Top 10 similar words or synonyms for შესთხოვდა

სწირავდა    0.887650

ევედრებოდა    0.886983

შესთხოვა    0.872854

ცრემლით    0.869123

ლოცულობდა    0.865778

სასწაულებრივ    0.865336

ილოცა    0.860732

ევედრებოდნენ    0.857268

უდრტვინველად    0.855145

ცხედარს    0.854465

Top 30 analogous words or synonyms for შესთხოვდა

Article Example
სუჯუნის წმინდა გიორგის ეკლესია სუჯუნის წმ. გიორგის ხატის დღეობა (ხატობა) იმართებოდა 23 აპრილს (ახ. სტილით 6 მაისი), სადაც მლოცველი ღამეს ათევდნენ, კლავდნენ საკლავს , მუხლის მოყრით ეკლესიას გარშემო უვლიდნენ და სხვა. სუჯუნის წმ. გიორგი ითვლებოდა სულით ავადმყოფების მკურნალად. ისინი ხატობა დღეს იქ მიჰყავდათ და ალოცებდნენ. სუჯუნაში იცოდნენ ხატზე გადაცემაც. მაწყევარი დადგებოდა სუჯუნის წმ. გიორგის ხატის წინ, სანთლებს აანთებდა და შესთხოვდა მას გამოეჩინა ძალა და გაენადგურებინა მტერი და მავნებელი.
ხატმებრძოლეობა იმპერატორისათვის რთული იყო პირდაპირ ბრძოლაში ჩართვა ხატების წინააღმდეგ, რადგანაც პატრიარქი გერმანე ხატების მომხრე იყო. ლეონ III-მ 729 წელს პატრიარქი პირად მოლაპარაკებაზე მიიწვია, თუმცა უშედეგოდ. 730 წელს ლეონ III-მ ბრძანა ჩამოეხსნათ სასახლის შესასვლელში აღმართული ხატი, მოსახლეობა მუდარით შესთხოვდა იმპერატორს ხელი აეღო ამ საქციელზე. ჯარმა ხალხი ძალის გამოყენებით დაშალა, უამრავი ადამიანი ჭყლეტაში, ზოგიერთი კი წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპა.
წმინდა ნინო წმ. ნინო ერთი დღის განმავლობაში ლოცულობდა და ღმერთს თვალცრემლიანი შესთხოვდა იმ კაცის გამოჯანმრთელებას. მასთან ერთად ლოცულობდნენ ნანა დედოფალი და სიდონიაც. მაშინ გავიდა ბოტორი სული სპარსი მთავრის სხეულიდან და და დაემოწაფა ის და მთელი მისი სახლეულობა წმინდა ნინოს და ისიც ადიდებდა ღმერთს – მამას, ძესა და წმინდა სულს.
ნიუვა კრებულში სონგის ოთხი დიდებული წიგნი, ლი ფენგისა და სხვების მიერ შედგენილი, 78 ტომი საიმპერატორო საკითხავი წიგებისა ტაიპინგის ერაში არის თავი , სადაც დაწერილია, რომ, როდესაც ცა და დედამიწა გაიყო იქ არ არსებობდა არცერთი კაცი. ამრიგად ნიუვამ გამოიყენა ყვითელი თიხა ადამიანების შესაქმნელად. მაგრამ თიხა არ იყო საკმარისად მყარი, ამიტომ მან თიხას შეურია თოკები, რომ სხეული აეწყო. იქ ასევე წერია, რომ ნიუვა ლოცულობდა და ღმერთს შესთხოვდა ნება მიეცა მისთვის ოჯახური საქმეების ქალღმერთი ყოფილიყო.
ქსენია პეტერბურგელი ნეტარი ქსენია პეტერბურგელი — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 24 იანვარი, ახალი სტილით — 6 თებერვალი. იგი XIX საუკუნეში ცხოვრობდა სანქტ-პეტერბურგში, რუსეთის მაშინდელ დედაქალაქში. მისი მეუღლე, მეფის კარის მომღერალი, 26 წლის იყო, როდესაც ცოდვათა მოუნანიებლად და უზიარებლად გარდაიცვალა. მწუხარებამ შესძრა ქსენიას გული და აი, სწორედ მაშინ მოუწოდა მას უფალმა ქრისტეს სალოსობისაკენ. თავისი სულიერი ღვაწლი რომ დაეფარა, წმიდანი