Top 10 similar words or synonyms for ჩრდილოგერმანული

ბურიატეთი    0.691263

კრუშევაცი    0.674034

ტერნოვოს    0.673339

ბეტუ    0.672823

ტამილურთან    0.669928

გუჯარათი    0.669602

უსტეცის    0.667659

ზაგორას    0.666451

კაიენა    0.658929

ავოდა    0.657031

Top 30 analogous words or synonyms for ჩრდილოგერმანული

Article Example
სკანდინავიური ენები ქრისტეს დაბადებამდე ჩრდილოგერმანული გამოცალკევებულა დასავლეთგერმანულისაგან, ხოლო IX საუკუნიდან კი იგი დაყოფილა უკვე დასავლეთნორდულად და აღმოსავლეთნორდულად, იმავე ჩრდილონორდულად.
სკანდინავიური ენები სკანდინავიური ენები (ჩრდილოგერმანული ენები, ჩრდილოური ენები) სახელწოდება გერმანული წარმოშობის ენათა ჯგუფისა. ამ ენებზე დღესაც საუბრობენ სკანდინავიაში, ისლანდიაში, ნორვეგიაში, ფარერის კუნძულსა და ფინეთის რეგიონში. სკანდინავიური ენები შეადგენს გერმანიკული ენების ერთ-ერთ ჯგუფს და დაახლოებით 20 მილიონი კაცი აღიარებს ამ ენათაგან ერთ რომელიმეს მშობლიურ ენად.
საღვთო რომის იმპერია იმპერიაში კრიზისული განწყობა გაძლიერდა 1347—1350 წლების შავი ჭირის ეპიდემიის შემდეგ, რომელმაც მოსახლეობის რაოდენობის მკვეთრი დაცემა გამოიწვია და გერმანიის ეკონომიკას შესამჩნევი ზიანი მიაყენა. იმავდროულად XIV საუკუნის მეორე ნახევარი გამოირჩა ჰანზის სავაჭრო ქალაქების ჩრდილოგერმანული კავშირის ამაღლებით, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა და სკანდინავიის სახელმწიფოებში, ინგლისსა და ბალტიისპირეთში მნიშვნელოვანი გავლენა მოიპოვა. სამხრეთ გერმანიაში ქალაქები აგრეთვე გადაიქცნენ გავლენიან პოლიტიკურ ძალად, რომელიც გამოდიოდა მთავრებისა და რაინდების წინააღმდეგ, თუმცა XIV საუკუნის სამხედრო კონფლიქტების სერიაში შვაბიისა და რაინის ქალაქთა კავშირებმა იმპერიის მთავრების ჯარებთან მარცხი განიცადა.
საღვთო რომის იმპერია ამ დროისთვის ფრანგებმა რაინის მარცხენა სანაპირო და ავსტრიის ნიდერლანდები დაიკავეს, ხოლო ფრანკფურტი გადაწვეს. საიმპერიო არმია მეტად სუსტი იყო. იმპერიის სუბიექტები ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტად შეეზღუდათ საკუთარი მიწების საზღვრებს გარეთ საბრძოლო მოქმედებებში თავიანთი სამხედრო კონტინგენტების მონაწილეობა, უარს ამბობდნენ სამხედრო გადასახადის გადახდაზე და ცდილობდნენ, რაც შეიძლება მალე დაედოთ საფრანგეთთან სეპარატული სამშვიდობო ხელშეკრულება. უკვე 1794 წელს იმპერიის კოალიციამ დაშლა დაიწყო. 1795 წელს, ბაზელის ზავის დადების შემდეგ, ომს გამოეთიშა პრუსია, რომელსაც მიჰყვა რიგი ჩრდილოგერმანული სახელმწიფოებისა, ხოლო 1796 წელს — ბადენი და ვიურტემბერგი. ავსტრიის არმია, რომელიც სამხედრო მოქმედებების წარმოებას აგრძელებდა, ყველა ფრონტზე მარცხს განიცდიდა. საბოლოოდ, 1797 წელს ნაპოლეონ ბონაპარტეს ფრანგული ჯარი იტალიიდან შეიჭრა ავსტრიის მემკვიდრეობით სამფლობელოებში.
