Top 10 similar words or synonyms for შიმპანზეებზე

მოყვანისათვის    0.827350

ანტიდოტი    0.819587

grosmorne    0.818485

nlw    0.812669

huechu    0.810395

ზემცირე    0.810104

dddddd    0.809296

გალიჩიცის    0.807320

ჰაიკ    0.807263

ლეიკემიის    0.806535

Top 30 analogous words or synonyms for შიმპანზეებზე

Article Example
შიმპანზე ამ კვლევის შედეგად შიმპანზეებზე ექსპერიმენტების ჩატარების აკრძალვა არ მომხდარა, თუმცა დაწესდა გარკვეული ჩარჩოები და შეზღუდვები, რომლებიც ერთგვარ კრიტერიუმებს აწესებენ შიმპანზეებთან მოპყრობის შესახებ. ეს კრიტერიუმები შემდეგი მთავარი პუნქტებისგან შედგება:
შიმპანზე შიმპანზეებზე დაკვირვებებს მუდმივად ართულებს მათი ჯგუფურად გადაადგილების უნარი რაც ყოველთვის ართულებდა პროცედურებს.   მათთვის ერთიანობა სიძლიერის მაჩვენებელია და შესაბამისად ნაკლაბად თუ ნახავთ მარტო მოხეტიალე შიმპანზეს.
შიმპანზე ზემოთ აღნიშნულ საფრთხეებს და ეთიკურ ფაქტორებს დაერთო ისიც, რომ ტექნოლოგია განვითარდა და უამრავი ექსპერიმენტის ჩატარება უკვე შიმპანზეების გარეშე გახდა შესაძლებელი, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მათი შენახვა და კვლევების ჩატარება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, გასაგები გახდება თუ რატომაა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ასეთი აქტუალური შიმპანზეებზე აქტიურად კვლევების ჩატარების აკრძალვის საკითხი.
შიმპანზე 2015 წელს შიმპანზეებზე ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, რომ სპონტანური სიცილი ადამიანებში უნდა ჩამოყალიბებულიყო ადამიანებისა და შიმპანზეების საერთო წინაპრიდან. კვლევის სუბიექტი იყო 46 შიმპანზე ზამბიის(აფრიკა) 46 შიმპანზე თამაშის პროცესში. ისინი არჩეულები იყვნენ ზამბიის(აფრიკა) 4 სხვადასხვა კოლონიიდან, რათა გამორიცხულიყო ინდივიდუალური განსხვავებები. გამოყენებულ იქნა სპეციალური კოდური სისტემით, რომელიც სახის მოძრაობის მცირე ცვლილებასაც კი აფიქსირებს.
შიმპანზე შიმპანზეების როლი ასევე მნიშვნელოვანია აუტოიმუნური დაავადებებისა და სიმსიმვნის სამკურნალოდ გამოყენებადი მონოკლონარული ანტისხეულების თერაპიის შესწავლასა და ამ მხრივ განვითარებისათვის, რადგან მათი უჯრედული ზედაპირის რეცეპტორები და ციტოკინების თავისებურებები თითქმის ადამიანის იდენტურია. შიმპანზეებზე დატესტილი მონოკლონალური ანტისხეულებით იკურნება ისეთი დაავადებები როგორებიცაა B-უჯრედული არა-ხოჯკინის ლიმფომა, რამდენიმე ანთებითი და ართრიტული დაავადებები, მათ შორის რევმატოიდული ართრიტი, კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, ფსორიაზი და უამრავი სხვა.
