Top 10 similar words or synonyms for შეუხამა

არქიტექტურაში    0.568359

წყობას    0.555739

ფორმებით    0.544430

ნიმუშებს    0.542104

ეყრდნობოდა    0.538913

ნიშნებით    0.535080

ეყრდნობა    0.534927

აღმოსავლურ    0.533219

ტრადიციებს    0.532381

ხასიათისაა    0.531718

Top 30 analogous words or synonyms for შეუხამა

Article Example
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი უფლისწულის იგივე მინგრელსკის სასახლე, ნიკო დადიანისთის XIX საუკუნის 80-იან წლებში აშენდა, მისი ავტორი რუსი არქიტექტორი ლეონიდ ვასილევია. მან ტრადიციულ რუსულ ექსტერიერს ოსტატურად შეუხამა ქართული ინტერიერი და იმდროინდელი საქართველოსათვის სრულიად უჩვეულო არქიტექტურული ნიმუში მიიღო. სასახლეს განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობაც აქვს. აქ ძალიან ხშირად ეწყობოდა ლიტერატურული საღამოები, სადაც თავს იყრიდნენ იმდროინდელი საქართველოს გამოჩენილი მოღვაწეები. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე კი დადიანის რეზიდენცია ეროვნული კულტურის უმთავრესი კერა გახდა.
ალვარ აალტო ჰუგო ალვარ ჰენრიკ აალტო (Hugo Alvar Henrik Aalto) (დ. 3 თებერვალი, 1898, კუორტანე, ფინეთი — გ. 11 მაისი, 1976, ჰელსინკი, ფინეთი), ფინელი არქიტექტორი და დიზაინერი. მოღვაწეობდა ფინეთში, შვედეთში და აშშ-ში. ეროვნული ტრადიციების ნიადაგზე ერთმანეთს შეუხამა ფუნქციონალიზმისა და ორგანული არქიტექტურის პრინციპები. შექმნა ლანდშაფტთან შერწყმული მოცულობით-სივრცობრივი კომპოზიციები; აგურთან, მინასთან, სპილენძსა და ბეტონთან ერთად აქტიურად გამოიყენა ადგილობრივი მასალა — ხე და გრანიტი.
ნერვა შედარებით ამომწურავი ტექსტი, რომელიც სავარაუდოდ დეტალებში აღწერს ნერვას ცხოვრებას, არის ნერვას თანამედროვე ისტორიკოსის, ტაციტუსის "ისტორია", რომელიც რომის ისტორიის სამ ათწლეულს მოიცავს, ნერონის თვითმკვლელობიდან (69) დომიციანეს მკვლელობამდე (96). მიუხედავად იმისა, რომ ნაშრომის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგულია, პირველმა ხუთმა წიგნმა, რომლებიც ოთხი იმპერატორის წელს აღწერს, დღემდე მოაღწია. გნეუს იულიუს აგრიკოლას ბიოგრაფიის შესავალში ტაციტუსი ხოტბას ასხამს ნერვას ზეობას და მას უწოდებს „ყველაზე ბედნიერი ეპოქის აისს, [როდესაც] ნერვა კეისარმა უწინ შეუთავსებელი სუვერენიტეტი და თავისუფლება ერთამენთს შეუხამა.“
კოლოსალური ორდერი ამ ფორმის ერთ-ერთი ადრეული გამოყენების ნიმუშია სანტ ანდრეა დი მანტოვას ბაზილიკა, აგებული ლეონ ბატისტა ალბერტის მიერ 1472 წელს. რაფაელის ნახაზებიდან საკუთარი სასახლისთვის რომში შეიძლება დაისკვნას, რომ ამ შენობის ყველა ფასადს პილასტრების კოლოსალური ორდერი ჰქონდა, რომელთა სრული სიმაღლე, როგორც ნაკლები, ორ სართულს აღემატებოდა, გრანდიოზულობა, რომელიც უპრეცენდენტო იყო სასახლეების დიზაინში იმ პერიოდში. როგორც ჩანს, მას ეს პროექტი გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე შეუქმნია, რის გამოც შენობის აგება ვერ მოხერხერბულა. ეს პროექტი შემდგომში დაამუშავა მიქელანჯელომ რომის კაპილოლიუმის ბორცვის სასახლეებისთვის (1564-68), სადაც მან კორინთული ორდერის კოლოსალური პილასტრები მცირე ზომის იონიურ სვეტებს შეუხამა, რომლებიც ზემო სართულის ფანჯრებს ამშვენებდა.
პაბლო პიკასო სწავლობდა მამასთან, ხ. რუისთან, ლა-კორუნიეს (1894-95), ბარსელონის (1895-იდან) და მადრიდის (1897-98) ნატიფი ხელოვნების სკოლებში. 1904-იდან თითქმის მუდმივად პარიზში ცხოვრობდა. 1900-იან წლებში უკვე შეიქმნა თავისი პირველი მნიშვნელოვანი ე. წ. „ცისფერი პერიოდისა“, 1901-04, და „ვარდისფერი პერიოდის“, 1905-06 ნამუშევრები. მათში არის გადმოცემული ღატაკთა და მიუსაფართა (ბრმები, მათხოვრები, მაწანწალები) ტრაგიკული მარტოობის განწყობილება. მომდევნო წლებში კომედიანტთა სახეებში მხატვარმა გვიჩვენა ადამიანსა და სამყაროს შორის ჰარმონიული ურთიერთობის ტრაგიზმი, მოგვცა სახეთა სოციალურ-ფსიქოლოგიური დახასიათება „მოხუცი მათხოვარი ბიჭთან ერთად“ 1903; „გოგონა ბურთზე“ 1905, ორივე — ა. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმშია მოსკოვში. 1907-იდან პაბლომ კავშირი გაწყვიტა მსოფლიო ფერწერის რეალისტურ ტრადიციებთან, თუმცა ამის შემდეგაც იგი ბევრჯერ დაუბრუნდა რეალიზმს და კლასიკურად შეუხამა იგი ავანგარდიზმს ყველაზე უკიდურეს ცდებს. პაბლომ ძალზედ მტკივნეულად განიცადა ბურჟუაზიული საზოგადოების კრიზისი; კაპიტალიზმის პირობებში მხატვარი ვერ ხედავდა ძალას, რომელიც წინ აღუდგებოდა ამ საშიშ სინამდვილეს. ამ პერიოდში პაბლომ ჟ. ბრაკთან ერთად შექმნა ახალი მიმდინარეობა — კუბიზმი. დანაწევრებული სიბრტყის კომბინაციებით მხატვარი უარყოფს რეალურ სინამდვილეს. იგი არღვევს საგნების გრძნობად-მხედველობით სახეებს, თუმცა კუბიზმის პერიოდის ზოგიერთი ნამუშევარი მოკლებული არ არის დახვეწილ დეკორატიულობას და ემოციურ ჟღერადობას „ქალი მარაოთი“ 1909 ა. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმი მოსკოვი.