საღვთო რომის იმპერია იმპერიის დაშლის პროცესი ახლოვდებოდა. იანვარში შვედეთმა განაცხადა, რომ წყვეტდა თავისი ჩრდილოგერმანული სამფლობელოების (წინა პომერანია) წარმომადგენლების მონაწილეობას იმპერიის რაიხსტაგში და მის წილ გერმანულ მიწებში იმპერიის კონსტიტუციის ძალაუფლებას ანულირებდა. 1806 წლის მაისში იმპერიის ერცკანცლერმა დალბერგმა, იმპერატორის პროტესტის მიუხედავად, თავის კოადიუტორად და მემკვიდრედ დანიშნა ნაპოლეონის ბიძა, კარდინალი ჟოზეფ ფეში — ფრანგი, რომელიც ერთ სიტყვასაც კი არ ამბობდა გერმანულად. დალბერგის გარდაცვალების შემთხვევაში, ფეში საღვთო რომის იმპერიის ხელისუფლების ხელმძღვანელი გახდებოდა. ავსტრიის ახალი კანცლერის, იოჰან ფილიპ ფონ შტადიონის აზრით, იმპერიას მხოლოდ ორი პერსპექტივა ჰქონდა: დაშლა, ან რეორგანიზაცია საფრანგეთის ბატონობის ქვეშ. 1806 წლის 12 ივლიის ბავარიამ, ვიურტემბერგმა, ბადენმა, ჰესენ-დარმშტადტმა, ნასაუმ (ორივე ხაზმა), ბერგმა, ერცკანცლერმა დალბერგმა და სხვა რვა გერმანულმა სამთავრომ პარიზში ხელი მოაწერეს ნაპოლეონის მფარველობის ქვეშ რაინის კავშირის შექმნის ხელშეკრულებას. 1 აგვისტოს ამ სახელმწიფოებმა განაცხადეს საღვთო რომის იმპერიის შემადგენლობიდან გამოსვლის შესახებ. მალევე რაინის კავშირის წევრების მიერ დაიწყო იმპერიის რაინდებისა და მცირე საგრაფოების მეზობელი სამფლობელოების მედიატიზაცია, რის შედეგადაც გერმანული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების რაოდენობა ორასიდან ორმოცამდე შემცირდა.
პრუსია პრუსიის ბირთვი იყო ბრანდენბურგის საკურფიურსტო და ტევტონთა ორდენის სახელმწიფო. 1618 წელს შეიქმნა ბრანდენბურგ-პრუსიის გაერთიანებული სახელმწიფო, რომელიც ბრანდენბურგის კურფიურსტებს ემორჩილებოდა. ეს სახელმწიფო ჰოენცოლერნების დინასტიურ და იუნკერთა ინტერესებს იცავდა. პრუსიაში ბატონყმობის უმკაცრესი ფორმები გავრცელდა (ე.წ. „ბატონყმობის მეორე გამოცემა“), ხოლო მილიტარიზმი ჰოენცოლერნების სახელმწიფოს გაბატონებული და დამახასიათებელი ტენდენცია გახდა. 1701 წელს კურფიურსტმა ფრიდრიხ III-ემ „საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორისაგან მეფის ტიტული მიიღო. ბრანდენბურგ-პრუსიის საკურფიურსტო სამეფოდ გადაიქცა. ფრიდრიხ II-ის (1740-1786) დროს პრუსიის არმია დასავლეთ ევროპაში ყველაზე მრავალრიცხოვანი გახდა; განმტკიცდა მილიტარისტული პოლიტიკურ-ბიუროკრატიიული რეჟიმი (ე.წ. პრუსიულობა). მკაცრად ახშობდნენ თავისუფალი აზრის ყოველგვარ გამოვლენას. ავსტრიული მემკვიდრეობისათვის ომის (1740-48) დროს პრუსიამ ხელთ იგდო სილეზიის უმეტესი ნაწილი. შვიდწლიან ომში (1756-63) პრუსიას სურდა, დაეპყრო საქსონია, პომორიეს ჯერ კიდევ დაუპყრობელი ნაწილი და კურლანდია; განემტკიცებინა თავისი გავლენა გერმანულ წვრილ სახელმწიფოებზე, მაგრამ ფრიდრიხ II-ის არმია რუსეთის ჯარებთან გროსეგერსდორფსა (1757) და კუნერსდორფთან (1759) ბრძოლებში დამარცხდა, ხოლო 1760 წელს რუსეთის ჯარმა პრუსიის დედაქალაქი ბერლინი დაიკავა. მხოლოდ უთანხმოებამ მოკავშირეებს (ავსტრია, რუსეთი, საფრანგეთი) შორის და რუსეთში პეტრე III-ის გამეფებამ, რომელიც ყოველივე პრუსიულისა და ფრიდრიხ II-ის თაყვანისმცემელი იყო, იხსნა პრუსია კატასტროფისაგან. პეტრე III-ემ ზავი დადო და კავშირი დაამყარა ფრიდრიხ II-სთან. რუსეთსა და ავსტრიასთან ერთად რეჩ პოსპოლიტის სამ დანაწილებაში (1772, 1793, 1795) მონაწილეობამ პრუსიას შესძინა პოზნანი, ქვეყნის ცენტრალური რაიონები ვარშავითურთ, აგრეთვე გდანსკი, თორნი და სხვა ტერიტორიები. XVIII საუკუნის ბოლოსთვის პრუსიის ტერიტორია 300 ათ. კმ² გაფართოვდა. საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს პრუსია პირველი ანტიფრანგული კოალიციის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო, მაგრამ 1795 წელს იძულებული გახდა საფრანგეთთან სეპარატისტული ბაზელის ზავი დაედო. 