Top 10 similar words or synonyms for შესძახა

შეევედრა    0.870023

თესევსს    0.866218

წმინდანთან    0.865134

ვაითუ    0.863177

ცხედარს    0.859647

გაოცებულმა    0.857490

ცრემლებით    0.855784

ევედრებოდა    0.854075

შურისძიებით    0.851937

იღო    0.851608

Top 30 analogous words or synonyms for შესძახა

Article Example
ვარძია მეფე გიორგი III დიდებულებთან ერთად სანადიროდ ამოსულა, მეფეს თავისი ასული – პატარა თამარიც თან წაუყვანია. ნადირობა დაიწყო. ნადირობით გატაცებულ მეფესა და მის მხლებლებს ბავშვი აღარ მოჰგონებიათ. თამაშით გართული თამარი გამოქვაბულებში დაიკარგა. შეწყდა ნადირობა. აღელვებული და შეშფოთებული მონადირენი აქეთ-იქით აწყდებოდნენ, თამარს ეძებდნენ. – სად ხარ თამარ! დაიძახა ერთ-ერთმა მხლებელმა. გამოქვაბულში გზა აბნეულმა თამარმა სიხარულით შესძახა „აქ ვარ ძია!“, და სწორედ ამიტომ დაერქვა ამ ადგილს „ვარძია“.
ქსენოფონტი დიოგენეს გადმოცემით, ერთხელ ჭაბუკი ქსენოფონტი ათენის ვიწრო შუკაში შეხვედრია სახელგანთქმულ ბრძენს, სოკრატეს. სოკრატემ ჭაბუკს ჯოხით გზა გადაუღობა და ჰკითხა: სად შეიძლება სხვადასხვაგვარი სურსათი ვიყიდოო. ჭაბუკმა ზუსტად, სრულიად დამაკმაყოფილებლად უპასუხა ფილოსოფოსს. მაგრამ სოკრატე მაინც არ ეშვებოდა და კვლავ ჰკითხა: აბა, ახლა მითხარი, სად და როგორ შეიძლება კაცი სრულქმნილი პიროვნება გახდესო. ქსნოფონტიმ, ცხადია, ვერაფერი უპასუხა. მაშინ სოკრატემ შესძახა: აბა, მომყევი და მე გასწავლიო.
ილარიონ ქართველი (ყანჩაველი) მაშინ ყველა ირგვლივ მყოფმა ერთად შესძახა: "სიკვდილი მაგას!" და აბდულ-რობუტ-ფაშაც იძულებული გახდა, მისი სიკვდილით დასჯის ბრძანება გაეცა. მამა ილარიონი სიხარულით გაჰყვა აღტკინებულ ბრბოს დასჯის ადგილისკენ, მაგრამ ორმა წარმოშობით ქართველმა კარისკაცმა ფაშასგან კვლავ მისი გათავისუფლების ნებართვა გამოითხოვა: თავი მოგვეჭრება, რას იტყვიან ჩვენზე, ერთი თანამემამულე ძვლივს შეგვხვდა და ისიც რომ მოვკლათო.
ჯუზეპე გარიბალდი 1860 წლის 9 ნოემბერს გადამდგარი გენერალი და ორივე სიცილიის სამეფოს ყოფილი დიქტატორი ჯუზეპე გარიბალდი გემით გაემგზავრა ნეაპოლიდან კაპრერაზე. მას ახლდა მხოლოდ მისი უფროსი ვაჟი მენოწი, თან მიჰქონდა მხოლოდ მცირეოდენი პროდუქტი და ჯიბეში სულ რამდენიმე ლირა ედო. გამცილებელ თანამებრძოლებს მან შესძახა: "რომში შეხვედრამდე". გარიბალდი ამ დროს უკვე 53 წლის იყო.
აგამემნონი ტროას ომში აგამემნონმა დიდი გმირობა და სტრატეგიული ნიჭი გამოიჩინა, მაგრამ პატივმოყვარეობითა და სიამაყით ხშირად ვნებდა საერთო საქმეს. კერძოდ, საყოველთაოდ ცნობილია, რომ აქილევსის რისხვის მიზეზი გახდა ის, რომ აგამემნონმა უსამართლოდ წაართვა ტყვე ქალი ბრიზეიდა, მანვე შეურაცხყო აპოლონის ქურუმი ქრიზე და სხვა, რითაც უდიდესი მორალური და მატერიალური ზარალი მიაყენა თანამებრძოლებს. ომის დამთავრების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებისას, უდიდესი გამარჯვებითა და შინდაბრუნების სიხარულით აღფრთოვანებული აგამემნონი, რომელსაც იმდენად ბედნიერად მიაჩნდა თავი, რომ ღმერთებსაც კი შესძახა, გშურდეთ, ღმერთებო, ჩემი ბედნიერებაო, ვერაგულად მოკლეს ცოლმა - კლიტემნესტრამ და მისმა საყვარელმა ეგისთემ.
