Top 10 similar words or synonyms for ჩვეულებანი

ჩვეულებებით    0.830881

კულტები    0.828656

ანიმისტურ    0.800452

ყაბარდოული    0.798253

შინტოიზმი    0.796079

წარმოდგენებსა    0.790601

სულებზე    0.790492

ტიბარენები    0.790195

შეგნებაში    0.786382

არაარაბი    0.784177

Top 30 analogous words or synonyms for ჩვეულებანი

Article Example
თედორობა თედორობა, "თევდორობა" — ქრისტიანი წმინდანის თედორეს (თევდორეს) სახელობის დღე. მოდიოდა დიდმარხვის პირველი კვირის შაბათზე. წმ. თედორე ძველქართული წარმართული აგრარული ღვთაების მემკვიდრეა. თედორობა საქართველოს და ბალკანეთში ყოფამ შემოინახა, როგორც მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობისადმი, კერძოდ, ცხენისადმი მიძღვნილი საგაზაფხულო დღეობა. მას გადმონაშთის სახით შემორჩა თავდაპირველი, აგრარული ხასიათის მანიშნებელი უძველესი წარმართული წეს-ჩვეულებანი (რიტუალური ხვნა-თესვა, ლოცვა მოსავლის ბარაქიანობისათვის კერასთან, საცეხველთან და სხვა).
ბილინები ბილინებში ასახული ეპოქა არ შეიძლება ზუსტ ისტორიულ ეპოქად ჩაითვალოს. ესაა პირობითი, ეპიკური დრო. ასევე, მატერიალრი და სულიერი ყოფა, წეს-ჩვეულებანი და წარმოდგენები, რომლებიც არ შეიძლება კონკრეტული ათწლეულებით ან საუკუნეებით დათარიღდეს — ესაა ფეოდალიზმის ეპოქის (XI-XIV) და, ხშირად, უფრო გვიანი პერიოდის ყოფა აიასახა ბილინებში.
მარანი ღია მარანი ძირითადად დასავლეთ საქართველოსთვისაა დამახასიათებელი. მარნის წინ, ღია ცის ქვეშ, მიწაში ჩაყრილია ქვევრები, შემოკავებულია შქმერის ღობით და დაჩრდილულია ვაზის ტალავერით ან კომშის ხეებით. ღია მარანი შეგუებულია დასავლეთ საქართველოს ჰავისა და ნიადაგის ჭარბტენიანობას. აქ დახურულ მარანში ღვინის შენახვა საზიანოცაა. მარნის ცალკეულ კუთხეებში სრულდებოდა რიტუალები და წეს-ჩვეულებანი. დასავლეთ საქართველოს მხოლოდ მთიან მხარეებში გვხვდება დახურული ჭურ-მარანი.
აღწერა სამეფოსა საქართველოსა „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ — ვახუშტი ბატონიშვილის თხზულება. სრული სათაურია „აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ზნენი და ჩვეულებანი საქართველოსანი“. წერა დაასრულა 1745 წლის 20 ოქტომბერს მოსკოვში. თხზულება აღწერს საქართველოს გეოგრაფიას, კუთხეებს, მათ ზნე–ჩვეულებებს და მოგვითხრობს საქართველოს გაბმულ ისტორიას უძველესი დროიდან („დასაბამიდან“, „ქვეყნის შექმნიდან“) XVIII საუკუნის პირველ ნახევრამდე.
კახეთი 1614-1617 წლებში აბას I-მა ოთხჯერ ილაშქრა კახეთში. კახელები ყოველი გოჯი მიწისათვის თავგანწირვით იბრძოდნენ. მტერი ანგრევდა, წვავდა, მიწასთან ასწორებდა სახლებს, ეკლესია-მონასტრებს, ჩეხდა ბაღ-ვენახებს. მაშინ დანგრეული მრავალი ქალაქი და სოფელი შემდგომში აღარ აღმდგარა. 200 ათასზე მეტი ტყვე ირანის სხვადასხვა პროვინციაში (ფერეიდანში, ხორასანში, მაზანდარანში) ჩაასახლეს. მათმა შთამომავლებმა დღემდე შეინარჩუნეს ქართული ზნე-ჩვეულებანი.
