Top 10 similar words or synonyms for ცოცხლებს

ქრისტიანებსა    0.863537

იუდეველებს    0.855832

გრიგოლსა    0.852841

სიცოცხლესა    0.848718

მგლებს    0.844042

ჯუჯებსა    0.840589

ლიბერალებსა    0.837505

მეუღლეებს    0.837044

კლანებს    0.835721

აზერბაიჯანელებს    0.832945

Top 30 analogous words or synonyms for ცოცხლებს

Article Example
მესამე სამნიტური ომი სენატმა მიიღო გადაწყვეტილება დახმარებოდნენ ლუკანელებს და სამნიტებისგან ზარალის ანაზღაურება მოეთხოვათ.სამნიტებმა არა მარტო უარი თქვეს შეთანხმებაზე, არამედ დაიმუქრნენ რომ თუ ელჩები სამნიუმში ჩავლენ, ცოცხლებს მათ უკან აღარ გამოუშვებდნენ. როდესაც ამის შესახებ რომში შეიტყვეს, გადაწყვიტეს სამნიტებისთვის ომის გამოცხადება.
ძველი ეგვიპტე ეგვიპტელები თავიანთ მიცვალებულებს ისე ექცეოდნენ, როგორც ცოცხლებს: მიდიოდნენ სამარხებთან, მიჰქონდათ საჭმელი, ესაუბრებოდნენ, ლოცულობდნენ, გაჭირვების ჟამს შველასაც სთხოვდნენ და წერილსაც კი უტოვებდნენ საჩინო ადგილას, რათა სარკოფაგიდან და სხეულიდან გამოსულ და კვლავ მობრუნებულ სულს იგი შეემჩნია და წაეკითხა.
აღდგომის კუნძული ზეპირი გადმოცემების თანახმად, რომლებიც 1860-იან წლებში მისიონერებმა ჩაიწერეს, კუნძულს თავდაპირველად ძლიერი კლასობრივი სისტემა ჰქონდა. უმაღლესი მმართველი "არიკი" ფლობდა უზარმაზარ ძალაუფლებას დანარჩენ ცხრა კლანსა და მათ მმართველებზე. უმაღლესი მმართველი კუნძულის ლეგენდარული დამფუძნებლის — ჰოტუ მატუას პირდაპირი შთამომავალი იყო. კულტურის ყველაზე თვალსაჩინო ელემენტი იყო სტატუეტების მასივების — მოაის წარმოება, რომლებიც გაღმერთებულ წინაპრებს წარმოადგენდნენ. სჯეროდათ, რომ ცოცხლებს ჰქონდათ სიმბიოზური ურთიერთობა მკვდრებთან, სადაც მკვდრები უზრუნველყოფდნენ ყველაფერს, რაც კი ცოცხლებს სჭირდებოდათ (ჯანმრთელობა, მიწისა და ცხოველთა ნაყოფიერება, იღბალი და ა. შ.). ამიტომ, ცოცხლები ქვაში უკვდავყოფდნენ გარდაცვლილებს, რაც სულთა სამყაროში მათ უკეთეს ადგილას დამკვიდრებას უზრუნველყოფდა. ვინაიდან დასახლებები სანაპიროზე იყო განლაგებული, მოაის ქანდაკებები სანაპირო ხაზის გასწვრივ იყო ჩამწკრივებული ისე, რომ დასახლებასა და თავიანთ შთამომავლობას გაჰყურებდნენ, ზურგი კი ზღვისკენ, სულთა სამყაროსკენ ჰქონდათ მიქცეული.
ინკების ცივილიზაცია გარდაცვლილი საპა ინკებისა (იმპერატორების) და მათი ცოლების მუმიებს ინახავდნენ ჩვენთვის დღემდე უცნობი რაღაც ქიმიური პროცესებისა და ბალახების საშუალებით. ყველაზე კარგი ბამბისაგან დამზადებული ქსოვილის რამდენიმე ფენაში გახვეული მუმიები ისხდნენ მდიდრულ ტანსაცმელში გამოწყობილნი და მათ ისე ემსახურებოდნენ, როგორც ცოცხლებს. მსახურები ასრულებდნენ ნებიმიერ მათ "სურვილს", აჭმევდნენ და ასმევდნენ, დაატარებდნენ ტახტრევნებით, ისინი (მუმიები) ერთმანეთთან სტუმრად "დადიოდნენ", მათ ეკითხებოდნენ რჩევებს და ა. შ.
შანის დინასტია მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში პოლიტიკური სტატუსი იყო განსხვავებული. ვანი წარმოადგენდა საკრალურ ფიგურას და ჰქონდა დიდი ძალაუფლება. ის გარდაცვლილი წინაპრების პატივსაცემად ასრულებდა საზეიმო რიტუალ "დის". მიიჩნეოდა, რომ მხოლოდ მას შეეძლო ყოფილიყო შუამავალი გარდაცვლილებსა და ცოცხლებს შორის. ტიტული ან ძმიდან ძმას ან ბიძადან უფროს ძმისშვილს გადაეცემოდა, ხოლო ვან ი-დან მოყოლებული ძალაუფლება მამიდან უფროს შვილზე გადადიოდა. ვანის ახალგაზრდა ნათესავები, რომლებიც ვერ აცხადებდნენ ძალაუფლებაზე პრეტენზიას, შეადგენდნენ არისტოკრატულ კლანს.