შეშლილივით იქცეოდა, უცნაურ ტანსაცმელს იცმევდა, და გარდაცვლილი მეუღლის, ანდრიას სახელს იჩემებდა. ქონება ღარიბებს დაურიგა და არაფერი გააჩნდა იმ ტანსაცმლის გარდა, რომელიც ეცვა: საზრდელს კეთილი ადამიანები აწვდიდნენ. როდესაც სმოლენსკის სასაფლაოზე ქვითკირის ტაძრის მშენებლობა დაიწყეს, ქსენია ღამით მალულად ეზიდებოდა ტყიდან აგურებს: ეკლესიის აგებაშიც მონაწილეობდა და ხორცის მოუძლურებით სულსაც შეეწეოდა მუდმივი ლოცვის ღვაწლში. ხალხის უმეტესობა ვერ უგებდა წმიდანს და დასცინოდა. ნეტარი ქსენია მოთმინებით იტანდა წყენას და თავისი შეურაცხმყოფლების ცხონებას შესთხოვდა უფალს. დაუცხრომელი ღვაწლისთვის წმიდანის განჭვრეტის, სასწაულთქმედების და კურნების ნიჭი მიემადლა.
ელიაობა ელიაობა, ამინდის ღვთაების — ელიას სახელობის დღესასწაული. ქრისტიანული კალენდრით წმ. ელიას (ილიას) დღესასწაული იმართებოდა 20 ივლისს (ძველი სტილით). გარდა საეკლესიო, ოფიციალური დღესასწაულისა, არსებობდა ელიაობის ხალხური ვარიანტები, რომელთაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად მართავდნენ. ელიაობას მესხეთში საყდარში იხდიდნენ, ასევე სცოდნიათ იმერეთში, სადაც საყდრის გარშემო კაცები ორსართულიან ფერხულს მართავდნენ, ქალები კი — ერთრიგიანს და "ოკრიალეს" გაიძახოდნენ. კახეთში ელიაობას მართავდნენ ელიას მთაზე, წითელი წყაროს მახლობლად. სამეგრელოში წირვიდან დაბრუნებული ოჯახის უფროსი მარანში საჭმელ-სასმელით დატვირთულ ტაბლას შეიტანდა, სანთლებს აანთებდა და ქარისა და ავდრის არიდებას შესთხოვდა ღვთაებას. ელიასავე სახელზე უნდა ყოფილიყო ტაროსის დღეობა კოხინჯრობა (მეგრული "კოხობაში ოხვამერი"), რომელსაც 7-9 მაისს იხდიდნენ. ელიას თაყვანისცემა ხშირად ემთხვევოდა ლაზარობის — გვალვისა და დელგმის რიტუალებს, რომელიც სრულდებოდა არა კონკრეტულად დანიშნულ დღეს, არამედ ყოველთვის, როდესაც გვალვა ან დელეგმა შეაწუხებდა ხალხს. ამ რიტუალებში ელია და ლაზარე ხშირად ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.
სვიმეონ მესვეტე უმცროსი იოანე და მართა მოკრძალებულად ცხოვრობდნენ, მეუღლის სათნო ცხოვრებამ იოანეზეც მოახდინა გავლენა, რადგან ისიც უბიწო და ღვთისმსახური ადამიანი იყო. მართა სულ უფრო და უფრო ხშირად დადიოდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარში და წმინდანს შესთხოვდა, რომ ეოხა მას მისთვის ღვთის წინაშე, რათა მისცემოდა მას ძე სადიდებლად უფლისა. ამ თხოვნით იგი მთელი დღეები იმყოფებოდა ტაძარში, საკვებად მხოლოდ პურსა და მარილს იყენებდა, სასმელად კი წყალს, ძილით კი იქვე, დამჯდარს ეძინა მცირე ხნით. ერთ ღამესაც მას იოანე ნათლისმცემელი გამოეცხადა და უთხრა, რომ შეწირული იყო მისი ლოცვა, და ნიშნად ამისა ხელთ საკმეველი მისცა. ჩვენებით გაკვირვებულ მართას გამოეღვიძა და აღმოაჩნა, რომ ხელში საკმეველი ეკავა. გახარებული წამოდგა და ღმერთს მადლობა შესწირა, მერე კი წმინდანის მიერ მიცემული საკმეველი აკმია, რომელმაც ისეთი კეთილსურნელება გამოსცა, რომ ყველას უკვირდა. რამდენიმე დღის შემდეგ მართას კვლავ გამოეცხადა იოანე ნათლისმცემელი და უთხრა, რომ შობდა ძეს, რომლისათვის სახელი სვიმეონი უნდა დაერქმია. უთხრა, რომ როცა წამოიზრდებოდა, ყრმას ხორცი და ღვინო არ უნდა მიეღო, არამედ პურით, თაფლითა და მარილით გამოკვებილიყო, სასმელად კი წყალი ჰქონოდა, და რომ როცა ყრმას ორი წელი შეუსრულდებოდა, მაშინ მოენათლათ.