შიმპანზე გვინეაში, ბოსოუს ტყეებში ჩატარებულმა დაკვირვებამ შიმპანზეებზე აჩვენა შიმპანზეებში დედების მიერ გარდაცვლილ შვილებზე ზრუნვის შემთხვევები. 2003 წელს რესპირატორული დაავადების ეპიდემიამ ბოსოუს ტყეებში 5 შიმპანზე იმსხვერპლა, რომელთა შორისაც ორი მცირეწლოვანი- 1 წლის ჯიმატო და 2 წლის ვევე იყვნენ. გარდაცვლილ სხეულებს დედები, შესაბამისად, 68 და 19 დღის განმავლობაში ზურგზე მოკიდებულებს დაატარებდნენ და უკვე გამოფიტულ სხეულებს ბუზებისგან იცავდნენ. თუმცა დაკვირვების შედეგების სათანადო ინტერპრეტაცია ვერ ხერხდება, რამდენადაც მკვლევარებს შეუძლიათ დააკვირდნენ მხოლოდ შიმპანზეების ქცევას და არა მათ გონებრივ მდგომარეობას, რაც ართულებს იმის დადგებას თუ რამდენად აცნობიერებდნენ დედები შვილების გარდაცვალების ფაქტს.
შიმპანზე რაც შეეხება C ჰეპატიტს, იგი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომლისგანაც 200 მილიონზე მეტი ადამიანი იტანჯება, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი ამ ვირუსით უდრო მეტი ადამიანი იღუპება ვიდრე აივ ინფექციით. რეალურად 33-დან 1 ადამიანი 45-64 ასაკობრივ ზღვარში ისეა ინფიცირებული C ჰეპატიტით, რომ არც კი იცის ამის შესახებ. ასეთი საშიში და გავრცელებული დაავადების შესწავლაში კი ძალიან დიდი როლი შეასრულა შიმპანზეებზე კვლევების ჩატარებამ, რომელიც სამ ათეულ წელიწადზე დიდხანს მიმდინარეობდა. 1998 წლიდან 2007 წლამდე-მდე დაახლოებით 500 შიმპანზე იყო ჩართული მათთვის საზინო და მტკივნეულ კვლევებში, რასაც შედეგად ვირუსის შესწავლა და ანტივირუსული თერაპიის განვითარება მოჰყვა.
Paranthropus robustus მიუხედავად იმისა, რომ პარანთროპუსის ყველა შესწავლილ ინდივიდში ნაპოვნია სეზონური დიეტური ცვალებადობის დამამტკიცებელი ნიშნები, ჩვენ ასევე გვაქვს ყოველწლიურ ცვალებადობაზე არსებული მაგალითები, რომელთაც შეეძლოთ გავლენა ჰქონოდათ წვიმაზე დამოკიდებული საკვების ხელმისაწვდომობის ყოველწლიურ სხვაობაზე. ალტერნატიულ, შესაძლო ახსნად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ინდივიდუმები ხშირად მიგრირებდნენ ტყეებით მდიდარ ადგილებსა (სადაც C3 -საკვებს ამჯობინებდნენ) და სავანას ტიპის ღია ტერიტორიებს (С4 ის წყარო) შორის. ყველანაირ შემთხვევაში, შედეგები ძალიან მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩვენს ახლო ნათესავებზე, შიმპანზეებზე ჩატარებული კვლევების შედეგებისგან. ზოგიერთი შიმპანზე ბინადრობს ტყეებით მეტ-ნაკლებად მდიდარი სავანების ეკოსისტემაში, რომელიც მიიჩნევა ადრეული ჰომინინების პოტენციური საცხოვრებელი გარემოს იდენტურად. თუმცა, შიმპანზეების მიერ მიღებული С4 ტიპის საკვები არ არის გაზომვადი რაოდენობრივი სიმცირის გამო, ხოლო მათი თმის კარბონის იზოტოპების შემადგენლობა, არსებული ინფორმაციის მიხედვით, თითქმის არ იცვლება სეზონიდან სეზონამდე. რადიკალურად განსხვავდება ბაბუინების შემთხვევა, რომლებიც ზოგიერთ რეგიონში ძალიან დიდი რაოდენობით ღებულობენ С4 ბალახის თესლსა და ფესვებს, ასევე აქვთ δ13 C ის საკმაოდ ცვალებადი მაჩვენებელი. გარდა ამისა, იურიტოპიკული ბაბუინი შესაძლოა იყოს პარანთროპუსის უფრო შესაბამისი ეკოლოგიური ანალოგი.
