Top 10 similar words or synonyms for ჩუქება

deportes    0.865972

ბარიუმთან    0.857124

გაჩუქებული    0.855977

თავაზიანად    0.850490

ორესტიასი    0.849543

სასარჩელო    0.849416

ორაზროვნება    0.849318

პანფილკა    0.848100

აპუკარანის    0.847292

ოკლუზიური    0.846266

Top 30 analogous words or synonyms for ჩუქება

Article Example
ჩუქება ჩუქების ხელშეკრულება უსასყიდლოა, ამიტომ იგი არ უნდა შეიცავდეს ისეთ პირობას, რომლის ძალითაც მჩუქებელი დასაჩუქრებულისგან იღებს შემხვედრ დაკმაყოფილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელშეკრულება უსასყიდლო ხასიათს დაკარგავს და სახეზე აღარ გვექნება ჩუქება. მაგრამ პირობასთან დაკავშირებით, კანონი უშვებს გამონაკლისს. მთავარია, რომ გათვალისწინებული პირობა მჩუქებლისთვის რაიმე ეკვივალენტის მიღებას არ ითვალისწინებდეს. მხარეებს შეუძლიათ დაადგინონ, რომ ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია ამა თუ იმ პირობის შესრულებაზე ან განსაზღვრული მიზნის მიღწევაზე. ეს მიზანი კი შეიძლება იყოს საერთო-სასარგებლოც, რომელსაც შეწირულობა ეწოდება. მის მაკვალიფიცირებელ თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ, შეწირულობის შემთხვევაში, დასაჩუქრებული არის პირთა გარკვეული ჯგუფი, ჩვეულებრივ, იურიდიული პირი, რომელსაც საზოგადოებრივი მნიშვნელობა გააჩნია. ამ შემთხვევაში, ჩუქების მიზანია კეთილი, საზოგადოებრივად სასარგებლო საქმის წახალისება, ქველმოქმედების განხორციელება და სხვა. შეწირულობის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ ქმედუანიან პირს.
ჩუქება თუ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია რაიმე პირობა და დასაჩუქრებული პირობას ასრულებს, მაშინ მჩუქებელს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.
ჩუქება ჩუქება — ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. მოძრავ ნივთზე ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან, ხოლო თუ საქმე ეხება უძრავ ნივთს, იგი დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. ჩუქების ვალდებულება შესაძლებელია წარმოიშვას საჩუქრის დაპირებამ. დადგენილია, რომ საჩუქრის დაპირება წარმოშობს ჩუქების ვალდებულებას მხოლოდ მაშინ, თუ იგი წერილობითი ფორმითაა დადებული. ჩუქების დაპირება წინარე ხელშეკრულებაა, რომელიც ავალებს პირს მომავალში ხელშეკრულების დადებას, რაც ნივთის გადაცემით განხორციელდება. ჩუქების ხელშეკრულების მხარეები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები.
ჩუქება პირს უფლება არ აქვს გააჩუქოს ქონება, თუ ქონების გაჩუქება საარსებო წყაროს უსპობს მჩუქებელს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს. თუ მჩუქებელი ბოროტი განზრახვით დამალავს გაჩუქებული ქონების ნაკლს, იგი ვალდებულია დასაჩუქრებულს აუნაზღაუროს ამით მიყენებული ზიანი.
ჩუქება თუ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია რაიმე პირობა, მაშინ მისი ნამდვილობა და მოკიდებულია ამ პირობის განხორციელებაზე. პირობის შესრულება, გარდა მჩუქებლისა, შეუძლია მოითხოვოს იმ პირმაც, ვის ინტერესებშიც იგი იქნა დათქმული.
ჩუქება ჩუქების გაუქმება შესაძლებელია დასაჩუქრებულის უმადურობის გამო. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს.
ჩუქება ჩუქების გაუქმებისგან განსხვავდება ნივთის გამოთხოვა. თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა არ შეიძლება, თუ გამჩუქებელმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიგდო თავი მძიმე მდგომარეობაში.
ქორწინება ცოლს და ქმარს შეეძლოთ ერთმანეთისთვის საჩუქრების ჩუქება. ასევე არ შეიძლება საჩუქრის მიღება სიძისგან ან სიმამრისგან.
ბაფუმბირა საჭმელი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა იდეური თვალსაზრისითაც. მაგალითად, მნისვნელოვან და რელიგიურ ცერემონიებზე განსაკუთრებით მიღებული იყო საკვების საჩუქრად გაცემა ნათესავებსა და ახლობლებისთვის. ქრისტოფერ ტეილორი თავის ნაშრომში ხსნის, რომ ბავშვის დაბადებისას ოჯახში საკვებსმიჰქონდათ, რადგან ის ახალი სიცოცხლის ერთგვარი სიმბოლო იყო. ასეთ საჩუქრებში ყველაზე გავრცელებული იყო სორგოს ფაფა, რომელსაც პრაქტიკული დანიშნულებაც ჰქონდა იდეურის გარდა, ის დედის რძის კარგი მასტიმულირებელი იყო. ტეილორი იმასაც აღნიშნავს, რომ ძროხასთან დაკავშირებული საკვები ჩუქება უფრო დიდი პატივი იყო, ვიდრე ლუდთან და ყავასთან დაკავშირებულის, და ლუდთან და ყავასთან დაკავშირებული საკვების ჩუქება თავისთავად უფრო დიდი პატივი იყო ვიდრე მაგარი საკვების.
ვალდებულება ვალდებულება, ისე როგორც ყველა სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობა, განსაზღვრული იურიდიული ფაქტების საფუძველზე წარმოიშობა. წარმოშობის საფუძვლებიდან, ძირითადად, განასხვავებენ სახელშეკრულებო და კანონისმიერ ვალდებულებებს. ხელშეკრულებას ვალდებულების წარმოშობისას დიდი ყურადღება ექცევა, რამდენადაც ვალდებულებათა უმრავლესობა ხელშეკრულებიდან წარმოიშობა. ასეთი ვალდებულებითი ურთიერთობების მაგალითებია: ნასყიდობა, ჩუქება, ქირავნობა, ნარდობა, იჯარა, სესხი და სხვ.