გურია კალანდის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე მთელი ოჯახი ფეხზე დგებოდა. მამაკაცები ღორის თავს, საახალწლო კვერს, საახალწლო სანოვაგით დატვირთულ გობს, მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს აიღებდნენ და მარნისკენ გაეშურებოდნენ. მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი გობს ხმაამოუღებლად დადგამდა მიწაზე, ჩაფს ღვინით გაავსებდა და წმინდა ბასილს ოჯახის ბედნიერებას დაჩოქილი შესთხოვდა. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს აიღებდა და წმინდა ბასილს შეეხვეწებოდა, რომ ამ კაკალივით აევსო ოჯახი ყოველივე სიკეთით. კაკალს გატეხდნენ და, თუ ცარიელი აღმოჩნდებოდა, რაც, გურულების რწმენით, უბედურების მომასწავებელი იყო, მეკვლე ხელმეორედ ეხვეწებოდა წმინდანს, რომ ოჯახი ცარიელი კაკლისთვის არ დაემსგავსებინა. ამის შემდეგ პროცესია სახლისკენ გაემართებოდა. მეკვლე კარებზე სამჯერ დააკაკუნებდა შემდეგი სიტყვებით: „კარი გამიღე!“ სახლიდან სამჯერ უპასუხებდნენ: „რა მოგაქვს?“. მეკვლე პასუხად ჩამოუთვლიდა: „მშვიდობა, ღვთის წყალობა, ჯანჯუხა, ხაჭაპური, ტკბილეული..." შემდეგ მას კარებს უღებდნენ და იწყებოდა საახალწლო მილოცვები.
ალექსანდრე (კონსტანტინოპოლის პატრიარქი) პატრიარქი ალექსანდრე ქორეპისკოპოსი იყო პირველი კონსტანტინოპოლელი პატრიარქის, მიტროფანეს (316-325) დროს და პატრიარქის მხცოვანების გამო ცვლიდა მას არიანელთა წინააღმდეგ გამართულ I მსოფლიო კრებაზე ნიკეაში (325). სიკვდილის წინ მღვდელმთავარმა მიტროფანემ დაიბარა, კონსტანტინოპოლის კათედრაზე მისი ქორეპისკოპოსი აერჩიათ. ამ ხანებში უწმიდეს პატრიარქ ალექსანდრეს უხდებოდა ბრძოლა არიანელებთან და კერპთმსახურებთან. ერთხელ, ერთ წარმართ ფილოსოფოსთან კამათში, მღვდელმთავარმა მას მიმართა: „ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, დადუმდე!“ და უღმრთოს ენა წაერთვა. შემდეგ მან უსიტყვოდ მიანიშნა, რომ აღიარებდა თავის ცდომას, მეტყველების უნარი დაუბრუნდა და სხვა წარმართ ფილოსოფოსებთან ერთად მოინათლა. მღვდელმთავარ ალექსანდრეს ლოცვით ღვთის სასჯელი დაატყდა თავს ერეტიკოს არიოზს. მან მოჩვენებით თანხმობა განაცხადა მართლმადიდებლებთან ურთიერთობაზე და წმიდა კონსტანტინე დიდმა მისი მიღების დღეც დანიშნა. ნეტარი ალექსანდრე მთელი ღამე ლოცვად იდგა და უფალს შესთხოვდა, არ დაეშვა ერეტიკოსის ცრუ კავშირი ეკლესიასთან. დილით, როცა მეფის მრჩევლებითა და საჭურველთმტვირთველებით გარშემორტყმული არიოზი საზეიმოდ მიემართებოდა ეკლესიისკენ, უეცრად კონსტანტინეს მოედანზე სნეულებამ დაჰრია ხელი, მუცელი გაუსკდა და შიგნეული გადმოუცვივდა.