ბიპედალიზმი ინდიანის უნივერისტეტის პროფესორმა, კევინ ჰანტმა წინ წამოწია პოსტურალური კვების ჰიპოთეზა. ჰანტი ერთმანეთს უპირისპირებს შიმპანზეებისა და ჰომინიდების ანატომიურ განვითარებას. შიმპანზეებზე საუბრისას იგი აღნიშნავს, რომ მათ ბიპედალიზმი სჭირდებოდათ მხოლოდ კვების დროს, რათა უკეთ მოეპოვებინათ საკვები, რომელიც ხეზე იზრდებოდა. ჰანტი ამტკიცებს, რომ ამგვარი ბიპედური ქცევა დროთა განმავლობაში გადაიზარდა რეგულარულ სხეულის მდგომარეობად, რადგან ის ბევრად უფრო მოსახერხებელი იყო საკვებზე ნადირობისა და შეგროვებისას. 1994 წელს ჰანტმა წარმოადგინა სტატისტიკა შიმპანზეების მოტორულ ფუნქციებსა და ქცევაზე დაკვირვების მიხედვით, რითაც მან განამტკიცა მცირე-ობიექტებით კვების (small-object feeding) ჰიპოთეზა. შედეგების მიხედვით, იგი წერს, რომ შიმპანზეებში ბიპედალიზმის განვითარების მხოლოდ 1 ან 2% მოიცავდა წინააღმდეგობების ჩამოშორებას, იარაღის გამოყენებას და ა.შ, მაშინ როცა კვება ბიპედალიზმის 85%-ს მოიცავდა. როუზისა და ჯოლის მსგავსად, ჰანტი ამბობს რომ შიმპანზეები მართლაც იყენებდნენ ორ ფეხზე დგომას ხის ტოტებთან არსებული ხილის მოსაწყვეტად, თუმცა ჰანტი დარწმუნებულია, რომ შიმპანზეები არბორეალური ყოფისასაც, უშუალოდ ტოტიდან ტოტზე სანადიროდაც, ბიპედალიზმს მიმართავდნენ. ვინაიდან ხის ზოგიერთი ტოტი ზედმეტად წვრილი იყო, წინა ორი კიდურის ჩასაჭიდებელ ინსტრუმენტებად გამოყენება, ხოლო უკანა კიდურით ბალანსირება იდეალური კომბინაცია იყო უსაფრთხოების დასაცავად.
სქესობრივი გადარჩევა რა შეგვიძლია ვთქვათ ამ მხრივ ადამიანზე? ადამიანი ამ ორივე ნიშნით გორილებსა და შიმპანზეებს შორისაა. კაცი საშუალოდ 20 პროცენტით დიდია ქალზე, რაც კაცებს შორის შეჯიბრზე და პოლიგენიაზე მიუთითებს. თუმცა ასეთი სქესობრივი დიმორფულობა გორილებთან შედარებით უფრო ნაკლებია, თუმცა შიმპანზეებზე დიდია. კაცის სათესლე ჯირკვლების ფარდობითი ზომა შიმპანზეს სათესლე ჯირკვლებზე მცირეა, თუმცა გორილას ზომას დაახლოებით ოთხჯერ აღემატება. საინტერესო ის არის, რომ ეს ადამიანებში სპერმის შეჯიბრის არსებობაზე მიუთითებს. თუკი სპერმის შეჯიბრი არის კაცებში, ეს გულისხმობს რომ მდედრებს დროის მოკლე პერიოდში (შესაძლოა რამდენიმე დღის განმავლობაში) რამდენიმე მამრთან ჰქონდათ სექსი. ეს აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ სპერმის შეჯიბრი ჩამოყალიბდეს კაცებში. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, კაცის სპერმის რაოდენობა იზრდება, როდესაც ის პარტნიორისგან დაშორებულია. ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ სანამ კაცი დაშორებულია პარტნიორს, ქალს შეიძება სხვა კაცთან ჰქონდეს სექსი. დაბრუნების შემდეგ კი დიდი რაოდენობით სპერმის გამომუშავება განაყოფიერებას ხელს შეუწყობს, თუკი ქალის რეპროდუქციული არხი სხვა კაცის სპერმას შეიცავს.