Top 10 similar words or synonyms for შტატებშიც

შტატებიდან    0.711901

შტატებში    0.687565

შტატებთან    0.674490

შტატებსა    0.668097

შეერთებულ    0.662149

იაპონიასა    0.628910

შტატებისა    0.628611

ავსტრალიასა    0.623439

ამერიკისა    0.620719

ამერიკასა    0.617839

Top 30 analogous words or synonyms for შტატებშიც

Article Example
BMW M6 "BMW M6" პირველი თაობა წარმოდგენილი იყო 1983 წლის სექტემბერს ფრანკფურტის ავტოსალონში. ავტომობილს გააჩნდა Е24 ძარა, 6-ცილინდრიანი ძრავით (M88/3), 3453 სმ³ მოცულობითა და 286 ცხ.ძ.-ით. 1987 წლიდან იგი იწარმოებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც მიიღო შემოკლებული სახელწოდება – М6.
This Was This Was — ბრიტანული პროგრესული როკ-ჯგუფ ჯეთრო ტალის სადებიუტო სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1968 წელს. იგი ჩაიწერა სულ 1200 გირვანქა სტერლინგის ბიუჯეტით და მიიღო ბევრი დადებითი შეფასება. ვუდსტოკის ფესტივალის მოვლენების ამსახველ დოკუმენტურ ფილმში გაისმის სიმღერის „Beggar's Farm“ ფრაგმენტები, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ დროს ეს ალბომი შტატებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
ევთანასია ნებაყოფლობითი ევთანასიის (და ექიმის დახმარებით მოკვდინების) ირგვლივ მიმდინარე დებატებში გარდამტეხი როლი შეასრულა კარენ ენ ქუინლენის საქმეზე გამოხატულმა საზოგადოებრივმა ფურორმა (ყოველ შემთხვევაში, აშშ-ში მაინც). ქუინლენის საქმემ საფუძველი ჩაუყარა ნებაყოფლობითი პასიური ევთანასიის სამართლებრივ დახმარებას. 1977 წელს კალიფორნიაში სიცოცხლის შესახებ ანდერძების ლეგალიზება მოახდინეს და მალევე იგივე სხვა შტატებშიც განხორციელდა.
მაგიდის ჩოგბურთი თამაშს უამრავი სახელი ერქვა, მათ შორის ,უიფ-უაფი" და ა. შ. სახელი - ,პინგ-პონგი" - ფართოდ გამოიყენებოდა ბრიტანული კომპანიის - ჯ. ჟაკი და შვილი - სავაჭრო ნიშნამდე (1901). შემდეგში ,პინგ-პონგი" აღნიშნავდა თამაშს, რომელსაც ჟაკის უფრო ძვირი აღჭურვილობით თამაშობდნენ, სხვა მანუფაქტურები კი მას მაგიდის ჩოგბურთს უწოდებდნენ. მსგავსი სიტუაცია იყო ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც კომპანიამ ,პინგ-პონგის" ლიცენზია კომპანია ,ძმები პარკერები"ს მიჰყიდა. კომპანიამ ეს სავაჭრო ნიშანი 1920-იან წლებში კიდევ უფრო მეტად გაამყარა იმით, რომ თამაშის სახელი 1920-იან წლებში ,მაგიდის ჩოგბურთს" დაუკავშირა, თუმცა, როგორც - სავაჭრო ნიშანი.
აფრო-ამერიკელები შავკანიანების დამოუკიდებელი ქრისტიანული ორგანიზაციები XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე შეიქმნა. ასე მაგალითად, 1816 წელს შეიქმნა  აფრიკული მეთოდისტური ეპისკოპალური ეკლესია, რომელსაც სათავეში პირველი შავკანიანი ეპისკოპოსი რიჩარდ ალენი ჩაუდგა. შავკანიანების დამოუკიდებელი ბაპტისტური ეკლესია კი მხოლოდ სამოქალაქო ომისა და მონების განთავისუფლების მერე შეიქმნა. თავიდან შავკანიანები და თეთრკანიანები ერთ  ეკლესიას განეკუთვნებოდნენ, მხოლოდ სამოქალაქო ომის შემდეგ მოხდა შავკანიანების სეგრეგაცია, იზოლაცია ცხოვრების  ყველა სფეროში და მათ შორის ეკლესიაშიც. საეკლესიო ორგანიზაციებში შავკანიანებისა და თეთრკანიანების განცალკევება სამხრეთის შტატებში კანონით იყო დადგენილი,  ჩრდილოეთის შტატებშიც შავკანიანები მხოლოდ საკუთარ ეკლესიაში ლოცულობდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დამცირება და ხშირად ფიზიკური ანგარიშსწორება ელოდათ.