მარიამ ღვთისმშობელი დიდ დღესასწაულებზე მათ ჩვეულებად ჰქონდათ, რომ იერუსალიმში ასულიყვნენ. იოაკიმეც მივიდა ტაძრის განახლების დღესასწაულზე, რათა თანამემამულეებთან ერთად მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ მღვდელმთავარმა ისახარმა იოაკიმეს ძღვენი არ მიიღო, მას უშვილობა აყვედრა და უთხრა: „უფალმა რაღაც საიდუმლო ცოდვის გამო მოგაკლო კურთხევა.“ სხვა თანატომელებმაც, რომლებიც იქ იყვნენ, დაუმატეს: „შენ არ გაქვს ნება, მსხვერპლი ჩვენთან ერთად შესწირო, იმიტომ რომ არ შეგიქმნია ისრაელის თესლი.“ იოაკიმესათვის ძნელი იყო ამგვარი ყვედრების სახალხოდ მოსმენა და სახლში დაბრუნების ნაცვლად უდაბნოში წავიდა. 40 დღე და 40 ღამე მართალი მოხუცი ტიროდა, მარხულობდა და ლოცულობდა. მწუხარებას ცრემლით იქარვებდა. შესთხოვდა ღმერთს, რომ სირცხვილი და ყვედრება აეცილებინა და სიბერეში მისთვის შვილი ებოძებინა. ამავე დროს, როდესაც ქმრის შეურაცხყოფის ამბავი გაიგო, ანა უნუგეშოდ ატირდა და შინაურთაგან თავისი მწუხარება რომ დაეფარა, ბაღში გავიდა. დაფნის ხის ძირას მჯდარი არ წყვეტდა ტირილს და ლოცულობდა შეურყეველი რწმენით, რომ ღმერთი ძლიერია და კაცთაგან შეუძლებელს შეძლებს. ამ დროს ცისკენ აღაპყრო თვალები და დაფნის ტოტებში დაინახა ბუდე, რომელშიც უსუსური ბარტყები ისხდნენ. ამის გამო კიდევ უფრო მეტი ვედრებით გადმოიღვარა ლოცვა მისი გულიდან: „უბედური მხოლოდ მე ვარ―მოთქვამდა იგი―ამქვეყნად ყველა შვილებით ნუგეშობს. ცაში ჩიტებსა და მიწაზე მხეცებს ნაყოფიერება მიეც, უფალო მიწაც დროულად აღმოაცენებს თესლსა და ყველაფერი ეს შენი კურთხევით ხდება! მხოლოდ მე ვარ ველი უნაყოფო, უსიცოცხლო და აღმოუცენებელი. მომხედე, უფალო, და ისმინე ჩემი ლოცვა!“ უცებ მის წინაშე ღვთის ანგელოზი წარსდგა და უთხრა: „ანა, უფალმა ისმინა შენი ლოცვები. შენ გეყოლება შვილი და შენი თესლისაგან იკურთხება ყოველი ტომი დედამიწაზე. შენი ასულის სახელი იქნება მარიამი და კაცობრიობა ხსნას მის მიერ მიიღებს.“ ანგელოზმა დაავალა ანას, რომ წასულიყო იერუსალიმში და უწინასწარმეტყველა, რომ ქმარს ოქროს ჭიშკართან შეხვდებოდა. ღვთისსულიერი სიხარულით აღვსილმა ანამ წამოიძახა: „ცხოველ არს ღმერთი ჩემი. თუ შემეძინება ასული, მას ღმერთს შევწირავ. დაე, დღედაღამ მას ემსახუროს და მისი წმინდა სახელი განადიდოს.“ ამ აღთქმის შემდეგ მან იერუსალიმისაკენ ისწრაფა, რათა უფლისათვის დიდება და მადლობა შეეწირა. ანგელოზი მართალ იოაკიმესაც გამოეცხადა, რომელიც სალოცავად იყო უდაბნოში და უთხრა: „უფალმა შეიწყნარა შენი ლოცვა. შენი ცოლი შობს ასულს, რომელიც ყველას სიხარულს მოუტანს, წადი იერუსალიმში და იქ ოქროს ჭიშკართან იპოვი ცოლს შენსას, რომელსაც მე ეს უკვე ვაცნობე.“ იოაკიმე და ანა შეხვდნენ ერთმანეთს, ღვთის ტაძარს ერთად შესწირეს სამადლობელი მსხვერპლი და სახლშიც ერთად დაბრუნდნენ იმის ღრმა რწმენით, რომ მიიღებდნენ ღვთისგან აღთქმულს.