წმინდა სიდონია როდესაც იერუსალიმში სინედრიონის მიერ მაცხოვრის მისამართით შეთქმულება მზადდებოდა, ანა მღვდელმთავარმა ქართლიდან იხმო ქართველი ურიები ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. ელიოზის დედამ გამგზავრების წინ თავის შვილს სთხოვა მესიის სისხლის დათხევაში მონაწილეობა არ მიეღო, „რამეთუ ის არის სიტყვა წინასწარმეტყველთა და იგავი ბრძენთაგან თქმული“. იმ დროს, როდესაც მაცხოვარს ჯვარზე აკრავდნენ, ელიოზის დედას სასწაულებრივად ესმოდა ჩაქუჩების ხმა. მან შესძახა: „მშვიდობით, მეუფებაო ჰურიათაო, რამეთუ მოჰკალთ თავისა მაცხოვარი და მჴსნელი და იქმნენით ამიერითგან მტერ შემოქმედისა“! და უმალვე განუტევა სული.
წმინდა პარამონი წმინდა პარამონი – მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 29 ნოემბერი, ახალი სტილით - 12 დეკემბერი. წმინდა მოწამე პარამონი და მასთან ერთად სამას სამოცდაათი წმინდანი 250 წელს, იმპერატორ დეციუსის (249-251) მეფობისას აღესრულენ ქრისტესთვის. ბითვინიის (მცირე აზია) მთავარმა, აკვილინემ სამას სამოცდაათი მართლმორწმუნე შეაპყრობინა და წამებით აიძულებდა მათ, კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირათ. ქრისტიანთა ტანჯვა რომ იხილა, ადგილობრივმა მკვიდრმა, დიდებულმა პარამონმა შესძახა: „რამდენი უდანაშაულო იღუპება იმისთვის, რომ უსულო კერპებს არ სცემს თაყვანს!“ ამისთვის ისიც შეიპყრეს, ენა გაუხვრიტეს, სხეული მახვილებით დაუსერეს, დაბოლოს, სხვა სამას სამოცდაათ მოწამესთან ერთად თავი მოჰკვეთეს.
წმინდა მოწამე ტრიფონი წმინდა მოწამე ტრიფონი (გ. 250) - მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 1 თებერვალი, ახალი სტილით - 14 თებერვალი. იგი ფრიგიის ქალაქ აპამეის მახლობლად, სოფელ კამპსადაში დაიბადა. უფალმა მას სიყრმეშივე მიანიჭა ეშმაკთა განსხმისა და სხვადასხვა სნეულებათა კურნების ნიჭი. ერთხელ კამპსადას პურის ყანებს მავნე მწერები შეესია და განადგურებას უქადდა მთელს მოსავალს. ტრიფონმა ლოცვის ძალით გაასხნა ისინი და თანასოფლელები შიმშილობისაგან იხსნა; ამ დროს რომში მეფობდა გორდიანუს III, რომელსაც ეშმაკეული ასული ჰყავდა. ქალწულში ჩაბუდებულმა ბოროტმა სულმა, ღვთის ნებით, შესძახა: „ვერავინ განდევნის ტრიფონის გარდა”. როდესაც მეფის მსახურებმა მოძებნეს ყრმა და მასთან ერთად რომში ბრუნდებოდნენ, ეშმაკმა შესძახა: „არ შემიძლია აქ გაჩერება, ტრიფონი ახლოვდება!” და დატოვა ასული. გახარებულმა გორდიანმა სთხოვა წმიდანს ხილულად ეჩვენებინა მისთვის ეშმაკი. ტრიფონმა გააძლიერა ლოცვა, მეშვიდე დღეს კი