მანჰეტენი მანჰეტენი () — მიუთითებს ამავე სახელწოდების კუნძულზე და ნიუ-იორკის ხუთიდან ერთ-ერთ რაიონზე (Borough), რომელიც თავის მხრივ მოიცავს თავად მანჰეტენის კუნძულს და სხვა რამდენიმე მცირე კუნძულსა და კონტინენტის მცირე ნაწილს. ამ რაიონს ასევე ნიუ-იორკის ქაუნთი ჰქვია და მისამართები მანჰეტენის რაიონში ტიპიურად აღინიშნება, როგორც New York, NY. 2015 წლის აშშ-ის აღწერის მიხედვით რაიონის მოსახლეობა შეადგენდა 1,644,518 ადამიანს, თუმცა ეს ქაუნთი გეოგრაფიულად ყველაზე მცირეა აშშ-ში მხოლოდ 61.4 კმ² მიწით. 27,812.2 ადამიანით კვ. კმ-ზე ეს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქაუნთია როგორც თავად ნიუ-იორკში, ასევე მთელ შეერთებულ შტატებშიც.
ნაჰუას ხალხი ნაჰუას ხალხი ძირითადად ცხოვრობს მცირე ზომის დასახლებულ პუნქტებში, დაწყებული რამდენიმე ოჯახისაგან შემდგარი პატარა სოფლებიდან დამთავრებული ქალაქებით, რომელთა მოსახლეობაც ოთხ ან ხუთ ათას ადამიანს შეადგენს. უფრო მეტად მოზრდილი და სოციალიზირებული თემები, როგორიცაა ტეპოზტლანი, ხშირად ესპანურ ყაიდაზეა მოწყობილი - ეკლესიითა და სავაჭრო მოედნით ცენტრში. პატარა სოფლები შეიძლება შედგებოდეს სახლების მიმოფანტული დაჯგუფებებისგან, რომელთაგანაც თითოეული ერთ-ერთ სანათესაოს ეკუთვნის. მათი საცხოვრებლების კონსტრუქცია კარგად არის მორგებული რეგიონსა და მის გარემო ფაქტორებზე. მაგალითად, ნაჰუას ის ნაწილი, რომელიც ტროპიკულ ადგილებში ცხოვრობს, როგორც წესი აშენებს ერთოთახიან საცხოვრებლებს ხის ბოძებისგან, რომლებიც გადახურულია ჩალით. ხშირად შეიძლება ერთი კედელი ტალახში შერეული დაჭრილი ბალახითაც გაამაგრონ წვიმისა და ქარისგან თავდასაცავად. სახლის გეგმა არის მართკუთხა, თუმცა ზოგჯერ ერთ-ერთი კუთხე მომრგვალებულია. იატაკი წარმოადგენს დაპრესილ მიწას, რომელსაც ქალები ყოველდღიურად ნამავენ და გვიან. მაღალ ადგილებში მდებარე სახლებს, ცივი ქარისაგან თავდასაცავად, აშენებენ ფიცრებით, ტალახის აგურებით ან სხვა შესაბამისი მასალით. ახლად აშენებულ საცხოვრებლებს საძინებლად და დროის გასატარებლად იყენებენ, ხოლო უფრო მოძველებულებს - სამზარეულოდ. როგორც წესი, ინტერიერი, რამდენიმე ხელოვნური ნივთით, ღარიბულადაა მოწყობილი. თითოეულ სახლს აქვს მაღალი, ვიწრო მაგიდა, რომელიც სალოცავის როლს ასრულებს. მასზე შეიძლება იდოს სანთლები, საკმეველი, ჯვრები ან კომერციულად წარმოებული წმინდანთა სურათები. სამზარეულო შეიძლება იყოს ოთახის ერთ ბოლოში ან ცალკე მდგომ შენობაში. იგი შედგება ერთი ან რამდენიმე მიწაზე ან აგურებზე განთავსებული ცეცხლის დასანთები ადგილისაგან. ცეცხლის გარშემო სამი ქვა არის შემოლაგებული, რაც მრგვალი ჭურჭლის განთავსების