კალიდასა კალიდასას თხზულებები დაწერილია კლასიკურ სანსკრიტზე, რომელშიც ჩართულია პრაკრიტები – ხალხური სალაპარაკო ენები. კალიდასა დჰვანის ოსტატია, მისი პოეტური სახეებით აღძრული ასოციაციები და წარმოდგენები იწვევენ იდუმალ ფიქრებს, დაფარულ გრძნობებს. იგი იყენებს პოეტიკის სხვა ხერხებსაც (ალანკარა, რასა). კალიდასას შემოქმედებაში აისახა ინდური ადათები და ზნე–ჩვეულებანი. იგი აგებულია ინდურ ტრადიციულ რელიგიურ–ფილოსოფიურ მოძღვრებაზე (თეორიები მუდმივი ცხოვრებისეული ციკლისა და ცოცხალ არსებათა დაუსრულებელი გარდასახვისა, მიზეზისა და აუცილებელი შედეგისა), რომლის თანახმად, ადამიანისათვის არაფერი არ უნდა იყოს მოულოდნელი. ამიტომაც კალიდასას დრამებში ყველა განცდა წყნარი და მელანქოლიურია, არსად არ ირღვევა პოეტური ჰარმონია, არ იგრძნობა კონტრასტულობა, ბერძნული ტრაგედიისათვის დამახასიათებელი გრძნობებისა და განცდების ქარიშხალი. კალიდასას მთელი შემოქმედება მშვენიერებისა და ზომიერების გრძნობითაა გამსჭვალული. ევროპელი მკითხველი კალიდასას შემოქმედებას XVIII საუკუნეში გაეცნო.
ოლღა მოციქულთასწორი წმინდანი იზბორსკების დიდებული გვარის ჩამომავალი, კიევის დიდი მთავრის, იგორის მეუღლე იყო. ამ უკანასკნელის მკვლელობის (945) შემდეგ ტახტის მემკვიდრის, სვიატოსლავის მცირეწლოვანების გამო ხელისუფლების სადავეები ოლღას გადაეცა. მომავალი წმინდანი კერპთაყვანისმცემელთა გარემოცვაში იყო აღზრდილი, წარმართული ზნე-ჩვეულებანი ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი, ამიტომაც სასტიკად იძია შური მეუღლის მკვლელ დრევლიანებზე - მათი სამკვიდრებელი დაიპყრო, მოაოხრა და გადაწვა, ათასობით ადამიანი ამოჟლიტა, ბევრიც ტყვედ ჩაიგდო... ამის შემდეგ ოლღამ განამტკიცა ცენტრალიზებული ხელისუფლება, მოიარა, აღწერა და მაზრებად დაყო კიევის მიწები, პირველი საზღვრებიც დაუწესა ქვეყანას... იგი მართალი და გულმოწყალე მსაჯული იყო, უყვარდა გლახაკები, მოხუცები და დავრდომილები; ყველა მოსულს გულისხმიერებით უსმენდა, დაუზარლად ასრულებდა ყოველ სამართლიან სათხოვარს...
როსტომი (ქართლის მეფე) როსტომი ზრუნავდა ქალაქებისა და ვაჭრობის განვითარებაზე. 1639 ბრძანებით აღკვეთა თბილისის მებაჟეთა თვითნებობა, ზოგიერთი ვაჭარი ბაჟისაგან გაათავისუფლა, ზოგიერთს ბაჟი შეუმსუბუქა, მდინარე ქციაზე, განჯის გზაზე, ხიდი და ქარვასლა ააგო, მდინარე თეძმის პირას ქალაქი ააშენა (ახლანდელი ახალქალაქი), თბილისში, მდინარე მტკვრის პირას — სამეფო სახლი. როსტომის მეფობის წლებში სამეფო კარზე და მაღალ ფეოდალურ არისტოკრატიაში მაჰმადიანობა და ყიზილბაშური წეს-ჩვეულებანი გავრცელდა. იგი არ ავიწროებდა ქრისტიანებს, ხელს უწყობდა მარიამ დედოფალს დანგრეული და დაზიანებული ეკლესიების აღდგენაში. როსტომმა ზოგიერთი ქართული სახელი ყიზილბაშურით შეცვალა, მაგრამ ქართული სამოხელეო წყობილება ძირითადად უცვლელი დარჩა. როსტომის რეფორმები ქართულ საზოგადოებრივ და სამეურნეო წყობას არ შეხებია.
ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი მასალის მოძიება-ჩაწერა ხდება ველზე: ენათმეცნიერის, ფოლკლორისტისა და ეთნოგრაფის შემადგენლობით შექმნილი მომძიებლთა სამკაციანი ჯგუფები წინასწარ შერჩეულ დასახლებულ პუნქტებში, ინსტიტუტში შემუშავებული სპეციალური პროგრამა-ინსტრუქციისმიხედვით, უწყვეტად მუშაობენ სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში მაინც; ამგვარი "შეკრული წრის" პრინციპითა და კომპლექსურ-ინტენსიური მეთოდით მუშაობა საშუალებას იძლევა მაქსიმალურად აღიწეროს მოცემული დასახლებული პუნქტის მეტყველება, ფოლკლორი, წეს-ჩვეულებანი, წელიწადის სხვადასხვა დროისათვის დამახასიათებელი ყოფა-ცხოვრებისა და ბუნებრივი მოვლენების ყველა ასპექტი. რამდენადაც მეცნიერებისათვის საინტერესოა სამეტყველო კოდების შერევის (დიალექტთა შერევის, წიგნის ენის გავლენის...) საკითხები და ენობრივი ხედვის სხვადასხვა ასპექტების (ათვლის სისტემების) შეპირისპირება, წლის განმავლობაში ერთი და იმავე მასალის ჩაწერა ხდება სხვადასხვა ასაკის, განათლების, სქესის, პროფესიის, ცხოვრების წესის, მსოფლმხედველობის... მქონე პირისაგან. მეტყველებაში (ზეპირსიტყვიერებაში, წეს-ჩვეეულებაში...) დროთა განმავლობაში მომხდარი ცვლილებების ხასიათის დადგენის მიზნით, ერთსა და იმავე სოფელში (რეგიონში) იმავე მასალის ჩაწერა მოხდება ათი-თხუთმეტი წლის შემდეგაც.
ცეკვა მრავალ აფრიკულ საზოგადოებებში ცეკვა რიტუალებისა და ცერემონიების განუყოფელი ნაწილია, რომლის არსებობაც მრავალ საუკუნეს ითვლის. ცეკვას მნიშვნელოვანი როლი უკავია ადამიანებისათვის თავიანთ ღმერთებთან სულიერი კავშირის დასამყარებლად, ომისათვის მოსამზადებლად თუ ჩვილის დაბადების ზეიმის, ქორწინებისა და სიკვდილის აღსანიშნავად. მსგავსი სარიტუალო ცეკვები უმთავრესად მკაცრი წესებით იმართება და ამა თუ იმ ტომისათვის დამახასიათებელი სპეციფიურობით ხასიათდება: ბანტუს ხალხებს შორის მეტად გავრცელებული მისალმების სიტყვიერი ფორმა არის “რას ცეკვავ (შენ)?”. აქედან გამომდინარე, ადამიანის სოციალური წეს-ჩვეულებანი, რელიგია თუ ტომის მიერ განსაზღვრული იდენტურობა განსაზღრავს მისი ცეკვის ხასიათს. აფრიკული მუსიკა და ცეკვა მიუხედავად კულტურათა მრავალფეროვნებისა ბევრ აფრიკულ ქვეყანაში მაინც საერთოა. ტრადიციული აფრიკული ცეკვა სათემო საქმეა და ძირითადად ჯგუფურ საქმიანობას წარმოადგენს. ის ასევე ცხოვრების მრავალ ასპექტსაც აერთანებს მაგ: მრავალფეროვანი მითითებები შრომის, თევზაობის თუ საომარი მოქმედებების შესახებ. ის სოციალური, პლიტიკური და რელიგიური დღესასწაულების მნიშვნელოვანი ნაწილია. დასვლური ბალეტის სწორი ხაზებისა და ვერტიკალური პოზიციის საპირისპიროდ, ბევრი აფრიკული ცეკვა ფეხის დაკვრითი მონაცვლეობით, მუხლში მოხვრით, სხეულის კიდურებისა და ტანის ტალღისებური მოძრაობებით ხასიათდება. დროთა განმავლობაში არაერთი აფრიკული საზოგადოება გადაშენების პირას არის და მასთან ერთად მისი ცეკვებიც. მსოფლიოში დღემდე მოღწეულ აფრიკულ ცეკვებს მაყურებელს უმეტესწილად პროფესიონალური ცეკვის კომპანიები წარმოუდგენენ.