სემანგები სემანგებში განვითარებულია ანიმიზმი, შამანიზმი და მითოლოგია. ჰყავთ მკურნალი-შამანები (ბ-ლიანი, ხალა). რწმენის თანახმად, მათ შეუძლიათ შევიდნენ ვეფხვში, ესაუბრონ სულებს, აგრეთვე, ბალახებით განკურნონ ადამიანი. სჯერათ, რომ გარდაცვლილთა სულები მიდიან სადღაც დასავლეთში, თუმცა შეუძლიათ დაბრუნდნენ ფრინველების სახით და აშინებენ ცოცხლებს. განიცდიან შიშს და ცრურწმენას ქარიშხლის წინაშე.
ვალპურგის ღამე ისტორიულად ვალპურგის ღამე წარმოდგება წარმართული საგაზაფხულო წესჩვეულებებიდან. ნორვეგიული ტრადიციით ვალგურგის ღამე მიჩნეულია „დაცემულთა ზღუდედ“. დღესასწაულობენ იმ დროს, როდესაც გარდაიცვალა ოდინი რუნების ცოდნის დასაბრუნებლად. ნათქვამია, რომ ამ ღამეს სისუსტის ჟამი დგება ცოცხლების და მკვდებს შორის. კოცონებს ანთებენ იმისთვის, რომ მოიშორონ მკვდარი და ქაოსური სულები, რომლებიც ცოცხლებს შორის დახეტიალობენ. იმის გამო, რომ ვალპურგის დღე დაემთხვა ამ დღესასწაულს, ის უკვე აღიქმება ერთსა და იმავე დღესასწაულად. ეს ორი დღე აირია ერთმანეთში და შეიქმნა ვალპურგის ღამის დღესასწაული.
მადაგასკარი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი ავსტრონეზიელი გადმოსახლებულებისათვის ტრადიციული წინაპრების კულტის მიმდევარია, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს კავშირს გარდაცვლილებს და ცოცხლებს შორის. ამ რელიგიის მიმდევრების ყველაზე უფრო დიდი რაოდენობა ცხოვრობს მერინას ხალხში. მათ სწამთ, რომ თითოეული ადამიანი სიკვდილის შემდეგ უერთდება თავიანთი წინაპრების სულებს, და რომ ყველა სული ქმნის გარკვეულ „ღვთაებრიობის“ იერარქიას. მერინას და ბეცილეოს ხალხებს შორის, ევროპელების თვალსაზრისით, მიღებულია საკმაოდ უცნაური ტრადიცია, ცნობილი როგორც ფამადიჰანა, რაც თარგმანში ნიშნავს „გარდაცვლილთა გადატრიალება“. ამ რიტუალის ჩატარების დროს, აკლდამიდან ამოჰყავთ გარდაცვლილის ნეშთი, ახვევენ ახალ სავანში (აბრეშუმის ზეწარი) და მთელი დღესასწაულის განმავლობაში მის ირგვლივ მხიარულობენ და ცეკვავენ, ზოგჯერ გარდაცვლილის ნეშთს ხელითაც კი ატარებენ. ცერემონიის დამთავრებისას ცხედარს უკან აკლდამაში აბრუნებენ.
ზულუ (აფრიკელი ხალხი) ზულუსებს აქვთ მტკიცე რწმენა სიკვდილის შემდგომ სიცოცხლეზე. ისინი უდიდეს პატივს აგებენ გარდაცვლილ წინაპრებს და სჯერათ, რომ ისინი არიან შუამავლები ღმერთსა და მათ შორის. ზულუსებისათვის დაკრძალვა არის უმნიშვნელოვანესი რიტუალი, რომელსაც დღესდღეობითაც საკმაოდ მკაცრად იცავენ. დაკრძალვისას ბევრი მნიშვნელოვანი წესი აქვთ მათ შორის კი, უმნიშვნელოვანესია ცხოველის შეწირვა, როგორც გარდაცვლილის საჩუქარი, (ამას განსაკუთრებით იმ შემთხვევებში მიმართავენ, როდესაც გარდაცვლილი არის ოჯახის უფროსი წევრი) ასევე უძველესი რიტუალის ნაწილია ხელების დაბანა შეწირული ცხოველის ფეკალიით (ამას აკეთებენ, როდესაც უკვე დამარხავენ მიცვალებულს), ამას მოჰყვება საკმევლის კმევა, რაც მათთვის წინაპრებთან კომუნიკაციის საშუალებაა და შემდეგ კი სვამენ სპეციალურ ზულუსურ ლუდს. სიკვდილი განიხილება, როგორც სიცოცხლის ახალი საფეხური, ხოლო დაკრძალვა არის ამ გარდაქმნის ზეიმი. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პანაშვიდი სწორად წარიმართოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სჯერათ, რომ შესაძლებელია გარდაცვლილის უკან დაბრუნება, რომელიც უამრავ პრობლემებს შეუქმნის ცოცხლებს. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილს საფლავის ქვას უხსნიან გარდაცვალებიდან ერთი ან ორი წლის შემდეგ, რომელსაც ახლავს მსგავსი სახის რიტუალები, რასაც დაკრძალვისას იყენებენ. ძველი  ტრადიციის მიხედვით დიდებული, საპატიო, ზულუსი იმარხებოდა სახლში, საცხოვრებელი სახლის უკან, ხოლო ოჯახის უფროსი იკრძალებოდა ცხოველის სადგომში. სამარხებში დამარხვა ჩნდება მეცხრამეტე საუკუნიდან მისიონერების გამოჩენის შემდეგ.