგნეტიტი    0.884696

რუტილი    0.883263

აპატიტი    0.881665

აბრეშუმხვევიას    0.880749

საქაროზა    0.879766

დიგენეზური    0.879651

Top 30 analogous words or synonyms for ჭიქურები

Article Example
ჭიქური ფაქიზი კერამიკის წარმოებაში გამოიყენება გამჭვირვალე, ფერადი და კრისტალური ჭიქურები.
ჭიქური ძნელდნობადი ჭიქურები მდიდარია კაჟმიწით, მაგრამ ღარიბია ტუტე და ტუტემიწა ლითონთა ჟანგეულობით. ამ ჭიქურთა ნედლეულად იყენებენ: კვარცხს, მინდვრის შპატს და მის შემცვლელებს (კალციუმისა და მაგნიუმის კარბონატებს), კაოლინს, თიხას და წმინდად დაფქულ ფაიფურის ლეწს. ძნელდნობადი, მინდვრისშპატოვანი ჭიქურები ძირითადად გამოიყენება მტკიცე ფაიანსის დასაფარად. ისინი უფრი მეტი სიმტკიცით გამოირჩევიან ვიდრე ადვილდნობადები.
ჭიქური კერამიკულ ნაკეთობათა წარმოებაში იყენებენ გამჭვირვალე და არაგამჭვრივალე (ყრუ), უფერო და შეფერილ ჭიქურებს. დნობის მიხევით ჭიქურები იყოფა ძნელდნობად და ადვილდნობად ჭიქურებად. დნობადობა დამოკიდებულია ჭიქურის შემადგენლობაში და მასში შემავალ მასალათა ბუნებაზე.
ჭიქური ადვილდნობადი ჭიქურები მდიდარია ტუტე და ტუტემიწა ლითონთა ჟანგეულობით და ღარიბია კაჟმიწით. ამ ჭიქურთა შემადგენელი ძირითადი ნედლეულებია: კვაცი, მინდვრის შპატი, სპოდუმენი, მარმარილო ან ცარცი, დოლომიტი, ნახშირმჟავა ბარიუმი, გვარჯილა, ბოტაკი, ტყვიის მურდასანგი, სურინჯი და თეთრა. ტუტემიწა მასალები ნაწილობრივ შეიძლება შეიცვალოს თუთიის ჟანგით, რომელიც დაბლა წევს ჭიქურის გამოწვის ტემპერატურას. ტყვიის კრიალა (გალენიტი) ჭიქურის დნობის დროს (900°–ის მახლობლად) იჟანგება და წარმოქმნის ტყვიის სულფატს, რომელიც უფრო მაღალ ტემპერატურაზე იშლება
ჭიქური ქიმიური ბუნების მიხედვით ჭიქურები ტუტე, ტუტე–მიწათა, ტყვიანი და სხვა ალუმოსილიკატური და ალუმობორსილიკატური მინებია. ტუტე ჭიქურებს მიეკუთვნება „მარილის“ ჭიქური, რომელიც გამოიყენება ქვა–კერამიკულ ნაკეთობათა მოსაჭიქურებლად. სხვადასხვა ტიპის კერამიკულ ნაკეთობათა მოსაჭიქურებლად სხვადასხვა ჭიქური გამოიყენება. იმ ნაკეთობათა ზედაპირზე, რომლებსაც გამოწვის შემდეგ ყვითელი ან წითელი ელფერი აქვთ, ჭიქური ყოველთვის უფრო მუქი მიიღება, ვიდრე ღია ფერის ნაკეთობათა ზედაპირზე. ძლიერ მუქი ზედაპირის მქონე ნაკეთობებისათვის ზოჯერ იყენებენ ანგობირებას, ანუ კერამიკული მასალის დაფარვას თეთრი თიხის (ანგობის) თხელი შრით. ანგობა არ ამარტო ფარავს ნაკეთობის შრეს, არამედ საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ ისეთი ჭიქური, რომლის გაფართოების კოეფიციენტიც არც თუ ისე შეესაბამება კერამიკული მასალის გაფართოების კოეფიციენტს.