1806 წელს პრუსია IV ანტიფრანგულ კოალიციაში მონაწილეობდა, მაგრამ ნაპოლეონ I-მა იენასა და აუერშტედტთან ბრძოლებში პრუსიის არმია გაანადგურა. ტილზიტის ზავით (1807) პრუსიამ თავისი ტერიტორიის თითქმის ნახევარი დაკარგა. პრუსიის განადგურებამ ჰ.ფ.კ. შტაინი და კ.ა. ჰარდენბერგი აიძულა, ბურჟუაზიული ხასიათის რეფორმები (გლეხობის გათავისუფლება პირადი ბატონყმობის დამოკიდებულებისაგან 1807 წ. და სხვა.) გაეტარებინათ; აგრეთვე სამხედრო რეფორმა (მოამზადეს გ. შარნჰორსტმა და ა.ვ.ა. გნაიზენაუმ). 1812 წელს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ პრუსიამ ჯარი მისცა ნაპოლეონ პირველს რუსეთზე თავდასხმაში მონაწილეობის მისაღებად. ვენის ტრაქტატით 1815 წელს პრუსიამ მიიღო საქსონიის ტერიტორიის ნაწილის 2\3, მიწები რაინზე (რაინის ოლქი, ვესტფალია). 1834 წ. შექმნილი საბაჟო კავშირის მთავარი მონაწილე პრუსია იყო. 1848 წ. ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის დროს პრუსიის მხედრიონმა ჯერ პოზნანის აჯანყება ჩაახშო, შემდეგ კი გერმანიის დემოკრატიულ და რევოლუციურ ძალებს გაუსწორა ანგარიში. 1850 წელს ძალაში შევიდა ახალი კონსტიტუცია, რომელიც 1918 წლამდე მოქმედებდა. კაპიტალიზმის განვითარება სოფლის მეურნეობაში გლეხობისათვის მტკივნეული ე.წ. პრუსიული გზით წარიმართა. პრუსიის მთავრობა დაეხმარა ცარიზმს პოლონეთის განმათავისუფლებელი აჯანყების 1863-64 წწ. ჩაქრობაში, რითაც უზრუნველყო რუსეთის კეთილდამოკიდებულება პრუსიის მიმართ მისი გერმანიაში ჰეგემონობისათვის ბრძოლის დროს. პრუსიის გამარჯვებამ დანიასთან 1864 წ. ავსტრიასთან 1866 წ. ომებში განაპირობა გერმანიის გაერთიანება პრუსიის ხელმძღვანელობით. 1867 წელს პრუსიამ ჩრდილოგერმანული კავშირი შექმნა. 1870-71 წწ. პრუსია ეომებოდა საფრანგეთს, რის შედეგადაც ხელთ იგდო საფრანგეთის ოქლები: ელზასი და აღმოსავლეთი ლოთარინგია. მიიღო 5 მლრდ ფრანკი კონტრიბუცია. 1871 წლის 18 იანვარს გამოცხადდა გერმანული იმპერიის შექმნა. გაერთიანებულ გერმანიაში პრუსიამ შეინარჩუნა გაბატონებული მდგომარეობა, პრუსიის მეფე გერმანიის იმპერატორიც იყო. პრუსია-გერმანიის მილიტარისტებმა დიდი როლი ითამაშეს I მსოფლიო ომის 1914-1918 წწ. გაჩაღებაში. ნოემბრის რევოლუციამ (1918) ჰოენცოლერნების დინასტია დაამხო, მაგრამ მონოპოლიებმა და იუნკრობამ შეინარჩუნეს თავიანთი ბატონობა. ვაიმარის რესპუბლიკაში პრუსიამ (რომელიც ერთ-ერთი პროვინცია გახდა) შეინარჩუნა თავისი უპირატესი როლი ქვეყნის ეკონომიკასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში. გერმანიაში ფაშისტური დიქტატურის დამყარების (1933 წლის იანვარი) შემდეგ პრუსიის სახელმწიფო აპარატი „მესამე იმპერიის“ სახელმწიფო აპარატს შეერწყა. 1947 წლის 25 თებერვალს საკონტროლო საბჭომ გერმანიაში მიიღო კანონი პრუსიის სახელმწიფო ლიკვიდაციის შესახებ.