სულიწმიდის მადლით აღვსილმა დემონს უბრძანა: „ჩემი უფლის, იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, ხილულად ეჩვენე აქ მყოფთ, გამოაჩინე შენი საძაგელი, ურცხვი სახე და გვიჩვენე შენი უძლურება!” იმავ წამს გამოჩნდა ეშმაკი, ცეცხლოვანთვალებიანი შავი ლეკვის სახით, რომელიც თავს მიწაზე მოათრევდა. მეფე და მისი მხლებლები შეძრწუნდნენ. მრავალმა ირწმუნა ქრისტე და მოინათლა; წმიდანი ყველა გაჭირვებულს უანგაროდ ეხმარებოდა. ერთადერთი, რასაც საზღაურად ითხოვდა, იესო ქრისტეს რწმენა იყო.
პერსევსი იმ ავბედითი ქორწილის შემდეგ, პერსევსი კეფევსის სამეფოში დიდხანს აღარ გაჩერებულა. ის, ანდრომედასთან ერთად სერიფოსზე დაბრუნდა. ხომალდიდან გადმოსვლისთანავე დედის ამბავი იკითხა და გაიგო, რომ პოლიდექტესს ჰიპოდამეას ცოლად შერთვა არც კი უფიქრია და ისევ დანაეს ხელში ჩაგდებას ლამობდა. ქალი თავის დასახსნელად ზევსის ტაძარს შეეფარა და იქიდან აღარ გამოდიოდა. გაბრაზებული პერსევსი პოლიდექტესის სასახლისკენ გაეშურა. როდესაც დარბაზში შევიდა, ნახა რომ მეფე თავის მეგობრებთან ერთად ღრეობდა. მისი შესვლა ვერავინ შეამჩნია, რადგან მეფეს პერსევსი უკვე მკვდარი ეგონა. მას ვერ წარმოედგინა, რომ გორგონა მედუზას კლანჭებს ვინმე გადაურჩებოდა. პერსევსი მეფეს წარუდგა და მოახსენა, რომ მისი დავალება შეასრულა. მეფემ და მისმა მეგობრებმა მისი მონაყოლი ტრაბახად მიიჩნიეს და სიცილი დააყარეს. პერსევსი ისედაც გაცეცხლებული იყო, ასეთმა დახვედრამ კი რისხვა გაუათკეცა, იგი დასწვდა მედუზას თავს და მეფეს შესძახა:„რაკი არ გჯერა,აჰა, შენი თვალით დარწმუნდი!“ და როდესაც მეფე ქანდაკებად იქცა, წამსვე სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. პერსევსმა არც დანარჩენი სტუმრები დაინდო და მათაც მეფის ბედი გაიზიარეს.
კრწანისის ბრძოლა ბრძოლაში გამოცდილი შაჰი უკან დახევას არ აპირებდა, უეცრად მან ცხენი შეაბრუნა ადიდებული მტკვრისაკენ და თავისიანებს შესძახა: "ვინც ჩემი ერთგულია მომყევითო, თუ მტკვარმა წამიღო ჩემი გვამი ამოიღეთ და მიწაში დაფალითო". შაჰმა მდინარე გადაცურა,მებრძოლთა ნაწილი უკან მიჰყვა. 300–მდე სპარსელი დაახრჩო ადიდებულმა მტკვარმა. ნავთლუღისკენ გასული შაჰი, რამდენიმე ათასი კაცით მტკვრის მარცხენა ნაპირს აღმა აჰყვა და გაღმიდან თელეთის ქედის ფერდობები დაათვალიერა. ნახა, რომ ქართველებს ძალზე მცირე რაოდენობით ჰყავდათ მებრძოლები. ქართველთა მეწინავე რაზმის მებრძოლებმა, რომელნიც საქარავნე გზას იცავდნენ ჩათვალეს, რომ ალყაში ექცეოდნენ და უკან, თბილისისკენ დაიხიეს. გზა განთავისუფლდა და მტკვრის მარჯვენა მხარეს დარჩენილი სპარსელთა ჯარის ნაწილიც ამ გზით დაიძრა. შაჰმა კი თავისი ჯარი, უკან, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მოღალატეების მიერ ნაჩვენები ფონით გადმოიყვანა ორთაჭალის მიდამოებში და აქ გაერთიანებული სპარსელები ბრძოლით წამოვიდნენ სეიდაბადისკენ.