შესაძლებლობას იძლევა. მოპირდაპირე კედელზე მიმაგრებულია თაროები, რომლებზეც ქვაბებს, თეფშებს, საკვებს ან სხვა აღჭურვილობას ინახავენ. ადამიანებს იატაკზე ან ხის კარკასზე გაფენილ ხალიჩებზე სძინავთ, დღის განმავლობაში კი მათ კეცავენ და სახლის კუთხეში ინახავენ. დამატებით, ოჯახს შეიძლება ჰქონდეს ბეღელი, სიმინდის შესანახად, ზოგიერთ რეგიონში კი აბანო და საპირფარეშო. სიმინდის მოსავალი თავის ჩენჩოებიანად ფაქიზადაა დაწყობილი საცხოვრებელში. ხშირად ნაჰუას ხალხს თავიანთი სახლების მახლობლად გააჩნია პატარა ბაღები, სადაც დარგულია ყვავილები, ხეხილი, ყავა, მწვანილები და სხვა სასარგებლო ან დეკორატიული მცენარეები. ოჯახები ასევე ფლობენ რამდენიმე შინაურ ცხოველს, როგორებიცაა ინდაური, ქათამი, იხვი, ღორი და ძაღლი, რომელიც ქონების დასაცავად და ვიზიტორების მოახლოებისას გაფრთხილებისთვის მექსიკაში სწრაფმა ეკონომიკურმა განვითარებამ და გაუმჯობესებულმა გზებმა ნაჰუას ხალხს საშუალება მისცა სახლები აეშენებინათ ცემენტის ბლოკებისა და კერამიკული ფილებისაგან, გოფრირებული რკინის სახურავებით. ასეთ შენობებს ხშირად იატაკიც ცემენტის აქვთ. მზარდი ტემპებით, უფრო და უფრო მეტი შორეული სოფელი უკავშირდება ეროვნულ ელექტრო ქსელს და ზოგიერთს გარკვეული ფორმებით დენადი წყალიც აქვს. არც ისე უჩვეულოა თუ რომელიმე მიუვალ სოფელში ჩალის სახურავზე დამაგრებულ სატელევიზიო ანტენას დაინახავთ. ცემენტის ბლოკებით შენების ტექნოლოგიას უპირატესობები გააჩნია ტრადიციულ დიზაინთან შედარებით. მოსახლეობა ბოძებითა და ჩალით ნაგები სახლების გამძლეობას და მოვლის სირთულეს უჩივის, რაც რამდენიმე ათწლეულის შემდეგ უფრო უარესდება. ასევე ახალი საცხოვრებლები ნაკლებად სახიფათოა ცეცხლთან მიმართებაში, თუმცა ადამიანები აღნიშნავენ, რომ ცხელ გარემოში ცემენტის სახლები უჰაერო ღუმელებივით ისრუტავენ სიმხურვალეს და მათში ცხოვრება გაუსაძლისი ხდება. ტრადიციული სახლები გრილად რჩება იმავე ამინდში, რადგან ცხელ ჰაერსა და ცეცხლის კვამლს გარეთ გასვლის საშუალებას აძლევს. ეს თანამედროვე ტექნოლოგიის მიერ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მაგივრად გაუარესების შესანიშნავი მაგალითია. ნაჰუას უმეტეს თემებში ტრანსპორტირების მთავარ საშუალებას წარმოადგენს ცხენი, თუმცა გზების გამოსწორების შედეგად უფრო და უფრო მეტი ხალხი მოგზაურობს ავტობუსით, სატვირთო მანქანით, ველოსიპედით ან თუნდაც რკინიგზით. ამის გამო ყოველდღიურად იზრდება ნაჰუას ახალგაზრდა წარმომადგენლების რიცხვი, რომლებიც მიემგზავრებიან ქალაქში სამუშაოს საძებნელად. ისინი მოგზაურობას ხშირად ქალაქის მახლობლად მდებარე ჯურღმულებში ასრულებენ, სადაც საკმაოდ რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება. ბევრი მათგანი ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მიემგზავრება სადაც დასაქმებას სასოფლო-სამეურნეო დაწესებულებებსა და ქარხნებში ცდილობს. ხშირად ისინი ცხოვრობენ ვიწრო პირობებში ფულის დასაზოგად. ასეთ პირობებში ადამიანების უმეტესობა კარგავს ნაჰუას იდენტობას და ხდება იზოლირებული, გაღატაკებული მეტისი.